წარმატებულ სკოლებთან თანამშრომლობა სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 02 მაისი 2017 17:04

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერებისა და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას, პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას და სხვ.

პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის 1 ექსპერიმენტულ სკოლასა და 162-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული სკოლა გაუზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას 162-ე საჯარო სკოლას, მიაწოდებს ინფორმაციას პირველი ექსპერიმენტული სკოლის პროგრამების თაობაზე და ხელს შეუწყობს 162-ე საჯარო სკოლას მსგავსი პროგრამების დანერგვაში, სკოლის შესაბამისი კადრებისათვის თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

პროფესიული სასწავლებელი ბაღდათში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 03 მაისი 2016 12:22

ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი ძლიერი პროფესიული სასწავლებლის ახალი კორპუსი შეემატა. სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბაღდათში პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება წლების წინ შეწყდა და ამით ამ მხარის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად შეიზღუდა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაღდათში აღდგა პროფესიული კოლეჯი, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას იგი სრულიად განახლდა, სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღიჭურვის პროცესი დღესაც გრძელდება და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის ყველა ობიექტი გაიმართება.

ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერია“ ბაღდათის ფილიალში მსურველები ავტოშემკეთებლის, კალატოზის, დურგლის, მემცენარის, მეფუტკრის, ფერმერის, მკერავის და სხვა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებს შეისწავლიან. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსის ამოქმედება მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, ბაღდათის ახლომდებარე რაიონებისა და სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს პროფესიული განათლების მიღების საშუალება, ხოლო მოსახლეობის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

სასწავლო გეგმა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 13:22

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია დასრულდა. შეიცვალა პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეების შეფასების სისტემა. ქართველი ექსპერტები, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ახალ სასწავლო გეგმაზე მუშაობენ. ახალი გეგმის მიხედვით, მასწავლებლებისთვის შეიქმნება ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი და სრულად შეიცვლება შეფასების სისტემა. დაგეგმილია ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა, რომლებზეც კონკურსი მიმდინარე თვეს გამოცხადდება. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური