თურქეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გადასცა საჩუქრად

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 14:45

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
 
თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული.
 
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/turqetis-respublikam-saqartvelos-mnishvnelovani-sa.aspx?CatID=5

ჩინელები ერთდროულად 11 ვაქცინაზე მუშაობენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 13:35

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19 ვირუსის 4 ახალ ვაქცინაზე, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TRT-ქართული ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ქიგანგმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანაში მთლიანობაში 11 ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს და მათგან ოთხის, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები უკვე დასრულდა. მისივე თქმით, ამ 4 ვაქცინიდან ერთი, ჩინურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია, “CanSino Biologics“-მა შეიმუშავა, ხოლო დანარჩენები კი ინაქტივირებულ ვირუსებს წარმოადგენენ.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გარცელებულ განცხადებაში ჩინეთის ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ვუ გვიჩენმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე ეტაპის კლინიკურ ტესტებში ჯერ-ჯერობით რაიმე პრობლემები თუ გართულებები არ წარმოქმნილა და თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ -19 ვაქცინების აცრები ჩინეთში მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება

ს. ზურაბიშვილი - საქართველომ დემოკრატიის ტესტები ჩააბარა და ახლა უმთავრესი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ივლისი 2020 11:54

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბაარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.

,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.

სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.

იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში

აზერბაიჯანელი ექსპერტების ვიზიტი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 11:04

გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი აზერბაიჯანელ კოლეგებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანს ნატოს STANAG 6001-ის მიხედვით, ინგლისური ენის ტესტების შედგენაში, მოდერაციასა და დანერგვაში გამოცდილების გაზიარება და პარტნიორ ქვეყნებს შორის შეფასების ერთიანი სტანდარტის მიღწევა წარმოადგენს. ქართული მხარე აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული ტესტების პილოტირებას გეგმავს. პირველ ეტაპზე ტესტები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 30 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, მაიორ იდაიტ ჰალილოვისა და გულნურ ალმადოვას საქართველოში ვიზიტი 2016 წელს ბაქოში გამართული სამუშაო შეხვედრის გაგრძელებაა, ორ ქვეყანას შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება და ინგლისური ენის შეფასებისა და ფლობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 12:32
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს:
 
 ქართული ენა და ლიტერატურა

მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:01

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

 

2016 წლის გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 15:37

2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:

  • აბიტურიენტები;
  • პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
  • სტუდენტები;
  • მაგისტრანტობის კანდიდატები.

 

ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური