დაკავება ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით-დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 11:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დავით ბორჩაშვილი დააკავა.

როგორც "ნიუსდეის"სუს-ში განუმარტეს ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იგი გვიან ღამით თურქეთიდან ჩამოიყვანეს, თუმცა ბორჩაშვილი ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც ბორჩაშვილის დედა და მამიდა განმარტავენ ის თურქეთში იმყოფებოდა და არანაირი კავშირი არ ჰქონია სირიასთან.  

შეგახსენებთ,რომ დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახის წევრები პანკისში გამართული აქციით ცდილობდნენ. მათი განცხადებით  ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა ,საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს .

რომეო საჯაია სუს-ში დაკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 12:34

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვები განახლდება. ე.წ. მოდულის შენობასთან უკვე მივიდა დათა ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია. 

მან დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი გააკეთა. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე ეხება უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ   აუდიოჩანაწერებს და 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული სატელეფონო დიალოგი კვლავ ცოცხალი ძალის მობილიზებას ეხება. საუბარში ნახსენებია სპეცრაზმი და ხალხის შეკრება ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ შენობასთან. 

გავრცელებულ ჩანაწერს რომეო საჯაია ფაბრიკაციას უწოდებს, სიტყვის თავისუფლების დასაცავად კი მოქალაქეების მობილიზებას ადასტურებს.

გვარამიამ 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 16:59

ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი სუს-ში დღის 12:00 საათზე გამოცხადდა. 5 საათიან დაკითხვაზე სამართალდამცველები შეკითხვებს 2 დღის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უსვამდნენ, რომელშიც ის ის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გავარამია 315-ე მუხლით აღძრულ საქმეზე დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს.

ამ დრომდე დაკითხვაზე რჩება დეპუტატი გივი თარგამაძე,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სუს-ის შენობაში ზუსტად 16:00 საათზე გამოცხადდა. 

თარგამაძე, წიკლაური, ხაბაზი და გვარამია დღეს სუს-ში დაიკითხებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 10:42

315-ე მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს, დღეს სუს-ში რ2-ის გენდირექტორის და ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკითხვა იგეგმება. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე ნიკა გვარამიასთან ერთად დაბარებულნი არიან გივი თარგამაძე, ნუგზარ წიკლაური და კობა ხაბაზი.

მათი დაკითხვა ბოლო დღეებში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება, სადაც გვარამია და ენმ-ს წევრები „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებიან.

გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 22:20

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. დღეს საღამოს ტელევიზიის ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ 4 ნოემბერს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

გვარამიას დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში რუსული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.  

შეკითხვებს ვერ გავამხელ, საქმეს გრიფით „საიდუმლო" ადევს-გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 18:12

„შეკითხვებს ვერ გავამხელ, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაახლოებით ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან რომ საქმეს გრიფი დაედო  საუბარი ზოგად კონტექსტში შეუძლია. ამასთან მისივე თქმით, გამოძიების ერთ-ერთი  მთავარი პრობლემა არის მისი და სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის არასწორი ინტერპრეტაცია.

„შეკითხვებს ვერ გავამხელ, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ დაედო. გაგვაფრთხილეს რომ ამასთან დაკავირებით ვისაუბროთ ზოგადად. მთავარი პრობლემა რაც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს ეს არის ჩემი სატელეფონო საუბარის მიხეილ სააკაშვილთან არასწორი ინტერპრეტაცია. მათ ყურს ძალიან ჭრით ტერმინები „ბოევიკი“ და „რევოლუციური სცენარი“.

მართლა ეხამუშება ყურს, თავისთავად ცხადია აქ არავინ არ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. საუბარია „რუსთავი 2“-ის დაცვაზე, რომელიც თავისი ხასიათით რეაქციულია და პროაქტიულ ქმედებებზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას, შეჭრას და ხელისუფლების ჩამოგდებას, არამედ გულისხმობს სიტყვის თავისუფლების დაცვას“, - აღნინა ნიკა გვარამიამ.

მისივე განცხადებით, ტელეკომპანიას არც ბარიკადები აქვს და არც ბოევიკები ჰყავს ეზოში.

ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა თავისუფალი სიტყვის დაცვაზე და აღნიშნა რომ ეს ჩანაწერი დაახლოებით 19 ოქტომბრის სასამართლო პროცესის შემდგომ იქნა ჩაწერილი.

„ეს ჩანაწერი დაახლოებით 19 ოქტომბრის სასამართლო პროცესის შემდგომ გაკეთდა. ეს გამოძიება აქამდე არსებული გამოძიების ფარგლებში გრძელდება“, - განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე მიგიღიათ თუ არა დაფინანსება სააკაშვილისგან უპასუხა, რომ „არასოდეს არცერთი ლარი არც მე და არც ჩემს ტელეკომპანიას სააკაშვილისგან არ მიგვიღია“.

ე.წ. მოდულის შენობაში ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. სუს-ის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუსრულებიათ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკითხვა. 

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua-მ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ნაჩვენები.

გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ურჩევს, რომ თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციის სცენარი მოაწყოს. მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.

აუდიო ჩანაწერში არის ასევე ასახული სააკაშვილ-ბოკერიას საუბარი, გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, სააკაშვილი ბოკერიასთან ბარიკადების მშენებლობაზე საუბრობს. სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერიამ უპასუხა, რომ დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს  დაბნეულებას ატყობს, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს

ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივიდა.

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 13:34

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივიდა. 
გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება 315-ე მუხლით აღძრული საქმის საფუძველზე მოხდა, რაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე უკვე ხელმეორედაა დაბარებულია გიგა ბოკერია.

სუსის უფროსის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 15:32

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს შეხვდა.
შეხვედრისას, აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი და განგრძობითი სტრატეგიული თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ხაზი გაესვა უსაფრთხოების, ტრანსსასაზღვრო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში არსებული შედეგიანი ურთიერთთანამშრომლობის პროგრესის აუცილებლობას.
უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში და მსოფლიოში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები, ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და შეაჯერეს უსაფრთხოების მიმართულებით სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს-თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:49

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის თქმით მისი მეუღლის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდნენ.

„მირეკავს ვინმე კონსტანტინე სადათიერაშვილი სუსიდან. გიგას ვერ ვპოულობ უწყება რომ ჩავაბარო და დაკითხვაზეა დაბარებული მოწმის სახით მოდულის შენობაშიო. უწყებას პარტიაში მიიტანენ და მერე ვისაც ცირკი გაინტერესებთ, მოდით მოდულის შენობასთან“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

სავარაუდოდ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც,  გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი. 

 

"ვითარება სერიოზულია"-ბოკერიას განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:57

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია. "ეს არის აგონიაში მყოფი ივანიშვილის ბოდვა, ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ, ეს ყველაფერი რომ არა უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ, ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ამით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, პირველ რიგში "რუსთავი 2"-ის ამბავი, დაჭერები, ეს ღია და სამარცხვინო ამაზრზენი მოწოდებები, ეს არის პრობლემა ივანიშილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ - დამარცხდებიან; სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყანას აზიანებენ", - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური