მიხეილ ჩხენკელი: „მადლობა თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის“

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 14:26

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს:

„2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებაც უჩვეულო პირობებში გვიწევს.

თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

გაზაფხულის სემესტრში პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემა უმოკლეს დროში ადაპტირდა ახალ რეალობასთან და ჩვენ გუნდურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ღირსეულად და სამაგალითოდ გავუმკლავდით არსებულ გამოწვევას. შედეგად, შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა და ხარისხი. ამიტომ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული.

წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამადაც, 15 სექტემბერს, პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.

იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში.

მე, როგორც, მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის.

ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!“ - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

წყარო: https://www.mes.gov.ge/content.php?id=11049&lang=geo

“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 10:08

დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.

“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.

მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.

მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.

კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.

კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

 

ნოდარ თათვიძე - ''თქვენი აზრით დოქტორანტი სტუდენტი არ არის?''

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 11:44

ნოდარ თათვიძე თავის ოფიციალურ Facebook - გვერდზე განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''საქართველოს მთავრობას, პარლამენტის განათლების კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს ერთი მეტად მნიშვნელოვანი შეკითხვა მინდა დავუსვა თქვენი აზრით დოქტორანტი სტუდენტი არ არის? საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ - სტუდენტებად ვითვლებით დოქტორანტები''და რატომ გადაწყდა ან ვინ გადაწყვიტა ის რომ ჩვენ სტუდენტებად არ ვითვლებით და არ გვეკუთვნის საყოველთაო სტუდენტური დაზღვევა..და მეტიც კანონის დარღვევასთან ხომ არ გაქვთ შეხება, როდესაც არ აფინანსებთ დოქტორანტ სტუდენტებს საყოველთაო სტუდენტური დაზღვევის ფარგლებში?.. მინადა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ყველა სტუდენტი თანასწორუფლებიანია!!! მაშასადამე სტუდენტები ვართ დოქტორანტებიც და მაშინ არ გვაღიაროთ კანონის მიხედვით სტუდენტებად შეცვალეთ საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და არც კანონს დაარღვევთ... :)))

პატივიცემით, საჯარო მმართველობის დოქტორანტი - ნოდარ თათვიძე.''

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 15:40

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა. 19 წლის ბახვა იმედაძე გერმანიაში გარდაცვლილი ორშაბათს დილით იპოვეს. ის გერმანიაში სასწავლო კურსით იმყოფებოდა. გამგზავრებამდე ბახვა იმედაძე წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თუმცა გაცვლითი სასწავლო კურსის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.
"ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცით. ის იყო ჩვენი სტუდენტი, მაგრამ გაცვლითი პროგრამის გამო შეიჩერა სტატუსი და წავიდა. მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ", - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ.
ქართველი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“ჩინური ენის ხიდის” კონკურსის II ტურის შედეგებით ქართველი სტუდენტი 30 საუკეთესოთა შორისაა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:17

რიგით XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის “ჩინური ენის ხიდის”მეორე ტურის შედეგებით, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტი, მარიამ ბერძენიშვილი 30 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა, მეორე ტური ითვალისწინებდა ჩინეთის კულტურის შესახებ სწრაფ რეჟიმში კითხვა-პასუხს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურია და ტარდება კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ჩინურ ენას. “ჩინური ენის ხიდი” შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

სტუდენტური ჯგუფები განათლების მინისტრს ხვდებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 16:06

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები განათლების მინისტრს ხვდებიან , სტუდენტები მინისტრთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ. ისინი აპირებენ, განათლების მინისტრს სთხოვონ დახმარება ე.წ. ოდეერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს.

რაც შეეხება თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ისინი აპირებენ, განათლების მინისტრს მიაწოდონ ინფორმაცია, ლადო პაპავას დროს დანიშნულ ერთერთ კადრზე, ეს არის ზურაბ კუბლაშვილი, რომელიც მათი ინფორმაციით, წლების წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა.

განათლების მინისტრი კი აპირებს ორივე მხარეს მოუსმინოს და ამის შემდეგ განიხილოს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

 

ილიას უნივერსიტეტიდან თურქეთის საელჩომდე სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 12:55

ილიას უნივერსიტეტიდან თურქეთის საელჩომდე სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს.  ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა ახალგაზრდებმა 

 ამ ფორმით ტერორიზმი დაგმეს და სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს ანკარაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

ახალგაზრდებმა სამძიმრის წერილი თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებსაც გადასცეს და შენობის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით შეამკეს.

დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად მხარდაჭერა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 12:57

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  აქციის მონაწილე სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად მხარდაჭერა გამოუცხადა.  " დავით ბერძენიშვილი რამდენიემ წუთის წინ თსუ-ში სტუდენტებს შეხვდა. 

სტუდენტებიs თქმით,  ისინი ყველანაირ პოლიტიკურ ძალას ემიჯნებიან. სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს მადლობა გადაუხადეს, თუმცა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარი უთხრეს. 

აქციის მონაწილე სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს თხოვნით მიმართეს, რომ საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს თსუ-ში არსებული სიტუაციით და ე.წ. ოდეერების ინსტიტუტით, რათა დროულად მოხდეს უნივერსიტეტიდან ე.წ. ოდეერების განდევნა. 




სტუდენტების აქცია მერიასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 16:05

 სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა თბილისის მერიის წინ აქცია გაიმართეს. ახალგაზრდებმა დავით ნარმანიას მიერ პროკურორის შვილის დაფინანსების ფაქტი გააპროტესტეს.

ახალგაზრდების განცხადებით, არა რიგითი თანამშრომელი, არამედ თავად ნარმანია უნდა დაისაჯოს. სტუდენტების თქმით, თანამდებობის პირების შვილების ნაცვლად, მერია სწავლის მიღებაში სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს უნდა დაეხმაროს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური