დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევაა დადასტურებული

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 10:57

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge-ი აქვეყნებს.

165 შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქის მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი 109, თბილისი 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9, შიდა ქართლი, გორი – 6, კახეთი გურჯაანი – 6, გურია-ოზურგეთი 4, იმერეთი-ქუთაისი – 4, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1.

გასული 24 საათის განმავლობაში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369 რჩება.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 5882 პირია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას - 390 ადამიანი გადის. ქვეყანაში, თებერვლის თვიდან მოყოლებული, კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020 11:39

საქართველოში კორონავირუსით /COVID-19/ კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

არსებული ინფორმაციით, დღეისათვის კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პირი იმყოფება.

სეგახსენებთ, რომ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევაა დადასტურებული

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 30 მარტი 2020 11:02

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 პირი.

შეგახსენებთ, რომ 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 722 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 34 000-მდე ადამიანი.

Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 142 070 ადამიანი, იტალიაში - 97 689, ჩინეთში - 81 470, ესპანეთში - 80 110 და გერმანიაში - 62 435 ადამიანი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 779 ლეტალური შემთხვევაა რეგისტრირებული იტალიაში, 6 803 - ესპანეთში, 3 304 - ჩინეთში, 2 640 - ირანში, 2 606 საფრანგეთში და 2 484- აშშ-ში.

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 151 766-ია, ყველაზე მეტი ინფიცირებული - 75 700 ადამიანი, ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 06 მარტი 2020 08:00

საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ 9 შემთხვევა დადასტურდა და მათ შორის 5 ახალი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე დადასტურებული იყო ოთხი შემთხვევა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი, ჯამში კი,  ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. ხუთივე ახალი შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული. აჟამად მიმდინარეობს უკვე ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა. 

 

მსოფლიოში ზიკას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:55

ზიკას ვირუსმა ვენესუელაში სამი ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში ინფიცირების 319 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სამი პაციენტი იმდენად დამძიმდა, რომ მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მესამე პაციენტი გარდაიცვალა ვირუსის გართულებით ბრაზილიაში. ორი ახალი შემთხვევა კი პერუში დადასტურდა. საშიში ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად 15 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინების ფართომასშტაბიანი გამოცდები მხოლოდ 18 თვის შემდეგ დაიწყება. ორგანიზაციის ინფრომაციით, უახლოეს დღეებში ბაზარზე სპეციალური დიაგნოსტიკური ტესტები გამოჩნდება, რომლებიც ზიკას ვირუსის გამოვლენას გახდის შესაძლებელს.

ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა - ანტიბიოტიკები

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 14:55

დაავადებათ კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რჩევები გაავრცელა.

იმნაძემ დაწესებულებათა მენეჯერებს მიმართავს, გაციებული თანამშრომლები გამოჯანმრთელებამდე სამსახურიდან გაათავისუფლონ.

მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ პრევენცია მაინც აუცილებელია.

„ყველა გრიპი არის H1N1 ტიპის, მოხლოდ ერთია H3. ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა  - ანტიბიოტიკები. ეპიდემია შეიძლება მაშინ იყოს, როდესაც 100 000 კაცზე 500-600 დაავადებული გვყავს. ახლა ეს ნიშნული არ არის. გაციების პიკი თებერვლის ბოლოსკენ არის მოსალოდნელი. მენეჯერეს მოვუწოდებ, რომ გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან და გამოჯამრთელებამდე გაათავისუფლონ“, -აღნიშნა იმნაძემ. 

 

 

ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 13:59

საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

გავრცელებული ცნობით, H1 N1-ის სიმპტომებით შუა ხნის მამაკაცმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, გარდაცვალების მიზეზი კი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა.

"ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან," - განმარტა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

ღორის გრიპის გამოვლენის რაოდენობა საქართველოში 8 000-ს აჭარბებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:55

ღორის გრიპის გამოვლენის რაოდენობა საქართველოში 8 000-ს აჭარბებს, მაგრამ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის საგანგაშო ზღვარი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ არსებული მაჩვენებელი ამ ეტაპზე ვითარება ეპიდემიის ზღვართან ახლოს არ არის.

„100 ათას მოსახლეზე არის 250 შემთხვევა, ეპიდემიური ზღვარი ეს არის 500 და მეტი შემთხვევა. ანუ ნახევარია ჯერ იმისი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ზამთარში ეპიდემიურ გავრცელებად,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს აქამდე დაფიქსირებული შემთხევები მძიმე არ იყო. ამჟამად იაშვილში დადასტურებული გრიპის ვირუსით მხოლოდ სამი ბავშვი მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, გრიპის ვირუსი საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ.

„გრიპით გამოწვეული ინფექცია საშიშია ძირითადად იმ ადამიანებში, ვისაც აქვს გარკვეული ფონური დაავადება. ეს ფონური დაავადება უკავშირდება ძირითადად ქრონიკულ გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ქრონიკულ ფილტვების დაავადებებს, ასევე ადამიანებს ვინც იმყოფებიან დიალიზზე და ა.შ.“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური