გედევან ფოფხაძე სააკაშვილზე - უკრაინის პოლიტიკურმა ისტემბლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, როცა ეს „ტროას ცხენი“ თავისთან შეათრია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017 13:18

უკრაინის პოლიტიკურმა ისტემბლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, როცა ეს „ტროას ცხენი“ თავისთან შეათრია და მის ავანტიურისტულ საქმიანობას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატის აზრით, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალება გამოიყენოს, რათა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცეს.

"სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი. ამიტომ ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია არეულობებისკენ. არც სამართლებრივი და არც მორალური ჩარჩოები მას პოლიტიკური საქმიანობის დროს არა აქვს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მისი ადგილი, ჩემი აზრით, არის ციხეში და არა პოლიტიკაში; აქეთ-იქით კი არ უნდა ხტუნაობდეს, ის უნდა იჯდეს, სადაც ეკუთვნის ადგილი, გამომდინარე დანაშაულებრივი სისტემის შექმნიდან, რომლის ავტორი იყო და ასობით, ათასობით ადამიანის წამების და სისხლის სანაცვლოდ. დღეს არავინ ზის ციხეში ისეთი, ვინც სააკაშვილზე უფრო დამნაშავეა. თუ იქ ზის ადამიანი, თუნდაც ორი კაცის მკვლელობისთვის, სააკაშვილს უფრო მეტი ჰყავს მოკლული, მეტისთვის აქვს ქონება წართმეული... ვიღაც შეიძლება იჯდეს იმის გამო, რომ ვიღაც გაქურდა, მაგრამ სააკაშვილმა ასობით ათასობით ადამიანი გაქურდა. სააკაშვილზე უფრო დიდი კრიმინალი დღეს ქართულ საზოგადოებას არა ჰყავს", - განაცხადა ფოფხაძემ.

„ძვირფასო“ რუსებო, თქვენი დახოცვა 25 წლის წინ დავიწყე და ამას გავაკეთებ მანამ, სანამ არ წახვალთ უკრაინიდან, საქართველოდან"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 16:10

უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი ირაკლი ქურასბედიანი სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, დატოვონ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები:

„ძვირფასო“ რუსებო, დღეს მსურს შეგახსენოთ, რომ თქვენი დახოცვა 25 წლის წინ დავიწყე, 9 წლის წინაც იგივეთი ვიყავი დაკავებული, ჩვენში რომ დარჩეს სამი წლის წინაც იგივე გავაგრძელე, 2014 წელს... ამასვე ვაკეთებდი გუშინ... დღეს საღამოსაც ასე მოვიქცევი და ხვალაც!!! ასეთი ჩვევეა მაქვს და თან ძალიან კარგადაც გამომდის!! ამას გავაკეთებ მანამ, სანამ ყველა არ მოკვდებით ან არ წახვალთ უკრაინიდან, საქართველოდან, მთელი კავკასიიდან“, - წერს ირაკლი ქურასბედიანი.

უკრაინის სასაზღვრო სამსახური - მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე არ შემოვუშვებთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 14:04

უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში, უკრაინის პასპორტს ჩამოართმევს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებს. 

როგორც ცნობილია, პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა. 

მაკა ჩიჩუამ უკრაინის პირველ ლედის ძველ თბილისში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 ივლისი 2017 23:51

მაკა ჩიჩუამ უკრაინის პირველ ლედის ძველ თბილისში უმასპინძლა. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უკრაინის პირველ ლედის მარინა პოროშენკოს ძველ თბილისში მეტეხის ციხე და აბანოთუბანი დაათვალიერებინა.
სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ პირველმა ქალბატონებმა ძველი თბილისში გაისეირნეს.

პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ივლისი 2017 11:29

უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედიც მონაწილეობდნენ.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პირველი ვიცეპრემიერმინისტრი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი, უკრაინის ვიცეპრემიერმინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ელისეევი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან პარლამენტთაშორისო კავშირების სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის პირველი მოადგილე იური ონიშჩენკო, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 15:52

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უკრაინელ სტუმრებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი ისტორია და სტრუქტურა გააცნო, შემდე კი, მიმდინარე კურსებისა და ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ მინისტრის კითხვებსაც უპასუხა და უკრაინულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

მოგვიანებით სტუმრებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანსაც ესტუმრება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის მინისტრს საკუთარ კაბინეტში დაუპირისპირდა

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 23:56

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის მინისტრს საკუთარ კაბინეტში დაუპირისპირდა.

უკრაინაში შეტაკებების დროს ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 12 მაისი 2017 10:34

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ქართველმა მებრძოლებმა აცნობეს.

როგორც დავით მაყიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პრო რუსმა სეპარატისტებმა ანტი ტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ. ამის გამორუსთავი 2 მის ვინაობას არ ასახელებს.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 17:01

21-22 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება. 

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იტყობინება, 2017 წლის კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები 26 ქვეყნიდან: საქართველო, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, შვედეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, ომანი, ლიბია, მალაიზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. სხვადასხვა თეამტურ პანელებზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას, უცხოური ენების სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერებას, ლიტერატურას დაზოგადად, კულტურას.

კონფერენცია უკვე მეშვიდე წელია, განათლებისა და ჰუმანუტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის მთავარ მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. 

უკრაინული ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 14 აპრილი 2017 16:09

უკრაინული ავიაკომპანია “Bravo Airways,” რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. კიევი-ბათუმი- კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას “Bravo Airways” 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით

განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს მიენიჭა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური