მეოთხე ხელისუფლება, ოლიგარქიული სტილი: ძირითადი ფაქტორები უკრაინული მედიის შესახებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 23 აგვისტო 2019 10:48

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუს უკრაინის“ ექსპერტებმა მოამზადეს უკრაინული მედიის სფეროს სრული მიმოხილვა ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) მიერ დაფუძნებული «Media Landscapes» -ის პროექტის ფარგლებში, რომელიც თანამშრომლობდა ნიდერლანდების განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ შევარჩიეთ ათი ძირითადი ფაქტი ამ მიმოხილვიდან.

1. ტელევიზია არის ყველაზე პოპულარული მედია უკრაინაში. კომპანია „InMind“-ის მიერ  „ინტერნიუს უკრაინისთვის“ ჩატარებული კვლევის თანახმად, უკრაინელების 77% უყურებს ტელევიზორს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო 74% –თვის ტელევიზიები ყოველკვირეული ინფორმაციის წყაროა.

ონლაინ მედია მეორე ადგილზეა პოპულარობით უკრაინაში. უკრაინელთა 60% თვეში ერთხელ მაინც სტუმრობს ახალ ვებგვერდებს, ხოლო 57% იყენებს ინტერნეტს, როგორც ინფორმაციის ყოველდღიური წყაროს.

რადიო არის ყველაზე ნაკლებად პოპულარული მედია უკრაინაში. უკრაინელთა მხოლოდ 26%  უსმენს რადიოს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო 25% იყენებს მას, როგორც ყოველდღიურ ინფორმაციის წყაროს.

ბეჭდურ მედიას ყველაზე მცირე აუდიტორია ჰყავს ყველა დანარჩენ მედიას შორის. უკრაინელთა მხოლოდ 21% კითხულობს ბეჭდურ მედიას თვეში ერთხელ მაინც. ეს 10% -ით ნაკლებია ვიდრე 2016 წელს. და მხოლოდ უკრაინელების 16% -თვის არის ბეჭდური მედია ყოველკვირეული ინფორმაციის წყაროა.

2. ქვეყნის ნდობის სურათი საკმაოდ ზუსტად ასახავს უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და უსაფრთხოების პრობლემებს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, უკრაინელთა 66.7% ენდობა მოხალისეობრივ ორგანიზაციებს, 64.4% -ს სწამს ეკლესიის, ხოლო 57.3% -ს სწამს უკრაინის შეიარაღებული ძალების, სხვა სამხედრო შენაერთების და დაჯგუფებების. მედიის ნდობის ფაქტორი 48.3% -ს შეადგენს.

ტელევიზიას ენდობიან უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა მასმედიას. უკრაინელთა 56% ენდობა რეგიონალურ ტელევიზიებს, 61% კი ნაციონალურს.

ონლაინ მედია თითქმის ისეთივე ნდობით სარგებლობს, რაც ტელევიზია: უკრაინელების 52% ენდობა რეგიონული ახალი ამბების გვერდებს, ხოლო 58% ენდობა ეროვნულ ვებ-გვერდებს.

უკრაინაში ნდობა რადიოს მიმართ ყველაზე დაბალ დონეზეა: უკრაინელთა 34% ენდობა ეროვნულ რადიოს, და მხოლოდ 39% თვლის, რომ ადგილობრივი რადიოები სიმართლეს ლაპარაკობენ.

ბეჭდური მედიას უკრაინაში ყველაზე ნაკლებად ენდობიან. უკრაინელთა მხოლოდ 35% ენდობა რეგიონალურ ბეჭდურ მედიას, ხოლო 33% ენდობა ეროვნულ გაზეთებს. 

3. ყველაზე პოპულარულ უკრაინულ მედიას აქვს მკაფიო კავშირები პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან ისინი მიეკუთვნებიან ოლიგარქებს, რომლებიც ხშირად პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ პოლიტიკაში. ეს კავშირები ყველაზე ძლიერია სატელევიზიო ინდუსტრიაში.

უკრაინაში ყველა მსხვილი სატელევიზიო არხები სხვადასხვა ოლიგარქების საკუთრებაა: იგორ კოლომოისკი აკონტროლებს 1 + 1 არხს, რინატ ახმეტოვი ფლობს არხს „უკრაინას“, ხოლო CTB, ICTV და ახალი არხი ეკუთვნის ვიქტორ პინჩუკს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძეს. ტელე-არხი „ინტერი“ „ინტერ მედია ჯგუფის“ ნაწილია, რომელსაც დიმიტრი ფირტაში და სერგეი ლევოჩკინი ფლობენ. უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც მჭიდრო კავშირშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან (მისი ქალიშვილის ნათლია), სავარაუდოდ აკონტროლებს ტელევიზიებს - 112 და NewsOne, უკრაინაში ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო არხებს.

4. 2014 წლის შემდეგ, უკრაინის სატელევიზიო სექტორი ძირითადად განვითარდა ინფორმაციულ სფეროში. ახალი სატელევიზიო არხებს, როგორიცაა ტელეარხი „გრომადსკე“, Espreso 112, NewsOne და პირდაპირი აქცენტი აქვთ ექსკლუზიურად ახალი ამბებსა და თოქ-შოუებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. ამასთან, ყველა ეს არხი, „გრომადსკეს“ გარდა, რომელიც არსებობს გრანტებითა და ხალხის მიერ გადახდილი ფინანსებით, კერძოა და აქვს გაუმჭვირვალე საკუთრების სტრუქტურა. იმავდროულად, დამოუკიდებელი მედია, როგორიცაა ტელევიზია „გრომადსკე“, რადიო „გრომადსკე“, სპეციალურ გავლენას ახდენს სხვადასხვა სეგმენტებზე, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ვერ უწევენ კონკურენციას ოლიგარქიურ ტელეარხებს.

5. უკრაინაში არ არსებობს ისეთი გავლენიანი მაუწყებელი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ოლიგარქიულ მედიას. 2017 წლის 19 იანვარს შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებელი «Суспильне мовлення». მისი მიზანი იყო მიეწოდებინა მიუკერძოებელი ინფორმაცია, მოპოვებული დამოუკიდებელი წყაროებიდან  სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ან ადმინისტრაციული ზეწოლის გარეშე.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ მოგვარებულა და პირველი ხელშესახები პროგრესი 2014 წელს განხორციელდა „საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ამასთან, მისი განხორციელება შეფერხდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, აგრეთვე მუდმივი დაფინანსების არარსებობის გამოც.

6. მას შემდეგ, რაც ცარისტულ და საბჭოთა პერიოდში უკრაინული ენის გამოყენება იზღუდებოდა, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას. ასე რომ, დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინული ენის როლის გაძლიერებას მედიაში. ამისათვის დაინერგა ენის კვოტები ტელევიზიებისთვის და რადიოსადგურებისთვის.

ლიცენზირებული სატელევიზიო და რადიო კომპანიებისთვის, ევროპული, ისევე როგორც ამერიკული და კანადური პროდუქციის მაუწყებლობა უნდა იყოს მთლიანად ყოველკვირეულ ეთერში არანაკლებ 70%, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე. მათ შორის, ყოველკვირეული მაუწყებლობის მინიმუმ 50%, უნდა იყოს უკრაინული პროგრამები.

ხოლო რადიოსადგურებს დაევალათ სიმღერების მინიმუმ 30%-ის უკრაინულ ენაზე გადმოცემა.

7. Freedom House- ის მოხსენებაში "პრესის თავისუფლება 2019", უკრაინული მედიის სფერო აღწერილი იყო "ნაწილობრივ თავისუფალი".

ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ უკრაინაში ხდება შეტევები მედიასა და ჟურნალისტებზე. 2016 წლის 20 ივლისს ცნობილი ბელორუს-უკრაინული ჟურნალისტი პაველ შერემეტი მოკლეს. სამწუხაროდ, დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

ასევე არსებობს მანიპულაციები მედიასთან მიმართებაში. 2018 წლის 29 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არკადი ბაბჩენკო, რუსი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინაში გადავიდა, მოკლეს. მეორე დღეს, აღმოჩნდა, რომ ბაბჩენკო ცოცხალი იყო და მისი „მკვლელობა“ უსაფრთხოების სამსახურების დაგეგმილი იყო, სავარაუდოდ, ეს ასოცირდება რუსული სადაზვერვო სამსახურების უფრო ფართო გეგმასთან, რათა გამოემჟღავნებინათ ჟურნალისტები და უკრაინაში მოქმედი სხვა აქტივისტები.

8. ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2018 წლის „Factum Group Ukraine“- ის კვლევის თანახმად, უკრაინის 21,35 მილიონი მოქალაქე (ქვეყნის მოსახლეობის 65%) ინტერნეტის რეგულარული მომხმარებელია. 21.9 მილიონ ადამიანს (67%) ინტერნეტი აქვს სახლში.

ამ გამოკვლევის შედეგად მიღებული ტიპიური ინტერნეტმომხმარებლის პორტრეტი ასეთია: ქალი (52%), 25-34 წლის (28%), ცხოვრობს ქალაქში, სადაც ცხოვრობს ასი ათასი ან მეტი ადამიანი (44%). უკრაინული ინტერნეტ მომხმარებლების 27% სოფლად ცხოვრობს, ხოლო 28% - პატარა ქალაქებში. ერთადერთი სოციალური ჯგუფი, რომელიც იშვიათად იყენებს ინტერნეტს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც უკრაინული ინტერნეტმომხმარებლების მხოლოდ 4% -ს შეადგენს.

9. უკრაინაში დღეისათვის გაბატონებულია სოციალური ქსელი „ფეისბუქი“, რომელსაც რეალური კონკურენტები თითქმის არ ჰყავს. ადრე ყველაზე პოპულარული იყო რუსული სოციალური ქსელები «ВКонтакт» და «Одноклассники», მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2017 წლის მაისში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სანქციები დააწესა გარკვეულ რუსულ ინტერნეტ სერვისებზე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 

კომპანია „InMind“-ის მიერ „ინტერნიუს უკრაინის“ -თვის ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალურ ქსელებში უკრაინელი მომხმარებლების 57% -ს „ფეისბუქის“ ანგარიშები აქვს (2016 წელს 37%), «ВКонтакт» - ზე 21% (2016 წელს 49%), 15% «Одноклассники»-ში (2016 წელს 40%). Twitter-ს იყენებს  უკრაინელთა მხოლოდ 8% -ი (12% в 2016 году). უკრაინელთა 42% -მდე იყენებს „ფეისბუქს“ სიახლეების მისაღებად, მაშინ როცა მხოლოდ 8% ღებულობს სიახლეებს «ВКонтакт» -დან, 4% «Одноклассники», - დან და 2% Twitter- დან.

10. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის კანონმდებლობა მედიის სფეროში შედარებით ბუნდოვანია, მისი პრაქტიკული განხორციელება შეიძლება შეფასდეს როგორც სპონტანური, მრავალმხრივი, არათანმიმდევრული, გაუწონასწორებელი და გაუმჭვირვალე. არსებული კანონები, ძირითადად, დეკლარაციური ხასიათისაა და, შედეგად, მათი მარეგულირებელი ფუნქცია არასაკმარისია, შესაბამისად, ისინი კონკრეტულ ეფექტურ პოლიტიკაში არ არიან ჩართულნი. სინამდვილეში, ეს დეკლარაციული კანონები ხშირად ფარავს ერთმანეთს, რაც საუკეთესო შემთხვევაში იწვევს არაეფექტურობას, ხოლო უარეს შემთხვევაში კი, სამართლებრივ კონფლიქტებს.

კანონების უმეტესობა შემუშავდა საბჭოთა პროტოტიპების საფუძველზე და, შესაბამისად, არ ითვალისწინებს ინდუსტრიაში ახალ ტენდენციებს. პრაქტიკულად არ არსებობს კანონმდებლობა ონლაინმედიასთან დაკავშირებით. შედეგად, ეროვნული კანონმდებლობის დიდი ხარვეზი არსებობს, რის გამოც ონლაინმედია არც რეგულირდება და არც არის დაცული.

უკრაინული მედია-ინდუსტრიის შესწავლისა და მხარდაჭერის მიზნით, „ინტერნიუს უკრაინა“ ეხმარება მედიას შექმნას ძლიერი და აყვავებული საზოგადოება. ჩვენი საქმიანობა შედგება არა მხოლოდ მედიის მონიტორინგისა და ანალიტიკური მასალების მომზადებისგან, არამედ ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობას, საკომუნიკაციო და ინფორმაციული სტრატეგიების შემუშავებას და მედია კამპანიებთან თანამშრომლობის ორგანიზებას.

 

ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა «UkraineWorld»-ში.

ავტორები“ ვიტალი რიბაკი და მაქსიმ პანჩენკო

ანალიტიკოსები და ჟურნალისტები «Интерньюз-Украина» -სა და «UkraineWorld» - ში.

თურქეთში პრესის თავისუფლების შავი წელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 18:45

საერთაშორისო მედია ორგანიზაციების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული 2 წლის შემდეგ კვლავ თურქეთია. თურქეთში 148 ჟურნალისტი პატიმრობაშია, 170-მდე მედია საშუალება დაიხურა, ათასობით მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარია.
″თურქეთში ადრე ჟურნალისტებს კლავდნენ. ეს ხელისუფლება კი საერთოდ ჟურნალისტიკას კლავს.″ ეს სიტყვები, თურქეთის პრესის თავისუფლების შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული.
საერთაშორისო ორგანიზაციების ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს (RSF) და ″ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი″-ს (CPJ) ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებს შორის პრესაზე ყველაზე მეტი ზეწოლა თურქეთში ხდებოდა. თურქეთში RSF-ს წარმომადგენლის ეროლ ონდეროღლუს თქმით, ″თურქეთი ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეა ჟურნალისტებისათვის.″
საერთაშორისო ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს 2016 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 151 ადგილზეა. მის წინ ტაჯიკეთი, უკან კი დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკაა.
15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცემული განკარგულებებით, სხვადასხვა სახეობის 170-მდე მედიასაშუალება გაზეთი, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ჟუნალი და გამომცემლობა დაიხურა. დახურვის მიზეზი, გადატრიალების მცდელობაში სავარაუდოდ ბრალდებულ გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირია. თუმცა, დახურულ მედიასაშუალებებს შორის ქურთების, ალავიტების და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა.
ამ პერიოდში დაახლოებით 2 ათას 500-მდე მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა, ასობით ჟურნალისტს პრესის ბარათები გაუუქმდა, გაურკვეველი რაოდენობით ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმდა და პრაქტიკულად საზღვარგარეთ მოგზაურობა აეკრძალათ, ათობით ჟურნალისტს ქონება ჩამოართვეს. ″თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის″ (TGC) მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ 5 თვეში, ანუ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად 900-მდე ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს.
წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BCn%C3%BCn-kara-y%C4%B1l%C4%B1/a-36913987

მუქარის წერილი აჭარის ტელევიზიამ მიიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 22 მარტი 2016 10:23

მუქარის წერილი მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს facebook გვერდზე. ავტორები იმუქრებიან, რომ მარტის ბოლომდე სხვადასხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო კადრებს გაავრცელებენ.შეტყობნებიდან რამდენიმე წუთში წერილის ავტორის facebook გვერდი გაუქმდა. მუქარის შემცველი წერილის შესახებ მაუწყებელმა უკვე აცნობა შესაბამის სამსახურებს. სამართალდამცველებმა დაკითხეს არხის ვებ გვერდის რედაქტორი.ანალოგიური წერილი მანამდე მიიღო რუსთავი 2-მაც.

"მ 24" - ახალი ტელევიზია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 13:58

ბაჩო კიკაბიძის შპს ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარეგულირებლისთვის უკვე სამაუწყებლო ბადის წარდგენას გეგმავს, რის შემდეგაც ახალი ტელევიზია ეთერში გავა არა "მაესტრო 24"-ის, არამედ "მ 24"-ის სახელწოდებით. ახალი ტელევიზია ეთერში ძველი შენობიდან გავა და მასში მაესტროს ის თანამშრომლები გააგრძელებენ მუშაობას, რომლებსაც განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ- „დავემორჩილე კანონს, შევცვალე კანონს და მაესტროს სავაჭრო ნიშნის შემცვლელი ნიშანი ამოვიღე "მაესტრო 24"-დან და დავტოვე "მ 24,"- აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

ლევან გაჩეჩილაძე კი "მაესტროს" თანამშრომლებს მოსალაპარაკებლად ისევ საკუთარ სახლში დღეს 5 საათზე ელოდება.

 

"ტელეარხ 25" -ში ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 17:46

"ტელეარხ 25" -ში შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ბომბის არსებობის შესახებ 112-ზე შესული შეტყობინება გახდა.
ამ დროისათვის საპატრულო პოლიციამ თანამშრომლების ევაკუაცია უკვე მოახდინა ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. 
ტელეარხი 25 -ის საინფორმაციო გამოშვება განვითარებული მოვლენების გამო ეთერში ვერ გავიდა. 

"მაესტროს" საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 13:38

ტელეკომპანია მაესტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მას უცვლელად გთავაზობთ:

"სოციალური ქსელით ვრცელდება დამონტაჟებული ვიდეომასალა. რომლის მიხედვით, თითქოს "კონტაქტის" 15 საათიან გამოშვებაში გავიდა არქივის კადრები გია გაჩეჩილაძის პროექტიდან "საკანი ნომერი 5".

ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახური აცხადებს, რომ ეს არის დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც არხის ეთერში არ გასულა და მიზნად ისახავს საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას!"

ლევან და გია ყარამანიშვილების საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:27

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ამ განცხადების გაკეთებას გვაიძულებს ის უკანონობა, უსამართლობა და ძალადობა, რომელიც ხორციელება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მიზნით. ეს ძალადობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება უკვე 3 წელია მიზანმიმართულად ახორციელებს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად და კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ყველას კარგად გვახსოვს ზეწოლა სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიაზე, სარეკლამო ბაზარზე კონტროლის დამყარების მიზნით; ფარული კამერების აღმოჩენა ტელეკომპანიაში, რაც დღემდე არ გამოძიებულა; ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება სრულიად აბსურდული ბრალდებით; სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, რომელიც ხელისუფლების აღიარებით იმთავითვე რუსთავი 2-ის, როგორც ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ იყო მიმართული; ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოსყიდვის მცდელობა. ხოლო როცა ამან დასახული შედეგი ვერ გამოიღო, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელად შევარჩიეთ მენეჯერული გამოცდილებისა და იურიდიული კვალიფიკაციის გათვალისინებით, სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინს და პირნათლად ასრულებს დირექტორის მოვალეობას. რუსთავი 2 უპირობო ლიდერია ქართულ ტელესივრცეში. ტელეკომპანიის საინფორმაციო, პოლიტიკური და გასართობი გადაცემები უმაღლესი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით სარგებლობს, რაც თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის და სხვა თანამშრომლების დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო სიმამაცის შედეგია. სარედაქციო პოლიტიკას თავად ტელევიზია განსაზღვრავს ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ფასეულობების ფარგლებში, რომელთაგან ტელევიზიას არასდროს გადაუხვევია. დიახ, რუსთავი 2 კრიტიკული ტელევიზიაა. ვინ იცის, გაშუქდებოდა თუ არა საყდრისის, პანორამა თბილისის, ეკონომიკური კრიზისისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალური სხვა თემები, რომ არა რუსთავი 2. სწორედ ამიტომ უნდა ტელევიზიის ხელში ჩაგდება ხელისუფლებას. ხელისუფლებას სურს, რუსთავი 2 მაამებლურ მედიასაშუალებად აქციოს და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის საყვარელ ანტისადავლურ მედიასაშუალებებს დაამსგავსოს. ჩვენი პოზიციის სამართლებრივი სიმყარე აშკარაა ყველა კეთილსინდისიერი ადამიანისთვის. მაგრამ საკითხს აქვს სუფთად პრაგმატული მხარეც: დღეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობია უშუალოდ მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის - ისეთი რუსთავი 2, როგორიც გვაქვს დღეს, თუ ისეთი, როგორადაც ხელისუფლებას სურს აქციოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ ეტაპზე კლასიკური რუსული რეიდერული სტილის შეტევა, საბოლოოდ, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაზ ურთმელიძე მიიღებს წინასწარ დაანონსებულ უკანონო გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან, ჩვენი საკუთრების უფლება აღდგება - ჩვენ ვერ წაგვართმევენ რუსთავი 2-ს, ქვეყანას კი შეიძლება წაართვან წარმატებული მომავლის შანსი. მადლობა ყველას, ვინც დგას ტელეკომპანიის გვერდით. თქვენ გვიცავთ ჩვენ და ამით, იცავთ საკუთარ მომავალს." 

თურქეთში წინასაარჩევნოდ დამოუკიდებელი ტელევიზიების შემდეგ ორი გაზეთის გამოსვლაც შეაჩერეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 11:21

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მმართველობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე ბოლო წლებში ძალიან მომატებული "ნადირობა" ისევ გრძელდება და უკვე პიკს მიაღწია. ანკარის მე-5 სასამართლოს გადაწყვეთილებით, კერძო კომპანია კოზა-იფექ  ჰოლდინგის მმართველობაში, რომლის შემადგენლობაშია ორი ტელევიზია, ორი გაზეთი და ერთი რადიო, პრეზიდენტ ერდოღანთან და მისი პარტიიდან ხელმძღვანელების დანიშვნიდან ჰოლდინგის მმართველობაში მოსული ახალი ხელმძღვანელობამ გუშინ ორივე ტელევიზიის  მაუწყებლობის გაჩერების შემდეგ, ჰოლდინგის ორი გაზეთის დაბეჭდვა და გავრცელებაც გააჩერა.   

1 ნოემბერის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული თავისუფალი მედიიდან ორი ტელევიზიის მაუწყებლობის გაჩერება დღეს გაზეთების Bugün და Millet-ის ბეჭდვის და გავრცელობის შეჩერებით გაგრძელდა. გაზეთები დღეს ინტერნეტ ვერსიებით გამოვიდნენ სათაურებით: "სისხლიანი გადატრიალება" და "წართმევა".  გაზეთები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჰოლდინგზე სასამართლოს ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის მიზანი სახეზეა, ეს კი არის ზუსტად მედია-საშუალებების გასაჩუმებლად გაკეთებული და ხალხისათვის ობიექტური ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობა.

აღსანიშნავია რომ ტელევიზიების მაუწებლობის გაჩერებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, ტელევიზიების ეთერი ჩართეს და გადიოდა ადოლფ ჰიტლერის შესახებ დოკუმენტური ფილმი. კოზა-იფექ ჰოლდინგზე სასამართლოს მმართველის დანიშვნა ნიშნავ ქვეყანაში არსებული მედია საშუალებების უმეტესი ნაწილის ერდოღანისა და მისი პარტიის მხრიდან გაკონტროლებას. უკვე სახაზეა რომ ეს მედიასაშუალებებიც თავისუფალი მედიის პირობებიდან მიკერძოებულ მედიასაშუალებებად გადაკეთდებიან.

ამჟამად თურქეთში ვითარება ძალიან დაძაბულია. თვითონ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვარაუდობენ, რომ 1 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად ჩატარდება ეჭვქვეშ დადგება.

 

ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:25

პრემიერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესების უკან.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რომელ ხელისუფალს შეიძლება აწყობდეს სამი წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში რაციონალურ აზრს ვერ დაინახავს. რა აზრი აქვს თეორიულად, რომ ვინმეს ჰქონდეს მიზანი რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს, როცა ხვალ შეიძლება გაიხსნას ძალიან მარტივად რუსთავი 5“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიგოს სიმართლე.

„მოგვწონს თუ არა რომელიმე სიუჟეტი, ეს მეასეხარისხოვანია. მეც და მთავრობის წევრებსაც არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკა ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით, ეს ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესია, მაგრამ თუ ეს კრიტიკული აზრი გარდაისახება ქმედებაში, ეს საგანგაშოა. დამისახელოს რომელიმე ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში?! საქართველოში ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად თავისუფალი გარემო მედიასაშუელებებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და ყველასთვის. დღეს ყველა მოქალაქე, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აბსოლუტურად თავისუფალია. ნებისმიერი არხი, იქნება ეს „რუსთავი 2“, „მაესტრო“ თუ „იმედი“, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე არხი ხელოვნურად დაიხუროს, თუმცა უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი დავა“, - განაცხადა პრემიერმა

მაკა ასათიანი "მაესტროსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 10:20

მაკა ასათიანი, რომელიც შპს "სტუდია მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელია, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებას ტელეკომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით არის მცდარს და პოპულისტურს უწოდებს. გთავაზობთ მაკა ასათიანის მიერ გავრცელებული განცხადების სრულ ტექსტს:

"როგორც ცნობილია, შპს "სტუდია მაესტროს" მენეჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით.
ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ამდენად, შპს "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.
სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით.
ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.
ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს "ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება.
რაც შეეხება "ტელემაესტროს" მიმდინარე საქმიანობას და მომავალს, მე, როგორც "მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორი, პირობას ვდებ საზოგადოების და ტელემაესტროს კოლექტივის წინაშე, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელევიზიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ტელემაესტროს" არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. 
მიმდინარეობს ძალზე ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან", - ნათქვამია მაკა ასათიანის მიერ გავრცელებულ განცახდებაში. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური