''გაიგე მეტი ახალგაზრდული ცხოვრების შესახებ''

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 15:48

საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო" და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ერთობლივ პროექტს სთავაზობენ ახალგაზრდებს. როგორც საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ განაცხადა, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.
''საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგისა და საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო"-ს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.newsday.ge შეიქმნება სპეციალური რუბრიკა-ბმული სტუდენტური ამბებისთვის და შესაბამისად იქ განთავსდება საინტერესო ინფორმაციები სტუდენტური თუ ზოგადად ახალგაზრდული ცხოვრების შესახებ'', - აღნიშნა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

"ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნიში," - ნახატი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:36

"გასაგებია რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობაა და უგუნურობაა , როგორც რელიგიური ფანატიზმი , რელიგიის და მამაოების გაფეტიშება , უბრალოდ არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო, არ ვიცი სურათის შინაარსი თუმცა ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის ალბათ , სამწუხაროა რომ ილიაუნიში ხდება ეს," - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბერდია ბერიძე ავრცელებს. სტუდენტი აღშფოთებულია უნივერსიტეტში გამოფენილი ნახატით, სადაც ფეხმძიმე ღვთისმშობოლია აღბეჭდილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი შუბლზე აქვს მიბჯენილი, ნახატის ავრორი  მხატვრი ლია უკლებაა. 

როგორც ბერდია ბერიძემ newsday.ge-ს განუცხადა,სტუდენტები ძალისმიერი მეთოდებით ნახატის ჩამოხსნას არ აპირებენ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართავენ. 

აღნიშნულ ნახატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტუდენტების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, თუმცა ამ ფაქტს სტუდენტთა უმრავლესობა გმობს.

კონკურსი სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 15:08

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაცხადა კონკურსი თემაზე – „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა როლი, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაში“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად პროექტი“, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

თემის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას. კონკურსის სამ გამარჯვებულს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პლანშეტური კომპიუტერებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომის ელექტრონული ვერსია ელ–ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING ან ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: თბილისი, რამიშვილის #6, სახალხო დამცველის ოფისი.

მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 22 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ტელ.: +995(32) 2234499 / 2913814 / 577 79 99 95

ელ–ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING

სტუდენტების ბრძოლა უნივერსიტეტის გადასარჩენად

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 13:12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის დღეს აქციას გმართავს. სტუდენტებმა სოციალურ ქსელში სპეციალური ღონისძიება შექმნეს და ახალგაზრდებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. სტუდენტების განცვხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, უნივერსიტეტის რექტორთან დღევანდელი შეხვედრის შემდგომ, იწყებს ბრძოლას სტუდენტების უფლებების დასაცავად. დიდი მცდელობის მიუხედავად მოლაპარაკებების გზით მოგვეგვარებინა უნივერსიტეტში არსებული ძირეული პრობლემები. მოვლენათა განვითარებამ გვაჩვენა, რომ არჩეული გზა უშედეგოა, შესაბამისად საუნივერსიტეტო საზოგადოება ითხოვს ქმედით ნაბიჯებს, რითაც აიხსნება ჩვენი მოქმედების ხასიათის ცვლილება. 

ხასიათის ცვლილება გამოიხატება შემდეგში: 

სამუდამოდ უნდა დასრულდეს უნივერსიტეტში არსებული ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც უნივერსიტეტში ქმნის იმ უძრაობის ფონს, რომლის მსხვერპლიც თითოეული სტუდენტია. 
საპროტესტო აქციების გზით მოვითხოვთ გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი - ბატონი ვლადიმერ პაპავა და ყველა ის პირი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებს და შედეგად სტუდენტებში დაპირისპირება ღვივდება. ამ ადამიანებმა ორწლიანი მმართველობის პერიოდში ვერ შეძლეს, არათუ პრობლემების აღმოფხვრა, არამედ დაკისრებული მოვალეობის კომპეტენციის ფარგლებში შესრულება, რაც დღევანდელ შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა. 
მოგიწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, ვისთვისაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ღირებული, მობრძანდეთ 20 ოქტომბერს, 15.00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში,'- აღნისნულია განცხადებაში.

საპროტსესტო ბანერების გაკვირს საშუალება სტუდენტებს არც ივანიშვილის სახლთან მისცეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 15:21

ბანერების გაკვრის საშუალება აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა არც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მისცეს. სტუდენტებმა კანცელარიიდან სოწრედ აქ გადაინაცვლეს და გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გაზპრომთან ურთიერთობა სახიფათოა სახელმწიფოსთვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 22:08

ამ დროისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის, შენობის ერთ-ერთ ნაწილში სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება, კამპუსის 50-მდე აუდიტორია 500-700 სტუდენტის მიღებას მეორე სემესტრიდან შეძლებს. უახლოეს 2 კვირაში კომპლექსი საჭირო ინვენტარით იქნება უზრუნველყოფილი. გამწვანების სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პირველ ეტაპზე, ახალ კამპუსში ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გადავა, რის შემდეგაც გასართობი ცენტრისა და ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

კამპუსი უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემითა და ტექნიკით იქნება აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით ანალოგი არ ექნება. შეგახსენებთ რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სტუდქალაქი გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ არის დაპროექტებული და (შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია და მშვიდობის ხიდი) 48 646 მ ტერიტორიას მოიცავს, სადაც 4 000-მდე სტუდენტი ისწავლის. კომპლექსში 4 ფაკულტეტი განთავსდება, აშენდება საერთო საცხოვრებელი და სპორტული მოედნები.

წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით თურქეთში სტუდენტების აქცია დაარბიეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 12:33

თურქეთში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

სამასამდე ახალგაზრდა ანკარას ქუჩებში გამოვიდა და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყო.

ისინი 27 წლის, წარმოშობით ქურთი, მებრძოლის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, რომელიც კობანიში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

სტუდენტები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ოჯახს გარდაცვლილის თურქეთში გადასვენებაში დაეხმაროს და დაკრძალვის ხარჯებიც დაფაროს, რაზეც ოფიციალური ანკარა უარს აცხადებს.

პოლიციამ სტუდენტებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიახლოვების საშუალება არ მისცა, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ალმოდებული ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემსადენი გაზი გამოიყენა.

სტუ-ს აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 14:45

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციის" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, კომპანიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა.

სტაჟირება ფაკულტეტის 18-მა სტუდენტმა გაიარა. სტაჟირების პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპანიის სერვის ცენტრებში და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო სამუშაოებს და ასევე, გაცნობოდნენ კომპანიის ორგანიზაციული მართვის პროცესს. სტაჟირების დასრულებისას სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს "საქართელოს მელიორაცია" 2012 წლიდან მასშტაბურ სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებს ატარებს, რის შედეგადაც ყოველწლიურად იზრდება კომპანიის მომსახურების არეალი. შედეგად ეს დარგი დასაქმების პერსპექტივის თვალსაზრისითაც უფრო საინტერესო ხდება. სტუდენტების უშუალოდ ჩართვა სამუშაო პროცესში, კი, ხელს უწყობს სტუდენტებს მომავალი სპეციალობის არჩევისას.

შპს "საქართველოს მელიორაცია" გეგმავს მომავალშიც შესთავაზოს სტუდენტებს კომპანიაში სტაჟირების გავლა, რათა მელიორაციის დარგის მოტივირებული და კომპეტენტური ახალგაზრდა სპეციალისტების რესურსით შევსებას შეუწყოს ხელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ინოვაციური პროექტი „მეიქათონი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 16:11

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ინოვაციური პროექტი „მეიქათონი“ გაიხსნა. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სოფლის მეურნეობის დარგის მოდერნიზებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში ამ პროექტმა გაიმარჯვა, რის შედეგადაც „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენელმა გიორგი უსანეთაშვილმა მოიპოვა შავი ზღვის უნივერსიტეტში მეიქათონის ჩატარების უფლება (Make-a-thon).
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები, ვალოდია მირუაშვილი და თამარ ჯოლოხავა. მათ მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს სოფლის მეურნეობაში არსებულ ტექნოლოგიებსა და ახალ ინოვაციურ მექანიზმებზე.
ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი კინწურაშვილი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც მსგავსი პროექტების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
პრეზენტაცია წარადგინა, ასევე, „რობოტიკის კლუბის“ პრეზიდენტმაც, გიორგი უსანეთაშვილმაც, რომელმაც ბევრი ახალი იდეა შესთავაზა პროექტის მონაწილეებს.
„მე პროფესიით არ ვარ აგროკულტურის სპეციალისტი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტე გამეუმჯობესებინა სოფლის მეურნეობის საშუალებები, რომ უფრო მოდერნიზებული, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ყოფილიყო თითოეული ადამიანისათვის. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მონაწილეებისთვის მეჩვენებინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა სათბურების ავტომატიზირება, პავილიონების შექმნა, სადაც ხდება ჩითილების მოყვანა, სეტყვის წინააღმდეგ დაცვა, უფასო ენერგიის მოპოვება ქარის საშუალებით, უპილოტო ტრაქტორები და ა.შ.“- განაცხადა გიორგი უსანეთაშვილმა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ კითხვები დაესვათ თითოეული პრეზენტატორისათვის, რათა უკეთ ჩასწვდომოდნენ ამა თუ იმ იდეის არსს.
პროექტში მონაწილეობენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტებიც.
„პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ დაინტერესებული ვარ აგრარული მიმართულების სფეროთი. მაქვს ახალი იდეები და მინდა, რომ ამ პროექტის საშუალებით განვახორციელო. დღევანდელი დღით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რადგან პრეზენტაციებიდან ბევრი რამ ჩავინიშნე, რაც მომავალში გამომადგება“, გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუკა გუმბერიძემ.
მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად, აარჩევენ სამუშაი თემებს და 18 ოქტომბერს წარადგენენ თავიანთი გამოგონებების პროტოტიპებს.

გვანცა ნადიბაიძე

გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ქართველი სტუდენტები დაესწრნენ. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოსასმენად, ნიუ იორკში სპეციალურად ჩამოვიდნენ.


გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ სტუდენტებს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებთან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილა. საუბარი ასევე შეეხო მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებს.

"ძალიან ენერგიული გამოსვლა იყო. დადებითად ვაფასებ პრემიერის გამოსვლას, რადგან გაახმოვანა საქართველოს წინსვლის პოზიტიური მესიჯები - ეკონომიკური ზრდა, მსოფლიო ბანკის ანგარიში და სხვა. გამოსვლის შემდეგ პრემიერმა გვიმასპინძლა და ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებდა სტუდენტებს,"-განაცხადა ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ირაკლი ელიაშვილმა.
"გაეროში გამოსვლისას პრემიერმა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. შემდეგ გვქონდა პირისპირ შეხვედრა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო საკითხებზე ვიმსჯელეთ. იყო საინტერესო ხედვა როგორც ეკონომიკის, ისე კულტურის და სოციალური განვითარების კუთხით,"-აღნიშნა ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ლევან სონღულაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური