ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 აგვისტო 2017 10:31
,,ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას."- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებსა და ექიმებს. ,,თქვენ გადაარჩინეთ ათასობით ჰექტარი ტყე. ცუდია რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით ცუდი შეიძლება მომხდარიყო, რომ არა თითოეული თქვენთაგანის გმირობა. მადლობა ყველას" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 650 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 900 თანამშრომელი, მათ რიგებში არიან მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის 20 მფრინავი. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, პოლიციელები, ექიმები, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. გამოყენებული იყო ათეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია. სტიქიას ებრძოდა თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის ათასზე მეტი სამხედრო. ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციამდე, ბორჯომის ხეობაში რჩება.

სტარვიზია უერთდება კამპანიას - "გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 მაისი 2017 17:09

სტარვიზია უერთდება კამპანიას გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად! 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხანძრით განადგურებული ტყის მასივის ნერგებით დაფარვას დაახლოებით 5-10 წელი დასჭირდება. კერძო სექტორის, ბიზნესმენების, ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით იგეგმება მთელი განადგურებული ტერიტორიის, ანუ დაახლოებით 1000 ჰექტრის აღდგენა. კვლევებმა დაადგინა რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.კამპანიის ფარგლებში ნებისმიერი მსურველი, იქნება ეს კომპანია, თუ კერძო პირი, შეიძენს მისთვის სასურველი რაოდენობის ნაძვის ნერგს და მის სახელზე ბორჯომის ტყე-პარკსი დაირგვება ხეები, რომელთას 5 წლის განმავლობაში სპეციალისტები მოუვლიან. გრძელვადიანი პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომში, საბოლოო ჯამში, იმ ეკოსისტემის აღდგებნად, რომელიც ხანძრამდე იყო.

„ეს ჩემი ტყეა“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 12:11
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნიკო კეცხოველის პრემია 2017-ისა და კონკურს „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტურის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. თემაზე - „ეს ჩემი ტყეა“ კონკურსანტებმა ფოტოები წარმოადგინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სამინისტროს რჩეული სკოლების მოსწავლეებს, გარემოსდაცვითი თემატიკის ვიდეომიმართვისთვის, საგზური საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაეცათ: სურამის N4 სკოლის მოსწავლეები - ოკაცეს კანიონს, ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; საირხის (საჩხერის რაიონი) სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კი სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს მოინახულებენ. ასევე, მინისტრის ინიციატივით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაძე ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. „მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფილურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა. პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს. ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები. დაჯილდოების ცერემონიას ავსტრიის ელჩთან ერთად, პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხუდადოვის ტყეში უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განხორციელდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 14:51

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორიაზე დღეს უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განახორციელეს.

ღობეების დემონტაჟის პარალელურად, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა კი, 500 კვიპაროსი და 300 მთის ნეკერჩხალი დარგეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების დარგვა საგაზაფხულო რგვების სეზონზეც გაგრძელდება.

დღეს ადგილზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

„ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტარდება ღონისძიებები ხუდადოვის ტყეში უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთის მიზნით. მიმდინარეობს ღობეების მოხსნა, მათი დემონტაჟი. პარალელურად, ხორციელდება გამწვანების ღონისძიებები. სამუშაოებში, ასევე, ჩართულია „თბილსერვის ჯგუფი“, მათი თანამშრომლები ასუფთავებენ ტერიტორიას“, - განაცხადა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი უკლებამ.

ხელვაჩაურის ტყეში მონადირეებმა 4 მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 დეკემბერი 2015 13:58

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, ოთხი უცხოელის ცხედარი იპოვეს. როგორც  მარადიდის რწმუნებულმა თემურ დიდმანიძემ განაცხადა, ინდოელი მამაკაცების ცხედრები მარადიდელმა მონადირეებმა თოვლში ნახეს. "მონადირეებმა მამაკაცების ცხედრები ტყეში, სოფლიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი თურქეთში საზღვრის გვერდის ავლით გადასვლას აპირებდნენ. თურქეთის საზღვრამდე 4 კილომეტრი ექნებოდათ დარჩენილი", - აღნიშნა თემურ დიდმანიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური