ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017 15:41

რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი "ირმა" მძვინვარებს. მისი სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის არის. ქარიშხალის სიჩქარე 210 კმ/სთ-ია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი "ირმა" "ჰარვიზე" უფრო მძლავრია, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის შტატს დაატყდა თავს. ქარიშხალს ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი ემსხვერპლა. 

ცოტა ხნის წინ ლელა კაკულიას "ფეისბუქის" გვერდზე წლების წინანდელი წინასწარმეტყველება გავრცელდა, სადაც საუბარია ამერიკასა და ევროპაში მოსალოდნელ სხვადასხვა სტიქიებზე:

2006 წელი, 22 მარტი.
ვხედავ, ევროპასა და ამერიკას თავს დაატყდება ბუნების რისხვა.
დიდი ცვლილებებია კოსმოსში. სამი წელი იბობოქრებს გრიგალები, წყალდიდობები, ტაიფუნები და ა.შ. ვხედავ, დედამიწა სუფთავდება.

2008 წელი, 1 მარტი.
ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება, დაშრება და ყველაფერში კი ადამიანია დამნაშავე. მიძინებული ვულკანები, რომელთაც ასეული წლებია ძინავთ, ამოიფრქვევა. დიახ, ასეთია ბედისწერა.
განსაკუთრებით ცუდ დღეში ამერიკა ჩავარდება, სტიქია ათმაგად დაატყდება თავს.

2010 წელი, 15 აპრილი, თბილისი.
ბუნება თითქოს სამაგიეროს უხდის ადამიანებს უდიერად მოპყრობის გამო. ვხედავ დიდ ცვლილებებს. დედამიწა სუფთავდება! მიწისძვრები, წყალდიდოებები, ვუკლანების ამოფრქვევები… მოკლედ ბუნება იცვლება, მაგრამ დედამიწა არსად ქრება! ბუნებაც თანდათან ჩაწყნარდება.
მომავალში, შორეულ მომავალში, ვხედავ, წარმოიქმნება ახალი კუნძულები. ამას მოჰყვება ახალი ქალაქები და უამრავი სიახლე. დედამიწა სახეს იცვლის. ასე იყო წარსულშიც, როცა ბევრი ცივილიზაცია დაინგრა, წყალმა დაფარა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხიც გადარჩა და დედამიწამაც განაგრძო არსებობა.
ვხედავ, ბუნება ცვლის დედამიწაზე ბევრ რამეს, რასაც არც ადამიანები ჩამორჩებიან. არის ომები, იყენებენ ყველა სახის იარაღს, რომელსაც სიკვდილი მოაქვს კაცობრიობისთვის. ეს ბედისწერაა? ასეთია ნება კოსმოსიდან!

2010 წელი, 20 აგვისტო, ურეკში ვარ.
ამერიკისთვის ბუნების ეს მოვლენები [კატასტროფები] უცხო არ არის, მაგრამ ვხედავ, ამ მოვლენების სიძლიერე ორჯერ იზრდება და ამერიკელებსაც მოუწევთ ამის გადატანა. თუმცა ისინი უფრო მობილიზებულები და მომზადებულები არიან, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთი...

2011 წელი, 17 მაისი,
თბილისი, დილის 6 საათი.
დიდი წყალდიდობები გადაუვლის ამერიკასაც, თუმცა დიდი ქალაქი არ ჩაიძირება! მხოლოდ წყლის დიდი ტალღა გადაუვლის და მეტი არაფერი, ანუ, როგორც ვხედავ, ქალაქი არ ინგრევა!

2013 წელი, 15 თებერვალი.
ვხედავ დიდ მდინარეს, რომელიც ამერიკის რამდენიმე ქალაქს დიდ ზიანს მიაყენებს. ალბათ, ეს ის ადგილია, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები ინდიელები. იქნება პანიკა, მაგრამ თითქოს მდინარე დაწყნარდება. არ მოტყუვდეთ: საჭიროა მოსახლეობა გახიზნოთ! ეს ასეც მოხდება. ხალხს გაიყვანენ და ბევრი ადამიანი გადარჩება.
ამერიკა საერთოდ "მდიდარია" ბუნებრივი კატაკლიზმებით, განსაკუთრებით, ქარიშხლებით. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მოდის დრო, როცა ეს ქარიშხლები მიმართულებას იცვლიან და ისეთი ძალით აღარ არტყამენ შტატებს.

2013 წელი, 26 მაისი.
ევროპაში დიდი წყალდიდობები იქნება და ამერიკაშიც ვხედავ დიდ ქარიშხალს. სტიქია უმსხვერპლოდ არ ჩაივლის. ვხედავ, სადაც ტორნადომ უნდა გაიაროს, ის ადგილები კარგად იციან მეცნიერებმა. ეს ქარიშხლები ერთი და იგივე გზით მოძრაობს, ანუ ტორნადო ჰგავს მდინარეს, რომელიც მუდმივად თავის კალაპოტში მიედინება. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები უბედურების ზონად უნდა გამოაცხადოს და ხალხი გაიყვანოს იქიდან. მთავრობამ უნდა გაიღოს თანხები და ადამიანები უსაფრთხო ადგილებში გადაასახლოს, ანუ გააშენოს ახალი დასახლებული პუნქტები.

ტორნადო ისე ანადგურებს ქალაქებს, ისე აღგვის მათ მიწის პირისაგან, რომ მთელს არაფერს ტოვებს და რა აზრი აქვს იმ ადგილებში ქალაქების აღდგენას, თუკი იცი, რომ დღეს თუ ხვალ იქ კვლავ დაანგრევს სტიქია ყველაფერს? ამით ბევრ ადამიანს სიცოცხლესაც შეუნარჩუნებენ და მთავრობაც დიდ თანხებს დაზოგავს. სხვათა შორის, ასეთი ქალაქები არც ისე ბევრია და არ არის ძალიან რთული ხალხის უსაფრთხოების დაცვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საკითხს უფრო მოევლება, ვიდრე წყალდიდობებს. ამერიკის კონტინენტი იმდენად დიდია, რომ ხალხის გადაადგილება ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პრობლემა არ არის. იქ უამრავი დაუსახლებელი ტერიტორიებია. სხვათა შორის, სტიქიის შეტევებისგან გაწამებულ მოსახლეობასაც აღარ აქვს სურვილი იმ ადგილებში ცხოვრებისა და უარს არ იტყვიან გადასახლებაზე. ეს, ყველაფერი ჩემგან რჩევას ჰგავს, მაგრამ რახან ვიწინასწარმეტყველე, ასეც ასრულდება.

აჭარის სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 11:17

ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებულ აჭარის სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 

ძლიერი ღელვის გამო, ზღვის წყალმა საცხოვრებელ სახლებამდეც მიაღწია, თუმცა მოსახლეობა არ დაზარალებულა.  ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში დაზიანდა სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა.

ქუთაისის მერმა სტიქიისაგან დაზიანებული ადგილები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 16:51

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ის ადგილები დაათვალიერა, სადაც, ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. მელიქიშვილის ქუჩაზე სტიქიამ საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა. ასევე წაქცეულია რამდენიმე ხე. შოთა მურღულიას განცხადებით შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერია შესაბამისად დაეხმარება.

სტიქია კახეთში - ქარიშხალმა გურჯაანში სახლებს სახურავები გადახადა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 09:36

 ძლიერმა ქარმა გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. მოგლეჯილი სახურავის ნაწილი კორპუსიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით დაეცა. ამ დროს ეზოში მოზარდები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი უვნებლად გადარჩნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა - შენობა დროებით ტენტით გადახურეს. ქარმა დაწყვიტა ელექტრო გადამცემი ხაზებიც.

ბორჯომში ზარალს ითვლიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 11:51

ბორჯომში  წუხელ ღამით ბორჯომში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელი სახლები, და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, ბორჯომში გაემგზავრნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მობილიზებული იყო ასევე საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები. 
ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.
ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები ქ. ბორჯომში სტაბილურია.

ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება ღამით აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 11:11

ბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური საგანგებო ვითარებაში მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობს. გუშინ ღამე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც გამოიწვია ბორჯომში 6 000-ზე მეტი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. მობილიზებულია კომპანიის არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა მომსახურების ცენტრების ტექნიკური ბრიგადები. ბორჯომში იმყოფება, აგრეთვე, კომპანიის მენეჯმენტი და ადგილზე აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას. ტექნიკური ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მხოლოდ 1000 აბონენტი.

ღამის განმავლობაში გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა დაზიანების ადგილებში შეღწევა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება და დღის განმავლობაში კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება. 

ბორჯომში წლის მიწოდება შეწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 23:28

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ბორჯომში სტიქიის შედეგად მომხდარი დაზიანებების გამო,  დროებით წლის მიწოდება შეუწყდება, არდაგნის, ჩარხისწყლის და ვაშლოვანის დასახლებას.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ბორჯომში ძლიერი სეტყვა იყო, რასაც ძლიერი ქარი ერთვოდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ბორჯომის მოსახლეობას ამ დრომდე ელექრტოენერგია არ მიეწოდება.

სტიქია ბორჯომში - ბორჯომ-ბაკურიანის გზა ჩახერგილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 23:15

ძლიერი სეტყვის შემდეგ ბორჯომში ძლიერი წვიმაა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ გზაზე სტიქიამ ხეები წააქცია, რის გამოც გზა ჩაიხერგა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ბორჯომში ძლიერი სეტყვა იყო, რასაც ძლიერი ქარი ერთვოდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ბორჯომის მოსახლეობას ამ დრომდე ელექრტოენერგია არ მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრი სტიქიით დაზარალებულ იმერეთის რეგიონში იმყოფება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 ივლისი 2016 13:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ იმერეთის რეგიონში იმყოფება.
მთავრობის მეთაური ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ჩავიდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე სულორმა ხიდი წაიღო. პრემიერმა, აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ხურციძისგან მიიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.
პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ალტერნატიული, დროებითი გზის უმოკლეს ვადაში მოწყობას დაჰპირდა.
"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი გაშრება გზა და ტექნიკის მოსვლა იქნება შესაძლებელი, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს და საერთოდ დავასტაბილურებთ სიტუაციას. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე პერიოდში განვახორციელებთ და ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ვფიქრობთ, ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მთლიანობაში დღეს უკვე შედარებით, სიტუაცია სტაბილურია", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ სულორში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სტიქიით დაზარალებულ მარტვილში ჩავა.
პრემიერის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 ივლისი 2016 10:53

აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმსა და ყველა სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში კოორდინირებულად და ოპერატიულად არიან ჩართული.

8 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წყალმოვარდნები და მეწყერულ შემთხვევები განვითარდა. წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა ბათუმის ქუჩები, დაიტბორა ე.წ ჭაობის დასახლება. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი რამდენჯერმე გაიმართა.

ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და მერიის სამსახურების საგანგებო ბრიგადები. ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებენ მონიტორინგს. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა ნარჩენებისაგან. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შპს ,,ბათუმის წყლის“ ბრიგადები. რჩება რამდენიმე პრობლემური ადგილი, სადაც მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დაიტბორა ძირითადად ის უბნები, რომელთა რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს და სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები.

უხვი ნალექის გამო დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. მახინჯაურში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ხელვაჩაურსა და ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი შედარებით მცირეა. ყველაზე ძლიერი მეწყრული და სტიქიური პროცესები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ცხემვანას ხიდი ხულოში, ასევე დროებით აღდგენილი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში. ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები ითვლიან.

ქედის მუნიციპალიტეტში უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. დილიდან მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ოპერატიულად ხდება შეტყობინებებზე რეაგირება. სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყერი, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე სპეციალურმა ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა. მალევე მოხდა დაზიანებების აღმოფხვრა 3 ადმინისტრაციულ ერთეულში და ამ დროისთვის შეუზღდავად მიეწოდება ელექტროენერგია ქედის მთლიან მუნიციპალიტეტს.

ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიით მიყენებული ზარალის აღმწერი საგანგებო კომისიები.

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური