საქართველოს პატრიარქი სტუდენტებს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 16:57

დღის პირველ ნახევარში უნივერსიტეტის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. რექტორის განცხადებით შეხვედრა უწმინდესის თხოვნით შედგა და რექტორმა მას უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება გააცნო. რექტორის თქმით პატრიარქი მოუწოდებს სტუდენტებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და სურვილის შემთხვევაში დღეს საღამოს 18:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

„ეს შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით, ეს იყო ძალიან თბილი საუბარი, მას აინტერესებდა ჩემგან გაეგო კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია, რა მდგომარეობაა, და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი, სტაბილობისადმი, განვითარებისადმი, ახალგაზრდებისადმი, სტუდენტებისადმი“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ულიტიმატუმის საპასუხოდ ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

პრემიერის განცხადებას სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:20

"მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას," - პრემიერ-მისინტრის ამ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მიმდინარე აქციაზე სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ. 
აქციის მონაწილეები მადლობას უხდიან პრემიერს და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში "ოდეერების" დრო უნდა დამთავრდეს. 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციისთვის ემზადებიან.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 15:39

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრის, რომელსაც სტუდენტების ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად უპირისპირდება. ახალგაზრდები გიორგი გაფრინდაშვილს ზეწოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერს აირჩევენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 14:17

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერს აირჩევენ.  ხმის მიცემის პროცესი 17:00 საათზე დაიწყება. 

ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილია წარდგენილი. სტუდენტთა ნაწილი მას ზეწოლაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ აქციის გამართვას აანონსებენ. ისინი უნივერსიტეტში 16:00 საათისთვის შეიკირებებიან. 

გაფრინდაშვილი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. 

თურქეთის საგანმანათლებლო პროგრამის “Türkiye Scholarships”-ის შესახებ

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 მარტი 2016 21:04

თურქეთი, სასწავლო პროგრამის  “Türkiye Scholarships“-ის მეშეობით, თავისი  უნივერსიტეტების კარს უღებს სტუდენტებს, როგორც მთელის მსოფლიოდან ასევე, საქართველოდანაც.
“Türkiye Scholarships“ არის განათლების მიღების შესაძლებლობა წარმატებული უცხოელი სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის პროგრამებში, თურქეთის 55 ქალაქის 105 უნივერსიტეტში.
აბიტურიენტები მშობლიურ ქვეყანაში გაივლიან გასაუბრებას, რა დროსაც განისაზღვრება მათ მიერ სასურველი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, ხოლო პროგრამა “Türkiye Scholarships“ -ი უზრუნველყოფს სტუდენტს სტიპენდითა და საერთო საცხოვრებლით. ანუ, “Türkiye Scholarships“ -ის პროგრამა ითვალისწინებს:  
•    ყოველთვიურ სტიპენდიას (600 თურქული ლირა ბაკალავრიატის, 850 თურქული ლირა მაგისტრატურისა და 1200 თურქული ლირა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
•    სრულ სწავლების საფასურს
•    ერთწლიან უფასო თურქული ენის შემსწავლელ კურსს
•    უფასო საცხოვრებელს
•    თვითმფრინავის ორგზის ბილეთს
•    ჯანმრთელობის დაზღვევას
“Türkiye Scholarships“-ის პროგრამა თავისი ხასიათით, ერთ-ერთი ყველაზე საყოველთაო პროგრამაა მთელს მსოფლიოში. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო მაღალი ხარისხის განათლების მიღება, ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების დაუფლება, არამედ იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს ეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
მართლაც, მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ პროგრამის სტიპენდია მიიღო 15.000 სტუდენტმა 182 ქვეყნიდან, მათ შორის 60-მა საქართველოდან. მთლიანობაში 402 ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა   “Türkiye Scholarships“-ის პროგრამით და 142 სტუდენტი ამჟამადაც განაგრძობს სწავლას თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
წელს, “Türkiye Scholarships“-ის პროგრამისათვის განაცხადების მიღება დაიწყო ა.წ. 29 თებერვალს და გასტანს 31 მარტამდე. პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, მსურველებს შეუძლიათ იხილონ და აგრეთვე უფასოდ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.turkiyeburslari.gov.tr

ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 12:10

23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.

უნივერსიადა ჩატარდება საქართველოში აკრედიტებული  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს 100-დან 120 სპორტსმენამდე. "ზამთრის უნივერსიადა 2016"-ის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად. შეჯიბრის გენერალური სპონსორია ‘'კავკასუს ონლაინი''.  

უნივერსიადა ჩატარდება შემდეგ სახეობებში: 

1. სათხილამურო კროსი (ვაჟები, გოგონები).
2. სნოუბორდ კროსი (ვაჟები).
3. პარალელური გიგანტური სლალომი (ვაჟები, გოგონები) 

საბურთალოს რაიონის გამგებელმა სტუდენტები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 15:07

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამგეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ პროექტის მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ სკვერს მიმდინარე წელს მოაწყობს.

ღონისძიებას ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი და ამავე ფაკულტეტის ,,გარემოს დიზაინის,, მოდულის პედაგოგები, ასევე გამგებლის მოადგილეები და საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის დეკანატს კონკურსის ორგანიზებისათვის და თავად იდეის ასეთი მხარდაჭერისათვის და რაც მთავარია, მადლობა თქვენ, სტუდენტებს, რომლებმაც ასეთი მონდომებით იმუშავეთ და მართლაც, შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეთ. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. თქვენი პროფესიის ადამიანები დღეს განსაკუთრებით გვჭირდება და გპირდებით, მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ამ წარმოდგენილ პროექტებს აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც გამგეობასა და “გარემოს დიზაინის“ მოდულის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა. გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად, ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული კვარტლის 20-მდე კორპუსის მოსახლეობას ექნება სრულად კეთილმოწყობილი ეზო, სადაც გათვალისწინებულია საბავშვო-სათამაშო, დასასვენებელი ზონების მოწყობა. აქ იქნება სპორტული კუთხე ტრენაჟორებით. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ 10 000მ2 ფართობის შიდა-კვარტალური გზა კეთილმოაწყო.

საკონკურსო ტერიტორიის პროექტირებაზე 30-მდე სტუდენტმა იმუშავა, გამოფენაზე კი, რომელიც 11 თებერვალს სტუ-ს გალერეა „უნივერსში“ გაიმართა, 22 ნამუშევარი გამოიფინა.

პროექტის მთავარი იდეაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც გარემოს დიზაინერის პროფესიას ეუფლებიან, მათ სპეციალობით სწავლის პროცესშივე მიეცეთ პრაქტიკული მუშაობის საშუალება.

ღონისძიებაზე კონკურსში წარდგენილი პროექტების ჩვენებაც გაიმართა. სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, კი საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით, გამოიცემა კონკურსში მონაწილე პროექტების კატალოგი.

მსგავსი თანამშრომლობა გამგეობასა და გარემოს დიზაინის მიმართულების პედაგოგებს შორის კვლავაც გაგრძელდება.

საქართველოს პროკურატურასთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 12:03

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილი არიან სტუდენტები, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეუჩერდათ.

სტუდენტები თბილისის მერის მიერ ისანი-სამგორის პროკურორის სტუდენტის შვილის 5 ათას 400 ლარით დაფინანსების ფაქტს აპროტესტებენ.

აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის არის ნიკა მელიაც, რომელმაც დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილი დაფინანსების დოკუმენტი გუშინ გაასაჯაროვა.

სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების, აბიტურიენტებისა და სტუდენტების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია ჩატარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 13:58

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი და სატელევიზიო გადაცემის ახალგაზრდული აქცენტების ავტორი/წამყვანი ნოდარ თათვიძე თავის Facebook პროფილზე აქვეყნებს პოსტს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
''საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და სატელევიზიო გადაცემა, ახალგაზრდული აქცენტების საორგანიზაციო ჯგუფი, ვატარებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით ბერი ანდრიას ფონდში მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს.
საქველმოქმედო აქციას უერთდებიან:
პარლამენტარი - ქალბატონი ანი მიროტაძე და "Europa Donna Georgia"-ის პრეზიდენტი - ქალბატონი ანნა მაზანიშვილი.
ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დამფუძნებელ, დედა თინათინთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე მათ ესაჭიროებათ პირველადი დახმარების მედიკამენტები და საკვები პროდუქტები (რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და სხვა...)
სურვილის შემთხვევაში აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას შეგიძლიათ შემოუერთდეთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ბერი ანდრიას ფონდში მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს.
ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმე!..
✔დაგვიკავშირდით: 593395329''.

გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები''

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:28

შაბათს 30 იანვარს 21:00 საათზე უყურეთ ტელეკომპანია STARVISION-ზე და უსმინეთ რადიო STAR FM 93.9-ზე - გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები''
თემა: H1N1
✔ რა მდგომაროება არის სკოლებში?
✔ არსებობს თუ არა დაავადების გავრცელების რისკი?
✔ რა პრენვეციის საშუალებებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ დავადების თავიდან ასაცილებლად?
✔ სამედიცინო ფაკულტეტის მოხალისე სტუდენტები მოსახლეობის დასახმარებლად.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემებით უყურეთ ტელეკომპანია STARVISION-ზე და უსმინეთ რადიო STAR FM 93.9-ზე - გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'' - ეს თქვენი გადაცემაა!.. ✔

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური