PSP სუპერლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 ივლისი 2019 17:01

30 ივნისს სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს PSP და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ძალიან დაძაბულ თამაშში გამოვლინდა და ზედიზედ უკვე მეოთხედ გამარჯვებული PSP გახდა.

PSP მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ კი, ანგარიშით 5:4 გამარჯვებული PSP-ს გუნდი გახდა. თამაში უხვგოლიანი და ძალიან დაძაბული იყო, რადგან PSP-სა და GFF-ს გუნდები უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„ჩვენთვის, PSP-სთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წელია, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიღებთ მონაწილეობას და გამარჯვებასაც ვაღწევთ. ასეთ გამოცდილ გუნდთან უპირატესობას გუნდურობა გვაძლევს. ჩვენი მოწინააღმდეგე უმაღლეს ლიგებში თამაშობდა და ძალიან რთულია მათთან დაპირისპირება. ფინალში კარგად ორგანიზებულნი ვიყავით; გუნდის თითოეულმა წევრმა და მწვრთნელებმა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომა ჩავდეთ, რამაც დღევანდელ გამარჯვებამდე მოგვიყვანა.

ჩვენი გამარჯვება მთელი PSP-ს გულშემატკივრობის დამსახურებაცაა. PSP ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერია, ასევე ძალიან ბევრი პროექტის, რომელიც სპორტსა და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზაციას“ - აცახდებენ PSP-ში.

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 10 ივლისი 2017 16:40

საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ. სეზონის სუპერლიგა A-ს გათამაშების ჩემპიონია. PSP-მ გადამწყვეტ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ვარსკვლავური შემადგენლობით“ დაკომპლექტებული გუნდი (კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, დემეტრაძე,კვარაცხელია, ამისულაშვილი...) ანგარიშით 7:2 დაამარცხა და ლიგის უმთავრესს ტიტულს მეორედ დაუფლა.

PSP-ს ფეხბურთელები სეზონის გამორჩეულ მოთამაშეთა შორისაც მოხვდნენ: საუკეთესო უნივერსალის პრიზი ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელად კი გიორგი აფციაური დასახელდა. სეზონის ორიგინალური პრიზი - საუკეთესო მენეჯერის წოდება PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა მიიღო. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე გახდა, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, სფფ-ს ლიდერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი დასახელდა.

ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გამარჯვებულ გუნდს სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში PSP-ს გუნდის მონაწილეობა უკვე მეცხრე სეზონს ითვლის. სადებიუტო წარმატებას გუნდმა 2014-15 წწ. სეზონში მიაღწია, როდესაც სუპერლიგა A-ს ჩემპიონობა პირველად იზეიმა და ამ წარმატებას მომდევნო 2015-16 წწ. სეზონის სტარტზე სუპერთასის მოგებაც მიაყოლა. PSP-ს გუნდმა მოიგო 2014 წელს საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო მინი-ფეხბურთში, რომლის ფინალური ეტაპი ქ. ბათუმში გაიმართა.

“იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო საჭიროა გუნდურობა, გუნდში უნდა იყო და მათი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე; ცხრა წელია PSP-ს გუნდი არსებობს და ერთი განწყობით ვუდგებით ყველა ჩემპიონატს. წლევანდელი გათამაშება კი იყო განსაკუთრებული, განსხვავებული, კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან ტიტულოვან ფეხბურთელებს, ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, ის ფეხბურთელები რომელთა საგულშემატკივროდ დავდიოდით მოედანზე და კალას, იაშკას, კობის  და სხვების სახელებს გავიძახოდით. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ახალი განწყობით და შემართებით დავიწყებთ ფიქრს ახალ სეზონზე"- განაცხადა PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა.  

სუპერლიგის მეორე ფინალისტიც ცნობილია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 19:50

სუპერლიგის მეორე ფინალისტიც ცნობილია. საჩემპიონო სერიაში 5 დღის წინ გასულ „ქუთაისს“ დღეს „დინამო“ შეუერთდა. ამდენად, განმეორდა შარშანდელი ფინალი, რომელშიც იმერული გუნდი ტიტულის დაცვას ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან ეცდება.

„დინამომ“ ფინალის საგზური „რუსთავთან“ ბრძოლაში მოიპოვა. ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურებულმა „დინამომ“ მესამე მატჩი რუსთავში გამართა, სადაც მასპინძლებმა წინააღმდეგობა კი გაუწიეს თბილისელებს, მაგრამ მოგების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ორივე გუნდს ტრავმის გამო თითო მოთამაშე აკლდა. მასპინძლებს  ქუსლნატკენი ტომი სპანოლო ვერ ეხმარებოდა, ხოლო დინამოელებს - მუხლმტკივანი დეონტა ვონი.

„დინამომ“ პირველი პერიოდი 31:26 მოიგო, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენებისთის 13 ქულით გალიდერდა. მესამე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა - ჯერ დინამოელები გაიჭრნენ 20 ქულით წინ, შემდეგ კი მასპინძლებმა შორი სროლებით ჩამორჩნა 10 ქულამდე შეამცირეს.

გადამწყვეტ პერიოდში მასპინძელბმა ვერაფერი დაუპირისპირეს დინამოელებს და საბოლოოდ 26 ქულით - 86:112 დამარცხდნენ. თბილისურ გუნდში 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 22 ქულით, 7 პასითა და 6 მოხსნით მიხეილ  ბერიშვილი გამოირჩა. 19 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ, 16-16 ქულით კი მიხეილ ჭოჭუა და ილია ლონდარიძე გამოირჩნენ. რუსთაველთაგან 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ბრიგსი, ჩარლი ლის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

„დინამოსა“ და „ქუთაისს“ შორის ფინალური სერია სტარტს 22 მაისს აიღებს. ამავე დღეს გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს „კაკტუსი“ და „რუსთავი“ შეხვდებიან. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთვარი მწვრთნელი):

„ძალიან ძნელია დინამოს დამარცხება, თუმცა მესამე პერიოდში გვქონდა შანსი, მატჩში გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ თავი იჩინა დაღლილობამ. ასევე იყო ნერვიული ფონი, რის გამოც დაცვაში გავუშვით ბევრი ბურთი. დაცვა იყო ნოლი. შეტევაში მოპოვებული 86 ქულა არაა ცუდი შედეგი, მაგრამ ცუდმა დაცვამ განაპირობა ეს წაგება. ვულოცავ დინამოელებს ფინალში გასვლას. ჩვენ კი ვეცდებით მესამე ადგილის მოპოვებას“

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

„პირველად, ამ სეზონში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოთამაშეებს, იმიტომ რომ გავედით ფინალში. ეს არ იყო იოლი, მიუხედავად იმისა, რომ სერია 3:0 მოვიგეთ. დღევანდელი თამაშის დეტალებზე არ ვისაუბრებ. უკვე ხვალიდან, უფრო სწორად, დღეიდან, ვიფიქრებთ და მოვემზადებით ფინალისთვის. იმედია, შემოგვიერთდება დეონტა ვონი, რომლის არყოფნაც დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არის დრო რათა ძალები აღვიდგინოთ და ფინალში შევხვდეთ „ქუთაისს“.

სუპერლიგაში გადასული დელტა მარნეულში დაჯილდოვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 19:29
სუპერლიგის საგზურის მფლობელმა მარნეულის „დელტამ“ სეზონის ბოლო მატჩი გამართა, რითაც „ა“ ლიგის გათამაშება დასრულდა. „დელტამ“ მარნეულში აუტსაიდერ სეუ-ს უმასპინძლა და 135:83 სძლია. ქვემოქართლურმა გუნდმა სუპერლიგის საგზური წინა ტურში გაინაღდა, დღეს კი, ტურნირის დასკვნითი მატჩის შემდეგ კალათბურთის ხელმძღვანელობისგან კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა.
 
მარნეულელებმა დამაჯერებლად განვლეს მთელი სეზონის და გამართული 15 მატჩიდან 12 მოიგეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის დასაკავებლად. ქვემოქართლურმა გუნდმა 2016-17 წლების სეზონის ბოლო შეხვედრაც შედეგიანად ჩაატარა. სეუ-ს, რომელსაც გუნდი ფაქტობრივად დაეშალა, მარნეულში 5 მოთამაშით ჩავიდა და სუპერლიგაში გადასულ გუნდთან დამარცხდა. 
მარნეულის გუნდს ამერიკელმა დეანდრე რეიმ ულიდერა, რომელმაც 39 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. რეი მთელი სეზონი სტაბილურად თამაშობდა და იანვარში გამართულ სუპერლიგის ოლ სტარში ჩატენვების კონკურსიც მოიგო. 18 ქულა დააგროვა საბა ლობჟანიძემ, 16 - ლევან ელიაძემ, ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზე კი 10 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. სეუ-ში 28 ქულით კახა გიორგაძე გამოირჩა. 20 ქულა მოაგროვა დავით მაისურაძემ.
 
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც მარნეულის „დელტას“ წევრებს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სპეციალური პრიზები გადასცეს. მოთამაშეები და გუნდის წევრები განსხვავებული დიზაინის მედალიონებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთლმა გივი ბიჭიაშვილმა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს.
„დელტას“ კაპიტანს, ირაკლი ალხანაიძეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ სუპერლიგაში გადასვლის აღსანიშნავად საგანგებოდ დამზადებული პრიზი გადასცა. 
 
ასე და ამგვარად, „დელტა“ სუპერლიგაში გადავიდა და ვინ დაუკავებს მის ადგილს, მოგვიანებით გაირკვევა, როცა სუპერლიგის პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებენ და ბოლო ადგილოსანს გამოავლენენ. რაც შეეხებათ „ა“ ლიგაში დარჩენილ გუნდებს, მომავალ სეზონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს „თსუ-ჰიუნდაიმ“, „ტიტებმა“ და „არენამ“. „წყალტუბოს“ და სეუ-ს მომავალი სეზონის დაწყებამდე საკვალიფიკაციო ეტაპში მოუწევთ ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა. 
 
ვლადიმერ ბოისა (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): 
„მარნეულის გუნდის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ კალათბურთი რეგიონებში ვითარდება და მიხარია, რომ სუპერლიგას კიდევ ერთი გუნდი შეემატება დედაქალაქის ფარგლებს გარედან“. 
 
ზვიად ანთაძე ("მარნეულის" მოთამაშე): პირველ რიგში მადლობას გადავუხდი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას "ა" ლიგის დაარსებისთვის და სუპერლიგაში ადგილი მოპოვების შანსისთვის.  წელს ყველაზე დაძაბული  სეზონი იყო. ძალიან დიდი წინაღობის გადალახვა მოგვიხდა, მაგრამ ეს იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ერთადერთი მიზანი და შედეგსაც მივაღწიეთ. მსურს მადლობა გადავუხადო გუნდის წევრებს, მოთამაშეებს, ლეგიონერებს, ადგილობრივ თუ თბილისელ გულშემატკვრებს. იმედია, სუპერლიგაში კარგ შედეგს ვაჩვენებთ და კვლავ გავახარებთ ჩვენს ქომაგებს. 

სუპერლიგის ALL STAR 2017-ის მონაწილეები ცნობილია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 27 იანვარი 2017 15:02

დასრულდა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ხუთეულების შერჩევა. ხმის მიცემის  პროცედურა სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა. გამოკითხვის შედეგად შეირჩა სასტარტო ხუთულები, ხოლო გუნდების დარჩენილი, სათადარიგო მოთამაშეები მწვრთნელებმა დაასახელეს.

ოლ სტარი რეგიონული პრინციპით გაიმართება. ერთ გუნდში თბილისის, ხოლო მეორეში რეგიონის გუნდებიდან შერჩეული კალათბურთელები მოიყრიან თავს. შესაბამისად, დედაქალაქის გუნდში თავი მოიყარეს მოთამაშეებმა დინამოდან, კაკტუსიდან, ოლიმპიდან და მგზავრებიდან, ხოლო რეგიონში - ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და რუსთავის კალათბურთელებმა.

თბილისის გუნდის მთავარი მწვრთნელი დინამოს თავკაცი ირაკლი ხოშტარია იქნება, ხოლო მისი ასისტენტი - კაკტუსელი არჩილ ჟღენტი. რეგიონის გუნდს ქუთაისის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში გაუძღვება, მისი ასისტენტი კი რუსთავის მწვრთნელი, რამაზ გოგობერიშვილი იქნება.

ყველა ვარსკვლავის მატჩის პარალელურად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 5 მსროლელი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გასული ოლ სტარის ამ კონკურსის გამარჯვებული აკაკი ლომოური დაემატება. ლომოური ამჯერადაც იმყოფება სეზონის საუკეთესო 5-ეულში და ამის გამო, წლევანდელ სნაიპერთა კონკურსს მე-6 ადგილზე მყოფი გიორგი ბარბაქაძე დაემატა.

ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 5 კალათბურთელი - ტომი სპანოლო (რუსთავი), ოთარ ბულიავა, უეიდ ლათანი (ორივე სოხუმი),  ტერიკ ბრიჯმენი (კაკტუსი) და დეანდრე რეი (დელტა, ა ლიგა).

ოლ სტარის გამორჩეული მოთამაშეებისთვის კალათბურთის ფედერაციის სპონსორებმა და პარტნიორებმა საჩუქრები დააწესეს. ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგის გენერალური პარტნიორი, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა ბეთი" ოლ სტარის MVP-ის 1000 ლარით დაასაჩუქრებს, ხოლო სამქულიანების კონკურსისა და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულებს - 500-500 ლარით. ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის პარტნიორი, საერთაშორისო ქსელ „სნეპ-ფიტნესის" საქართველოს ფილიალი MVP-სა და ორივე კონკურსის გამარჯვებულებს ერთთვიან სასაჩუქრე ვაუჩრს გადასცემს.

სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართბა.

სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისათვის ინტერნეტ-გამოკითხვა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 14:29

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. ოლ სტარის მატჩი-აქცია, რომელსაც ტრადიციულად ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულები ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები დაასახელებენ.

ოლ სტარში მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგნაირი პრინციპით დაიყო: თბილისი VS რეგიონები. შესაბამისად, სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდი რეგიონალური პრინციპით დაჯგუფდნენ: ერთი მხრივ,  „დინამო", „ოლიმპი", „კაკტუსი" და „,მგზავრები", ხოლო, მეორე მხრივ - „რუსთავი", „ქუთაისი", „ბათუმი" და „სოხუმი".

გამოკითხვაში, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დაიწყო, თბილისისა რეგიონების გუნდები ცალ-ცალკე არიან დაჯგუფებული. ინტერნეტ-გამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. 

გამოკითხვა 26 იანვარს, 18:00 საათზე დასრულდება და იმ მომენტისთვის თითოეული გუნდის საუკეთესო 5 მოთამაშე ოლ სტარის სასტარტო ხუთეულში ადგილს მოიპოვებს.

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 6 მსროლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც გასული წლის გამარჯვებული დაემატება. საუკეთესონი ჩაგდებული სამქულიანების პროცენტულობით შეირჩევიან მას შემდეგ, რაც 22 იანვარს სუპერლიგის წინა წრის გადადებული მატჩები გაიმართება. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

გამოკითხვა დაწყებულია და გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ და საკუთარ ფავორიტებს ყველა ვარსკვლავის მატჩისკენ მიმავალ გზაზე მხარი ყოველდღიურად დაუჭირონ.

საკალათბურთო სუპერლიგა იწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:45

2015-2016 წლების სეზონის საკალათბურთო  სუპერლიგა 17 ოქტომბრიდან დაიწყება. სუპერლიგის მატჩებს ახალი სპორტის სასახლე  უმასპინძლებს. გაგაცნობთ სუპერლიგის 1-2 წრის კალენდარს:

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური