ტაივანში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი 94-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 16:00

ტაივანში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლითა რიცხვა 94-ს მიაღწია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 30 დაკარგულს.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა

გარდაცვლილთა უმრავლესობა 17 სართულიან საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რომელიც მიწისძვრამ შაბათს მთლიანად დაანგრია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გამოძიება შენობის კონსტრუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სამაშველო სამუშაოები შენობის ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება.

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 11:35

ტაივანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 
6 თებერვალს მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტაივანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ტაივანის მერის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები არიან. 
ტაივანი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1999 წელს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 2 500-მდე ადამიანი დაიღუპა.

ჩინეთის პრეზიდენტი სინგაპურში ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 15:48

ჩინეთის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი  სი ცზინპინი დღეს სინგაპურში ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მა ინცზიუს შეხვდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ტაივანის სრუტის ორივე ნაპირზე კავშირების გამყარების საკითხები.

უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ შეხვედრას და აღნიშნეს, რომ მას ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, მათ გამოთქვეს იმედი, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს სრუტის მშვიდობიანი გზით განვითარებას, რაც თავის მხრივ დაეხმარება რეგიონში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები ისტორიულ შეხვედრას მართავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 15:34

ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები ისტორიულ შეხვედრას მართავენ. 66 წლის შემდეგ პირველად ლიდერები ერთმანეთს სინგაპურში დღეს შეხვდნენ. მა ინძიუ და სი ძინპინი ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრებენ, თუმცა არ იგეგმება არავითარი დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა. ასევე, არ იგეგმება ერთობლივი განცხადებების გაკეთება.

„ორივე მხარემ ერთმანეთის ღირებულებებსა და ცხოვრების წეს პატივი უნდა სცეს“ - ციტირებს Associated Press-ი ჩინეთის ლიდერის, მა ინძიუს სიტყვებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა, თავს ძველ მეგობრებად ვგრძნობთ. ჩვენს უკან 60-წლიანი ისტორიაა და დღეს ჩვენ თანამშრომლობის ნაყოფს ვხედავთ, და რა კონკურენციის“ - განაცხდა ტაივანის ლიდერმა.

1949 წელს ჩინეთის ნაციონალური მთავრობა ჩან კაიშის მეთაურობით ტაივანში გაიქცა, მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომში კომუნისტებთან დამარცხდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაშინ როცა კუნძულის პოლიტიკური ძალები პეკინისგან დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური