„Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 17:30

პროექტის Sputnik Taoba ფარგლებში თბილისელი მოსწავლეები საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მუშაობას გაეცნობიან.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba. ის ითვალისწინებს მასტერ-კლასების ჩატარებას მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის და მათ წარმოდგენას აძლევს თანამედროვე მასმედიის მუშაობისა და მისი თავისებურებების შესახებ. პროექტის პირველ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც პროფესიის არჩევა სურთ. ისინი ნახავენ, როგორ მუშაობს ნიუსრუმი, მულტიმედიური რედაქცია და Sputnik-ის პრეს-ცენტრი, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და გაიგებენ ბოლო ტრენდების შესახებ საერთაშორისო მასმედიის მუშაობაში.

პროექტის „Sputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „ძალზე მოხარული ვართ, სააგენტო Sputnik-ის კარი გავუღოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რა არის თანამედროვე მედია, თავად სცადონ შექმნან კონტენტი ვებ-გვერდისთვის: ტექსტები, ფოტო და ვიდეო. Sputnik Taoba - ეს ახალი კრეატიული პროექტია, რომელშიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ შეხვედრასა და ურთიერთობას. ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას, ხოლო ახალგაზრდებსა და მომავალ ჟურნალისტებს თავიანთი წვლილი და ახალი იდეები შეაქვთ ჩვენს საქმეში.

პროექტი Sputnik Taoba (თაობა) ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიებს სააგენტოში და „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მასტერ-კლასების ჩატარებას სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. Sputnik Taoba-ს მონაწილეები ნახავენ, როგორ მუშაობს თანამედროვე მულტიმედიური რედაქცია და შეძლებენ ურთიერთობას ჟურნალისტებთან, რომლებიც სხვადასხვა თემას აშუქებენ - პოლიტიკიდან და ეკონომიკიდან მოდისა და სპორტის ჩათვლით.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა. უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

ჩინეთის ელჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 10:45

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ჩინეთის უამაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.

შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი დინგ ჰაო და ატაშე ჩენ იუძუნი ესწრებოდნენ. თსუ რექტორი და ჩინეთის ელჩი შეთანხმდენენ, რომ ახლო მომავლში ძი იენჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

IBSU-მ პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 08 დეკემბერი 2018 17:19

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოეხსნა. ამის შესახებ Newsday.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და ის 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, მისაღებ სტუდენტთა კვოტა 3 500-მდე გაიზარდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით 2018 წლის აგვისტოში შეეზღუდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია 6 წლით გაუგრძელდა, 2018 წელს სტუდენტებს ვერ მიიღებდა.

ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი, უნივერსიტეტის განცხადებით, 2013 წელს დაკისრებული 700 000-ლარიანი ჯარიმა გახდა, რომლის გამოც უმაღლეს სასწავლებელსა და სახელმწიფოს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლოს დასრულებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებით, ამ ჯარიმის გამო ავტორიზაციის შეჩერება უსამართლოა. მით უმეტეს მაშინ, როცა უმაღლესი სასწავლებლის ქონება ჯარიმის საფასურს მნიშვნელოვანად აღემატება. 

უნივერსიტეტისათვის დაწესებულ ამ შეზღუდვას IBSU-ს სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაცია და მათი მხარდამჭერები აქციებითა და სხვა საშუალებებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე აპროტესტებდნენ. 

თანხის გადახდიდან რამდენიმე თვეში ავტორიზაციის საბჭომ ისევ იმსჯელა სტუდენტების მიღების უფლების საკითხზე და უნივერსიტეტს ეს უფლება მისცა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სექტემბრიდან შეეძლება პირველკურსელთა მიღება. თუმცა, ადმინისტრაცია აპირებს, უწყებას სპეციალური მობილობის გამოცხადებისათვის მიმართოს, რათა IBSU-მ მეორე სემესტრიდანვე შეძლოს იმ პირველკურსელთა მიღება, რომლებიც სექტემბერში შეზღუდვის გამო უნივერსიტეტში სწავლას ვერ შეუდგნენ და არც არჩევანი შეუცვლიათ.

ავტორიზაციის საბჭომ იბსუ-ს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 10:27

2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 24-27 აპრილს ეწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლების დარგში საერთაშორისო ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, პროფესორი ენდი გიბსი. დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს: შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი) უარყოფითად არცერთი შეფასებულა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით; ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სტუდენტების მიღებას, ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში მოქმედი კაანონმდებლობის მიხედვით.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა). ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს ყადაღა. უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს; მეორე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს მოემსახურებოდა). ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?!

გარდა ამისა, ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას.

ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს 60-ზე მეტ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი.

მივმართავთ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უსამართლობასთან ბრძოლაში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა პარლამენტში მოდელირებული საკომიტეტო მოსმენა გამართეს

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 13 ოქტომბერი 2018 15:24

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოდელირებული სხდომა გაიმართა.

ახალგაზრდებს ფრაქციის თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე მიესალმა, რომელმაც კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას და ზოგადად, აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრა საერთაშორისო პროექტის „მსოფლიოს სტუდენტური დებატური მოძრაობის“ ანალოგიურ ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც თავის მხრივ, დებატების გამართვის რეგიონულ, ევროპულ და მსოფლიო ჩემპიონატებს ატარებენ.

დღეავანდელი შეხვედრით გვინდა, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ მიზნად. ერთი ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყოთ გუნდის შექმნაზე მუშაობა და მეორე, გვინდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა გემო გაუგოთ პოლიტიკურ საქმიანობას და იგრძნოთ, რომ რამდენიმე წელში თქვენ შეგეძლებათ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი თქვენ გიკავშირდებათ“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს რეგინული ჩემპიონატის გამართვის ინიციატივითაც მიმართა, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ და რუს ახალგაზრდებსაც მიეცემათ.

მოდელირებული კომიტეტის სხდომა კონკრეტული საკითხების განხილვით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათ მიერ მომზადებულ მედიაციის, გარემოს დაცვის საკითხებზე და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მოხსენებები წარმოადგინეს და პოლიტიკური დებატები გამართეს.

სტუდენტურ ღონისძიებას სტუდენტური პარლამენტის, მთავარი პროკურატურის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი გადაიხადა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 26 აგვისტო 2018 15:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ადმინისტრაციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი გადაიხადა და თანხა დღეს ბიუჯეტში ჩარიცხა. ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ დღეს კანცელარიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადაო თანხა გადაიხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა გაგრძელდება. "თანხის გადახდა დღეს იმ მიზნით მოხდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება მისცეს", - დასძინა ი. ჩილოღლუმ. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები უწყვეტად მიმდინარეობდა. იმ შემთხვევაში თუკი ავტორიზაციის საბჭო არ გააუქმებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები არ აქვს, - აცხადებს ილიას ჩილოღლუ

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:24

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ფინანსური პრობლემები არ აქვს. ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დავალიანება გვაქვს და შენობებს ყადაღა ადევს, ამიტომ სტუდენტების მიღების უფლება არ გვეძლევა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს ჯარიმა დაგვეკისრება, მზად ვართ, რომ გადავიხადოთ და ამისთვის შესაბამისი თანხა უკვე დეპოზიტზე გვიდევს“, - აღნიშნავს ი. ჩილოღლუ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა ავტორიზაციის საბჭოს ბრალდებას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, უნივერსიტეტის რექტორმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს დღგ-ს გადახდა დაეკისრა, მათ უბრალოდ გამორჩათ. 

„ჩვენ ვაშენებთ IBSU-ს კამპუსს. 2013 წელს ჩვენთან შემოსავლების სამსახური შემოვიდა და შეამოწმა. იქ ასეთი რაღაც მოხდა - როგორც სასწავლო უნივერსიტეტი, დღგ-ს არ ვიხდით, მაგრამ როდესაც შენობას აშენებ, მისი გადახდა გეკისრება. ვიქირავეთ კომპანია, რომელიც კამპუსს აშენებდა და მან ყველა გადასახადი გადაიხადა, მაგრამ 2011 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი დღგ-ს გადამხდელად უნდა დარეგისტრირდეს, ჩვენ კი გამოგვრჩა, რომ დღგ-ს გადამხდელად არ დავრეგისტრირდით და გვითხრეს, რომ თქვენ კი გადახდილი გაქვთ 400 000 ლარი, მაგრამ ვერ ჩაგითვლით, რადგან დღგ-ს გადამხდელად არ ხართ დარეგისტიტრებული. ჩვენ ვეუბნებით, რომ 400 000 ლარი ხომ გადავიხადეთ და ადმინისტრაციული ჯარიმა დაგვიწერეთ, რომელიც 20 000 ლარია. მიუხადავად ამისა, გადახდილი თანხა არ ჩაგვითვალეს, საურავი დაადეს კიდევ და დაგვიწერეს მილიონ ნახევარი ჯარიმა. ჩვენ ვდავობთ წლების განმავლობაში და ვცდილობთ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე“, - დასძინა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

ნოდარ თათვიძე, რომელიც უკვე მრავალი წელია იბრძვის სტუდენტების კეთილდღეობისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 19:12

27 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკვე მრავალი წელია იბრძვის სტუდენტების კეთილდღეობისთვის და სხვდასხვა ფორმითა თუ პროექტებით ცდილობს ხელი შეუწყოს მათ განვითარებისთვის... პერიოდულად ატარებს ტრენინგებს, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარება. ამჟამად, მუშაობს არაერთ პროექტზე. გარდა იმისა, რომ ორგანიზატორია, ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობებში.

ნოდარი დაბადებულია 1991 წლის 19 ივლისს. დედა პროფესიით არქიტექტორია, მამა კი  ინჟინერ/მშენებელი.  მას ჰყავს უფროსი და, რომელიც პროფესიით იურისტია. როგორც ნოდარი ახასიათებს თავის თავს ძლიერი, ერთგული და შრომისმისმოყვარეა. უყვარს ცურვა და მოგზაურობა.

ბავშვობიდან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. საბავშვო მუსიკალური თეატრის დასიის წევრი იყო და არაერთი როლი აქვს მორგებული. 2009 წელს დაამთავრა თბილისის 63-ე საჯარო სკოლა. 

""ყოველთვის ვიყავი ჩემი პროფესიის ძიებაში. ჯერ დვამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგისტრატურაზე გადავინაცვლე ფინანსებსა და საბანკო საქმეზე, ხოლო ამჟამად დამამთავრებელი კურსის საჯარო მმართველობის დოქტორანტი ვარ და აქტიურად ვემზადები დოქტორის ხარისხის დასაცავად".

2010 წლიდან იწყება მისი სტუდენტობის პერიოდი. ამ პერიოდში, მისი როგორც სტუდენტის უფლება დაირღვა და ვერავინ ნახა ისეთი ვინც დაიცავდა და დაეხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში.  სწორდ აქედან წამოვიდა იდეა სტუდენტთა უფლებების ლიგის შექმნის შესახებ. 2011 წელს თანამოაზრეებთან ერთად ოფიციალურად ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია სადაც უამრავი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მსახიობი და  4000 მდე სტუდენტი იყო გაერთიანებული. მისი ფილიალები საქართველოს რამოდენიმე ქალაქში იყო, რაც ხელს უწყობდა ორგანიზაციის ცნობადობასა და სიმყარეს. ლიგას არაერთი პროექტი აქვს გახორციელებული როგორც ქველმოქმედების ასევე განათლების კუთხით. ლიგას შექმნილი ქონდა სპეციალური ჯგუფი რომლებიც დადიოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სტუდენტებს აღებინებდნენ სისხლს,რის შედეგადაც ეხმარებოდნენ ლეკემიით დაავადებულ ბავშვებს და პერიოდულად საჩუქრებითა და სხვა და სხვა ღონისძიებებით სტუმრობდნენ მათ.  მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა 700 აბიტურიენტის მეორადი ჩარიცხვებით ჩარიცხვა იყო. 

 სწორედ ამ პერიოდში მან ჩამოაყალიბა საინფორმაციო სააგენტო akhalgazrduli.com, რომელსაც ასევე სტუდენტები მართავდნენ. სააგენტო ახალგაზრდული აქტივობების წინ წამოსაწევად შეიქმნა. სააგენტოს საშუალებით ახალგაზრდებამდე უფრო ადვილად აღწევდა ინფორმაცია და  ხდბოდა ახალი პროექტების გაცნობა. 

"ამ პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობდი, განათლების სამინისტროსთან, არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ ერთად და რა თქმა უნდა დაინტერესებული ვიყავი და მინდოდა შევერთებოდი მათ გუნდს, როდესაც ვაკანსიები გამოცხადდა და დაიწყეს ახალი კადრების მიღება შევავსე განახცადი რის შემდეგაც წარმატებით გავიარე გასაუბრება და დავიკავე შერჩეული პოზიცია." აქაც არ გაჩერებულა და შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ''საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი'', რომელსაც შეუერთდა საქართველოს სტუდენტთთა უფლებების ლიგის სრული შემადგენლობა. 

2015 წლიდან გადაინაცვლა სატელევიზიო სფეროში. შექმნა საავტორო სატელევიზიო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'', რომელის წამყვანიც თავად იყო ტელეკომპანია სტარვიზიაზე.

"ტელეკომპანიებთან ურთიერთობა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაში დავიწყე, ჩვენ ორგანიზაციაში ბევრი აქტივობა გვქონდა და მიწევდა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში როგორც მედიასთან ურთიერთობა ამავდროულად სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობა. ასევე რამდენიმე წლის წინ მქონდა საავტორო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'', რომელიც გადიოდა ტელეკომპანია "სტარვიზიაზე" და რომელიც საკმაოდ კარგი რეიტინგით სარგებლობდა".

გადაცემის სტუმრები ძირითადად იყვნენ სგანმანათლებლო და ახალგაზრდულ სეგმენტზე მომუშავე თანმდებობის პირები და გდაცემის მიზნად შეიძლება ჩავთვალოთ ისც რომ ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად გაჯანსაღებას უწყობდა ხელს.

2016  წელს შექმნა საავტორო გადაცემა ''ექსპრეს-ინტერვიუ'', რომელიც ტელე-რადიო კომპანია თრიალეთზე მიყავდა.  2017 წელს დაინიშნა ამავე ტელევიიზის აღმასრულებელ დირექტორად. დირექტორობის პერიოდში ის არაერთ პროექტზე მუშაობდა, პერიოდულად აცხადებდა სტაჟირების კონკურსს და უამრავ ახალგაზრდას აძლევდა განვითარების შანსს, დაინტერესებულ სფეროში. "თბილისის ოფისის დირექტორის ვაკანსია ვნახე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს ვებ-გვერდზე, გავაგზავნე რეზიუმე და გასაუბრების საფუძველზე დავიკავე აღნიშნული პოზიცია ტელეკომპანიაში." 

2018 წელს კი თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა სარეკლამო/სატელევიზიო კომპანია ენ აი ბი სტუდიო. კომპანია გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის მომსახურებათა ფართო არჩევანს და ახორციელებს ყველა იმ სარეკლამო მომსახურებას, რომელიც საქართველოში ეფექტურად მუშაობს.

სამომავლოდ გეგმავს ლექციების წაკითხვას. თუ რაიმე მისთვის საინტერესო შეთავაზება გამოჩნდა არც იმაზე ამბობს ურს თუმცა განაცხადა, რომ სმომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს.

"მე ზოგადად ვარ ის ადამიანი,რომელიც ყოველთვის შეძლებისდაგვარად ცდილობს ახალგაზრდების გვერდით ყოფნას და ზრუნავს მათ წარმატებაზე".

ახალგაზრდებს კი ურჩევს რომ  ყოველთვის იბრძლონ თავინთი მიზნებისთვის და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 26 მარტი 2018 14:54

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, რომელსაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) აფინანსებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური