სარვარმარტო საჩუქრის შერჩევა PSP-ში ყველაზე მარტივია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 08 მარტი 2019 10:49

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით PSP-ს სააფთიაქო ქსელში სარვამარტო აქციები მიმდინარეობს. აქციები ფრანგულ, გერმანულ და სხვა ევროპულ კოსმეტიკურ ბრენდებზე ვრცელდება. განსაკუთრებული ფასდაკლებები სასაჩუქრე კოსმეტიკურ ნაკრებებსა და კანის მოვლის საშუალებებზეა.

PSP-ს სააფთიაქო ქსელში კოსმეტიკურ ბრენდებზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება. ფასდაკლებაა შემდეგ ფრანგულ ბრენდებზე: „ესტედერმი“, „ტოპიკრემი“, „კოდალი“, „ბიოდერმა“, „ვიში“, „ლა როშ პოზე“, „ლა პეტიტი“, „სოსკინი“, „ავენე“, „ნუქსი“, „კლორანი“.

სპეციალური შეთავაზებებია თმის საღებავებსა და  ფრჩხილის მოვლის გერმანულ ბრენდზე „ნიპეს ზოლინგენი“. ხოლო გერმანული კოსმეტიკური ბრენდის „სებამედის“ შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ყოველ 20 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი გადაეცემა და 10 000 პრიზიდან ერთ-ერთის მოგება შეუძლია. გათამაშებაშია საოჯახო ტექნიკა, კოსმეტიკური პროდუქტები და სრულად დაფინანსებული მოგზაურობა ბერლინში 2 ადამიანზე.

პოლონური კოსმეტიკური ბრენდის „ზიაიას“ სასაჩუქრე ნაკრებები PSP-ში 8,80 ლარიდან იწყება. საჩუქრებია პირის ღრუს მოვლის საშაულებებზე „ბიორეპეარი“, „ბლენქსი“ და „სილვერ ქეა“.

სხვადასხვა ბრენდის შეძენის დროს მომხმარებელს საჩუქრებიც გადაეცემათ.

PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. მედიკამენტებისა და ბავშვთა მოვლის პროდუქტების გარდა კომპანია მსოფლიოს წამყვან კოსმეტიკურ ბრენდებთან თანამშრომლობს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ფრანგულ და ევროპული ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს. PSP-ში 300-მდე სილამაზის კონსულტანტია დასაქმებული, რომლებიც მომხმარებელს კანის ტიპის მიხედვით ექსპერტულ კონსულტაციას უწევენ.

ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 09 დეკემბერი 2018 16:35

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო სააგენტოს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას უსასყიდლოდ გადმოსცემს. საუბარია  შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული  სპეციალისტები გაუწევენ. საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მრჩეველმა ვან ლიენფომ.

აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე  შემოვა.

ტიან ცემინმა ნანგრევებში 67 საათი გაატარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 13:33

დღეს დილით ჩინელმა მაშველებმა მოახერხეს ნანგრევებიდან პირველი ცოცხლადმყოფი ადამიანის ამოყვანა. ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
დაზარალებულმა ნანგრევებში 67 საათი გაატარა. გადარჩენილი ტიან ცემინი გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
მაშველებმა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით აღმოაჩინეს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის ნიშნები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მაშველებმა ტიან ცემინს მიაკვლიეს და მისი გადარჩენა შესძლეს.
უკანასკნელი მონაცემებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულთა რიცხვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კვირას ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში (გუანდუნის პროვიცია, სამხრეთ ჩინეთი), 76 ადამიანამდე შემცირდა. დაკარგულებს შორის 59 მამაკაცია, 32 კი ქალბატონი. წინასწარი შედეგებით ცნობილია, რომ სტიქიამ დაანგრია 33 შენობა, რომლის ფართობი 380 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
როგორც ცნობილია, მეწყერი ინდუსტრიულ ზონაში ჩამოწვა და 33 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 1500-მდე მაშველია ჩართული და 151 საინჟინრო ტექნიკა მუშაობს. გარდა ამისა, ინციდენტის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ფსიქოლოგები.
თვითმხილველთა განცხადებით, მეწყრის ჩამოწოლის დროს მოსახლეობის უმეტესობამ სახლებიდან გამოსვლა მოასწრო.

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 91 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 14:20

დღევანდელი დღის დილის მონაცემებით 91 ადამიანით გაიზარდა მეწყერის შედეგად დაკარგულთა რიცხვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კვირას ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში (გუანდუნის პროვიცია, სამხრეთ ჩინეთი). ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

დაკარგულებს შორის 59 მამაკაცია, 32 კი ქალბატონი. წინასწარი შედეგებით ცნობილია, რომ სტიქიამ დაანგრია 33 შენობა, რომლის ფართობი 380 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ნანგრევების გაწმენდით სამუშაოებზე 151 საინჟინრო ტექნიკა მუშაობს. ექსპერტების აზრით, მეწყერის ჩამოწოლის ალბათობა მინიმალურია. 400 მეტრის სიგრძის გაზსადენი, რომელიც დაზიანდა საგანგებო სიტუაციის გამო, დროებით შეჩერებულია და მის მაგივრად ფუნქციონირებს სარეზერვო გაზსადენი.

აფხაზეთში, ახალი რუსული ტექნიკა შევიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 15:39

აფხაზეთში, დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაიო ჯარების სამხედრო ბაზამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქს მიეკუთვნება, ახალი შეირაღება მიიღო. ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში, ,,პირდაპირ ქარხნიდან“ ახალი ჯავშანტრანსპორტიორები მოძრავი სადაზვერვო პუნქტები და სამხედრო სატვირთო მანქანები შევიდა. აფხაზეთში ამ ტექნიკის შესვლით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სამხრეთის სახმელეთო ოლქის გადაირაღების გეგმა ბოლომდე შაესრულა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 14:45

მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს პროფესიას. მიღება განხორციელდება 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია 5 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მათ შორის 100-მდე მსურველი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯშიც „ახალი ტალღა“. კოლეჯი რეაბილიტირებულია და უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღიჭურვილი.  სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“   სპეციალობები  აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი,  ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი),  ბარმენი და სხვა.

პეკინში სამხედრო აღლუმი გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 14:12

სამხედრო ტექნიკის 84 პროცენტი, რომელსაც ფართო საზოგადოება იხილავს 3 სექტემბერს პეკინში დაგეგმილ აღლუმზე, წარმოადგენს უახლეს ტექნიკას და მისი დემონსტრირება პირველად მოხდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

სამხედრო აღლუმში, რომელიც მსოფლიო ანტიფაშისტური ომის 70 წლის იუბილეს ეძღვნება, მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე.

გარდა ამისა, აღლუმზე წარმოდგენილი იქნება შეიარაღებული ძალების, საჰაერო ძალების სახმელეთო ძალების შენაერთები. არტილერისტები და პოლიციელები ასევე წარმოადგენენ თანამედროვე იარაღს.

მთლიანობაში, აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 27 სამხედრო კოლონა.

პარალელურად აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ანტიიაპონური ომის მონაწილე ვეტერანები, რომლებიც ჩინეთის კომპარტიის და "გომინდანის" პარტიის ხელმძღვანელობით იბრძოდნენ იაპონიის წინააღმდეგ. მათი ასაკი 90 წელს აღწევს და ისინი ჩინეთის მატერიკულ ნაწილში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო აღლუმი 3 სექტემბერს პეკინში, ტიანმინის მოედანზე ჩატარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური