5 საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 მაისი 2016 12:22

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე თხილის სამ და ხილის ორ გადამამუშავებელ საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაა დაგეგმილი.სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ოთხმხრივი ხელშეკრულებები გაფორმდა რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშირისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ს თანადაფინანსებას უზრუნველყოფენ. ხელშეკრულებას ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და USAID/REAP-ის დირექტორმა, ლუიზა მანიჩეიშვილმა, საკონსულტაციო კომპანიების და საწარმოების დირექტორებმა მოაწერეს.როგორც უწყებაში აცხადებენ, დახმარება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO22000:2005 დანერგვას, ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. „შეთანხმების მიზანი გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია რომ საწარმოები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, რაც ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას შეუწყობს ხელს“- განაცხადეს უწყებაში.სამინისტროს ცნობითვე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 12 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფომ გრანტის სახით $ 3 310 518 უკვე გაიღო, ასევე, დამატებით ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით $ 3 839 482 - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება განახორციელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვილილი და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. 

სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციები რეკომენდაციებს ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 13:28

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების ჯგუფმა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები განიხილა. 

რჩევები ეხება მცირე მეურნეობის განვითარების სპეციალურ პროგრამებს, სტრატეგიის განვითარებას და მის გეგმურ განხორციელებას. მთავარი მიზანი სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერაა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისაგან თავი შეიკავოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული ცხიმის შემცველი რძე გამოავლინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 18:03

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულში მდებარე „სმარტიდან\" აღებული შპს „ჯორჯიან მილკის\" მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2,5%-იანი - „მილკო\") ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს\" 2,5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული , რის გამოც „ჯორჯიან მილკი\" დაჯარიმდა.

ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) დღემდე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა „შატილის\", შპს \"სამგორი ალკოს\", „ვოლგოდონსკოეს\" ნაღების კარაქსა და „გლეხურ\"კარაქში.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შედეგების შესახებ პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას.

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება \"რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე\", რომლის მიხედვითაც, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვ., გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 220 საჯარო სკოლის ბუფეტი შეამოწმა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 13:20

მოზარდი თაობის ჯანმრთელობისა და მათთვის უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის კვების ბლოკებს ამოწმებს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო კონტროლი 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა. შემოწმდა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, აღჭურვილობა, საკვების დასამზადებელი ინგრედიენტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს მზა სურსათის 38 ნიმუში, რომლის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, არცერთ სკოლაში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. მცირედი დარღვევების გამოსასწორებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებას სააგენტოს ინსპექტორები გააკონტროლებენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტო განაგრძობს სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს. ინფორმაცია შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე კვირაში 200-მდე სკოლა შეამოწმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:57

მოზარდი თაობის ჯანმრთელობისა და მათთვის უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის კვების ბლოკებს ამოწმებს. 
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო კონტროლი 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა. შემოწმდა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, აღჭურვილობა, საკვების დასამზადებელი ინგრედიენტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს მზა სურსათის 38 ნიმუში, რომლის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 
დღეისათვის არსებული მონაცემებით, არცერთ სკოლაში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. მცირედი დარღვევების გამოსასწორებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებას სააგენტოს ინსპექტორები გააკონტროლებენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტო განაგრძობს სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს. ინფორმაცია შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას. 

სამტრედიის ნაყინს საწარმოო პროცესი აღუდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 14:21

სამტრედიის ნაყინს საწარმოო პროცესი აღუდგა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "მყინვარს" საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლება მას შემდეგ მისცა, რაც საწარმომ სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულა და აღმოფხვრა ყველა ის ხარვეზი, რამაც მისი პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია. 
საწარმოს გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღმოფხვრილია კრიტიკული შეუსაბამობები, ჩატარებულია გენერალური რეცხვა-დეზინფექცია და განადგურებულია ნაყინის ყველა სახეობა და პარტია, რომლებშიც ლაბორატორიულმა კვლევამ დარღვევები გამოავლინა. 
ამდენად, შპს "მყინვარის" მიერ წარმოებული ნაყინი დღეისათვის აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.
ბიზნესოპერატორს მიეცა საწარმოო პროცესის აღდგენის უფლება და იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური