„საქმის გამოძიებას ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სასჯელაღსრულების მინისტრი“ -ოთარ კახიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:20

„პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს, ვინაიდან იგი ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ გაექცევა სასამართლო. ამავე დროს, საზოგადოებამ იცის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დევნაზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოახდინა დასავლეთმა - როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ანუ ეს პოლიტიკური კონტექსტი დასავლეთის შეშფოთებამაც კიდევ უფრო დაამძიმა... სასამართლო ადგენს ევროკომისიის იმ მუხლის დარღვევას (მე18), რომელიც მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა სამართლებრივი მიზნების გარდა სხვა მიზნებით...პირველ ეტაპზე, როდესაც მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა, ამ ეტაპზე ეს მეტ-ნაკლებად უფრო გამართლებული იყო. იმიტომ, რომ სახელწმიფოს მერე აქვს ვალდებულება, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს და შეიძლება იმ პირველი წარდგენის დროს, 48 საათში ვერ მოიპოვოს მტკიცებულებების დამაჯერებელი ერთობლიობა. მაგრამ მერე უკვე სტრასბურგის სასამართლომ, დეკემბრის ინციდენტის შემდგომ, დაასკვნა, რომ მერაბიშვილის პატიმრობას თურმე აღმოაჩნდა სხვა მიზნები. ამის გამო დაადგინა იმ მუხლის დარღვევა, რომელიც პირველადი პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს.“- განაცხადა ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ოთარ კახიძემ „სტარვიზიის“ ეთერში“. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ოთარ კახიძე პასუხობს.

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 15:59

გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგსა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. 

ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ოფიციოზთან შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისა და ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხები.

როგორც ვიზიტის დაწყების წინ, პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან მუშაობას.

"საქართველოს შესრულებული აქვს ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. განიხილება აღნიშნული საკითხი და ძალიან ახლოს ვართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.

გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ის ფონი და გარემო, რომელიც არსებობს ევროკავშირში - საკუთარი შიდაპრობლემებით, მათ შორის, იგივე დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით.

უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენი თნამშრომლობის სხვა პერსპექტივები. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვას და საქართველოში და ჩვენს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

ასევე განხილული იქნება საარჩევნო თემატიკა, არჩევნებისთვის მზადება და ის ნაბიჯები, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

დღეს, სტრასბურგში, ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალ - დემოკრატების ალიანსის ლიდერებს შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხებს.

ხვალ, სტრასბურგში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან და ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის  თავმჯდომარე ელმარ ბროკთან.

 

ირმა ინაშვილი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 11:27

"პატრიოტთა ალიანისის" გენერალური მდივანი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარების აუცილებლობაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაშვებაზე ირმა ინაშვილი ევროპელ დეპუტატებს ესაუბრა. ინაშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პირველ მოადგილესა და ევროპარლამენტში შემავალი პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებთან.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 20:15

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ბოლო პერიოდში სულ უფრო უმჯობესდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. ამ მხრივ ჩვენ გარკვეული ზომების განხორციელებას ვგეგმავთ, რაშიც საქართველოს მთავრობა გვეხმარება. ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტორბიორნ იაგლანდისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვის ვიზიტი თბილისში, 2016 წლის მაისში, საქართველოს ახალი, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყებას ისახავს მიზნად, რაც თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმით აღვნიშნეთ იმ ამბიციური და კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განახორციელა საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ჩვენ დავაყენეთ მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების საკითხი, ასევე ცხინვალის რეგიონში შესაძლო რეფერენდუმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, განაგრძოს რეფორმები, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას არსებული ჩარჩოს ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს.
„ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივ რეჟიმში თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებთან, რათა მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია სავიზო საკითხებზე მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენ ამ პროცესისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და განვაგრძობთ სვლას ამ მიზნისკენ“, - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასა. ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.
პრესკონფერენციაზე ასევე დაისვა კითხვა მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა.
პრემიერის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს.
„მოხარული ვართ, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება დეესკალაცია და ველოდებით კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერდასმულ კითხვას, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილი გამოსვლაში, ქვეყანაში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„გამოქვეყნდა ახალი რეიტინგი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“, რომლის თანახმად, საქართველომ, 2012 წლის შემდეგ, 36 საფეხურით გაიუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით უსწრებს არაერთ ევროპულ ქვეყანას. საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 64-ე ადგილზეა, მაგრამ ეს არ არის ის, რითაც უნდა ვიყოთ კმაყოფილები. ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ და ვიხილავთ საქართველოს სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, ევროპული ინსტიტუციებით, სადაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების უმაღლესი ხარისხი. ხვალ ვისაუბრებ გატარებულ და მომავალ რეფორმებზე, რათა განვამტკიცოთ განცდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის ამ რეფორმების გატარება უმაღლესი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველო და უკრაინა სრულად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც აუცილებელია უვიზო მიმოსვლის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად-ევროკომისიის პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 14:03

სტრასბუგში გრეძელდება ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები. დღევანდელი დილის სხდომა გაიხსნა ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის გამოსვლით, რომელმაც ისაუბრა ევროპაში არსებულ დღევანდელ ვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა ლტოლვილებისა და კონფლიქტების თემაზე. იგი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კითხვები საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა და სომხეთის დეპუტატმა სამველ ზურაბიანმა დაუსვეს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა პასუხად განაცხადა, საქართველო და უკრაინა სრულად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც ამისათვის არის აუცილებელი. „ეს ორივე ქვეყანა დღეისათვის უკვე მზად არის და იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს. უახლოეს მომავალში ევროკომისია გააგრძელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.
როგორც ცნობილია, ევროპელ დეპუტატებს ხუთშაბათის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი დღეს ჩამოვა სტრასბურგში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 22-მდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

სტრასბურგში გაიხსნა ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 აპრილი 2016 14:22

დღეს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ. დეპუტატებს სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. გარდა ამისა პ. აგრამუნტი შეეხო დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაში თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების გამოსვლა. „ყველასთვის საინტერესო იქნება მოვუსმინოთ მათ და გავიგოთ თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ხედვა მიმდინარე საკითხებზე. ასევე საყურადღებო იქნება მოვისმინოთ ინფორმაცია მათ ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მიმდინარე სესიაზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ტერორიზმთან ბრძოლა და ლტოლვილების კრიზისი. ასევე განიხილავენ ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მომზადებულ მოხსენებას.
სესიას რაღა თქმა უნდა ქართული დელეგაციაც ესწრება, რომელსაც ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. ქართველი კანონდემდებლები საქართველოს ევროიტნეგრაციასა და ვიზალიბერალიზაციაზე აპირებენ საუბარს.
ევროპელ დეპუტატებს ხუთშბათის სხდომაზე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ხვალ ჩამოვა სტრასბურგში.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც იანვარში, ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე იყო, მიმდინარე სესიას არც ახლა ესწრება რუსეთის დელეგაცია.
ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თავის მუშაობას 22 აპრილს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

სტრასბურგში მიმდინარე 30-ე პლენარულ სესიაზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 11:37

სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას თბილისის მერიც ესრებოდა. დავით ნარმანია სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. დედაქალაქის მერმა საქართველოში, როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე, კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებაზე გაამახვილა.

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რეფორმებს ატარებს ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად, მათ შორის, ხაზი გაესვა იმას, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რამაც მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს, არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც, ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები არის მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ ნამდვილი ევროპული დემოკრატია გვქონდეს. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ხალხი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი და გაკეთდეს მეტი საქმე, რაც თითოეული ჩვენგანის მიზანია და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, ამისთვის ვსწავლობთ ევროპულ გამოცდილებას, ამისთვის გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა კონგრესთან და კონგრესი გვეხმარება რეკომენდაციებით, მონიტორინგითა და კარგი პრაქტიკების გაზიარების თვალსაზრისით",- განაცხადა თბილისის მერმა.

"პოსტ მონიტორინგის პროცესში კონგრესი ეხმარება სახელმწიფოებს მონიტორინგის დასკვნების შედეგად გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაფერი ის, რისი შესრულებაც საჭიროა, პრაქტიკულად უნდა იქნეს განხორციელებული. რადგანაც საქართველომ გამოხატა სურვილი ამ დახმარების მიღების, კონგრესი მოხარულია, იმუშაოს საქართველოსთან ერთად და დაეხმაროს რეკომენდაციების შესრულებაში", - განაცხადა ჟან კლოდ ფრეკონმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა.

დავით ნარმანიას მოხსენებამდე, კონგრესის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, უფრო ვრცლად, კონგრესის წევრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა გააცნო და ყურადღება დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და თანამედროვე, გამჭვირვალე, მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ ადგილობრივ ხელისუფლებაზე გაამახვილა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ურყევი ნებაა, დეცენტრალიზაციისა და ადილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესები გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს, პოსტ-მონიტორინგის პროცესი კი, მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან. სესიაზე, ასევე, იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია და ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

კონგრესის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანია სტრასბურგის მერიის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.

დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 მარტი 2016 13:25

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 
სესიის დაწყებამდე პირველი შეხვედრა, რომელსაც, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია დაესწრო აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდავეთში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების განხილვა იყო. ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც კონგრესის ხელმძღვანელობასთან ერთად, თანამშრომლობის აქტივობები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. 
შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ თბილისი საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობს კონგრესთან და მათ შორის, აღსანიშნავია ვორქშოფი - "მერები - ლიდერები ცვლილებებისათვის", რომელიც საქართველოში საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა.
"კონგრესი ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის საკითხებს და გარდა ამისა, იყო საუბარი კონკრეტულად თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ წარმატებულ სემინარზე, სადაც საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა ქალაქების მერები და მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის ძალიან აქტიური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს, როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთსა და მოლდავეთში მერების, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურების შესაძლებლობების განვითარებას, გაძლიერებასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
 შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში განხორციელებულ პროგრამაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სეკრეტარიატის თანამშრომლობის აქტივობების ხელმძღვანელმა მარიტა მორასმაც და ქვეყანაში მიმდინარე აქტივობები დადებითად შეაფასა.  

"საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელშიც ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა გააჩნია და ადგილობრივი დემოკრატია ამ მთლიანი გემის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველო, ასევე, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა და 2015 წლის ივლისიდან, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ, ბატონ დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისშიც დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მხარი დაუჭიროს მერებს, როგორც ცვლილებების განმახორციელებელ ლიდერებს ადგილობრივ თვითმმართველობებში. ჩვენ გვაქვს რიგისემინარებისა, რომლებიც მოეწყობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის და ეს იძენს რეგიონულ ხასიათს. მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, თუ რა არის მათი ლიდერობის პრინციპები, როგორ უნდა განახორციელონ ცვლილებები, როგორ უნდა აწარმოონ საქმიანობა მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით და  გამჭვირვალედ, შესაბამისად,  ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას და წლევანდელი სესიის მთავარი თემაა - ეთიკა და გამჭვირვალობა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის  და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რადგან მხოლოდ ამ პრინციპებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი, მოპოვებულ იქნეს საზოგადოების ნდობა. ვიმედონებ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით, ბევრი კარგი ინიციატივა განხორციელდება", - განაცხადა მარიტა მორასმა.

 

დავით ნარმანია სტრასბურგში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მარტი 2016 12:10

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

2016 წლის კონგრესის თემაა: ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე, იმსჯელებენ - საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთში,  სომხეთსა და უკრაინაში კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ. განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის - "ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების" ფარგლებში. ისაუბრებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლსა და შესაძლებლობებზე, ამასთან, განიხილავენ სამომავლო აქტივობებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალურ კონგრესში საუბარი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის იმ ძირითად მიმართულებებზე, რაშიც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, გაკეთდება მოხსენება მონიტორინგის შედეგებზე და პოსტ-მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს კონგრესის მხრიდან საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში არსებულ მდგომარეობას, საუბარი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფისკალური პრინციპალიზაციის განვითარების ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რამაც მომავალში კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახადოს ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, დამოუკიდებლობისა და ფუნქციების ეფექტურად განხორციელების კუთხით“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის  მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც გაიმართება თემატური განხილვა რეგიონალიზაციის პროცესების განვითარებაზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.

თბილისის მერთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მიიღებს და როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი სესიის ფარგლებში ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 21-დან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სტრასბურგთან ჩქაროსნული მატარებელი გადავარდა-არის მსხვერპლი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 20:37

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგთან სატესტო ჩქაროსნული მატარებელი TGV-ი ლიანდაგიდან გადავარდა, შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 7 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 
დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების მანქანები.
როგორც სააგენტო "ესოშიეთიდ პრესი" იტყობინება, კატასტროფა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური