11 სექტემბრის ტერაქტში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 11:05
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის მონაწილე 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას.
 
სწავლების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების თანახელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან მაიერსმა ტერაქტში დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
 
საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება “Agile Spirit 2018” სენაკის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად გუშინ დაიხურა.

თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 13:18

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

მანჩესტერის ტერაქტი - უსახლკარო , რომელიც თავგანწირვისა და გმირობის სიმბოლოდ იქცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 00:12

მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტი უკვე შეფასდა ახალგაზრდების, მომავალი თაობის წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ ქმედებად.

სოციალურ ქსელში ბევრი შემზარავი ფოტო თუ ისტორია გავრცელდა. გავიგეთ, როგორ დაკარგა დედამ 8 წლის გოგონა აფეთქების შედეგად გამოწვეული პანიკის შემდეგ, მოგვიანებით კი გარდაცვლილი იპოვეს... როგორ დაიღუპა სამი შვილის დედა... 

თუმცა, დღეს , გიყვებით ადამიანზე რომელმაც სხვების გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეეში ჩააგდო და გმირობის მაგალითად იქცა.

33 წლის კრის პარკერი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უსახლკაროა და მანჩესტერის ქუჩებში ცხოვრობს, თავგანწირვისა და გამბედაობის სიმბოლო გახდა.

მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტული აქტისას, კრისი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, რადგან „ ხალხმრავლობის გამო მოწყალების სათხოვნელად კარგი ადგილი იყო.“

 

მაშინ, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა, არენიდან კი შეშინებული და დასისხლიანებული ხალხი გამორბოდა, ნაცვლად იმისა, რომ მას საკუთარ უსაფრთხოებაზე ეზრუნა და შემთხვევის ადგილს გარიდებოდა, დაშავებულთა დასახმარებლად გაემართა.

აფეთქების ძალამ კრისი წააქცია, თუმცა მალევე წამოდგა.

დაჭრილ გოგონას ფეხიდან ლურსმანი ამოაცალა, მეორე ბავშვი ხელში აიტაცა და ხალხის მასას მოაშორა. შემდეგ გოგონას დამშვიდება სცადა, რომელმაც აფეთქებისას ფეხი დაკარგა, მაისური გაიხადა და ფეხი შეუხვია. ქალის გადარჩენა სცადა, თუმცა მკლავებში ჩააკვდა. გარდაცვლილი ქალი დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული.

მას შემდეგ, რაც თვითერის მომხარებლები "უსახლკარო ბიჭის გმირობაზე" წერდნენ, მედია მისით დაინტერესდა და მალევე იპოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას, კრისმა განაცხადა, რომ ძალიან აკვირვებს, რატომ გახდა მისი საქციელი ამგავრი ყურადღების ღირსი.

„რადგან უსახლკარო ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ გული არ მაქვს , რომ ადამიანი არ ვარ. მჯერა, მე რომ დამხმარება დამჭორვებოდა, ვიღაც აუცილებლად მოვიდა და დამეხმარებოდა... იქ ბავშვები იყვნენ... ძალიან ბევრი ბავშვი, დასისხლიანებულები... ტიროდნენ და გაურკვეველი მიმართულებით გარბოდნენ“ - განუცხადა კრისმა Press Association-ს.

მას შემდეგ რა უსახლკარო კრისის გმირობის შესახებ მედიამ დაწერა, მის დასახმარებლად ონლაინ გვერდი შეიქმნა. ამ დროისთვის კრისისთვის 40 000 დოლარამდე შეგროვდა.

მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119-ს შეადგენს. კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობას სწორედ ბავშვები შეადგენდნენ.

თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გკიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 24 მარტი 2017 10:23

ლონდონში მომხდარი  ტერაქტის შედეგად გკიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით საავადმყოფოში 75 წლის დაჭრილი მამაკაცი დაიღუპა. 

 

ძლიერი აფეთქება საფრანგეთის ქალაქ მარსელში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 იანვარი 2017 20:26

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მარსელში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის "თვითერის" საშუალებით მოსახლეობა ავრცელებს.

ოფიციალურ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

 

ტერაქტი სტამბოლში - ღამის კლუბში შეიარაღებულ თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 იანვარი 2017 12:44

სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კლუბში მოულოდნელად გახსნილი სროლის შედეგად  დაღუპულია 35 და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. 

თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე უწოდა "ტერორისტული თავდასხმა". 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

ბერლინში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 23:52

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, დაჯგუფებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათმა ერთ-ერთმა მებრძოლმა განახორციელა. 

ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ამასთან, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებელი ჯერ დაკავებული არ არის. გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული და საშიშია.

ამასთან, Die Welt-ის მტკიცებით, პოლიციამ შეცდომით სხვა ადამიანი დააკავა, რომელიც პატმრობიდან უკვე გაათავისუფლეს.  

 

ტერაქტი ბერლინში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 11:29

ბერლინში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ტერაქტი ქალაქის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, დაიღუპა 12 ადამიანი, 50-მდე დაშავდა.მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა.სამართალდამცველები ამ დრომდე სწავლობენ სატვირთო ავტომობილს, რომელიც გუშინ საღამოს საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და ხალხს გადაუარა. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ საქმე განრაზ დანაშაულს ეხება და მძღოლი გამიზნულად მოქმედებდა.

 

მორიგი ტერაქტი თურქეთში - დაღუპულია 2 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 18:32

თურქეთ-ირანის საზღვართან, პროვინცია შირნაკში აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა.თურქული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე, პოლიციის საგუშაგოსთან იყო დამონტაჟებული.


აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგიფებას არ აუღია.ადგილობრივი მედიის ცნობით კი , აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული.

ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 10:07
ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. ვლადიმერ რუხაძემ პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა დაიწყო. წაყენებულ ბრალს 5 დაკავებულიდან მხოლოდ ერთი, ბექა ბექაური აღიარებს. შეგასხენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გუშინ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ. გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური