სუს-ის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 10:40

გორის რაიონის სოფელ კირბალში მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე:

2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში." ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

თაღლითობის ბრალდებით, სუს-მა მერიის 5 თანამშრომელი დააკავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 12:22

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მერიის ხუთი თანამშრომელი აიყვანა. მათ ბრალად თაღლითობა ედებათ. გამოძიების ცნობით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ მერიის „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები, მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით, ახდენდნენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით.

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 მაისი 2016 13:13

რამდენიმე წუთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ბრიფინგი დაიწყება.  ბრიფინგის თემა ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე იქნება.
ბრიფინგი უწყებაში 14:00 საათზეა  დაგეგმილი.

ბაღებში მიმდინარე პროცესებში სუს-ის მონაწილოებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 13:03

 სუსის თანამშრომელი პროცესებს ადგილზე აკვირდებოდა და საკუთარი კამერით გადაღებას ახორციელებდა-ინფორმაცია ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დიდუბის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა. დავით ნაფეტვარიძემ ბაღებში მიმდინარე პროცესებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილოებაზე ისაუბრა და ვიდეოკადრები გაავრცელა.

ნაფეტვარიძე აცხადებს, რომ უკვე დადგენლია პიროვნების ვინაობაც. ინფორმაცია გამოძიებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნება. 

ვახტანგ გომელაური ე.წ. ოდეერის არსებობასთან დაკავშირებით საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 18:12

სუს-ის  ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური ე.წ. ოდეერის  არსებობასთან დაკავშირებითაც კომენტარს აკეთებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელის განცხადებით, როდესაც სუს-ი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის მიღების შემდეგ, ოდეერის სამსახური გაუქმდა. მისივე თქმით, დღეს არსებული კანონის შესაბამისად უსაფრთხოების სამსახურის დანიშვნა ამა თუ იმ უწყებაში ხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

გომელაური ჩაშლილი კვორუმზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 17:00

პარლამენტში ჩაშლილი პლენარული სხდომის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის განცხადებით, მას ჰქოდა ყველა პასუხი, დეპუტატების კითხვებზე, თუმცა გომელაურს არ აქვს პასუხი, რატომ არ შეგროვდა დეპუტატების საკმარისი რაოდენობა.

„ჩამოვედი იმიტომ, რომ პარლამენტის წინაშე წარმედგინა ჩემი ანგარიში. ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. ჩამობრძანებულიყვენ, კეთილი ენებათ ყველა პარლამენტარს და მოესმინათ მაშინ. ეს მემგონი ჩემი ბრალი არ არის, რომ კვორუმი არ შედგა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რატომ ვერ წარადგინა გომელაურმა ანგარიში-უმრავლესობის განმარტებები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 16:09

ვახტანგ გომელაურს დღეს დეპუტატების წინაშე სუს-ის საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა. თუმცა, იმის გამო, რომ პარლამენტში კვორუმი არ შედგა, მოსმენა გადაიდო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტი რეგისტრაცის მესამედ გავლას არ ითვალისწინებს. მან, ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქვორუმი არ შედგა.

"იცით რომ რამდენიმე დეპუტატი მოხვდა ავარიაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ასევე, მნიშვნელოვანი დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რის გამოც დეპუტატებმა აქ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს," - გამაცხადა მანანა კობახიძემ.

ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოს შენობა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა. პარლამენტში დეპუტატები ვახტანგ გომელაურის უწყების ანგარიშს პარასკევს მოუსმენენ. თავად, ვახტან გომელაური კი არ იქნება.

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო.

 

პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის მოსმენა ვერ შეძლო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 15:05

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში პრობლემები დეპუტატებმა საკომიტეტო განხილვის დონეზე გუშინ გამოკვეთეს. პრეტენზიებს გამოთქვამენ როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდშიც. 

ვახტანგ გომელაურს პარლამენტი ხვალ 31 მარტს მოუსმენს. 

პარლამენტში დღეს სუს-ის უფროსს მოუსმენენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 10:07

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ, რომელსაც სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა გუშინ უკვე მოუსმინეს სუს-ის მოადგილეს ლევან იზორიას, რომელმაც სამსახურის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა.

ანგარიში კი მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიების, კონტრდაზვერვითი საქმიანობის, ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების, მასობრივი განადგურების იარაღის და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა იმ საკითხებს, რომელიც სუს-ის პრეროგატივაა.

სუს-ის ანგარიში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მარტი 2016 11:45

დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში, ტერორისტული მიზნებით, საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა. როგორც უწყება განმარტავს, ინფორმაციას ფლობს აღნიშნული პირების შესახებ და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს გაატარებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს დღეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. ანგარიშს დეპუტატებს ლევან იზორია გააცნობს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური