საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020 17:32

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება,  ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს.

საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020 13:54

საქართველო არ სცნობს ე.წ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ სცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდს რომელიც გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამ რეგიონში.

საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ამასთანავე, მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/saqartvelo-mkhars-uchers-azerbaijanis-respublikis.aspx?CatID=5&lang=ka-GE

საქართველო გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020 12:56
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს. საქართველო მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 17:07
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. "უელსის სამიტის დროს შევთანხმდით, რომ საქართველოს მხარდასაჭერად არსებითი პაკეტი გადაეცემოდა. ამ ეტაპზე პაკეტის ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. თბილისში ნატოელი და ქართველი ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს. დღეს კი მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და შევთანხმდებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატო-მ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ვისაუბრებთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას. მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ახორციელებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რათა გაუმჯობესდეს მისი უსაფრთხოება და ეს მას ნატო-ში გაწევრიანებასთან დააახლოებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ დაინტერესებულები ვართ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კვირიკაშვილის განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 16:10

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, კვირიკაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია მთავრობის არცერთ წარმომადგენელს სხვა აზრი არ გააჩნია. 

ამასთან გაოსვლის დროს პრემიერობის კანდიდატმა მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილიც დაიცვა და განაცხადა, რომ ზაქარეიშვილის ფრაზების არასწორი ინტერპრეტირება ხდება ჟურნალისტების მიერ.

"ვენ თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ბატონ პაატას მთელი რიგი ნაბიჯები აქვს შემუშავებული. არის რაღაც იდეები რაც ახლა არ უნდა განხორციელდეს.  ბატონი პაატას იდეები იმსახურებს ინტერესს და საჭიროებს სერიოზულ განხილვას," - აცხადებს პრემიერობის კანდიდატი. 

ამასთან გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტად ევროატლანტიკურ სტრუქტურებსი ინტეგრაცია რჩება, თუმცა პრემიერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ გზაზე პრობლემების თავიდან ასაცილებლად საქართველომ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს რუსეთთან. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური