„ყველა ჯიბეს მოერგება“ - რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 11:03

წლიდან წლამდე საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის. ბოლო ხუთ წელიწადში ყოველწლიურად 25%-იანი ზრდა ფიქსირდება

თუ 2014 წელს რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ სუსტი იყო, დღეს ისინი ქვეყნის ზამთრის და ზაფხულის კურორტებს ხანგრძლივი ვიზიტებით სტუმრობენ და ხანმოკლე უიკენდებზე სულ უფრო ხშირად ჩამოდიან.

Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე მოსკოვი-თბილისი ქართველმა ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვები რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ მაია ლომიძეს. მან განმარტა, რით არის გამოწვეული საქართველოს ასეთი დიდი პოპულარობა რუსეთის მოქალაქეებში.

The telegraph-მა საქართველო დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა >>

სწორი პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის მზადყოფნა

ლომიძის თქმით, იმაში, რომ რუს ტურისტებში საქართველოს პოპულარობის ზრდაში ქვეყნის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდი როლი ითამაშა.

„საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ პოპულარიზაციის თვალსაზრისით თითქმის ყველა შესაძლებლობა გამოიყენა. წელიწადში რამდენჯერმე ტურისტული სააგენტოებისთვისა და ტუროპერატორებისთვის ეწყობოდა გაცნობითი ხასიათის ტურები. 40-50-კაციანი ჯგუფები მიემგზავრებოდნენ, მათ უჩვენებდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შესაძლებლობებს საექსკურსიო და საზღვაო დასვენებისთვის“, - განაცხადა ლომიძემ. 

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში გაცნობითი ტურები თითქმის უშედეგო იყო, მოგვიანებით მსხვილი ტუროპერატორები საქართველოთი დაინტერესდნენ. პარალელურად ხორციელდებოდა ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია, ორიენტირებული ინდივიდუალურ ტურისტებზე, რომელთა რაოდენობა ამჟამად საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზებული ტურისტული ჯგუფებისა.

დიდი როლი შეასრულა ინტერნეტში განთავსებულმა რეკლამამ - ეს იყო მრავალფეროვანი რგოლები, ცნობილი ბლოგერების მიმოხილვები და ვიდეოკონტენტის განთავსება Youtube-ზე.

„მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმა ფაქტორმა - პოპულარიზაციამ და ინფრასტრუქტურის მზადყოფნამ ტურისტების მისაღებად. იქ არის გზები, ყველანაირი საფასურის სასტუმროები... ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილად ვხედავთ რუსი ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურ 25%-იან ზრდას“, - აღნიშნა ლომიძემ.

რუსების აღფრთოვანება

ლომიძის თქმით, საქართველოში არ არსებობს ისეთი რეგიონი, სადაც ტურიზმის განვითარება არ შეიძლება. თუმცა, მისი თქმით, რუსი ტურისტისთვის ყველაზე პერსპექტიულ და მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს სვანეთი.

„ყველაზე გამოცდილი ტურისტები, რომლებმაც რუსეთიდან სვანეთში მიაღწიეს, ამბობდნენ, რომ ასეთი რამ არსად სხვაგან არ უნახავთ. ამიტომ მესტია - ყველაზე პერსპექტიული რეგიონია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი, კახეთი და ბათუმიც ასევე მშვენიერია. პერსპექტივები ყველაზე ნათელია. ყველაზე მთავარია, რომ ეს პერსპექტივები ხორციელდება“, - განმარტა ლომიძემ.

გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2019-2020 წლებში განხორციელდება.

ბახტაძის შეფასებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს გზების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა სვანეთში მოხვედრა უფრო სწრაფად იყოს შესაძლებელი.

პრემიერის განცხადებით, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, იწყება ახალი საბაგიროების მშენებლობა, რაც ოჯახურ ბიზნესს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

ბახტაძის თქმით, გზების მშენებლობაზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია ოთხი სეზონის კურორტი გახდა და კურორტ თეთნულდზე აშენებულმა საბაგიროებმა ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საერთო პრობლემები

საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ გიდების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ექსპერტების თქმით, არაკომპეტენტური გიდები ხშირად ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს და ტურისტებს ქვეყნის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

მაია ლომიძემ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთში ანალოგიური პრობლემები არსებობს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„მე გადმოვიღებდი ევროპულ გამოცდილებას გიდების მომზადება-მუშაობის კუთხით. იქ გიდების ატესტაცია რეგიონულ დონეზე მიმდინარეობს, გიდები სწავლობენ, აბარებენ გამოცდას და შემდეგ იღებენ შესაბამის „ბეიჯს“. ვისაც არ აქვს ეს ბეიჯი, ამა თუ იმ რეგიონში მუშაობის უფლება არ აქვთ“, - განაცხადა ლომიძემ.

მისი თქმით, ევროპაში არსებობს ტურისტული პოლიცია, რომელიც ამ „ბეიჯებს“ ამოწმებს და, შესაბამისად, მისი არარსებობის შემთხვევაში დამრღვევებს საკმაოდ დიდი ჯარიმებს აკისრებს.

„ეს, ჩვენი თვალაზრისით, ერთადერთი, თუნდაც ძალიან ხისტი, მაგრამ პროფესიონალური ხერხია, რათა ავიცილოთ რაღაც გაურკვეველი მოთხრობები და ისტორიები, რადგან იგივე პრობლემას ვაწყდებით ჩვენს რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია ადამიანებს ამ პროფესიის დაუფლების და, შესაბამისად, მემკვიდრეობითობის შექმნის მოტივაცია მივცეთ, რადგან ეს რუსეთშიც დაკარგული იყო“, - განაცხადა ლომიძემ.

2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1 404 757-ჯერ მოინახულეს, რაც გასულ წელთან შედარებით 23,8%-ით მეტია. ხოლო 2017 წელს საქართველოში 1,3 მილიონი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

 

შსს-მ ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 16 სექტემბერი 2018 12:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018 16:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე იასუბრა და განაცხადა, რომ გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო:

„ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად. გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო. საქართველოს 7.5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28 %-ს მიაღწია, რაც ვფიქრობთ, რომ არის მართლაც ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი.

2018 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით კი, საქართველოს მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე, 28 % გაიზარდა.

მხოლოდ მარტის თვეში, წინა წილის მარტთან შედარებით 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნების მსგავსად, ძალიან მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების ზრდის მაჩვენებელი. კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ მარტში დიდი ბრიტანეთიდან შემოსულმა ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან - 47%, ლატვიიდან - 45%, ლიტვიდან - 35% და საფრანგეთიდან - 25%. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პირდაპირი რეისები, როგორც ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ისე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით არის გაზრდილი. მე ძალიან გამიხარდა ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი ამბავი, რომ ქართულმა კომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ მთელი რიგი ევროპული ქალაქების მიმართულებებით ახალი პირდაპირი რეისები გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონური არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.

ტურიზმი 2016 წელს საქართველოში იყო 2 მლრდ-ის შემოსავლის წყარო, 2017 წელს კი, ტურიზმიდან შემოსავალმა ჩვენს ქვეყანაში 2, 75 მლრდ დოლარი შეადგინა და ეს არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პირდაპირ ჩვენი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა სახით: სასტუმროებში დახარჯული ფული, კვებაზე დახარჯული ფული, ტრანსპორტზე, საოჯახო სასტუმროებში დახარჯული ფული, რაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის შემოსავალი. დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურაში ჩაიდოს ინვესტიციები 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ეს დახარჯული ფული პირდაპირი ამონაგების სახით მიიღოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება მაია ცქიტიშვილის ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ ბოლო წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი შესრულდა, რაშიც ზურა ალავიძემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო.“- გაანცხადა კვირიკაშვილმა.

კანის საერთაშორისო ფესტივალზე მიღწეული წარმატება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 23 ივნისი 2017 09:32

საქართველოში „მეექვსმილიონე ტურისტის" შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა, რაც არის ძალიან დიდი წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კანის ფესტივალზე მიღწეული წარმატება ხელს შეუწყობს საქართველოს  ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.

„2016 წელს ტურისტების შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 6 400 000-ს მიაღწია. მეექვსმილიონე ტურისტის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა კომპანია Windfor's-მა. პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით. მინდა, კომპანია Windfor's-ს და მთელს საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო  მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და ტურიზმის ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.  ვიდეორგოლს აქვს  ბევრი ნახვა და დარწმუნებული ვარ, კანის ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ათჯერ მეტი ადამიანი ნახავს მას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის," - აღნიშნა პრემიერმა.

ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 11:57
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს, ევროპელი ტურისტების ჯგუფში, ერთ-ერთი ქალბატონი დაშავდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. შსს-ს მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც იგი მაშველებმა, დანარჩენ ტურისტებთან ერთად, თბილისში გადმოიყვანეს და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს

თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ტურისტებზე არ ვეცელდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 ივლისი 2016 15:46

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით,  ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ჩასულ  ტურისტებზე არ ვეცელდება.

 2016 წლის 21 ივლისიდან მთელ ქვეყანაში სამი თვით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არის საკონსტიტუციო სამართლებრივი წესების ფარგლებში შემოღებული რეგულაციების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთოების ზომების გაზრდას მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების საფრთხეებთან სახელმწიფოს ბრძოლის საკითხში. აღნიშნული რეგულაციების პაკეტი არ ითვალისწინებს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას. დაწესებული უსაფრთოების ზომები არანაირ გავლენას არ ახდებს თურქეთის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და თურქეთში ჩამოსული სტუმრების გადაადგილებებსა და დასვენებებზე, არ ქმნის რაიმე სახის წინაღობას საერთაშორისო ტურიზმსა და საჰაერო გადაადგილებებზე. არ არსებობს რაიმე უარყოფითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას მოახდენს თურქეთის სხვადასხვა ადგილას მყოფ სტუმრების დასვენების უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებაში.

შიშველი ტურისტები სვანეთში - ფოტო, რომელსაც არაერათგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 ივლისი 2016 11:05

სვანეთის უნიკალურობასა და სილამაზეს ტურისტები მუდმივად აღფრთოვანებაში მოჰყავს. შემდეგ წერენ პოსტებს, ავრცელებ ფოტოებს და აღტაცებულები ყვებიან სვანეთზე.ასე მოხდა ახლაც. სოციალურ ქსელში უკრაინელი ტურისტების მიერ სვანეთში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. განსაკუთრებით საინტერესო კი ერთი ფოტო აღმოჩნდა, რომელსაც არაერათგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ტურისტებს აკრიტიკებენ, ნაწილი კი პირიქით მათ თავისუფლების სიყვარულს უწონებს.

ჩინური ახალი წლის არდადეგების განმავლობაში ტურისტების რაოდენობამ 302 მილიონ ადამიანს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 14:15

ჩინეთის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზაფხულის დღესასწაულის (ჩინური ახალი წელი) არდადეგების განმავლობაში ჩინეთში ტურისტების რაოდენობამ 302 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ეს მაჩვენებელი 15,6 პროცენტით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ტურიზმის სფეროდან შემოსულმა თანხამ კი 365,1 მილიარდი იუანი შეადგინა, რაც 16,3 პროცენტით აჭარბებს 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს რუსული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 15:55

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს რუსეთის ფედერაციის ტურ-ოპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში სტუმრებმა თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ყვარელი, წინანდალი, მცხეთა, გუდაური, ყაზბეგი, ბორჯომი და ბაკურიანი დაათვალიერეს.

რუსული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებსაც შეხვდნენ და ტურისტული პაკეტების შემუშავების გეგმები განიხილეს. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ 10-ეულში რუსეთის ფედერაცია მე-4 ადგილს იკავებს.

2015 წელს საქართველოს რუსეთიდან 925 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია.

მოლდოველი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 17:54

ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლდოვიდან ტუროპერატორები მოიწვია. 

საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, სხვადასხვა კომპანიის 13-მა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე დაათვალიერა. 

ტუროპერატორებმა მოინახულეს მცხეთა. უძველესი დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ, მოლდოველი ტუროპერატორები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდასა და სიღნაღს ეწვივნენ და ტურისტულ მიმართულებებს, ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. 

მოლდოვიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ითაა გაზრდილი.

გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური