Deutsche Welle - ევროკავშირში, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 აპრილი 2018 13:36

გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტატისტიკის ასეთი ზრდა უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ფიქსირდება.

არსებული ინფორმაციით, 2017 მარტის მონაცემებთან შედარებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 601 განაცხადი იყო შესული, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში - 1771 განაცხადი დაფიქსირდა. მსგავსი ან უფრო დაძაბული სიტუაციაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. 

„დოიჩე ველე“ წერს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ევროკავშირში, შესაძლოა, დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს, თუ თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი საგრძნობლად იზრდება ან თუ რომელიმე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებას უქმიან საფრთხეს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 19:18

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ევროპელი პარტნიორების დღევანდელმა გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით დიდ ევროპულ ოჯახს. ეს არის უდიდესი წინსვლა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპარლამენტმა მრავალპარტიულ ფორმატში დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც დღეს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. 
ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ევროპარლამენტისგან მივიღეთ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გამო. ეს გვაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, რათა წარმატებით გავაგრძელოთ მუშაობა ევროინტეგრაციის კუთხით. 
 ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით ისარგებლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები.
მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში.
ჩვენ კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის კუთხით, წარმატებით უნდა დავნერგოთ ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. 
დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზას ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები, მთელი საზოგადოება წარმატებით გავივლით და დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდებით.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 11:51

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა.

კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია.

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის განმარტებები უვიზო მიმოსვლაზე გაკეთებულ განცხადებაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 11:58

ჯოზეფ დოული ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. 

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის თქმით, ის ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარს უჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე რიგი პროცედურებია ჩასატარებელი, დრო კი ამისთვის ცოტაა. 

ჯოზეფ დოულის განცხადებით, პროცესი შესაძლოა დროში გაჭიანურდეს და მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. 

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. 

წესები, რომელთა გათვალისწინებაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას მოუწევთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 11:50

ვიზალიბერალიზაციაზე ისაუბრეს დღეს მთავრობის სხდომაზე. აღნიშნულ თემაზე მინისტრები კგანცხადებებს აკეთებენ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან საუბრისას განმარტა ის წესები, რომელთა გათვალისწინებაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას მოუწევთ:

„როდესაც შევალთ და ეს დღე მალე დადგება, ევროკავშირის იმ ზონაში, რომლისთვისაც გაიხსნება საზღვრები, აუცილებლად უნდა დავიცვათ იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა. სწორედ ეს ავხსენით იმ დოკუმენტში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში ყველა პასპორტის გაცემისას გადაეცემათ ჩვენს მოქალაქეებს, რათა მათ იცოდნენ რას აკეთებენ.

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ გათვითცნობიერებულნი იმ კუთხით, რომ ეს არ ნიშნავს იმას, ჩვენ შევალთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავსახლდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება შევიდეთ უვიზოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავრჩეთ სამუშაოდ.

ვინც უვიზო რეჟიმის წესებს დაარღვევს, ჩვენ მას უკან, საქართველოში დავაბრუნებთ და შემდეგ იქნება რამდენიმეწლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ეს არის ჩვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 11:37

ეს არის ჩვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი და ეს არის ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკომისიის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში ამოქმედდება.

„ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის ასე პოზიტიურად წარმართვაში. ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში - ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში და რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარს საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებისთვის, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე და რა თქმა უნდა, ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

შესაძლოა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი მიმდინარე წელს მოიხსნას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 10:31

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს ,რომ „სავიზო რეჟიმი მიმდინარე წელს, შესაძლოა, რუსეთთანაც მოიხსნას".

ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა პრაღაში 16 მარტს გაიმართება, სადაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო საკითხებთან და ჰუმანიტარულ პრობლემებთან ერთად, სწორედ ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.

"იმედს ვიტოვებთ, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 10:08

 საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების მიზნით,ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების გამოქვეყნებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. 

მინისტრმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულების მიმართულებით გადადგა. 

ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ევროსტრუქტურების მიერ უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული.

იტალიის მხარდაჭერა საქართველოს,უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 11:52

საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს ესაუბრა. როგორც შეხვედრზე ითქვა, იტალია მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას. დავით ბაქრაძემ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე  იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ისაუბრა.

ქუთაისიდან ფრენები დამატებით ევროპის 7 ქალაქში იქნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 11:11

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 7 ქალაქში ამატებს ფრენებს. ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა, სოფია - 2016 წლის სექტემბრიდან ამ ქალაქებში წამსვლელებს ქუთაისის აეროპორტითაც შეეძლებათ სარგებლობა.

ქუთაისი-ბერლინის და ქუთაისი მიუნხენის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო;

ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.

ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო.

ქუთაისი-ლარნაკას და ქუთაისი - სოფიას რეისებიც დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განხორციელდება და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური