სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება-შსს სამმართველოსთან დარბევაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 10:16
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდისა და საიას ერთობლივ სარჩელზე დღეს გახდება ცნობილი.საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისს თბილისში, შსს-ს მთავარ სამმართველოსთან აქციის დარბევას. მოსარჩელე მხარე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან მომხდარის გამოძიებას და დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემას ითხოვს.სარჩელში მოთხოვნილია ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლების დასჯაც, რომლებსაც მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

დედაქალაქის მერი სტრასბურგში საქმიან ვიზიტს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 12:58

თბილისის მერი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტ ჟან კლოდ ფრეკონს შეხვდა.
თბილისის მერის ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისის მერმა კონგრესის პრეზიდენტს ინფორმაცია ადგილობრივი დემოკრატიის შესახებ მიაწოდა. მათ, ასევე, ისაუბრეს თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ძირითადი პრინციპების შესრულების საკითხებზე.
“შეხვედრაზე ხაზი გაესვა თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პირობებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების საკითხს, რომელზეც ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დავაფუძნეთ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისს ეწვევა და ის ადგილზე ნახავს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და მოისმენს სხვადასხვა მოსაზრებას რეფორმების მიმდინარეობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი კონგრესის პრეზიდენტს იმ პოლიტიკის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების მიმართ ახორციელებს.
“დიდი ხანია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჩვენ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მონიტორინგი გავაკეთეთ. ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დეკემბრის შუა რიცხვებში ჩანიშნული ჩემი ვიზიტის დროს, საქართველოში პირადად ჩამოვიტან მომზადებულ გზამკვლევს”,- განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა.

"ფაქტობრივად, ყოფილი მაღალჩინოსნების დიდი რაოდენობა წინასასამართლო პატიმრობაშია, ან იძებნება" – სტრასბურგში რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 15:52

სტრასბურგში მუშაობას შეუდგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. დღის წესრიგში პირველი ადგილი დევნილების კრიზისს უკავია.

ხუთშაბათს კი ასამბლეა კენჭს უყრის საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია შერჩევით სამართალზე და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ წინასწარი დაკავების ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

რეზოლუციის პროექტი მომხსენებელმა პეტრო აგრამუნტმა მოამზადა. მისი შეფასებით ინდივიდუალური მაგალითების რიცხვი აჩვენებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ოპოზიციის დევნისა და დასუსტების მიზნით ვერ გაუძლო ცდუნებას უარი ეთქვა არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე.

"ფაქტობრივად, ყოფილი მაღალჩინოსნების დიდი რაოდენობა წინასასამართლო პატიმრობაშია ან იძებნება", – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ექსტრაორდინალურ რეჟიმში ლობირებს რეზოლუციის ტექსტის წინააღმდეგ.

უმრავლესობა აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტი არ ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას.

ხვალ სტრასბურგში ჩავა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. 

ქართველი საოპერო ვარსკვლავების საქველმოქმედო კონცერტი სტრასბურგში

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 17:20

ქართველი საოპერო ვარსკვლავების საქველმოქმედო კონცერტი სტრასბურგში. საღამო პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ‘’იავნანას’’ ეგიდით გაიმართა. 

საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, სცენაზე პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი და სხვა ქართველი საოპერო ვარსკვლავები წარდგნენ. 

სტრასბურგის მთავარ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი საღამო რევაზ ლაღიძის უკვდავი ნაწარმოებით დასრულდა. 

გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური