სტუდენტური საერთო საცხოვრებელი უნივერსალური დიზაინით

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2015 13:48
აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, ტრენინგ-ცენტრისა და სასტუმროს რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

კოლეჯში „სპექტრი“ 700-მდე სტუდენტი  30-მდე პროფესიას ეუფლება. სტუდენტთა ნაწილი რეგიონიდანაა, არიან  სოციალურად დაუცველი პროფესიული სტუდენტებიც, პირველ რიგში სწორედ მათ მოემსახურება უფასოდ თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი და მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლის ხელმისაწვდომობას. აქ იცხოვრებენ ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები,

სურვილის შემთხვევაში, საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებიც. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო ისეთი უნივერსალური დიზაინით კეთდება,  რაც აქამდე მსგავს შენობებში არსად განხორციელებულა, აქ შშმ პირებს სრულიად დამოუკიდებლად და კომფორტულად შეეძლებათ სართულებზე ასვლა  და სივრცეში გადაადგილება.

კოლეჯში სასწავლო სახელოსნოების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სრულიად განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამოქმედდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები.

2013–2015 წლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 9 პროფესიულ სასწავლებელში; ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; აშენდა – 1 საერთო საცხოვრებელი და  1 სასწავლო კორპუსი.

2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში.  ფილიალებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში – იგულისხმება საპროექტო, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და შშმ პირთათვის შენობების ადაპტირებითი სამუშაობი, ასევე სახელოსნოების გამართვა, აღჭურვა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების მოწყობა.

  

 

სტაჟირება სტუდენტებისთვის ცესკო-ში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2015 10:43

ცესკოს აპარატში სტაჟირება გამოცხადდა. სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის წესით მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ა) იურიდიული დეპარტამენტი - 2,
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1.

განაცხადები მიიღება 2015 წლის 17 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge-ის საშუალებით.

 

„სპექტრის“ სტუდენტებმა ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაასრულეს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 11:43
პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაასრულეს. ბიბლიოთეკა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისათვის და აღჭურვილია კოლეჯში მიმდინარე პროგრამებისათვის განკუთვნილი თანამედროვე სახელმძღვანელოებით, აქვე ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა. თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.

ბიბლიოთეკისათვის განკუთვნილ ინვენტარსა და ინფრასტრუქტურაზე კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა იმუშავეს. ბიბლიოთეკაში დამონტაჟებულია პროექტორი და ხმის აპარატურა.

ბიბლიოთეკის განახლება კოლეჯის ინიციატივით განხორციელდა და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნას, ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და სსსმ/შშმ პირებისათვის სოციალურ ინტეგრირებას.

აღსანიშნავია, რომ თამარ სანიკიძის მხარდაჭერით, ახალი ბიბლიოთეკის სერვისმენეჯერი კოლეჯის კურსდამთავრებული, ეტლით მოსარგებლე დიანა ჯიშიაშვილი იქნება. დიანამ სპექტრში ქსელური სისტემების ტექნიკოსის სპეციალობა შეისწავლა და ვებგვერდის ადმინისტრატორის ფუნქციასაც ითავსებს. დიანასათვის და ყველა შშმ პირისთვის კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო პირობებია უზრუნველყოფილი.

 

 

ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის სააპელაციო განცხადებების მიღება დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 10:48

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაცია და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის სააპელაციო განცხადებების მიღება დღეს დილით, 9 საათიდან დაიწყო.

სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 6 აგვისტოს 09:00 საათიდან 12 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე  online.naec.ge და www.naec.ge

შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 12 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.

გამოცდის შედეგის აპელირების საფასურის გადასახადს ემატება ბანკის საკომისიო გადასახადი:

1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები - 0,5 ლარი;
2) ვებგვერდზე ipay.ge - 1 ლარი;
3) "აიფეის" აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - 0.5 ლარი;
4) "საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - 1 ლარი;
5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - 1 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს/სტუდენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. 
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. 

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს "შესვლა" და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას  გამოცდების ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ).

საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს "გაგზავნა".
გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი. 

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 12 აგვისტოს 18:00 საათზე.

 

სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 04 აგვისტო 2015 10:26

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამისათვის, სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა განაცხადების რეგისტრაცია  დაწყებულია და  გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე. 

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მობულურ ტელეფონებზე და ასევე ელ.ფოსტაზე.  იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა  3522 და 3523). ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა  კითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING .

მობილობის საფასური 40 ლარია.  სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს  63  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 13797 ვაკანტურიადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2015-2016 წლის შემოდგომის  სემესტრის მობილობაში  არ მონაწილეობენ:

1. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

2. უსფ - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი;

3. სასწავლო უნივერსიტეტი „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი";

4. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 24 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 4 აგვისტოს 11:00 საათზე და 18 აგვისტოს 11:00 საათზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ,  შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს  და მობილობასთანდაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციობუკლეტები.

 

ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 22 ივლისი 2015 11:47
მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (6 მონაწილე) მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO 2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზაურ მეშველიანი (კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოლიმპიადაზეც იგი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ალექსანდრე საათაშვილმა (თბილისის  კომაროვის  ფიზიკა–მათემატიკის  N199 საჯარო სკოლა), გიორგი ხოსროშვილმა (თბილისის კომაროვის  ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) და გიორგი კლდიაშვილმა (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი–ქუთაისი), სიგელის მფლობელი გახდა - საბა ძმანაშვილი (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი).

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში წელს პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდი გამორჩეულად კარგი შედეგებით დაბრუნდა. ასეთივე წარმატებებს ველოდებით ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საერთაშრისო დონეზე მიმდინარე ოლიმპიადები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ოლიმპიადებად ითვლება და მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრები გუნდები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიპიადებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის წევრების შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადებში მონაწილეობას.

2015 წლის სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 21 ივლისი 2015 12:18
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებსა და სწორ პასუხებს  აქვეყნებს:
 
 
2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:
 
 

ბათუმელი სტუდენტები თბილისის დასახმარებლად გაერთიანდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 20 ივნისი 2015 11:30

ბათუმელი სტუდენტები თბილისის დასახმარებლად გაერთიანდნენ. ბათუმში შექმნილი იყო ორი შტაბი, სადაც გროვდებოდა პირველადი მოხმარების ნივთები სტიქიით დაზარალებულთათვის. აღნიშნულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აჭარის რეგიონში არსებულმა ყველა უმაღლესმა სასწავლებლებმა და მათ შორის სასწავლებლების ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

 დღეს დილის 11:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან მოხდა შეგროვებული პროდუქტების და საყოფაცხოვრებო ნივთების თბილისში გამგზავრება.

აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მ/შ დავით მიქელაძე  50  სტუდენტ-მოხალისესთან ერთად გაემგზავრა თბილისში დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და  პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადასაცემად. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილე ყველა სტუდენტს აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში გააცილა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამინისტრაციის გადაწყვეტილებით მიღებეული ხელფასის 1%-ს ჩარიცხავენ სოლიდარობის ფონდშიც(რომელიც შეადგენს დაახლოებით 7000 -მდე ლარს). ასევე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შემდგომში მოხდება დამატებით 5000 ლარის ჩარიცხვა.  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თავიანთი ხელფასის  5%-ს ჩარიცხავენ სოლიდარობის ფონდში (რომელიც შეადგენს დაახლოებით 10 000 ლარს).

ახალგაზრდული დეპარტამენტის  ინიციატივას გამოეხმაურა კერძო კომპანიები: „ბათუმი ივენთ გრუპი“, „ალექსანდრია“, „იალჩინი“, რომლებიც უზრუნველყოფენ 50-ოჯახისთვის განკუთვნილ საკვებს (ზეთი, ბურღულეული, შაქარი, მარილი, ფქვილი, კონსერვები, ერთჯერადი მოხმარების ნივთები და სხვა).

გვერდი 8/ 8-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური