ბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 26 მარტი 2018 14:54

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, რომელსაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) აფინანსებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

სოციალური კამპანია #ნუშეზღუდავ - წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 15:49

სოციალური კამპანია #ნუშეზღუდავ - წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად.

კამპანიის ფარგლებში სტუდენტები სტიკერებს იმ ავტომობილებს აკრავენ, რომლებიც ტროტუარებზე არსებულ პანდუსებზე დგანან, ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომს იკავებენ.

კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

"არასწორად დაყენებული ავტომობილების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქალაქში გადაადგილება გართულებულია. დაკავებულია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკინგი, არამედ ჩაკეტილია ტროტუარიც, რაც გადაადგილებას შეუძლებელს ხდის, ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არ შეზღუდონ გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის" - განაცხადა კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარი გოგუაძემ.

კამპანიის ფარგლებში სტუდენტები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა აქტივობებით გააგრძელებენ.

 

მშვიდობიანი აქციას სკოლის პედაგოგები და სტუდენტებიც უერთდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 10:21

7 ივნისს, 11 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართება უკანონოდ დაკავებული, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია.

აქციის მიზანია კიდევ ერთხელ მოუწოდოს სახელმწიფოს არ დაუშვას უკანონო ქმედება და არ გადასცეს ბატონი ჩაბუქი თურქეთის მთავრობას, სადაც იგი  შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მას მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

დღევანდელ ღონისძიებაში ასევე ჩაერთვებიან ბატონი ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და ერთხმად მიმართავენ მთავრობას მოხდეს საქმის ქართული მხარის მიერ გამოძიება და მიეცეს საქართველოში მოღაწე პედაგოგსა და მის ოჯახს იმის საშუალება, რომ ისარგებლონ ლტოლვილის სტატუსით.

საქართველოში, ბოლო 15 წლის განმავლობაში პედაგოგიური მოღვაწეობით დაკავებული ჩაბუქი, მიმდინარე წლის 24 მაისს დააკავეს თურქეთის მთავრობის მოთხოვნით. მას თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად ედება  ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომოლობა. ბატონი მუსტაფა წლების განმავლოვაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული. პროფესიით ფიზიკოსი  არაერთი მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის ავტორი გახლავთ. მისი ინიციატივით საქართველოში ჩატარდა  მრავალი მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიება, რომლის მიზანსაც ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და შემდგომ დახმარებას წარმოადგენდა. ბატონი მუსტაფა ასევე არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის ავტორიც. მათ შორისაა: ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლომპაიადა IYIPO, ქართული ენის ოლიმპიადა, ენისა და კულტურის ფესტივალი, პროექტი „ვსწავლობთ ქართულად“, მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“...

7 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები არიან : ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). კონსტიტუციის 42-ე მუხლი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეგობრები და ოჯახის წევრები, დემირელის პარტნიორი სკოლები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტი.

ირაკლი სესიაშვილი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 მაისი 2017 19:23

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძესთან ერთად, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გამართული ღონისძიება, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა პარლამენტის წევრებისგან ევროპულ ინსტიტუტებთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციაზე უნდა გავიაზროთ,რომ თითოეული ჩვენთაგანი ვართ ამ პროცესების მონაწილე და თითოეული ადამიანი ვქმნით სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები და მენტალიტეტი ზოგადად სრულ შესაბამისობაშია ევროპულ ღირებულებებთან და სწორედ ამიტომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირის სივრცეში ბუნებრივია“, - აღნიშნა თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა დამსწარე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტებს დისკუსიაში აქტიურად ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნოდარ თათვიძე - ''მივმართავ 100 000-ზე მეტ სტუდენტს''

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 19:59

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ნოდარ თათვიძის განცხადებით საქართველოში დღეს 100 000-ზე მეტი სტუდენტია და სტუდენტები თუ გაერთიანდებიან იმისთვის, რომ მათმა თანატოლებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში ეს შესაძლებელი იქნება.


''ჩვენ ვაყალიბებთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ფონდს, რომლის მიზანია იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა დაფინანსება, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან მაგრამ სამწუხაროდ სტატუსი აქვთ შეჩერებული სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო, ჩვენ სულ მალე გამოვაცხადებთ რეგისტრაციას და მივცემთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს საშუალებას დარეგისტრირდნენ შესაბამის პორტალზე, პარარელურ რეჟიმში კი დავიწყებთ სოციალურ კამპანიას რათა ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ აღნიშნულ სტუდენტებს, აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ საქართველოში 100 000-ზე მეტი სტუდენტია და მე მინდა მივმართავო თითოეულ სტუდენტს სულ მცირე 1 ლარი მაინც რომ ჩარიცხოთ ფონდში ეს არაერთი სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს.'' - განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ თათვიძემ.

სოხუმის უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 12:53
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი უკან მოიტოვებს დევნილის სახელს და ის მეგობრობის ხიდად იქცევა სოხუმსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებსაც მისცა რჩევა თუ როგორ გახდნენ წარმატებულები და მეტად რეალიზებულნი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე წელს 600-მდე პირველკურსელი ისწავლის. უნივერსიტეტისთვის, რომელსაც 3000-მდე სტუდენტი ჰყავს, პრიორიტეტულია ისეთი მნიშვნელოვანი დარგებისა და მიმართულებების განვითარება, როგორიცაა აფხაზოლოგია, ქართველოლოგია, არქეოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების მეცნიერებები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართვა, ბოლონიის პროცესის სწორი გაგება, მისი განხორციელება და რეფორმების თანმიმდევრული გატარება, რაც, თავის მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.

სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 18:02

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზის და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. ახალგაზრდებს მასპინძლობა სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ გაუწია.

სტუდენტებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და  სასწავლო ქვედანაყოფის ისტორიისა და ფუნქციების, ასევე საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ლექცია მოისმინეს. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდები თავდაცვის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესდნენ. სტუდენტების შეკითხვები ძირითადად საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს და სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას შეეხო.

დღესვე, სტუდენტები სასწავლო იარაღებს, ჯარისკაცის საველე აღჭურვილობას და ბუნებრივ პირობებში ცეცხლის დანთების სხვადასხვა ხერხებს გაეცნენ. სკოლის ინსტრუქტორებმა ახალგაზრდებს PKM-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან ფუჭი ვაზნები ასროლინეს. მოგვიანებით, სტუმრებმა სასადილოში გადაინაცვლეს და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

სტუდენტების ვიზიტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მემორანდუმის ფარგლებში სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიას, კონფლიქტის მართვასა და სოციალურ ფსიქოლოგიას ეცნობიან. დოკუმენტის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრში შეიარაღებული ძალების გამოცდილებას და შესაძლებლობებს ეცნობიან.

ქართველი სტუდენტები საერთაშორისო კვლევებში ჩაერთვებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 17:34

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნა. SMART|Lab-ი დაეხმარება ქართველ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებისა და მეორეს მხრივ, ღრმა თეორიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას.

SMART|EDM_Lab-ში მიმდინარე სამუშაოები დაეხმარება ქართველ სტუდენტებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც მოიცავს ელექტრონიკას, პროგრამირებას, კომპიუტერულ ტექნიკას, მექანიკურ და პროგრამულ ინჟინერიას, მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს, ფიზიკური პროცესების მოდელირებას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის გამოყენება-ათვისება მოხდება კონკრეტულ აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობით, რაც თავისთავად უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერებს ჩაატარონ კვლევები და უფრო ღრმად შეისწავლონ, სამყაროს განვითარება დიდი აფეთქებიდან დღემდე.

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს ხვდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 11:42

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ხვდებიან სტუდენტები.ცირა და გიორგი ბარამიძეებთან და გია შარვაშიძესთან შეხვედრას აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები აპირებენ.ახალგაზრდები არჩევნებში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის მონაწილეობას აპროტესტებენ და ძირითადი კითხვები სწორედ გია შარვაშიძესთან აქვთ.„მოვისმენთ მათ ხედვებს თუ როგორ ხედავენ უნივერსიტეტის განვითარების გზას. ბუნებრივია, გვაქვს კითხვები, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბატონი გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა. მასთან ურთიერთობის გამოცდილებამ გვაჩვენა ის, რომ ის იძლევა დაპირებებს, რომელსაც შემდეგ არ ასრულებს,“ - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

მისი კანდიდატურა მიუღებლად მიაჩნიათ თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური