შესაძლოა, „მაესტროს“ მაუწყებლობა შეწყდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 14:30

ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" გაკოტრების საქმის შეწყვეტას მოითხოვს. ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს. მაკა ასათიანის ადვოკატის განმარტებით კი, ამ ცვლილებებისთვის გაჩეჩილაძეს კრედიტორთა საბჭოს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. გიორგი გვენეტაძის განცხადებით, თუკი სასამართლო განცხადებას დააკმაყოფილებს, მაესტროს დიდი ალბათობით მაუწყებლობის შეწყვეტა მოუწევს.

„თუკი ბატონი ლევანი აპირებს, რომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გადახდის უუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა, ეს საჭიროებს პირველ რიგში პარტნიორთა კრების თანხმობას, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ აუცილებელი იყო ყველა პარტნირის თანხმობა გადახდისუნარობის საქმის წამოწყებისას. შესაბამისად, მისი შეწყვეტაჩ ჩემი აზრით, საჭიროებს 100%-იან თანხმობას ყველა პარტნიორის. თუმცა რაც შეეხება შინაარსობრივად და შედეგობრივად ამ გადაწყვეტილებას, შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი მაესტროსთვის. ვერ ვალების მომსახურებას კომპანია და შეიძლება მართლაც მოხდეს მაუწყებლობის შეფერხება“ განაცხადა გვენეტაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "ტელეკომპანია"იბერიას საქმეზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული. 

ადეიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით , მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ზურაბ ადეიშვილისთვის ითხოვდა პატიმრობას და ლაცაბიძისთვის 20 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას. 

"სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და სასამართლომ საერთოდ არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება არ გამოიყენა ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის გამო", - განაცხადა ადვოკატმა. 

მისივე თქმით, წინასასამართლო სხდომა დაინიშნა და ჩვეულებრივ გამოძიება გაგრძელდება. "მაგრამ არც გიორგი ლაცაბიძე და არც ზუარბ ადეიშვილი არ იქნება არანაირი აღმკვეთი ღონისძიების ქვეშ", - აღნიშნა ადვოკატმა. 

პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

ტელეკომპანია "მაესტროში" დაპირისპირება გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 11:28

ტელეკომპანია "მაესტროში" დაპირისპირება გრძელდება. ბაია გადაბაძის განცხადებით, გია გაჩეჩილაძე რეალურად არ ფლობს საკონტროლო პაკეტს, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას კი არალეგიტიმურს უწოდებს. 

გადაბაძე იმ დოკუმენტაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, გაჩეჩილაძემ მის მფლობელობაში არსებული წილი გაასხვისა და მის სანაცვლოდ ფული აიღო. 

გადაბაძე აცხადებს, რომ წილებთან დაკავშირებით, სასამართლოში დავას მამუკა ღლონტი და ეკატერინე აკობია გააგრძელებენ და გია გაჩეჩილაძის წილების მათ საკუთრებაში დამტკიცებას მოითხოვენ. 

ბაია გადაბაძის მსგავსად, გია გაჩეჩილაძის წილებს სადავოს უწოდებს შპს ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი ილია კიკაბიძე. მისი განცხადებით, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც წილებთან დაკავშირებულ კითხვებს საფუძვლიანს ხდის. 

 

"რუსთავი 2-ის" ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები სასამართლოს განჩინებას აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 13:48

რუსთავი 2-ის ეზოში დილიდან არიან შეკრებილი ტელეკომპანიის მხარდამჭერები, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და "ნაცონალური მოძრაობის" წევრები. 

ისინი საქალაქო სასამართლოს განჩინებას აპროტესტებენ და თვლიან, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, მოსამართლე ურთმელიძემ , რუსთავი 2 -ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დანიშნა. 

 

რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი „რუსთავი 2“-ში ვერასოდეს შემოვლენ - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 10:01

ტელეკომპანია "იმედის"  „წარმატებული“ მენეჯერები, რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი „რუსთავი 2“-ში ვერასოდეს შემოვლენ. მათ შეუძლიათ მიაკითხონ თავის ალმა მატერს - ტელეკომპანია "იმედს", რომელიც ძალიან დავალებულია დაბალი რეიტინგითა და დაბალი შემოსავლებით. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ტელეკომპანიის ხელშეუხებლობის და თავისუფლების მთავარი გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ ტელეკომპანიის დატოვებას ჩვენი ნებით არ ვაპირებთ. ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც სურს ქართველ ტელემაყურებელს და როგორც გვაძლევს უფლებას საქართველოს კონსტიტუცია. არავინ არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ეგონოს, რომ ის და ურთმელიძე კონსტიტუციაზე მაღლა დგანან, მაგრამ ურთმელიძის დედის ნაჯახით მოსულები, ამავე ნაჯახით დაიღუპებიან. საქართველოს კონსტიტუცია არის მთავარი გარანტი ჩვენი ხელშეუხებლობის და ჩვენი თავისუფლების", - აღნიშნა ნ. გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ. ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ახალი დროებითი მენეჯმენტი დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, არხის მოქმედი ხელმძვანელობის უფლებამოსილება შეჩერებულია.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება დღეს გამოქვეყნა.

განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი".

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.

მეშვიდე პუნტქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.

ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს "დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ".

ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.

თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური ტელეკომპანიები და ბეჭდური გამოცემები დაარბია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:49

ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის - Kanalturk-ისა და Bugun TV-ის, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისები თურქულმა პოლიციამ შტურმით აიღო. ხელსიუფლება მედიასაშუალებებს ოპოზიციონერი ლიდერის - ფეითჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს ტელეკომპანიების შენობასთან მისული აქტივისტები, Bugun TV კი ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. თურქეთის ხელისუფლებამ ასევე, "კოზა-იპეკის" ჰოლდინგში შემავალი 22 კომპანიის მმართველობა ჩაიბარა. სექტემბერში, თურქმა სამართალდამცველებმა ამ კომპანიებში და ჰოლდინგის მფლობელის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. 
თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰოლდინგი აშშ-ში მცხოვრებ ფეითჰულა გიულენს ფინანსურ დახმარებას უწევდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.
როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, თურქეთში მომხდარ მოვლენებს ევროკავშირი გამოეხმაურა და ოფიციალურ ანკარას, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 1 ნოემბერს ჩატარდება.

"არ შემოვუშვებთ არავის, ვინც გადაწყვეტს, რომ ტელეკომპანია ხელში უნდა ჩაიგდოს"-გვარამიას განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:31

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, სასამართლოში მოგების შანსები გაჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა უკან დაახევინებს დამკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესს არ აქვს არანაირი შანსი. „თუ მოსამართლე ურთმელიძე არ იქნება ან მისი დამკვეთი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ უკან დაიხევს, მაშინ ეს შანსები გაჩნდება, მაგრამ ვიდრე მოსამართლე ურთმელიძე ბიძინა ივანიშვილის ზონდერია პროცესზე, პროცესს შანსი არ აქვს არავითარი. უბრალოდ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვაგროვოთ მტკიცებულებები, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. არ შემოვუშვებთ არავის, ვინც გადაწყვეტს, რომ ტელეკომპანია ხელში უნდა ჩაიგდოს, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება უკანონო სრულიად“,-განაცხადა გვარამიამ.

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:22

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ "როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ცდილობს დახუროს წამყვანი ტელეკომპანია. მას არ მოსწონს არც ოპოზიცია და არც თავისუფალი მედია". 

ბილდტი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას რუსთავი 2-ის საქმესთან და წამების კადრებთან დაკავშირებით.

„ეს არის საკმაოდ აღმაშფოთებელი განცხადებები პრემიერმინისტრის მხრიდან, რაც სცილდება დემოკრატიული ნორმების ფარგლებს“, - აღნიშნა კარლ ბილდტმა. 

"სტარვიზიისა" და "სტარეფემის" ეთერში მაუწყებლობა აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 16:22

გაცნობებთ, რომ კომპანია "თელასში" შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია.  ტელეკომპანია "სტარვიზიასა" და რადიო "სტარეფემზე" მაუწყებლობა აღდგა.  ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის. გვიყურეთ და  გვისმინეთ „სტარვიზიისა“ და „სტარეფემის“ ეთერში.

"მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 10:46

"მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხურავს, არ მიიღოს არანაირი რჩევები და რეკომენდაციები, რომელი ჟურნალისტი აიყვანოს სამსახურში, ან რომელ ჟურნალისტთან გაწყვიტოს კონტრაქტი", -  ეს განცხადება  საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" პოლიტიკური თოქშოუების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"როდესაც საქმე პოლიტიკურ თოქ-შოუებს ეხება, მათი გახსნაც, მათი მოდიფიცირებაც, მათი დახურვაც მყისიერად გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს იძენს. ვისურვებ, რომ ყველა ამ საკითხში ყველამ სათანადო სიცხადე შეიტანოს. ვისაუბროთ ფაქტებით, არგუმენტებით და გავაგრძელოთ ცხოვრება. წინასაარჩევნო წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ტელეარხმა არა თუ შეამციროს პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდოს, მაგრამ ვისი მეშვეობით გაკეთდება, რა ფორმატით, რა სტილის გადაცემებით, ამის თაობაზე თავად ტელეკომპანიები უნდა ჩამოყალიბდნენ", - განაცხადა  დავით უსუფაშვილმა. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური