„არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 04 ივნისი 2019 11:11
თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.
 
ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
 
ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 16:33

საქართველოს თავდაცვის ძალებში ტურნირი მკლავჭიდში დასრულდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. 

ასპარეზობა 7 წონით კატეგორიაში (მარცხენა და მარჯვენა ხელი) 60, 70,80, 90,100,100+  და აბსოლუტურ კგ-ში ჩატარდა. თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა.  დღეს საინჟინრო ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტი არმენ არუთინიანი სამი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ის მკლავჭიდის შეჯიბრში რვა გზის გამარჯვებულია. 

 გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ეროვნული გვარდიის,  გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. აღნიშნულ ტურნირს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები აკვიდრებოდნენ. დაჯილდოებას მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში რევაზ ლუტიძეც დაესწრო. 

საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლირად იმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 16:39

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.

Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.

1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.




ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 10:58

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს.
მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი  ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.
და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბასილაშვილი-ანდრეას ჰაიდერ-მაუერის დუეტმა მეკტიჩი-პეიას ტანდები 6:1, 6:7(8:10), 8:10 დაამარცხა.

გაიმართა ტრადიციული ტურნირი ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, რომელიც მიეძღვნა ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის იუბილეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 11:23

საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ წყალბურთელებს შორის

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:27

8-10 ივლისს "ოლიმპიკის" აუზზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა 17-წლამდელ წყალბურთელებს შორის "ძმები ჩაჩავების" თასზე. ტურნირში მონაწილეობენ: საქართველო, რუსეთი, ყაზახეთი, სლოვაკეთი.

"ძმები ჩაჩავების თასის" გათამაშების განრიგი ასეთია:

8 ივლისი

17:00 სლოვაკეთი - რუსეთი
18:30 საქართველო - ყაზახეთი

9 ივლისი

17:00 რუსეთი - ყაზახეთი
18:30 საქართველო - სლოვაკეთი

10 ივლისი

10:00 ყაზახეთი - სლოვაკეთი
11:30 საქართველო - რუსეთი.

"სტარვიზია" გოგონებს შორის საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 მარტი 2016 12:59

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ,  გოგონებს შორის საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს,  სადაც მედიაჰოლდინგ „სტარვიზიის“ გუნდი წარმატებით ასპარეზობს. ჩვენი გოგონები, პირველ შეხვედრაში "ოლ ბლექთან" დამარცხდნენ, მეორე მატჩში კი "ტვ პირველს" სძლიეს და  ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.  „სტარვიზიის“ გუნდი ნახევაფინალურ მატჩში, დღეს 21:00 საათზე მზიურის პარკის უკან არსებულ მინი მოედანზე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი "ოლ ბლექსა" და "თსუ"-ს შორის გაიმართება.

ტურნირის ორგანიზტორია არასამთავრებო ორგანიზაცია „ჩვენ“. აღნიშნული ორგანიზაცია ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. გარდა ამისა, ტურნირის მხარდამჭერია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 12:10

23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.

უნივერსიადა ჩატარდება საქართველოში აკრედიტებული  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს 100-დან 120 სპორტსმენამდე. "ზამთრის უნივერსიადა 2016"-ის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად. შეჯიბრის გენერალური სპონსორია ‘'კავკასუს ონლაინი''.  

უნივერსიადა ჩატარდება შემდეგ სახეობებში: 

1. სათხილამურო კროსი (ვაჟები, გოგონები).
2. სნოუბორდ კროსი (ვაჟები).
3. პარალელური გიგანტური სლალომი (ვაჟები, გოგონები) 

წყალბურთელთა ნაკრების ორი გამარჯვება სტამბოლში

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 13:50

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. იოვან პოპოვიჩის გუნდი თურქეთში, "სტამბოლის თასზე" გამოდის, სადაც ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორივეში გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 14:10, ხოლო რუმინეთი 12:9 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
დღეს, ჩვენი გუნდი ჰოლანდიას დაუპირისპირდება. ტურნირის დასრულების შემდეგ წყალბურთელები სახლებს დაუბრუნდებიან და 3 იანვარს ამსტერდამში დასკვნით შეკრებაზე წავლენ, სადაც ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ და ტესტმატჩებსაც გამართავენ. ეროვნული გუნდი 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავა, 8 იანვარს კი ბელგრადს ესტუმრება.
10 იანვარს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ბელგრადში 10-23 იანვარს ჩატარდება. 16 გუნდი 4 ოთხგუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.

თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ტურნირი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 13:04

ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში ცნობილი ქართველი მწვრთნელის, თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ხსოვნის ტურნირი დასრულდა, რომელში მონაწილეობაც 14-15 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო. ტურნირი ორგანიზებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგეობისა და საქართველოს აკლათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ.

თამაშები ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში 5 და 6 დეკემბერს გაიმართა. 6 მონაწილე 2 ჯგუფში განაწილდა. პირველში თავი „აკადემიამ“, „ჰიუნდაი 2“-მა და „მართვემ“ მოიყარეს, ხოლო მეორე ჯგუფი „არმიამ“, „ჰიუნდაიმ“ და „ორბმა“ შეადგინეს.

ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორეადგილოსნებმა ერთმანეთში მე-3 ადგილი გაითამაშეს. ბრინჯაოს მედლებისთვის „ჰიუნდაი“ „მართვეს“ შეხვდა და ანგარიშით 117:56 სძლია.  ფინალური მატჩი კი მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი „ორბი“ მთელი პირველი ტაიმი უგებდა „აკადემიას“, თუმცა მეორე ნახევარში ალექსანდრე ჯაფარიძის გუნდმა ინიციატივა მოიპოვა და გამარჯვებამდე მივიდა.

საბოლოოდ „აკადემიამ“ 92:63 დაამარცხა „ორბი“ და ამაგდარი საკალათბურთო მწვრთნელის სახელობის თასი მოიპოვა. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც პრიზიორ გუნდებთან ერთად ინდივიდუალური პრიზების მომგები მოთამაშეებიც დაასაჩუქრეს.

მე-3 ადგილზე გასული „ჰიუნდაი“ მთაწმინდის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების უფროსმა გიორგი კაშიამ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

„ორბის“ მწვრთნელებს და მოთამაშეებს შესაბამისი მედლები და სიგელები მთაწმინდის გამგებლის მოადგილე კახაბერ ქოროღლიშვილმა გადასცა, რომელმაც ასევე ტურნირის საუკეთესო უკანახაზელად დასახელებული რატი ანდრონიკაშვილი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც „ორბის“ მოთამაშე გიორგი ბიჭიაშვილს ერგო. გამარჯვებულს პრიზი თამაზ ოქრუაშვილის მეგობარმა, ვერის ბაღის გულშემატკივართა კლუბის წევრმა თემურ ღაღანიძემ გადასცა.

საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა აკადემიელთა ლიდრი მიშა ზურაბაშვილი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.

დაბოლოს, ჩემპიონ „აკადემიას“ მედლები, სიგელები და საჩემპიონო თასი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ზვიად კოტრიკაძემ გადასცეს.

 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური