სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 10:48

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოში განაცხადეს.

მათი ცნობით, შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.

„შემოწმების შედეგად სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“. დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 17:26

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სპეციალისტები ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს ახორციელებენ, მათი ცნობით, მოწმდება მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები და ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ. ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 12:02

სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებშიგანთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!

სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო - რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 11:07

საქართველოში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 200 ათასამდე პირუტყვი უკვე ვაქცინირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, უწყებამ საქართველოში ნოდულარული დერმატიტის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ განახორციელა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები. 

”მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ვაქცინირებულია 200 ათასამდე პირუტყვი. მთლიანად 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს და აცხადებს, რომ პირუტყვის აღნიშნული დაავადება ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. გასულ წელს მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული დაავადების გამო სააგენტომ მიიღო შესაბამისი ზომები და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრა სასაზღვრო პერიმეტრზე, რითაც აღიკვეთა ნოდულარული დერმატიტის საქართველოში გავრცელება. პროფილაქტიკური და სავალდებულო აცრები დაავადების საწინააღმდეგოდ გრძელდება”, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რუსულ მედიაში გავრცელებილი ინფორმაციით კი, საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლის შეტანაზე შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტის შესწავლა დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 11:32

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლასთან დაკავშირებით ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო, სააგენტოს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, აიღეს სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები.სადახლოში, ქორწილში დაახლოებით 200-მდე ადამიანი მოიწამლა.

სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციები რეკომენდაციებს ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 13:28

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების ჯგუფმა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები განიხილა. 

რჩევები ეხება მცირე მეურნეობის განვითარების სპეციალურ პროგრამებს, სტრატეგიის განვითარებას და მის გეგმურ განხორციელებას. მთავარი მიზანი სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერაა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისაგან თავი შეიკავოს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი,ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის დარგში ევროკომისარს შეხვდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 13:16

სოფლის მეურნეობის მინისტრი ევროკომისარს ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის დარგში, ვიტენის ანდრიუკაიტისს შეხვდა. 

მინისტრმა ყურადღება ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“  გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა. 

ევროკომისარმა დადებითად შეაფასა დარგში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერია. 

თბილისში მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 17:03

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ “მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

მინისტრთან ერთად ღონისძიებში მონაწილეობა საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, მამუკა მესხმაც მიიღო.

"ბოლო 20 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოში ოპერირებს, აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებთ კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო FAO-სთან აქტიურად თანამშრომლობს მთავარი მიზნის - სოფლად სიღარიბის დაძლევის მისაღწევად. უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ეს მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების განახლებული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი ღონისძიება ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

"მსოფლიო სურსათის დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ და ეხმაურება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების, სოფლად სიღარიბის დაძლევისა და სოფლის მოსახლეობის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს მიზნებს, რომელთა მიღწევის ერთ-ერთ ძირითადი გზა სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, FAO-ს ხელშეწყობით ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შორის აღსანიშნავია ფერმერთა რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში. ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამის საპილოტე ვერსია უკვე განხორციელდა რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში, სადაც სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში 300–მდე ფერმერი დარეგისტრირდა. საპილოტე პროგრამა ავსტრიის განვითარების საგენტოს დაფინანსებით და FAO-ENPARD–ის ტექნიკური თანადგომით ხორციელდება."მსოფლიო სურსათის დღის“ ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნული სისტემის მოკლე პრეზენტაცია გაიმართა და პირველ რეგისტრირებულ ფერმერს სიმბოლური სერთიფიკატი გადაეცა. დამსწრე საზოგადოებას FAO-ს მიერ საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა ტექნიკური დახმარების პროექტის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლების ნახვის საშუალება მიეცა.

ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის თემაზე ფოტოგამოფენა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–ვიზუალური სტენდი და FAO- ს სამახსოვრო სუვენირების კუთხე მოეწყო.                       

"მსოფლიო სურსათის დღის“ ღონისძიება ასევე მიეძღვნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დაარსების 70 წლის და საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლობის ფუნქციონირების 20 წლის იუბილეს. 

აღნიშნული ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  საქართველოს წარმომადგენლობის, ავსტრიის განვითრების სააგენტოსა და ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 220 საჯარო სკოლის ბუფეტი შეამოწმა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 13:20

მოზარდი თაობის ჯანმრთელობისა და მათთვის უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის კვების ბლოკებს ამოწმებს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო კონტროლი 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა. შემოწმდა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, აღჭურვილობა, საკვების დასამზადებელი ინგრედიენტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს მზა სურსათის 38 ნიმუში, რომლის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, არცერთ სკოლაში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. მცირედი დარღვევების გამოსასწორებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებას სააგენტოს ინსპექტორები გააკონტროლებენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტო განაგრძობს სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს. ინფორმაცია შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური