"ამერიკული ბიოლაბორატორიები სომხეთში: მრავალვექტორულობის საოცრებები"

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 15:54

კორონავირუსის ექო: ბიოლაბორატორიები

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ანტიტერორისტული კვლევის ცენტრის დირექტორი, ბადრი ნაჭყებია ინტენსიურად მუშაობს მსოფლიო ტერორიზმისა და ლობისტური საქმიანობის პრაქტიკის კვლევაზე.

ამ რამდენიმე თვის წინ გამოცემულმა მისმა მონოგრაფიამ „ტერორიზმის ისტორია“ თავისი სიღრმითა და არგუმენტირებული მსჯელობით, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია სპეციალისტთა წრეში და ტერორიზმის თემით დაინტერესებულ მკითხველში.

ამჯერად მისი დაინტერესების საგანს წარმოადგენს ბიოლაბორატორიების არსებობა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

გთავაზობთ მის მიერ მოკვლეულ სტატიებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

უცხოური მასმედია კორონავირუსის შესახებ «ამერიკული ბიოლაბორატორიები სომხეთში: მრავალვექტორულობის საოცრებები"

ვიქტორია პოპოვა

სომხეთში დღეისათვის მოქმედებს მთელი ქსელი - 12 ბიოლაბორატორია, რომლებიც შექმნილი ან მოდერნიზებულია ამერიკული სამხედრო უწყების თანხებით, ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის "ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამის" (CBEP)  ნაწილია. მათგან სამი მდებარეობს ერევანში: დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურში და "ნორკის" ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში. იჯევანში, გიუმრიში, მარტუნიში, არტაშატში, ვანაძორში და სხვ. შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურებში მოქმედებს რეგიონული ლაბორატორიები.

ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ისინი მხოლოდ ნომინალურად მიეკუთვნებიან სომხეთს, სინამდვილეში კი მათ ამერიკის  თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) აკონტროლებს.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობების კოალიცია "ერთიანი ჯანმრთელობის" ლიდერი, ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ექსპერტი გ. გრიგორიანი აღნიშნავს, სომხეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების ეროვნული სისტემა რეგიონში აშშ-ის ბიოლოგიური დაზვერვის სისტემის ელემენტად არის გადაქცეული. ჯერ კიდევ ქვეყანაში ლაბორატორიების ამერიკული სამხედრო ქსელის გახსნამდე, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, აშშ-მა სრული კონტროლი მიიღო ეპიდემიოლოგიური მონაცემების სომხურ ბაზებზე. გ. გრიგორიანის მტკიცებით, ქვეყანაში შემოიღეს ატლანტაში მდებარე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული საინფორმაციო სისტემა Epiinfo, რომელიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მონაცემების დასამუშავებლად. 2011 წელს კი ამერიკელებმა აიძულეს სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის სამსახურები დაენერგათ დაავადებებზე დაკვირვების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS) და პათოგენური აქტივების კონტროლის ელექტრონული სისტემა (PACS).

მართალია, მონაცემთა ბაზები და განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა შტამები სომხეთს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ლაბორატორიების ჭეშმარიტი პატრონები მათ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავენ. 2015 წელს შავი ჭირის ჩხირის ორი გენომი აშშ-ში უოლტერ რიდის სახელობის კვლევების სამხედრო ინსტიტუტის (WRAIR)  წარმომადგენლისა და ამავდროულად ლუგარის სახელობის ქართული ცენტრის მუშაკის - მ. ნიკოლიჩის  განკარგულებაში მოხვდა. 2016 წელს სომხეთის მთავარი ინფექციური საავადმყოფო "ნორკის" 600 პაციენტის სამედიცინო ბარათებს ფორტ დეტრიკის  ინფექციური დაავადებების სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და უოლტერ რიდის სახელობის კვლევების სამხედრო ინსტიტუტის წარმომადგენლები კრისტიან ბაუტისტა (აქ ვიღაც აკლია, ბატონო ბადრი) იკვლევდნენ.

საწვრთნელი ვარჯიშები "კატებზე"

საკმაოდ სერიოზულად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კვლევების გარდა, ამერიკელი "სამხრეებიანი ვირუსოლოგები" სომხეთსა და მოსაზღვრე ქვეყნებში საველე ცდებსაც ატარებენ. სომხეთში ამერიკული ბიოლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ "გაჩნდნენ" აზიური ვეფხვისებრი კოღოები, რომლებიც ტროპიკული ციებ-ცხელების, დენგეს ციებ-ცხელების, ჩიკუნგუნიას, ასევე ზიკას ვირუსის გადამტანები არიან, რომელიც ახალშობილებში გენეტიკურ ცვლილებებს იწვევს. მათზე ექსპერიმენტები საქართველოში, ლუგარის ცენტრში ჩატარდა. კოღოებიც ისევე გაფრინდნენ, როგორც ამერიკელი პროფესორის გ. სმიტის კორონავირუსით დაინფიცირებული ღამურები, რომლებიც როგორღაც ყაზახეთის მღვიმეებში აღმოაჩინეს, როცა პროფესორი ამ ქვეყანაში ამერიკის ცენტრალურ რადიოლაბორატორიაში მუშაობდა.

თუმცა, კორონავირუსულ სკანდალს ვერც სომხეთმა ვერ აარიდა თავი. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის (NCDC) 14 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

გარდა ამისა, როგორც გასული წლის ბოლოს გაირკვა, სომხეთში მდებარე ამერიკული ლაბორატორიები, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტთან (მბი) ერთად იკვლევენ სომეხთა გენოტიპს, რისთვისაც ფინანსებს ნატოც გამოყოფს, პენტაგონიც და ევროკავშირიც.

გაეროს ბიოლოგიური იარაღის კომისიის საკითხების კომისიის ყოფილი წევრის, ი. ნიკულინის აზრით, "ფაქტობრივად, ეთნიკური იარაღი უკვე შექმნილია". ყოველ შემთხვევაში, ფრინველის გრიპი მკვეთრად ურტყამს მონღოლოიდებს, ატიპიური პნევმონია - ევროპელებს, მაგალითად, ებოლას ან მარბურგის ვირუსები - აფრიკელებს. იმ დროიდან მოყოლებული, რაც რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ეს ლაბორატორიები გაჩნდა, სხვადასხვა ეპიდემიის აფეთქებები ათჯერ აღემატება იმ პერიოდისას, როცა ისინი ჯერ კიდევ არ მოქმედებდნენ".

გასაკვირი არაა, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიამ "სომხეთის არწივები - ერთიანი სომხეთი" პრემიერ-მინისტრ ნ. ფაშინიანს ორ თვეში ქვეყანაში არსებული აშშ-ის საქვეუწყებო ყველა ლაბორატორიის ლიკვიდაცია მოსთხოვა. 

არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე

ბიოლაბორატორიების ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვი აშკარად არ არის უსაფუძვლო. აშშ ჩამოშორდა (ჩამოშორდა თუ რატიფიცირება მოახდინა, ბატონო ბადრი?) 1972 წლის კონვენციას ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ,  2001 წელს კი დაბლოკა მასთან დაკავშირებული დამატებითი ოქმის მიღება, რომელიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებას იძლეოდა. ამერიკელებმა იგნორირება გაუწიეს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმსაც, რომლის მიზანიც იყო იმ ცოცხალი, ბიოტექნოლოგიების დახმარებით შეცვლილი ორგანიზმების, მათ შორის ვირუსების უსაფრთხო გადაცემის, დამუშავებისა და გამოყენების სფეროში დაცვის სათანადო დონის უზრუნველყოფა, რომლებსაც შეუძლია მავნე ზემოქმედება მოახდინოს ბიომრავალფეროვნებაზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე.

1998 წელს ვაშინგტონმა მიიღო "აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ახალი ასწლეულისთვის", რომლის რეალიზაციისთვისაც საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით მიმართა ჩარჩო ხელშეკრულებების გაფორმებას მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობის კუთხით. სომხეთთან ასეთი შეთანხმება 2000 წელს გაფორმდა, 2002 წელს კი - ძალაში შევიდა. ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული ზომების შესახებ შეთანხმებას ხელი 2010 წლის სექტემბერში მოეწერა, თუმცა ერევნის ჩათრევა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საფრთხეების შემცირების სააგენტოს" (DTRA) "ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის" ღონისძიებებში ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში დაიწყო.

როგორც 2018 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ბიოიარაღის საკითხებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა ი. კირილოვმა  განაცხადა, "დიდი ალბათობით, შეერთებული შტატები თავის მოღვაწეობას საერთაშორისო შეთანხმებების გვერდის ავლით ახორციელებს და, თავდაცვით ან სხვა მშვიდობიან კვლევებს ამოფარებული, განაგრძობს სამხედრო-ბიოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას".

ლაბორატორიების განთავსების ადგილები აშკარად შემთხვევით არ არის შერჩეული: რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საზღვრებთან ახლოს მდებარეობით, ისინი ბიოლოგიურ და ეპიდემიურ საფრთხეს წარმოადგენენ ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის.

 «შენ ვისიანი ხარ?»

სიტუაციას განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ სომხეთი, სადაც აშშ-ის 12 სამხედრო ობიექტია განთავსებული, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. რუსეთმა არაერთგზის გამოხატა მოკავშირესთან თავისი შეშფოთება მის ტერიტორიაზე აშშ-ის მაღალი ბიოლოგიური საფრთხის შემცველი სამხედრო ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებით.

2018 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დოკუმენტის მოსამზადებლად, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ამ ბიოლაბორატორიებში უცხოელი სამხედროების არყოფნას. 2019 წლის ნოემბერში ქვეყნებს შორის უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი, რომელიც გაამყარებდა აშშ-ის დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში უცხოელი სამხედროების არყოფნას, ასევე დაუშვებდა ამ ობიექტებთან რუსი სპეციალისტების წვდომას. მიუხედავად ამისა, საქმე ადგილიდან არ დაძრულა: შეთანხმების გაფორმება გადაიდო, აშშ-ის სამხედროები კი განაგრძობენ ვაშინგტონის მიერ შექმნილი ბიოლოგიური დაზვერვისა და დივერსიის სტრუქტურების ხელმძღვანელობას.

რუსი სპეციალისტების წვდომა ამ ობიექტებზე ხომ ნამდვილ პროფანაციად გამოიყურება. 2017 წელს ლაბორატორიაში მისული სარატოველი სპეციალისტები ახლოსაც კი არ მიუშვეს ბოქსებთან, სადაც ვირუსები და ქიმიური რეაქტორები ინახება. თუმცა ეს არ უშლის ხელს სომხეთის პრემერ-მინისტრის აპარატთან არსებულ ინფორმაციის შემოწმების ცენტრს, უწინდებურად ამტკიცოს, რომ "ლაბორატორიები სომხეთის კუთვნილებაა და მათ არ აქვს სამხედრო დანიშნულება. მეტიც - პრემიერ-მინისტრის დავალებით, რუს სპეციალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, მოენახულებინათ ლაბორატორიები და ამაში თავად დარწმუნებულიყვნენ".

რაც შეეხება ვაშინგტონს, ის მხოლოდ ლაბორატორიებით როდი შემოიფარგლება. ურთიერთობები მყარდება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების საერთო სისტემაშია ჩართული. კერძოდ, მათ რიცხვს განეკუთვნება ზემოხსენებული ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი. აღნიშნული ინსტიტუტის მეცნიერები კვლევებს ატარებენ ეროვნული და საერთაშორისო გრანტების მხარდაჭერით, რომლებსაც გამოყოფს ვიშეგრადის ფონდი (ევროკავშირი), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით) და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

ასევე მოქმედებს ფონდი "აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი" (CARD), რომელიც სომხურ ორგანიზაციად არის დარეგისტრირებული. სინამდვილეში ის ამერიკული პროგრამის - MarketAccessProgram (MAP) მემკვიდრეა და დაფინანსებას DTRA-დან იღებს. კერძოდ, 2017 წელს მან 1 მილიონი დოლარი მიიღო "სამეცნიერო და ტექნიკური მომსახურების გასაწევად",  უფრო სწორად, DTRA-ს ინტერესების ლობირებისთვის ქვეყნის სახელისუფლო კაბინეტებში. როგორც სააგენტოს დოკუმენტებშია ნათქვამი, «CARD-მა დაამტკიცა სომხეთის მნიშვნელოვან მინისტრებთან, ამ სამინისტროების აღმასრულებელ ხელმძღვანელებთან წვდომის მიღებისა და DTRA-ს გატარებულ ღონისძიებებში წარმატებული მონაწილეობის კრიტიკული აუცილებლობა".

როგორც იტყვიან ხოლმე, კომენტარი ზედმეტია. ისღა დაგვრჩენია დავამატოთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის წევრს, რომელიც ამასთანავე რუსეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს, არ აწყენდა იმაზე დაფიქრება, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს თავის ტერიტორიაზე იმ სახელმწიფოს ბიოლოგიური ომის სტრუქტურების შენახვა, რომელიც არ მალავს თავის აგრესიულ ზრახვებს მოსკოვის, პეკინისა და თეირანის მიმართ.

გადმობეჭდილია შემოკლებებით ვებგვერდიდან "ევრაზიის რიტმი"

მუდმივი მისამართით: https://www.ritmeurasia.org/news--2020-04-23--amerikanskie-biolaboratorii-v-armenii-chudesa-mnogovektornosti-48629

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 17:04

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და მეორედ გადატრიალების მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლი იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევით რომც გვდევნიდნენ, ანტი-დემოკრატიული გზებით მათ დამხობას არასოდეს არ დავეთანხმები.
ყოველგვარ გადატრიალებას, გადატრიალების მცდელობას და გადატრიალების შესახებ ფიქრებსაც კი ვგმობ. ამ აზრის მატარებელნი მოძრაობა ჰიზმეთშიც თუ იქნებიან, მათ სიტყვით და ქმედებით შევეწინააღმდეგები.
ჩემი განცხადების გაკეთების მიუხედავად იმასთან დაკავშირებით, რომ 15 ივლისს ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, ზოგიერთი ადამიანის ამ გადატრიალების მცდელობის ჩემთან დაკავშირებას და ჩემს ამ ამბოხების არქიტექტორად გამოცხადებას კატეგორიულად ვგმობ. როგორც ამბობენ, თუ ჩემთან ახლოს მყოფმა ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა მიიღეს, ამით იმ ადამიანებს გაუწიეს სამსახური რომლებიც მშვიდობისა და სიმშვიდის გარდა სხვა არანაირი მიზანის მქონე ჩემი და მოძრაობა ჰიზმეთის გადატრიალების მცდელობასთან და ტერორიზმთან დაკავშირებას ცდილობენ.
ვერაგულად დაგეგმილი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, უსაფუძვლო ბრალდებებით ჩემი დადანაშაულების შემდეგ, ამ მცდელობის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომისიის შექმნა მოვითხოვე და განვაცხადე, რომ ამ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავთანხმდებოდი. ჩემი ასეთი შეთავაზების მიუხედავად, ამ მხრივ არანაირი უმოქმედობა, კვლევის არ ჩატარება და დაჟინებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრების უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე დადანაშაულება, იმის მაჩვენებელია, რომ ნამდვილი დამნაშავეების გამოააშკარავება არ უნდათ. წამების გზით მოპოვებული ჩვენებების საფუძველზე ″გამოკვლევა საჭირო არ არის″ მსგავსი განცხადებების გაკეთება ეჭვებს ზრდის.
შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ტანკების ქუჩაში გამოსვლამდე გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ ამ მცდელობის განხორციელებაში მოძრაობა ჰიზმეთის დადანაშაულება, თავდაპირველი განზრახვის ნათელი დასტურია.
ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წარმომადგენელ ამ მოძრაობის ადრე სხვა მიზეზების გამო, ახლა კი ვერაგულად დაგეგმილი გადატრიალების მცდელობის გამო, ძალადობასა და ტერორიზმთან დაკავშირებას რომ ცდილობენ ეს ნათლად და მკაფიოდ ჩანს. თუმცა მოძრაობის მიმდევრების წინააღმდეგ განხორციელებული ადამიანის უფლება დარღვევის, დევნისა და წამების მიუხედავად ძალადობისთვის არ მიუმართავთ, თავიანთი უფლებების დაცვა სამართლებრივი გზებით გააგრძელეს და მათ ცილისმწამებლებს იმედები გაუცრუეს.
ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში მეორე გადატრიალების მცდელობის შესახებ ჭორები ამ კონტექსტში შეგნებულად გავრცელდა და შეშფოთებული ვარ იმით, რომ შესაძლოა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ახალ მახეს უგებენ. ამ კონტექსტში მედიაში გავრცელებული მუქარა იმის თაობაზე, რომ ციხეში მყოფ მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ერთად შეკრებენ და სიკვდილით დასჯიან შემაძრწუნებელია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ მსოფლიოს განვუცხადო, რომ ყველაზე სასტიკი დევნას, ზეწოლას, დისკრიმინაციას, წამებასა და დასჯას რომც დაექვემდებარონ ამ მოძრაობის მიმდევრები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგული დარჩებიან. ამ ადამიანების მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად აზრთა სხვადასხვაობის, უცოდინრობისა და სიღარიბესთან ბრძოლა და ამ ლოზუნგებით ყველა დაბრკოლების მიუხედავად ″პოზიტიურ მოძრაობად″ დარჩენა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაა.″-ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: http://afsv.org/fgulen-message-regarding-rumors-about-a-second-coup-attempt-10022016/#.V_MyFvmLTIW

ევროპელების აზრით, 2011 წლის შემდეგ აშშ-მ მსოფლიო უსაფრთხო ვერ გახადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:27

„Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის (74%), საფრანგეთისა (65%) და იტალიის (63%) მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა მსოფლიო უსაფრთხოება ვერ გაზარდა. აშშ-ის მოსახლეობა, პირიქით, უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების გაძლიერებისადმი გადადგმულ ქმედებებთან დაკავშირებით: 54%-მა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, 39%-მა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა, 7%-მა კი პასუხი „არ ვიცი“ აირჩიეს. მონაცემები მიღებული იქნა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ცნობილი ფრანგული კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
2011 წლის 11 სექტემბერის ტერორისტული აქტის შემდეგ, აშშ-მ საერთაშორისო და შიდა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის რიგი ღონისძიებები გაატარა: მიღებული იქნა „პატრიოტული აქტი“, რომელიც უცხოეთსა და აშშ-ში მოქმედი კომპანიებისა და მოქალაქეების შესახებ მონაცემების შეგროვების კუთხით, გამოძიების ფედერალური ბიუროს უფლებებს აფართოებს. ტერორისტული საფრთხეების შემცირების მიზნით, ავღანეთსა და სირიაში სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა.
პასუხად კითხვაზე, „თქვენი აზრით, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ის მიერ გატარებულმა ზომებმა, უსაფრთხო გახადა თუ არა ცხოვრება მსოფლიოში?“ — გერმანელების მხოლოდ 20%-მა, ფრანგების 24%-მა და იტალიელების 30%-მა უპასუხა „კი“. პასუხი „არ ვიცი“ გერმანიაში რესპონდენტების 11%-მა, საფრანგეთში 11%-მა და იტალიაში 7%-მა აირჩიეს.
გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარა, ხოლო აშშ-ში, 26-30 აგვისტოს პერიოდში. გამოკითხვაში მონაწილეობა 4015-მა რესპონდენტმა მიიღო გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004), იტალიიდან (1002) და აშშ-დან (1009).
შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 13:29

ტერორიზმის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ბრალდებული გუშინდელ პროცესს არ დასწრებია, რადგან იმ დროისთვის ოპერაცია უტარდებოდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამთლომ ტერორიზიმის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, დანია, შვედეთი-ამ ქვეყნებში 400-ზე მეტი ტერორისტი გადანაწილდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:17

 „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერაქტების მოწყობისთვის სპეციალურად გაწვრთნილი 400-ზე მეტი ტერორისტი დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში, დანიაში და შვედეთში გადანაწილდა. 

აღნიშნულ ინფორმაციას „Associated Press“ დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი მონაცემებით, ტერორისტებს, ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მუშაობასა და თვალთვალის პროცედურებში, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში ამზადებდნენ.

დაზვერვის ინფორმაციით, ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებულნი და იმ დაჯგუფების ტერორისტები, რომლებმაც პარიზის ტერაქტების სერია განახორციელეს.

როგორც ცნობილია, ტერორისტების კიდევ ერთი ჯგუფი მათ თურქეთიდან შეუერთდა.

ერაყის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ევროპის აეროპორტებსა და სარკინიგზო სადგურებში 2 თვის მანძილზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე, როგორც ცნობილია, არსებობს კიდევ 3-კაციანი თვითმკვლელ ტერორისტთა ჯგუფი, რომლებიც ახალ თავდასხმებს გეგმავენ.

ბელგიის პოლიციამ ტერაქტების სავარაუდო მონაწილე დააკავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 14:10

 ბრიუსელის აეროპორტში გუშინ განხორციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი  ნაჯიმ ლახროუი ბელგიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. დასავლური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი ბრიუსელის გარეუბანში ანდერლეხტში დააკავეს. ლახროუი აეროპორტის სათვალთვალო კამერებმა ძმებ ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუისთან ერთად დააფიქსირა, რომლებმაც გამოძიების ცნობით, თავი აიფეთქეს.  ტერაქტს ბელგიაში ბოლო მონაცემებით 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ,250 კი დაშავდა. 

ევაკუაცია საფრანგეთის ქალაქის ტულუზის აეროპორტში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 14:04

 უსაფრთხოების მიზნით, მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა ,საფრანგეთის ქალაქ ტულუზის აეროპორტიდან.

   აეროპორტი ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დაიხურა, ხოლო 08:30 საათზე გაიხსნა. 

ადგილზე პოლიცია და სამხედროები მუშაობდნენ. მგზავრები მათი მუშაობის დასრულებას აეროპორტის გარეთ ელოდებოდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, განგაშის მიზეზი აეროპორტის ტერიტორიაზე შენიშნული საეჭვო ნივთი გახდა. მომხდართან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისიას ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ აეროპორტების შესასვლელებში კონტროლის დაწესება სურს.

რა ვითარებაა ამ წუთებში ბელგიაში"ნიუსდეი"დეტალებს ადგილიდან გაგაცნობთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 12:59

ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები მუშაობას განაგრძობენ . ბელგიელები  მთელ ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ . ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.ბრიუსელში კვლავ მოქმედებს განგაშის მეოთხე დონე და ამ დრომდე დაკეტილია ზავენტემის აეროპორტი და გაუქმებულია ყველა საერთაშორისო რეისი.ბრიუსელში, ამ დრომდე სამართალდამცველებთან ერთად, სამხედროებიც პატრულირებენ. ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი ბოლო მონაცემებით 250-ს აჭარბებს. . "ნიუსდეი" ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა. ნინო შაკაია ჩვენთან საუბარში აცხადებს ,რომ უსაფრთხოების ზომები მთელს ქალაქში გაძლიერებულია , გვიან ღამით გაანახლა მუშაობა ბელგიის რკინიგზამ, დღეს დილიდან კი, ბრიუსელში მეტროს მხოლოდ 2 ხაზი ამოქმედდა.

საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ბელგიაში საქართველოს საელჩოს მიმართონ. საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს.

იტალიის პრემირ-მინისტრი ევროპას ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 12:30

"დღეს მათ შეტევა მიიტანეს ბელგიაზე, მაგრამ ამავე დროს შეტევა მიიტანეს ევროკავშირის დედაქალაქზე. თვეები, შეიძლება წლები დაჭირდეს, მაგრამ ჩვენ მათ დავამარცხებთ", - განცხადებას იტალიის პრემიერი მატეო რანცი აკეთებს, პრემიერი ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნის ინიციატივითაც გამოდის. euronews-ის ცნობით ამის შესახებ რენციმ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე კომენტირებისას განაცხადა.


მისივე განმარტებით, თავდაცვის ინტეგრაციის საკითხი 1954 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა არასოდეს რეალური სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე არ მისულა.

"ამჯერად ევროპა ბოლომდე უნდა მივიდეს, ჩვენ გვჭირდება ევროპული პაქტი, პაქტი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება ერთიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურაში", აღნიშნა პრემიერმა, რომლის განმარტებითაც, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა.

პრეზიდენტი ბრიუსელს თანადგომას უცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 11:34

საქართველოს პრეზიდენტი  ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეძრწუნებულია, ტერაქტს უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.ქვეყნის პირველი პირი გმობს ტერორიზმს, თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებს ბელგიის მეფეს, ბელგიის პრემიერს, ასევე ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელ პირებს და NATO-ს გენერალურ მდივანს. „ჩემი ქვეყანა, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, განსაკუთრებით აღაშფოთა და შეაძრწუნა ბელგიაში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა. კვლავ ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ, ყველა ქვეყნის ლიდერი ერთად უნდა დავდგეთ და გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი“- აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილებში.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური