"სტუდენტები თვითმმართველობისთვის"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 იანვარი 2016 17:37

კონკურსის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის”, მონაწილეთათვის შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ტრენინგს ატარებს. 

ტრენინგი თვითმმართველობების ფუნქციონირებას შეეხება. სასწავლო კურსი ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეშიც ტარდება. აღნიშნული კონკურსის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართვაა. გამარჯვებულთათვის ევროპის ქვეყნებში სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყობა. 

საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 15:29

პაატა ბურჭულაძე ახალგაზრდებს მიმართავს. საქართველოს განვითარების ფონდმა ოფიციალური შეხვედრები სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო.

პაატა ბურჭულაძემ ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

ფონდის დამფუძნებელმა სტუდენტებს ფონდის დაფუძნების და სამომავლო საქმიანობის მიზნები გააცნო.

"ღია პარლამენტი ახალგაზრდების ხმა" -ში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 16:48

"ღია პარლამენტი ახალგაზრდების ხმა" მონაწილეობისათვის თხუთმეტმა სტუდენტს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცა.კონკურსი ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით. კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი,საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგიკახიანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი - სოფი ჰუეტ გერიში, UNDP-ისდემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი - გიგი ბრეგაძე, და IDFI-ის დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი.2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში კონკურსის მონაწილეებმა რამდენიმე დღე გაატარეს საქართველოს პარლამენტში, შეხვდნენ პარლამენტარებსა და თანამშრომლებს და დაესწრნენ ტრენინგს საპარლამენტო ღიაობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, სტუდენტები შეეცადნენ შეეთავაზებინათ პარლამენტისთვის საპარლამენტო ღიაობის გაზრდისა დასამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ინოვაციური გზები. კონკურსის 40 მონაწილიდან თხუთმეტმა შეძლო ამ ამოცანასთან გამკლავება და საკუთარი იდეები წარუდგინა პარლამენტს.საუკეთესო იდეებს საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.

კანტის აკადემიის სტუდენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციას სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 16:50

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ პრეზიდენტის სასახლეში კანტის აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლეს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. 
სტუდენტებმა პრეზიდენტის მრჩევლებისგან ინფორმაცია მოისმინეს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, პრეზიდენტის ინსტიტუტის როლზე და პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ. როგორც კახა კოჟორიძემ და გიორგი კვერენჩხილაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნეს, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. პრეზიდენტის მრჩევლებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს.

დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 11:42

თბილისში დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმი დაიწყო. ღონისძიება დასაქმებისა და სტაჟირების მსურველი სტუდენტებისთვის იმართება. ფორუმზე მიწვეულია 40-მდე ორგანიზაცია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ვებგვერდზე ან facebook-ის მეშვეობით.

კონკურსი აბიტურიენტებისთის და სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:38

საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აცხადებს  კონკურსს  Human Rights.
კონკურსის პირობები:
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესსე ქვემოთ მოცემული 2 საკონკურსო თემიდან ერთერთ თემაზე:
1)      ადამიანის უფლებები - თანდაყოლილი თუ სახელმწიფოსგან მინიჭებული?
2)      ადამიანის უფლებები და განვითარება
კრიტერიუმები:
    ესსე უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 3 გვერდს (Sylfaen შრიფტი, 12);
    ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A4 ფორმატში;
    ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
    ნაშრომი უნდა იყოს გამართული სტილისტურად და გრამატიკულად.
საუკეთესო ესსეს ავტორს  3 კატეგორიაში გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური.  პირველი 3 ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება.  ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთფიკატი.
ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.ug.edu.ge/registration_m
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:  სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს,რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მერია, სწავლის 50%-ის ნაცვლად, 70 ან 100 %-ს დაუფარავს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 16:46

თბილისში სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი იცვლება. ინიციატივის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მერია, სწავლის 50%-ის ნაცვლად, 70 ან 100 %-ს დაუფარავს. 

ახალი წესი 2016 წლიდან ამოქმედდება. ცვლილება დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებს ის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ირკალი გვილავამ გააცნო. 

დღესვე საკრებულოში გვილავას ჩანაცვლების საკითხზე იმსჯელეს. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მის ადგილს რატი იონათამიშვილი დაიკავებს.

ქართველის სტუდენტების საერთაშორისო წარმატება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 15:03

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრების მორიგი წარმატება.  სამმა სტუდენტმა - გურამ ქართველიშვილმა, საბა შარიქაძემ და თორნიკე ღუტიშვილმა ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურა-დოქტორატურის პროგრამებზე მოსახვედრად GRE–ში შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.

ფიზიკაში მაქსიმალური ქულა 990-ია, თუმცა, აღიარებული ფაქტია, რომ 900 ქულიანი ზღვარის გადალახვა ურთულესი ამოცანაა.

ამის მიუხედავად, სამივემ შესანიშნავად გაართვა ამ ამოცანას თავი. თორნიკე - 990, საბა - 970, გურამი - 920!

თორნიკე, თავისი მაქსიმალური ქულით მსოფლიოს მასშტაბით იმ საუკეთესო 5%–ში მოხვდა, ვინც ეს საგანი ჩააბარა. ასეთი შედეგი საქართველოს ისტორიაში პირველია.

 

 

სტუდენტები თავისუფლების მოედანზე რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:48

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილი.

ისინი „რუსთავი 2“-ს მხარდაჭერას უცხადებენ. მათი თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები, წარწერით: "მხარდაჭერა რუსთავი 2-ს“; „სტუდენტები თქვენს გვერდით“; „ხელები შორს რუსთავი 2-ს-გან".

თსუ-ს სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 15:50
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე  ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე ამჯერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრობლემების მოწესრიგების მიზნით, შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა  და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

სტუდენტებთან შეხვედრები და იმ საკითხებზე მსჯელობა, რაც აუცილებელ განხილვას ითხოვს, მომავალშიც გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური