მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 30 ივლისი 2019 11:04

„მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

ფულადი გზავნილები

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 13:04

მოგეხსენებათ მსოფლიოში ნავთობის ფასი ფაქტობრივად ყოველდღიურად კლებულობს და უკანასკლები მონაცემებით ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი უკვე ფსიქოლოგიურ ზღვარს - ერთ ბარელზე 30 აშშ დოლარს ჩამოცდა, რაც სავსებით მისაღები იქნებოდა ქართველი მომხმარებლებლისთვის, რომ არა ერთი პატარა დეტალი, ჩვენი ორი მეზობელი ძლიერ არის დამოკიდებული მოცემული ნახშირწყალბადის რესურსებზე.
რაც შეეხება რუსეთს, უახლესი მონაცენების თანახმად ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 276 მილიონი აშშ დოლარით იკლო (39%-ით), რაც საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი ოდენობის თანხაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამურმა მაჩვენელმა 2014 წლის 1.44 მილიარდიდან, 1.08 მილიარდამდე (25%-იანი კლება). ფაქტობრივად გამოდის რომ ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირება ¾-ით მხოლოდ რუსულ ფაქტორზეა დამოკიდებული (ამ შემთხვევაში რუსული ვალუტის გაუფასურება 76 რუბლი 1 დოლართან, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე), რაც ხაზს უსვამს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ამ კონკრეტული მიმართულებით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საინტერესოა რომ რუსეთის მიერ პოზიციების დათმობის ხარჯზე აბსოლუტურ მონაცემებში დაიკლო (121-დან 109 მილიონამდე) ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, თუმცა სტრუქტურაში მისი წილი 8-დან 10%-მდე გაიზარდა. 22%-ით ან/და 18 მილიონით გაიზარდა ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გასაკვირი არაა საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების ფაქტობრივი განახევრება 205-დან 117 მილიონიდანამდე. ხუთეულს ხურავს თურქეთი საიდანაც ფულადი გზავნილები დაახლოებით 1%-ით გაზრდა და 69 მილიონი აშშ დოლარის მაჩვენებელს მიაღწია.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას 2014 წელს საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20% ($341 მილიონი) განახორციელა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი ის თითქმის 40%-ს ($392 მილიონი) უტოლდება. ვაჭრობის თვალსაზრისით აზერბაიჯანი ქვეყნების ჭრილში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახლავთ საქართველოსთვის, 2014 წელს ქართულმა ექსპორტმა აზერბაიჯანში 544 მილიონი აშშ დოლარი ან/და ექსპორტის 19% შეადგინა, 2015 წლის იანვარ-ნოებრის მონაცემებით კი 11%-ს აღემატება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უამრავ რეგიონულ პროექტში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, მაგ.: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის ტერმინალი, საქართველოს შეღავათიანი პირობებით გაზით მომარაგება და ა.შ.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთი შეხედვით უწყინარი, ხოლო მეორე მხრივ ზოგიერთისთვის გასახარი ფაქტი - რუსეთის ეკონომიკის შესუსტება, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ანალოგიური შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც. თუმცა, მეორე მხრივ საქართლოს უამრავი სხვა პარტნიორი ქვეყანა ჰყავს, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებამ შესაძლოა ზემოთ მოცემული ორი ქვეყნის ნეგატიური გავლენა შეუმჩნეველი დატოვოს, პირველ რიგში კი ამ მიმართულებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობები, რომელიც წარმატებული განხორციელება დიდწილად სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული.

ვახტანგ ჭარაია
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი


    2015 წელი (ათასი აშშ დოლარი)    წილი მთლიან გზავნილებში
(%)    2015 წელი (ათასი აშშ დოლარი)    წილი მთლიან გზავნილებში (%)
ქვეყნები / ჯამი    1 440 754,3    100    1 079 952,1    100
რუსეთის ფედერაცია    709 238,0    0,492269    432 687,9    0,40065471
იტალია    121 469,6    0,08431    109 077,7    0,10100236
აშშ    82 062,9    0,056958    100 037,1    0,09263107
საბერძნეთი    204 781,9    0,142135    117 750,7    0,10903327
თურქეთი    64 336,9    0,044655    68 945,5    0,06384122
               

სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 18:10

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იენჩის შეხვდა.
მინისტრმა  საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჩინეთი საქართველოსთვის  სტრატეგიული პარტნიორია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკას  და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქართული ცენტრის გახსნის საკითხს. მხარეემა განიხილეს ჩინეთში ქართული პროდუქციის (ჩაი, მინერალური წყალი და თხილი) ექსპორტის შესაძლებლობების, ასევე საქართველოში სათბურების და აბრეშუმის წარმოების განვითარების საკითხები.
ჩინეთის ელჩმა, ძი იენჩიმ  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო  ჩინეთის სანდო პარტნიორია. ელჩმა  ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე მოთხოვნა  მზარდია.  
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და  იმედი გამოთქვა, რომ  სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

რუსეთი სტრატეგიული ბირთვული ძალის გაზრდაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 11:12

რუსეთი შეერთებული შტატების გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საპირისპიროდ თავდაცვას გააძლიერებს. ამის შესახებ სოჭში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მაღალჩინოსნებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მუშაობს სტრატეგიული ბირთვული ძალის გაზრდაზე და ამასთან ისეთი სარაკეტო სისტემის შექმნაზე, რომელიც შეერთებულ შტატებს კონკურენციას გაუწევს.

ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში, ვაშინგტონს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებაც შესთავაზა.

შსს-ს 136 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 10:40
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თბილისის, ბათუმის, გორის და ქუთაისის ბაზებზე 136 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებებს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 12:52

"საქართველო არ არის რიგითი მეზობელი ქვეყანა ჩვენთვის. ის მართლაც, რეალურად სტრატეგიული პარტნიორია.  ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვახორციელებთ ბევრ  მნიშვნელოვან  პროექტს. განსაკუთრებით ენერგო და ტრანსპორტის სექტორში, მაგალითად, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის პოექტები. მათ დიდი სტრატეგიული  მნიშვნელობა აქვთ რეგიონული და გლობალური მასშტაბით. ამდენად, საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ძლაიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის," - საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ "სტარვიზიის" ეთერში  თურქეთის ელჩმა საქართველოში  ლევენთ გუმრუქჩუმ ისაუბრა.

ელჩის თქმით, საქართველოში ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალია. 

"თურქეთის ხელისუფლება  ხელს უწყობს სავაჭრო და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას საქართველოში. ხელს უწყობს  ჩვენს ბიზნესმენებს  ჩამოვიდნენ საქართველოში.  გარდა ამისა, აქ ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალია. პირველი რიგის პრიორიტეტული სექტორიებია ენერგეტიკა, უამრავი თურქული კომპანიაა, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენცილაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. საქართველო რაც უფრო მეტად გამოიყენებს ამ პოტენციალს,  რაც უფრო მეტი ენერგიის წარმოების საშუალება ექნება,  ჩვენ მით უფორ მეტი ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალება გვექნება საქართველოსგან. ჩვენ უკვე გვაქვს ორი ელექტროგადამცემი ხაზი ჩვენს ქვეყნებს შორის, მესამე ახლახანს აშენდა.  თურქეთი მზადაა  შეისყიდოს კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგია, რასაც  საქართველო გამოიმუშავებს. ეს დააბალანსებს ჩვენს სავაჭრო ურთოერთობებს, გააფართოვებს მის მასშტაბებს. ასევე დიდი პოტელციალია  უძრავი ქონების სექტორში. ცნობილია, რომ საქართველო ძალიან დაინტერესებული ახალი მშენებლობებით, ინფრასტრუქტურის განვითარებით.  გონიოს პროექტი შემიძლია მოვიყვანო მაგალითად ბათუმში, ასევე სხვა პროეტებიც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში.  თურქეთს, როგორც იცით, ერთ-ერთი საუკეთესო სამშემებლო გამოცდილება აქვს მთელ მსოფლიოში,. მაღალი ხარისხი,  ხელმისაწვდომი ფასები.  ეს ყველაფერი საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან მოსახერხებელია," - აღნიშნა ელჩმა.

ლევენთ გუმრუქჩუ აღნიშნა, რომ თურქული მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობითაც არის დაინტერესებული.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა სოფლის მეურნეობა, რომელსაც, საქართველოს ხელისუფლებაც ასევე, პრიორიტეტულ  სფეროდ განიხილავს. თურქეთს დიდი გამოცდილება აქვს აგროინდუტრიულ სექტორშიც და დაინტერესებული ვართ ამ მიართულებითაც. ჯანდაცვა, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კიდევ ბევრი სხვა. მოკლედ, ძალიან დიდი სპექტრი. სწორედ ამიტომ,  თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.  საქართველოს მთელი სავაჭრო მოცულობის თითქმის 17-18 პროცენტი უჭირავს მას. სწორედ ამიტომ, ის საქართველოს მთავარი ინვესტორების პირველ სამეულშია. ეს განპიორბებულია არა მხოლოდ ჩვენი ინვესტიციების რაოდენობით, არამედ ხარისხითაც. ამიტომ,  თუ ვიმსჯელებთ ხარისხითა  და მრავალფეროვნებით, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია,"- განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“ დღეს, ორშაბათს 20:00 საათზე.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური