საქართველომ ნამიბია დაამარცხა და იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 05:14

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში ნამიბია დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 17:16 დაამარცხა და იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევი ეტაპის გარეშე იასპარეზებენ.
მატჩის პირველ ნახევარში მეტოქის ბინძური თამაშის შედეგად ტაიმი 50 წუთს გაგრძელდა და აფრიკელებმა 6:0 მოიგეს. დამატებულ წუთებზე ნამიბიელთა ორი მორაგბე სინბინით დაისაჯა და მეორე ნახევარი მათ 13 კაცით დაიწყეს.
თამაში რომ განახლდა მამუკა გორგოძემ მეტოქის დაცვა გატეხა და დაამიწა, რასაც მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა მოყვა. მალევე ქართველთა კარგი იერიში, კერძოდ გიორგი თხილაიშვილის საუცხოო თამაში, ლაშა მალაღურაძემ მეორე ლელოდ აქცია, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვას ზუსტი ჯარიმა მიაყოლა და 17:6 დავწინაურდით.
დასკვნითმა წუთებმა ნამიბიელთა აქტიურობით ჩაიარა. მათ ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე ლელო გაიტანეს და გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს 17:16. ეს მატჩის საბოლოო ანგარიშია და მიუხედავად ბორჯღალოსნების მცირე სხვაობით გამარჯვებისა, ბიჭებმა მიზნის მიღწევა შეძლეს – 2015 წლის მსოფლიო თასზე დაგეგმილი 2 მატჩი მოიგეს, რითიც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ხვალინდელი ტონგა-ახალი ზელანდიის მატჩის შედეგით ამ მდგომარეობას მოლოდინისამებრ შეინარჩუნებენ და 2019 წლის მსოფლიო თასზე სასპარეზოდ ხვალვე შეირჩევიან.

ქართველი სამხედროები რაგბის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 15:45

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „არმია“ რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. ქართველმა სამხედრო რაგბისტებმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე „რაფ ჰალტონი“ პირველი ვარჯიში უკვე გამართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები 8 ოქტომბერს „რაფ ჰალტონზე“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისთის ემზადებიან.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის მსოფლიო რაგბის ტურნირი წელს მეორედ იმართება. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გამარჯვებისთვის 9 ქვეყნის 12 გუნდს შორის იბრძოლებს. პირველ ეტაპზე ქართველი სამხედრო რაგბისტები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდის გარდა, დიდი ბრიტანეთისა და ტონგას ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილეოთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაგბის ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება სოფელ ნოქალაქევში გაიარა. ნაკრები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებიდან სპორტული მიღწევებით გამორჩეული სამხედროებით არის დაკომპლექტებული.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უძლიერეს მეტოქესთან ღირსეულად დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 01:15

ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს მორიგი მატჩი გამართა. "ბორჯღალოსნები" მესამე ტურის შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრებმა ძლიერ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და თამაში 43:10 დათმო. თამაშის დასწყისშივე ზელანდიელებმა მოახერხეს პირველი ლელოს დადება და გარდასახვის გატანაც - 7:0.
მე-5 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ლელო დაუდო პლანეტის უძლიერეს ნაკრებს., თავი ბექა წიკლაურმა გამოიჩინა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ ასევე გარდასახა კარგად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 7:7.
მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი ზელანდიის ნაკრებმა 22:10 მაინც მოიგო. მეორე ტაიმში ბრძოლა ახალი შემართებით გაგრძელდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ქულის მოპოვება ვეღარ შეძლო, ხოლო ზელანდიელებმა სამი ლელო დადეს და გარდასახვებიც ზუსტად შეასრულეს.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ  საქართველოს ნაკრების წევრი მამუკა გორგოძე დასახელდა. 7 ოქტომბერს, 11 სთ-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას ნამიბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და პირდაპირ, შესარჩევი თამაშების გარეშე მოხვდება 2018 წელს იაპონიაში გასამართ რაგბის მსოფლიო თასზე.

რაგბიში მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ტონგა დაამარცხეს

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 17:08

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა რაგბიში მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ბრწეყინვალედ ითამაშა და ტონგას ძლიერი ნაკრები ანგარიშით 17:10 დაამარცხა.

საწყის 15 წუთში “ბორჯღალოსნები” არეულად თამაშობდნენ, გაუშვეს ჯარიმა, მერაბ კვირიკაშვილს კი, 100%-იანი ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და კვირიკაშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 28-ე წუთზე მამუკა გორგოძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო. პირველი ტაიმი ქართველებმა – 10:3 მოიგეს.

მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნები” კიდევ უფრო მძლავრად შეუტიეს და კიდევ ერთი ლელო დაუდეს ტონგას ნაკრებს. შესაბამისად გარდასახვაც ზუსტი იყო. თამაშის ბილომდე ტონგა ძლერად ირჯებოდა და მათ მოახერხეს ერთი ლელოს დადება და გარდასახვის გატანაც, თუმცა მეტის გაკეთების საშუალება ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს აღარ მისცეს.

2015 წლის მსოფლიო თასი. ჯგუფი

გლოსთერი. “ქინგსჰოლმ სთედიუმი”.

საქართველო - ტონგა

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ბილიამ ჰელუ, 12. სიალე პიატაუ, 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა; 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სიტივენი მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მაჰაფუ.

სათადარიგოები: 16. პოლ ნგაუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰეილ თი პოული, 20. ჯეკ რემი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური