საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 18:18

2018 წლის 17 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტომაშ პერნიცკისთან.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში. მინისტრმა გამოხატა მადლიერება ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე, ვიზიტორთა მზარდი რიცხვი, რასაც არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. დავით ზალკალიანმა კმაყოფილება გამოთქვა განათლების, სამედიცინო, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში ჩეხეთის მხარის მიერ აღმოჩენილ დახმარებების გამო.  

ტომაშ პერნიცკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისთვის პერსონალურად ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ელჩის თანამდებობაზე გატარებული 4 წელი და ის მომავალში საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი იქნება.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მის მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში.

ჩეხეთის სავაჭრო პალატამ ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმი მოაწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 24 მაისი 2018 11:18

ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის ირჟი შესტაკის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის სავაჭრო პალატამ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ორგანიზება გაუწია ქართულ-ჩეხურ ბიზნეს ფორუმს.

ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მიმართეს ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა ირჟი შესტაკმა და ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ.

ფორუმი ჩატარდა 23 მაისს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში. ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ჩეხმა ბიზნესმენებმა, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს (ფარმაცია, მექანიკური მოწყობილობა, აღჭურვილობა, მანქანათმშენებლობა და ა. შ.).

ფორუმის მიმდინარეობისას ჩეხური კომპანიების ხელმძღვანელებმა ბიზნეს-შეხვედრები გამართეს თავიანთ ქართველ პარტნიორებთან. შეხვედრებზე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები.

ავთანდილ ოთინაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 მარტი 2018 15:42

„საქართველოში ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტომაშ პერნიცკიმ მოაწერეს.

 „პროექტის ფარგლებში, საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოსაგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს როგორც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, კანონმდებლობის შექმნის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ასევე დაგვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ნაწილშიც, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 „მოხარული ვარ, რომ მემორანდუმის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც გარემოს დაცვისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ასევე, მივესალმები ქიმიური ნარჩენების მიმართულებით კანონმდებლობის შექმნის ინიციატივას და მასში ჩვენს ჩართულობას,  რაც მხარდაჭერაა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში“, - განაცხადა  ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ.

მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის გახსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 20 იანვარი 2017 13:00

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტომაშ პერნიცკიმ ოფიცილურად გახსნა ახალი მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია, რომელიც დაარსდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს განვითარების და მხარდაჭერით პროექტის - “ახალი გამოწვევები პედიატრიული ონკო/ჰემატოლოგიუტი დაავადებების დიაგნოსტიკაში საქართველოში’’ - ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ‘’ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციაციის’’ მიერ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლაბორატორიის შექმნაში ასევე გარკვეული წვლილი შეიტანა საქველმოქმედო ორგანიზაციამ - ‘საქართველოს ამერიკელი მეგობრები’ და ს/ს თელასმა.
პირველად საქართველოში, აღნიშნულ ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვებისათვის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკურ კვლვების ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის სტანდარტებს, შესაძლებელს გახდის სამკურნალო პროტოკოლების განახლებას და პაციენტებზე ზუსტად მორგებული ქიმიოთერაპიის შერჩევას.
ლაბორატორია იფუნქციონირებს ‘‘ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციაციის’’ და მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.
სამუშაო პროცესი წარიმართება მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (პრაღა, ჩეხეთი) ზედამხედველობით. 2017 წელს დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი და ლაბორატორიის პერსონალის ტრეინინგი მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ მიღება გამართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 08:52

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. "სხვისი სახლი" საუკეთესო ფილმად საკონკურსო პროგრამაში "East of the West" აღიარეს. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ მიღება გამართა, სადაც ფილმის რეჟისორს და შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლა.
ჩეხეთის ელჩმა საელჩოში შეკრებილ სტუმრებს გულთბილად მიულოცა ფილმის წარმატება და განაცხადა, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გამარჯვება ყველასათვის საამაყოა.
თავის მხრივ ფილმის რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ მადლობა გადაუხადა ელჩს და დასძინა, რომ შემოქმედებითი ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას და ეცდება ახალი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახაროს ქართველი და უცხოელი მაყურებელი.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იყო, რომელსაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი “ბროლის გლობუსი” აქვს მიღებული ფილმისთვის “სიმინდის კუნძული” (2014).
ფესტივალის ოფიციალურ პარალელურ პროგრამაში “მომავლის კადრები” აჩვენეს კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა”, ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმის პროექტი “გოგიტას ახალი ცხოვრება” კი Docu Talents from the East 2016-ში იღებდა მონაწილეობას.
კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება. იგი ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად. ცნობილი კინემატოგრაფისტები, დისტრიბუტორები. ხშირად აღნიშნავენ, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური