კათოლიკოს-პატრიარქმა ცნობილ საოპერო ვარსკვლავებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 17:31

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელ ნინო სურგულაძესა და ცნობილ საოპერო ვარსკვლავებს საპატრიარქოში უმასპინძლა. 

ილია მეორემ სტუმრები დალოცა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდი "ნატვრის ხე" კიდევ ერთ მასშტაბურ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, შემოსული თანხა მძიმე დიაგნოზის მქონე 4 ბავშვის მკურნალობას მოხმარდება. 

საქართველოს სოფი ლორენის ვაჟი სტუმრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 16:19

ცნობილი დირიჟორი, კარლო პონტი, საქართველოშია. სოფი ლორენის უფროსი ვაჟი თბილისში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაგეგმილი კონცერტისთვის ჩამოვიდა.

კარლო პონტი საქველმოქმედო საღამოზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.

მსოფლიოში აღიარებული არტისტების მონაწილეობით კონცერტი 9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცეს

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 15:03

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. საღამოს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.

თბილისს საოპერო ვარსკვლავები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 16:18

დღეს თბილისს საოპერო ვარსკვლავები ეწვივნენ. ტენორი - ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი და მის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ბარიტონად აღიარებული ალბერტო გაძძალე 13 სექტემბერს დიდ მარათონში ჩაერთვებიან.საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის მალე თბილისს დანიელე რუსტიონი ესტუმრება, მაესტრო ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონი „ნატვრის ხე“ კონცერტს 13 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური