ლიბერთის ახალი და შეღავათიანი პროდუქტი ტაქსის მძღოლებისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 02 ივლისი 2019 11:24

ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას. სპეციალური პირობებითისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებსლიცენზიის მოთხოვნებს. ლიბერთის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც ახალიავტომობილის შეძენა ან არსებულის განახლება სურთ.

ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ მინდინარეობს, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 12:54

თბილისი მერის განცხადებით, ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ მინდინარეობს, თუმცა შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს:

”ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ  ძირითადი ჩარჩო და მონახაზი გვაქვს. ჯერჯერობით, ფართო მსჯელობა და კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 17:08

თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს. თბილისის მერის განცხადებით, ის დისკომფორტი, რაც მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას, ტაქსით მგზავრობა გახდეს უსაფრთხო და კომფორტული, თუმცა საკითხის რეგულირება უნდა მოხდეს ისე, რომ უარყოფითად არ აისახოს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებზე.შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

„სხვადასხვა უწყებებთან, ექსპერტებთან ვმჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს ტაქსებთან დაკავშირებული საკითხი ქალაქში. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ სოციალურად შეჭირვებულ კონტინგენტზე ეს არ აისახოს უარყოფითად. თუმცა მეორეს მხრივ, ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად. ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული. პირველად მოსაზრებებს, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, გაეცნობიან ექსპერტები, რათა იმსჯელონ და მათზე დაყრდნობით სრულვყოთ ჩვენი მიდგომები, რაც შემდგომ ტაქსების რეგულირების დოკუმენტს დაედება საფუძვლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც მსჯელობის და განხილვის შემდეგ ეტაპობრივად საბოლოო სახეს მიიღებს.

„სპეციალისტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს თბილისში ტაქსის სექტორის რეგულირებას. დოკუმენტი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. მთავარი ამოსავალი წერტილია უსაფრთხოება, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც ეფუძნება რამდენიმე პრინციპულ მომენტს. მეორე ნაწილია მძღოლის უსაფრთხოების ნაწილი. ჩამოთვლილი იყო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი. დოკუმენტში აღწერილია სტიმულირების მექანიზმები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს სფეროს განვითარება. თუ რეგულაციებზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონიოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის შემოსავლებზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

თბილისის მერია ტაქსების აღრიცხვას იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 20:45

თბილისის მერია ტაქსების აღრიცხვას და რეგისტრაციას იწყებს. მერიაში აცხადებენ, რომ პროცესი ქალაქში ასრებული ქაოსს და მგზავრთა უსაფრთხოებას მოაწესრიგებს. არ არის გამორიცხული გარკვეული რეგულაციების შემოღებაც. გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატები გამოხმაურნენ. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ტაქსის მძღოლებს გარკვეული გადასახადი დაუწესდეთ. მერიის ინიციატივას ბუნდოვანს უწოდებენ საკრებულოს უმცირესობა. რეგისტრაციის დაწყებას აპროტესტებენ ტაქისის მძღოლები.

"დღეს ტაქსის მოძრაობა არის აბსოლუტურად არარეგულირებული, ეს დაკავშირებულია რიგი უსაფრთხოების საკითებთან, საკითხის აქტუალურობიდან და მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეიძლება დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ ვინ მოძრაობს თბილსში, ვინ არის მანქანის მფლობელი და ვინ არის მანქანის მძღოლი“-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვიანძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, რეგულაციები მას შემდეგ დაწესდება, რაც მოხდება ტაქსების აღრიცხვა თბილისის მაშტაბით.

ერთიან ნაციონალური მოძრაობას მიაჩნია, რომ რეგულაციები მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

“ტაქსების კვლევას თუ არ მოჰყვა მისი რეგულაცციების შემოტანა ისე ამას აზრი არ აქვს, თუ რეგულაციები მოჰყვება ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ტაქსებს, ასევე მგზავრებს და რიგი ადამიანებისა დარჩება უმუშევარი და რიგი ადამიანები ვეღარ მოიხმარენ ტაქსს,“ - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.   

''ძალიან ბევრი მიზეზია იმისთვის რომ დავწერო ეს სტატუსი!''

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 12:48

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე თავის Facebook გვერდზე აქვეყნებს სტატუსს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
''ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ტაქსის პრობლემა უნდა გადაიჭრას თბილისში! არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ტაქსი არის, არც იმას ვამბობ, რომ მგზავრობის შესაბამის ფასს არ ახდევინებს მოსახლეობას ტაქსის მძოლთა გარკვეული ნაწილი, არც იმაზე ვამბობ რამეს, რომ ზოგიერთი ტურისტი მგზავრობასთან შეუსაბამო თანხას იხდის მგზავრობისას...მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, ძალიან ბევრი სტუდენტი გოგონა ვიცი რომლებიც, მითუმეტეს საღამო ხანს, ტაქსში მარტო ჩასხდომას ერიდებიან რადგან ტაქსის მძღოლთა გარკვეული ნაწილი არ იქცევა ადეკვატურად...ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად უნდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმი რომელიც დაარეგულირებს ამას და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ პირს, არ ექნება საშუალება ტაქსის ტრაფარეტის მქონე მანქანით იმოძრაოს და დაურღვიოს სიმშვიდე ახალგაზრდებს!'' - წერს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი.

რა შეზღუდვები დაუწესდებათ თბილისში ტაქსისტებს? - მერია ლიცენზირების საკითხზე მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 11:33

დედაქალაქის მცხოვრებთათვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა მოუწესრიგებელი გზები თბილისის ქუჩებში, საცობები არა მხოლოდ პიკის საათებში, უკვე თითქმის მთელი დღის განმავლობაში, გადაჭედილი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსები, რომელთა რაოდენობაც თბილისში ყოველდღე მატულობს და საგზაო მოძრაობისას ხშირად პრობლემას ქმნის.

როგორ აპირებს დედაქალაქის მერია ტაქსებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, მიმდინარეობს კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან ტაქსების ლიცენზირების შესახებ. მათივე ინფორმაციით, კონკრეტული დრო, თუ როდის დაიწყება ამ საკითხზე აქტიური მუშაობა, ჯერ უცნობია, რადგან მათი თქმით, ეს მოკლევადიანი პროექტი  არ არის და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. "ყველა თბილისელის სურვილია, რომ ეს სფერო დარეგულირდეს. ტაქსების ლიცენზირების თემაზე მერიაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მიდის კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, რადგან ეს საკითხი აქამდე ასე მწვავედ არ დამდგარა, მაგრამ ეს პროცესი დროში საკმაოდ გაწელილია და მოკლევადიანი პროექტი არ არის. როგორი უნდა იყოს ლიცენზირება - იქნება ეს ტექდათვალიერება, რომელიღაცა წელს გამოშვებული მანქანების აკრძალვა თუ სხვა, ამაზე მიდის მუშაობა. ჯერ მოსამზადებელი ეტაპია და როდის დასრულდება, ცნობილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი იზრდება და ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას,  მერიამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის“, - აცხადებენ მერიაში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური