იენს სტოლტენბერგი სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 21:06

8 სექტემბერს, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მეორე დღეს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარლამენტის ევრონულ ბიბლიოთეკაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების მექანიზმებზე, საქართველოსთან თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და განვითარებაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან თანამშრომლობის არსებულ ფორმატებზე და აღნიშნა, რომ ნატოს არცერთ პარტნიორ ქვეყანასთან არ აქვს თანამშრომლობის იმდენი ინიციატივა და პროგრამა, რამდენიც საქართველოსთან. „ის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მონტენეგროს ჩათვლით აქ იმყოფება, მხარდაჭერის და პარტნიორობის დამდასტურებელი სერიოზული გზავნილი გახლავთ"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოდერირებულ დისკუსიას საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე უძღვებოდა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გენერალურ მდივანს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი" გადასცა.

 

 

მიხეილ ჯანელიძე სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 11:19

 საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ახალგაზრდებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და ამოცანები. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.

მარათონი ახალციხეში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 ივლისი 2016 17:04

სამხედრო საქმისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, რეკრუტებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ახალციხეში მარათონი გაიმართა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინიციატივით მოწყობილ ღონისძიებაში ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე,  ინსტრუქტორები, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ოცეული, ასევე, ახალციხის სტუდენტების საექსპედიციო ჯგუფი, ახალციხის  მძლეოსანთა კლუბის ახალგაზრდა სპორტსმენები, ახალციხის მერიის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა ახალგაზრდები ჩაერთნენ.

„მსგავსი ღონისძიებები საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ტრადიციაა, ყოველ სამ თვეში ერთხელ იმართება და მასში ყველა სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს -მეთაურიდან  რიგითამდე. სპორტული ღონისძიებები და შესაბამისი პროგრამები  საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ერთიანობის შენარჩუნებას  უწყობს ხელს და ამაღლებს რეკრუტების მოტივაციას. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია  შეიარაღებული ძალების პოპულარიზაცია, საზოგადოება მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ ჯარი არის მისი ნაწილი“, - განაცხადა პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ.

მარათონმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო. მონაწილეებს  4.3 კილომეტრი უნდა გაერბინათ და ფინიშამდე, კვლავ ჯავშანსატანკო ცენტრამდე მისულიყვნენ.

სიმბოლური მარათონის მონაწილე  რეკრუტები  ფინიშამდე რაბათის ციხესიმაგრეში შეჩერდნენ და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

დღესვე  საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებისა  და ახალგაზრდებისთვის ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მხატვრული ფილმის - "300 სპარტანელის" ჩვენებაც გაიმართა.

თამარ სანიკიძე დღეს თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 27 მაისი 2016 10:40

განათლების მინისტრი  დღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. "აუდიტორია115-ის" წევრების განცხადებით,    თამარ სანიკიძე არ ახორციელებს რეალურ ცვლილებებს და ასევე არ აპირებენ თვითმმართველობის წევრებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას.

ნოდარ ხადურმა გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 20 მაისი 2016 16:31

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

დაჯილდოების ცერემონია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა.

საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა ფინანსთა მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო სტატიები გამოიცემა კრებულის სახით. გამარჯვებული სტუდენტი კი სტაჟირებას გაივლის ფინანსთა სამინისტროში. 

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუმრობისას, სტუდენტები გაეცნენ გაფორმების პროცედურებსა და სერვისებს.

მესმის მათი პროტესტიც, - თამარ სანიკიძე სტუდენტების აქციის შესახებ

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 15:43

დღეს თსუ-ში დაგეგმილ აქციაზე სტუდენტები  კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს.

აღნიშნული საკიტხის სესახებ  განათლების მინისტრმა ტამარ სანიკიძემ ჟურნალისტებტან ისაუბრა. მისი თქმით,   ეს საკითხი  გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით.

"თემა, რომელსაც ისინი დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ საუბარია წინა პერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც დღეს ყველას გვაქვს სურვილი, რომ აღარ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე. ამიტომ, მესმის მათი პროტესტიც. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა საჭიროა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა," - აღნიშნა თამარ სანიკიძემ. 

„არა პოლიციურ რეჟიმს“ ამ სლოგანით დღეს 18:00 საათზე „აუდიტორია 115-ის" ორგანიზებით, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საპროტესტო აქცია გაიმართება. 
აქციის ფარგლებში მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან ჭოველიძის ქუჩაზე არსებულ სუს-ის შენობამდე გაიმართება.

სტუდენტები დღეს აქციას ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 აპრილი 2016 09:50

სტუდენტური აქცია გაიმართება დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ცენტრალურ შენობასთან შეიკრიბებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ, ხუთ პროფესორს, რომლებიც რამდენიმე დღეა შიმშილობენ.აქციის მთავარი მოთხოვნა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადაყენებაა.სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ აქციამ პერმანენტული სახე მიიღოს.გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სრულად იზიარებენ აუდიტორია 115-ის წევრების მოთხოვნებს.

სტუდენტების აქცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 13:15

აქცია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ - ლექტორების ნაწილი უნივერისტეტის რექტორის გადადგომას ითხოვს.ლექტორები აცხადებენ, რომ არჩილ ფრანგიშვილი აკადემიური საბჭოს მიერ უკანონოდ არის დანიშნული.ლექტორების ნაწილმა, საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყეს. 

 

განცხადება თსუ-ს სტუდენტთა საყურადღებოდ

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 22 მარტი 2016 14:11

ბოლო დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  newsday.ge უცველელად გთავაზობთ:

"ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ მზაობა, დავიწყოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა.

მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეარჩიოთ თქვენი წარმომადგენლები და მობრძანდეთ ხვალ, 23 მარტს 15:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შევთანხმდებით ყველა იმ თემაზე, რაზეც მომავალში ინტენსიურ მუშაობას დავიწყებთ,"- აღნიშნულია განათლების სამინსიტროს განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს პრემიერ-მინისტრი მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში შეხვდა.

,,გვიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო განვითარების გეგმები, ამ გეგმების განხორციელებაში შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს ამ გეგმის ნაწილად" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააცნო და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებით და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების გეგმით დაინტერესდნენ. შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრემიერის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური