თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უკრაინაში კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 31 მარტი 2017 12:12

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს უკრაინელმა კოლეგამ, არმიის გენერალმა სტეპან პოლტორაკმა უმასპინძლა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ კოლეგას თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში  მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება. საქართველოს სახელით,  ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამიხატა.

ლევან იზორიამ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით განსაზრული გეგმებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე რეფორმირების პროცესი ნატოს სტანდარტების შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

საუბარი შეეხო  სამხედრო სწავლებებში საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მზაობა, ჩაერთონ 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში, დადებითად შეაფასა. საუბრის ბოლოს ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ მიიწვია.       

თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდა. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორიამ და არმიის გენერალმა სტეფან პოლტორაკმა ხელი ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერეს.

ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.

დღესვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში  ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან გამართა შეხვედრა.

ვიზიტის მეორე დღეს  კი, ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და  დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.   

უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 მარტი 2017 10:36

აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან. 11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა. ჯარისკაცები რეაბილიტაციის კურსს წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში 6 აპრილის ჩათვლით გაივლიან. სამხედროების  უმრავლესობა ტყვედ ნამყოფია, ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებების დროსაა დაჭრილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საქმეთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი  დახვდნენ.

წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში კი, დაშავებული სამხედროებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ და უკრაინელ მებრძოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

მოგვიანებით კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ უკრაინელ დიპლომატს რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეაბილიტაციის მეთოდები გააცნო.

წეროვანში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად საქართველოში უკვე მეშვიდე უკრაინული ჯგუფი ჩამოვიდა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ცენტრში  ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გაივლიან, რაც მიზნად ისახავს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას შესაძლებლობის ფარგლებში, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. რეაბილიტაციის სამსახურის სპეციალისტები სამხედროების ფიზიკურ, ფუნქციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეაფასებენ. რეაბილიტაციის სპეციალისტები - ექიმი-რეაბილიტოლოგი და ფიზიკური თერაპევტი, თითოეული პაციენტის ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას სპეციალური საერთაშორისო ტესტების მიხედვით ახორციელებენ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი კი, როგორც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს უტარდებათ.  

უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის აღმოსავლეთ უკრაინის ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე" 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში რეაბილიტაციის პროცესი  ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

უკრაინის რადას დეპუტატი გაიტაცეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 10:47

გატაცება უკრაინაში. როგორც  უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, ოდესაში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ალექსეი გონჩარენკოს. 

პეტრო პოროშენკოს ფრაქციის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ოდესაში ის შეხვედრაზე იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით სწორედ ოდესიდან გაუჩინარდა დეპუტატი. 

"დასავლეთი რუსეთს სტიმულს აძლევს იგივენაირად მოიქცეს სხვა ქვეყნებშიც" -გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:44

„დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოკუპირებული ტერიტორიების გამო საქართველოსთვის უარის თქმით, პრაქტიკულად ეუბნება რუსეთს, რომ - „დიახ, თქვენი მოქმედებები ეფექტურია და იძულებული ვხდებით, არ მივიღოთ ის სახელწმიფოები, რომლებიც გაწევრიანებას იმსახურებენ“. ასეთი მაგალითით, დასავლეთი რუსეთს სტიმულს აძლევს იგივენაირად მოიქცეს იმ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ასევე მოინდომებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 12:53

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროგრამების კოორდინატორს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არმენ ზარგარიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნიშური პროდუქტების - თაფლი, მწვანილი და კენკროვანი ხილი, ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ძირითადი ვალდებულებების შესახებ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

როგორც არმენ ზარგარიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას.

 

 

 

უკრაინული დელეგაცია გენერალურ შტაბში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 16:22

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით პიოტრ გეტმანის სახელობის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლო ტკაჩუკი იმყოფება. დღეს, უკრაინულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვერკვევით ჩვენი ქვეყნების გარშემო არსებულ სიტუაციაში და გვაქვს ერთნაირი ხედვა. ვაპირებთ უკრაინელ კოლეგებს გავუზიაროთ ცოდნა ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების გამოცდილება ჰიბრიდულ ომებთან დაკავშირებით. მსგავსი ცოდნის გაზიარება ორივე მხარეს წაგვადგება. რაც მთავარია იგეგმება სტუდენტების და სამხედრო პედაგოგების გაცვლა ჩვენს სასწავლებლებში, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება“- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრაზე უკრაინასა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამხედრო განათლების განვითარების საკითხებს.

„მადლობას ვუხდით გენერალური შტაბის უფროსს საქართველოში მოპატიჟებისთვის. ჩვენ ერთმანეთს ცოტა ხნის წინ ლვოვის აკადემიაში შევხვდით, სადაც გენერალ-მაიორი კაპანაძე დაწესებულების სწავლის პროცესს და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მეთოდებს გაეცნო. ჩემი ვიზიტის მიზანია ინფორმაცია მივიღო თქვენი სამხედრო სასწავლებლების შესახებ. გვაინტერესებს სწავლის მეთოდები, რომლითაც საქართველოში ოფიცრებს, სერჟანტებს და სხვადასხვა დანაყოფებს ამზადებთ. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში“ - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა პავლო ტკაჩუკმა.

დღესვე, უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მონახულება.

"მის უკრაინა 2013" იტალიელ მილიონერ ქმარს აშშ-ში გაექცა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 00:48

სილამაზის კონკურსის, "მის უკრაინა 2013"-ის გამარჯვებულის, ანნა ზაიაჩკოვსკას ცხოვრება ბოლო დროს განხილვის თემა გახდა. მოდელი იტალიელ მილიონერ ქმარს ამერიკაში გაექცა.

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გოგონა სახლიდან გავიდა, ქმარს კი უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა. თუმცა ანნა სახლში არ დაბრუნებულა. მაშინ, მეუღლემ, ჯანლუკა ჩერვავამ პოლიციას ცოლის დაკარგვის ამბავი შეატყობინა.

რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ გოგონა აშშ-ი იმყოფებოდა. ინსტაგრამზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ანნა უცნობ მამაკაცთან ერთადაა. ანნამ სახლიდან წაიღო მეუღლის მობილური ტელეფონი, დოკუმენტები და სეიფიდან 6 ათასი ევრო. წასვლისას გოგონამ დედამთილს შეტყობინებაც დაუტოვა: " შენს შვილს გვერდიდან არ მოშორდე. ის ანგელოზია. ნუ დატოვებ და ნუ მიატოვებ მას".

ამ დროისთვის გოგონას კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა მეუღლემ კი კვლავ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ჯანლუკა ანნას სასამართლოში უჩივის, საქორწინო კონტრაქტის დარღვევის გამო.

Rating

Rating

ყირიმის საზღვართან უკრაინელმა სამხედროებმა მანევრები დაიწყეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 12:59
ყირიმის საზღვართან უკრაინელმა სამხედროებმა მანევრები მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა. 

ყირიმში მიმდინარე მოვლენებს  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოემხმაურა და მხარეებს  თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

 

ნადეჟდა სავჩენკო 30 წუთში სამშობლოში ჩაფრინდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 15:10

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინულ მხარეს გადასცეს. სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე მოსკოვს რუს სამხედროებს, ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს გადასცემს, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს. პატიმრების გაცვლა როსტოვის აეროპორტში მოხდა.  კიევის დროით კი 14:45 ჩაფრინდება პრეზიდენტის თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში, რომლითაც რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ უკრაინელი მფრინავი სამშობლოში დაბრუნდება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნადეჟდა სავჩენკოს გაათავისუფლებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 16:28

უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს იმედი აქვს, რომ   ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების საკითხზე პუტინთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია. 

„ჩემი მოსაზრებით, ჩვენ ნადეჟდას გათავისუფლების გარკვეული ალგორითმის შეთანხმება შევძელით,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

შეგახსენებთ, მარტში რუსეთის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური