კორონავირუსის კრიზისის დროს უკრაინის კულტურა საფრთხის ქვეშ დგას

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 16:11

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინის მთავრობას შეუძლია შესწიროს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება „ევრომაიდანის“ შემდეგ - მისი კულტურა. 2020 წელს ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კულტურისთვის დაფინანსების შემცირებას 7 მილიარდი გრივნით. UkraineWorld- მა შეისწავლა ეს საკითხი და გაიგო თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომ ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

27 მარტს ათასობით უკრაინელი შეუერთდა ონლაინ პროტესტს სახელწოდებით "არა კულტურის განადგურებას!". ეს ინიციატივა იყო სასოწარკვეთილი პასუხი მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და გადანაწილდეს ეს თანხები უკრაინაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ ქვეყნის კულტურული სექტორის ექსპერტები აფრთხილებენ ყველას: სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სფეროების დაფინანსების შემცირება, კერძოდ, კინო, წიგნები და ტურიზმის განვითარება, დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, როგორც პირად გეგმებში, ისე ეროვნული მასშტაბით. აქ მოცემულია უკრაინული კულტურის წარმომადგენლების რამდენიმე ძირითადი არგუმენტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას კულტურის ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების შესახებ. 

იულია სინკევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი:

ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო განვითარებულ ქვეყნებში და, თუნდაც ნაკლებად განვითარებულში, მთავრობები არ ამცირებენ კულტურის სფეროს ბიუჯეტს, არამედ ქმნიან დამხმარე ფონდებს. ისინი კი გაცილებით აღემატება დაგეგმილ ბიუჯეტს, მსოფლიოში არსებული კორონავირუსული ვითარების მიუხედავად.

დიდმა ბრიტანეთმა შემოიტანა 160 მილიონი ფუნტის სწრაფი დახმარების რეაგირების პაკეტი თავისი კულტურული სექტორისთვის, გერმანიამ გამოყო 50 მილიარდი ევროს დახმარება კრეატიული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ხოლო იტალიამ - 130 მილიონი ევრო თეატრსა და კინემატოგრაფიაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

ნიკოლაი კნიაჟიტსკი, პარლამენტის ჰუმანიტარული და ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი:

ჩვენი კომიტეტი ერთხმად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული კულტურისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. საკარანტინო რეჟიმის დროს ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წიგნების წაკითხვისა და ფილმების ყურების შესაძლებლობა, თუმცა სხვა მნიშვნელოვან სექტორებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ომის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს უკრაინის აღმოსავლეთში.

”აშკარაა, რომ თუ ჩვენ საკუთარ კულტურულ პროდუქტებს არ წარვადგენთ, ამ ნიშას რუსული კულტურული პროდუქტი დაიკავებს”.

ჩვენ გვესმის, რომ უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ საკარანტინო რეჟიმის გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება აღარ გაიმართება. ეს ხარჯები შეიძლება შემცირდეს და გადაეცეს ჯანდაცვის მუშაკებს ან სხვა სოციალურ მუშაკებს საჭიროებებისთვის. ამასთან, აუცილებელია ეროვნული კინოს სხვაგვარად მხარდაჭერა. მაგალითად, უკრაინის კულტურულმა ფონდმა ან უკრაინის სახელმწიფო ცენტრმა შეიძლება გამოაცხადოს სცენარის კონკურსი, რათა ხალხს მისცეს შესაძლებლობა დაგეგმოს და მოამზადოს მომავალი გადაღებები.

გასულ წელს, უკრაინის წიგნების ინსტიტუტმა გამოყო 100 მილიონი გრივნა ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად. წელს, თანხა 20 მილიონამდე შემცირდა და არავის აინტერესებს გამომცემლობების და წიგნების მაღაზიების შემდგომი ბედი.

თქვენ ასევე უნდა იფიქროთ რეგიონებზეც. უკრაინამ შეამცირა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის და პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, არის კულტურაზე ხარჯვითი ნაწილის შემცირება.

ანნა მაჩუხი, უკრაინის კინოაკადემიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

ჩვენი აკადემიის ამოცანაა უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ ამჟამად საერთოდ მის გადარჩენაზე ვსაუბრობთ.

”კულტურული ცხოვრების ხანმოკლე შეფერხებაც კი საფრთხეს უქმნის ერის გადარჩენის საკითხს. წლის განმავლობაში დაპაუზებამ კი, სულ მცირე, რამოდენიმე წლით შიძლება უკან დაგვხიოს“.

2006-დან 2010 წლამდე მაქსიმუმ 1-2 ფილმი გვქონდა გადაღებული. 2011 წელს კინოთეატრებში არცერთი უკრაინული ფილმი არ გადიოდა. უკრაინული კინოს ეგრეთ წოდებული რენესანსის დროს, 2009-2019 წლებში გამოვიდა 100-ზე მეტი უკრაინული ფილმი. ახლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ფილმების რაოდენობაზე, არამედ ვსაუბრობთ მის ხარისხზე. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ უკრაინას თავისი ადგილი აქვს მსოფლიო კინოში.

10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამჟამად კინოინდუსტრიაში, და არის საფრთხე, რომ აღნიშნული სექტორი შეიძლება სახელმწიფო დახმარების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

პაველ სუშკო, პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატს და უკრაინაში კინემატოგრაფიისა და რეკლამირების სფეროში შემავალი ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს, მიუღებლად მიმაჩნია კულტურის სფეროს დაფინანსების შემცირება.

როგორც კი გავიგეთ შესაძლო სეკვესტრის შესახებ, კომიტეტში ყველანი ერთ მუშტად შევიკარით. აქვე ჩვენ წარმოვადგინეთ მონაცემები თუ რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს მოიტანს ამ გადაწყვეტილების აღსრულება:

 

1. საწარმოთა დაშლა ეკონომიკის კრეატიულ სექტორში;

2. კრეატიული ეკონომიკის პროდუქციის ექსპორტის შემცირება;

3. უმუშევრობის ზრდა კინოწარმოების, ტურიზმისა და ბეჭდვის სფეროში;

4. ადამიანური რესურსის და პოტენციალის დაკარგვა;

5. უკრაინის მოსახლეობის კულტურის ზოგადი დონის დაქვეითება, ასევე დანაშაულის და „სოციალური“ დაავადებების ზრდა;

6. უკრაინული საზოგადოების მულტიკულტურული ბუნების გაცნობიერების არარსებობა და პატრიოტიზმის დონის ზოგადი ვარდნა;

7. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარების პროცესების შენელება და ა.შ.

 

ირმა ვიტოვსკაია, უკრაინელი მსახიობი:

ეს 90-იანი წლების კოშმარს მაგონებს. მე ვარ უკრაინის კულტურული ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის მრავალი პროექტი ახლა გაურკვევლად არის შეჩერებული. მაგრამ კინემატოგრაფია ტექნიკურად რთული სფეროა, რომელიც ახლახან შევქმენით.

ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისული შესაძლებლობები. კულტურა ქმნის ეთიკის კოდექსს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ სირთულეების ფონზე, როგორიცაა კორონავირუსული პანდემია. ეს არის როგორც გამოწვევა, ისე „მარკერი“, რომელიც საზოგადოებაში ბევრ რამეს აღნიშნავს.

”ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საგარეო ატმოსფერო, ასე რომ, მორალური კოდექსი, რომელსაც კულტურა გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ”.

 მათთვის, ვინც ფილმებზე მუშაობს, დაპაუზების ერთი წელი შეიძლება ათი წელი გახდეს. ეს არის ინფორმაციის უსაფრთხოების, კრეატიულობის და კონკურენტუნარიანობის საკითხი. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ სფეროს გაჩერება მეტად კრიტიკულია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ყველაფერი ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შევქმენით.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტზე «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინ

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

უკრაინული ონ-ლაინ ღირშესანიშნაობები: რა უნდა მოინახულოთ კარანტინის დროს

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 11 მაისი 2020 11:11

ახალი კორონავირუსის /COVID-19/ გამო ნიღბების ტარება და სახლში მუშაობის აუცილებლობა არ არის ერთად-ერთი პრობლემა, რასაც კარანტინი გვიქმნის. იძულებითმა იზოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოწყენილობა, სატელევიზიო შოუების და საინფორმაციო წყაროების უსასრულოდ ყურება. ამიტომ, ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო უკრაინული ონ-ლაინ ღირშესანიშნაობები, რაც დაგეხმარებათ შედარებით იოლად გაატაროთ კარანტინის დღეები უკრაინაში!

დავიწყოთ UkraineWOW - ეს არის ინტერაქტიული გამოფენა-მოგზაურობა უკრაინის გავლით და უკრაინასთან ერთად. მასში შედის ისეთი მრავალფეროვანი იშვიათი ექსპონატები, როგორიცაა მოქანდაკე ალექსანდრე არქიპენკოს ნამუშევრები, „კიევის რუსის“ ეპოქის ვერცხლის გრივნები და ა.შ. გამოფენის ვირტუალური ტური არა მხოლოდ გვიჩვენებს, თუ უკრაინა როგორი გასაოცარი ქვეყანაა, არამედ იძლევა მატარებლით ნამდვილი მოგზაურობის შეგრძნებას, რაც შესაძლებელია ძალიან მოგენატრათ კარანტინის განმავლობაში.

გიზიდავთ აქტიური დასვენება? მაშინ სცადეთ ვირტუალური გასეირნება უკრაინის ღია ცის ქვეშ მუზეუმებით. ვებ-გვერდი შეიქმნა უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ, Google–თან თანამშრომლობით და მოიცავს შვიდ მუზეუმს ღია ცის ქვეშ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. სტუმრებს შეუძლიათ შეისწავლონ უნიკალური ეთნოგრაფიული კოლექცია, გაეცნონ თავიანთი წინაპრების ცხოვრებას და შეიგრძნონ ნამდვილი უკრაინა.

მათთვის, ვისაც ცხოვრება მოგზაურობის გარეშე ვერ წარმოუდგენია, არსებობს «Explore Ukraine!» - ფილმი პროექტზე «Ukrainer», რომლის დახმარებითაც 36 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ შემოიფრინოთ და ზემოდან დაათვალიეროთ მთელი უკრაინა. თქვენ ნახავთ თუ რა უზარმაზარი, მრავალმხრივი და ამოუცნობია ეს ქვეყანა. ხოლო უკრაინული ინსტიტუტის მიერ მომზადებული ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ ვირტუალური პანორამული ველოსიპედის ტური განახორციელოთ და მოინახულოთ უკრაინული ქალაქების ძირითადი ღირშესანიშნაობები.

ხელოვნების მოყვარულებს კი შეუძლიათ ისარგებლონ 3D ტურით უკრაინის საუკეთესო ხელოვნების მუზეუმში, ხანენკოს მუზეუმში. მის კრებულში შედის გამოჩენილი ევროპელი ოსტატების ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა პიტერ პაულ რუბენსი, ჯენტილ ბელლინი, ხუან დე სურბარანი, ჟაკ-ლუი დავიდი და ფრანსუა ბუშე. აქვე ნახავთ სპარსულ, ტიბეტურ, ჩინურ და იაპონურ შესანიშნავ დეკორატიული ხელოვნების იშვიათ ლამაზ შედევრებს, აგრეთვე ძველბერძნულ, რომაულ და ეგვიპტურ ხელოვნების საინტერესო კოლექციებს.

ოდესის დასავლეთ და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმს ასევე აქვს დიდი კოლექცია, რომელიც მოიცავს, კერძოდ, კარავაჯოს, ჟერარ დევიდის, იან ვან სკორელის, რუბენსის, აბრაამ ბლუმარტის, ფრანს ჰალზის და სხვათა ნამუშევრებს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, სპარსეთიდან და ტიბეტიდან. ასე რომ, დივანზე მჯდომს შეგიძლიათ ორი კონტინენტის ხელოვნება ერთდროულად აღმოაჩინოთ, მუზეუმის ვირტუალური მოგზაურობის წყალობით.

თეატრების მოყვარულებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან თეატრს, შეუძლიათ გამოიწერონ ლვოვის ეროვნული აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის YouTube არხი, რომელიც მართავს საოპერო და საბალეტო სპექტაკლებს ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას. არხზე ასევე შესაძლებელია ოპერების ჩანაწერების ნახვა - მადამ ბატერფლაი, ნაბუკოს და დონ კარლოსი.

მაგრამ უკრაინელი პოპ-მუსიკოსები, რობი უილიამსის მაგალითისა და Coldplay ჯგუფის მაგალითზე, ასევე აწყობენ ონლაინ შოუებს. ახლა კი შეგიძლიათ მოუსმინოთ Jamala, O.Torvald, The Hardkiss, MELOVIN, Fiolet და NK- ს „საშინაო კონცერტებს“. თუ თქვენ ეძებთ რაიმე განსაკუთრებულს, შეგიძლიათ ეწვიოთ Alter Ratio-ს თანამედროვე მუსიკალურ ვოკალური ანსამბლის მიერ შესრულებულ Mariology-ს კონცერტს. კონცერტი ორგანიზებულია 2019 წელს ქალაქ ვენაში უკრაინული ინსტიტუტის მიერ, და ეხლა თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა უყუროთ და მოუსმინოთ ამ კონცერტს.

და თუ თქვენი "საყურებელი" სია უკვე ცარიელია, რამდენიმე საინტერესო სახელი შეგიძლიათ იპოვოთ სერვისებზე, რომლებიც გადასცემენ უკრაინულ ფილმებს. ახალი უკრაინული ონლაინ კინოთეატრი Takflix გადმოსცემს ყველა ფილმს ინგლისური სუბტიტრებით. მას აქვს მცირე ზომის კინობიბლიოთეკა, თუმცა აქვს არაჩვეულებრივი ფილმებიც, რომელთა შორისაა "გუცულკა ქსენია", მუზიკლი სიყვარულზე კარპატებში და "IFTK Sings" - დოკუმენტური ფილმი ივანო-ფრანკოვსკის კომუნალური საწარმოს თანამშრომლების შესახებ, რომელთაც მოსწონთ სიმღერა. თუ დოკუმენტური ფილმების მოყვარული ხართ, შეიხედეთ Docuspace-ზე. აქ ნახავთ ფილმებს უკრაინელების შესახებ, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ მთელი ქვეყანა და ის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ.

უკრაინული სატელევიზიო ონ-ლაინ სერვისი OLL.tv ასევე გთავაზობთ რამდენიმე უკრაინულ ფილმს ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი უკრაინული ფილმი ”Tribe” გადაღებული მიროსლავ სლაბოშპიცკის მიერ, რომელმაც 2014 წელს კანის კინოფესტივალზე ოთხი პრიზი მოიპოვა. ამ ფილმის სოციალური დრამა ვითარდება უკრაინის სმენადაქვეითებულ სკოლა-ინტერნატში, ასე რომ, ფილმის მთელი სიუჟეტი მხოლოდ ჟესტების ენაზე გადის.

ნუ იქნებით სევდიანები, გაღიზიანებულები ან გაბრაზებულები, რადგან კარანტინი გვაიძულებს სახლში ყოფნას. ამიტომ ისარგებლეთ შესაძლებლობით, რათა უფრო მეტი გაიგოთ უკრაინის შესახებ.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა UkraineWorld- ში.

https://ukraineworld.org/articles/ukraine-explained/ukrainian-online-attractions-worth-checking-out-during-quarantine?fbclid=IwAR0Z3uPhiCdbrl27znPKbYyvDMKNEv-TXF35x-xeXZR_ZTOFxRGPawf4BmA

ავტორი: მარია სიდენკო

ჟურნალისტი „ინტერნიუს-უკრაინასა“ და UkraineWorld- ში.

 

https://ukrainewow.com/en

https://museums.authenticukraine.com.ua/en/

https://www.youtube.com/watch?v=PtN5WkFuSFM&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=JXauz_Ii7l8&feature=youtu.be

https://khanenkomuseum.kiev.ua/en/about/virtual-tour

https://museum.odessa.ua/3d-tur/

https://www.youtube.com/user/OperaLviv/

https://docuspace.org/eng/

https://oll.tv/uk/https:/oll.tv

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია - „ზეთისხილის ოპერაციის მნიშვნელობა“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018 11:44

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს სტატია „ზეთისხილის ოპერაციის მნიშვნელობა“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ფორეინ პოლისი“-ში, 2018 წლის 5 აპრილს.

შუა აღმოსავლეთში შექმნილმა პირქუშმა სურათმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მშვიდობის ფუნდამენტური პრინციპი, კი უნდა იყოს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ეს ნიშნავს, Daesh-ის (ე. წ. „ისლამური ხალიფატი“), ქურთ მუშათა პარტიის (PKK) და ხალხთა დაცვის კავშირის (YPG) ტერორისტების ჩათვლით, ყველა იმ ძალის წინააღმდეგ გალაშქრებას, რომლებიც არსებობენ გარეშე ძალების მხარდაჭერით იმისათვის, რომ სხვების ხარჯზე გაიხანგრძლივონ საკუთარი დისტოპია. უნდა აღიკვეთოს და დამარცხდეს მათი მსოფმხედველობა უსასრულო სისხლისღვრის შესახებ.

Daesh-ი, სამხედრო თვალსაზრისით, დიდწილად დამარცხებულია, მაგრამ ეს არ მომხდარა მხოლოდ აშშ-ს მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯგუფების ბოლო შეტევის შედეგად. იგი დამარცხდა, თავდადებული ერაყის არმიისა და გაერთიანებული კოალიციის წინაშე, რომელიც ოპერირებდა თურქეთის ტერიტორიიდან. Daesh-ის სუსტი მხარეები ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქეთი აღმოჩნდა ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომლის ჯარიც უშუალოდ დაუპირისპირდა მას და გაანადგურა იგი ჩრდ. სირიაში, ჯერაბლუსში. ამჟამად, კოალიციისა და მისი წევრი თურქეთის  ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს Daesh-ის სავარაუდო ხელახალი გადაჯგუფების პრევენცია. ამისთვის, თურქეთს გააჩნია უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ყველაზე ვრცელი სია, რომლებსაც აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა. ასევე, იგი აწარმოებს მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან სამოქალაქო უსაფრთხოების ოპერაციას Daesh-ის წინააღმდეგ.

Daesh-ის, ალ ქაიდასა და მათთან აფილირებული სხვა ორგანიზაციების იდეოლოგიებისადმი ინტერესის გაქრობა იოლი არაა. Daesh-ამდეც მომხდარა ჩვენს ქუჩებში ტერაქტები და ამგვარი ქმედებები კვლავაც გაგრძელდება, შუა აღმოსავლეთში Daesh-ის შეიარაღებული ოპერაციებისგან დამოუკიდებლად. ტერიროზმის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს: კონტრდაზვერვითი ინფორმაციის დროულ შეგროვებას, ფინანსურ სანქციებს, რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის საწინააღმდეგო ზომებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ერთ-ერთი საკითხია, აშშ-ს მიერ PKK/YPG-ს შეიარაღებისა და ჯარისკაცებად გამოყენების პოლიტიკა, მიუხედავად ამ ორგანიზაციების ტერორისტული წარსულისა. ეს ობამას ადმინისტრაციის უკანასკნელი დღეების განმავლობაში შემუშავებული, ლეგალური და მორალური  თვალსაზრისით სათუო პოლიტიკაა, რომელიც რაღაცნაირად გადმოჰყვა ტრამპის მმართველობასაც. შეერთებულმა შტატებმა წყალი დაასხა კრიტიკოსებისა და ოპონენტების წისქვილზე, როდესაც გადაწყვიტა შეექმნა ალიანსი ტერორისტებთან, მიუხედავად საკუთარი ფასეულობებისა და ტერორისტების მთავარ სამიზნესთან - თურქეთთან, 66 წლიანი მოკავშირეობის გამოცდილებისა.

მოხარული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გაემიჯნენ აშშ-ს ამ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ალიანსის ფასეულობებს. იგი ასევე, ეწინააღმდეგება რეგიონში და რეგიონის მიღმა ჩვენ საერთო ინტერესებს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ახლად დანიშნული კოლეგისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაიკ პომპეოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის პრიორიტეტული იქნება ამ კურსის შეცვლა.

ერაყი, სირია, იემენი, ლიბია და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები განიცდიან ტრანსნაციონალური ძალების დესტრუქციულ ზეწოლას, რომელიც ემუქრება მათ არსებობას. ის სირთულეები, რომლის წინაშეს ეს ქვეყნები დგანან, აძლევს ყოველგვარი ინტერვენციის საბაბსაც და საშუალებასაც,  ყველა ჯურის  ქვეყანასა და არასახელმწიფოებრივ მოთამაშეს. ამის შედეგია, არა მხოლოდ სისხლის მდინარეები, არამედ მასობრივი მიგრაცია და ტერორისტული ზეწოლა თურქეთსა და მის კარის მეზობელზე - ევროპის დანარჩენ ნაწილზე. ამავე დროს, ამ ქვეყნებში შექმნილი ქაოსი თამაშობს ინკუბატორის როლს და აღვივებს აშშ-ს წინააღმდეგ სიძულვილსა და მუქარებს. შუა აღმოსავლეთის მდგრადმა ნაციონალურმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ნებისმიერი წყობისა და სტაბილურობის საფუძველი. საბოლოოდ, ბაშარ ასადის მსოფმხედველობა დამარცხდება, მაგრამ ერთიანმა სირიამ უნდა მოიპოვოს გამარჯვება, ამ ხანგრძლივ ომში.

უპირველეს ყოვლისა, თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული „ზეთისხილის სამხედრო ოპერაცია“, თავდაცვითი აქტია ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებმაც ადრევე გამოამჟღავნეს საკუთარი აგრესია ჩვენი დასახლებული რეგიონების მიმართ. თურქეთი, რომელმაც შეიფარა 3,5 მილიონი სირიელი, ახორციელებს რა „ზეთისხილის ოპერაციას“, მიზნად ისახავს, სირიის სამშვიდობო გზის გაწმენდას იმ წინაღობებისგან, რომლებსაც ქმნიან ქვეყნის ერთიანი მომავლის მოწინააღმდეგეები. ჩვენი საზღვრების გასწვრივ არსებული PKK/YPG-ს მასობრივი ტერორისტული ბანაკები, ორ განსხვავებულ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩრდილოეთ ერაში უკვე არსებულის გარდა, დამატებითი ფრონტის გახსნა PKK-ს ტერორისტული ოპერაციებისათვის და მათი ერთმანეთთან დაკავშირება, რათა შეიქმნას მუდმივმოქმედი ტერორისტული სარტყელი. ის შეიარაღება და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ აფრინში, ნათლად ადასტურებს ამ მოსაზრებას. ტერორისტული ბანაკების მეორე მიზანია, შექმნას უსაფრთხო ტერიტორია საკუთრი მცირე სახელმწიფოებისათვის, რომლის ჩამოყალიბებასაც ისინი აპირებენ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე იმ რეგიონებში, რომლებიც გათავისუფლდნენ Daesh-სგან. „ზეთისხილის ოპერაცია“ აჩერებს ფართომასშტაბიან ომში ჩაფლობისა და ტერორიზმის აღზევების საფრთხეს, რაც უშუალოდ დააზარალებს ევროპასა და აშშ-ს. ასევე, იგი გზას უხსნის მშვიდობას.  

მე მესმის, რომ პოსტრეალისტურ ეპოქაში გახსნილია ფართო კამპანია „ზეთისხილის ოპერაციის“ დაჩრდილვის მიზნით. ერთი დღეც არ გავა ისე, რომ  შეხება არ მოგვიხდეს უამრავ ცილისწამებასთან. სინამდვილე, კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ სამოქალაქო დანაკარგის თავიდან ასაცილებლად და ამ თვალსაზრისით, „ზეთისხილის ოპერაცია“ ყველაზე წარმატებულია მთელს მსოფლიოში.

ვინაიდან, YPG-ს ტერორისტები ფოკუსირებული არიან თურქეთის არმიის წინსვლის შეჩერებაზე, ისმის ბრალდებები, რომ ოპერაცია აფერხებს Daesh-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ YPG-ს ეს არჩვანი ადასტურებს მათთვის ნდობის გამოცხადების სტრატეგიის მცდარობას. გარწმუნებთ, რომ თურქეთი არ დაუშვებს Daesh-ის რაიმე ფორმით თავიდან გადაჯგუფებას და ამ საკითხში, იმოქმედებს აშშ-სთან ერთად.

ჩვენ ასევე, უნდა წინ აღვუდგეთ „ზეთისხილის ოპერაციის“ ისეთი სახით წარმოჩინებას, თითქოს ეს იყოს „ქურთების ბრძოლა თურქების წინააღმდეგ“. უნდა ნათლად გვესმოდეს, რომ PKK-სა და YPG-ს ტერორისტები არ წარმოადგენენ ქურთ ხალხს. აღსანიშნავია, რომ YPG-მ დაახლოებით 400 000 ქურთი გააძევა სირიის მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან. თურქეთს სურს, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ქურთების საცხოვრებელი გარემო იმ ქვეყნებში, სადაც მათ უწევთ ცხოვრება.  PKK-ს მიკრონაციონალიზმი და ტერორიზმი საზიანოა ყველასთვის, მათ შორის ქურთებისთვისაც.

ასევე, ანალოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვით შუა აღმოსავლეთის განვითარების პროცესისკენ მიმავალი გზა. აქედან გამომდინარე, არსებული კონსტიტუციური წყობის ფარგლებში, მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებული ერაყი უნდა იყოს რეგიონის მნიშვნელოვანი ღერძი. თებერვლის თვეში, კუვეიტის დონორების კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა ამ პროცესს, რადგან მიიღო ერაყისთვის 30 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება, ხოლო თურქეთი, თავის მხრივ,  უზრუნველყოფს ამ თანხის 1/6-ს, მაგრამ ერაყს ესაჭიროება უფრო მეტი დახმარება. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, რომ კარგად გააცნობიერონ, თუ რაოდენ სასარგებლოა ჯანსაღი და მეგობრული ერაყი და მშვიდობის დასამყარებლად, მხარი დაუჭირონ  რეკონსტრუქციის ეფექტურ და არსებით ძალისხმევას, ისეთს, როგორიც იყო „მარშალის გეგმა“ ევროპისთვის.

შუა აღმოსავლეთი უნდა იყოს დაცული კონფესიური დაპირისპირების, გავლენის სფეროების, ახლად აღორძინებული იმპერიალიზმების, სამეფო ოჯახების შუღლის, რელიგიური და სხვაგარი ექსტრემიზმის საფრთხეებისგან. შექმნილი მდგომარეობიდან უკვე საკმარისი ტკივილი მიადგათ სახელმწიფოებსა და რეგიონის ხალხებს. შესაძლოა, წარმატებული მომავლის საგზაო რუკა უკვე დგება თურქეთის მტკიცე ხელმძღვანელობით. ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელიდან არ გაუშვებს ამ მომენტს და  მხარს დაუჭერს სამშვიდობო კონცეფციას.

Wall Street Journal: თურქეთმა, გიულენის მოსატაცებლად მაიკ ფლინს 15 მილიონი დოლარი შესთავაზა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 21:03

აშშ-ში, ბოლოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის, საქმის გამომძიებელი პროკურორი რობერტ მიულერი, ფეთჰულაჰ გიულენის გატაცების და თურქეთის მთავრობისთვის გადაცემის სანაცვლოდ, თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინს და მის შვილს მილიონობით დოლარის სავარაუდო შეთავაზებასაც იძიებს.

ამერიკულ გაზეთ Wall Street Journal- ის (WSJ) ინფორმაციით, მაიკ ფლინისთვის და მისი შვილისთვის, ამ სამუშაოს შესასრულებლად 15 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადათ. გაზეთმა სტატია „გამოძიებასთან ახლოს მყოფ წყაროებზე“ დაყრდნობით გამოაქვეყნა.

აშშ-ს წამყვანმა გამოცემამ NBC-მაც, WSJ- ს ბრალდებების მხარდამჭერი სტატია მთავარ გვერდზე გამოაქვეყნა.

NBC-ი გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკებისას ასევე იმსჯელეს თუ როგორ შეიძლებოდა აშშ-ში, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით თაღლითობისთვის, საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული წარმოშობით ირანელი ოქროს მოვაჭრის რეზა სარრაფის გათავისუფლება.

 WSJ- ის ინფორმაციით, აშშ-ს ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა, გასული წლის დეკემბერში ნიუ-იორკში ″21″ სახელწოდების კლუბში, ფეთჰულაჰ გიულენის საკითხთან დაკავშირებით ფლინსა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ სულ ცოტა 4 ადამიანი დაკითხეს.

FBI-ის მიერ დაკითხული პირებიდან ერთ-ერთი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე გიულენის სპეციალური თვითმფრინავით გატაცება და თურქეთში იმრალის კუნძულზე არსებულ კერძო ციხეში გადაყვანის წინადადება განიხილებოდა, სადაც ამჟამად "ქურთისტანის მუშათა პარტიის"( PKK) ლიდერი აბდულა ოჯალანია დაპატიმრებული.

რობერტ მიულერი ამ გამოძიებას როგორც, გასულ წელს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კვლევის ნაწილი, ისე აწარმოებს.

მიულერის პრესსპიკერმა WSJ- ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

გაზეთი ასევე წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაიკ ფლინის და მისი შვილის ადვოკატებმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-dunya-41943157

შექმენი შენი ბიზნესფორმულა

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 11 მარტი 2017 10:53
ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა სათაურით „ბიზნესგეგმის შედგენა“ წიგნში „ჯერ ეს წაიკითხე: შემოქმედებითი მსს-ების ზრდა და განვითარება“. (ISBN/EAN 978-90-810079-2-4) დევიდ პერიში შემოქმედებითობა და ბიზნესი ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ შემოქმედებითობა და ბიზნესი ზეთს და წყალს ჰგავს – ერთმანეთს არ ერევა და მორჩა; და ფიქრობენ, რომ უნდა აირჩიონ: შემოქმედებითობა ან ბიზნესი. მე მათ არ ვეთანხმები. შემოქმედებითი ადამიანები ბიზნესის დაგეგმვის დროს ამგვარი გამოწვევის წინაშე დგებიან: მათ ოსტატურად უნდა შეუთავსონ ერთმანეთს როგორც „მაისურების“, ასევე „პიჯაკების“ საუკეთესო იდეები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთმანეთს შეახვედრონ შემოქმედებითობა და საუკეთესო ბიზნესიდეები ისე, რომ შემოქმედებითი ნიჭი შემოსავლის ნაკადად აქციონ. წარმატებული შემოქმედებითი მეწარმეები ირჩევენ ორივეს: შემოქმედებითობას და ბიზნესს. ბიზნესის ხელოვნება არის არჩევა ვარიანტების უსასრულო სპექტრიდან, რათა ერთმანეთს შეხვდნენ კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი და კონკრეტული მუშტრის საჭიროებები – ისე, რომ ეს ფინანსურად მომგებიანი იყოს. შედეგად მიღებული სურათი წარმატებული საწარმოს უნიკალური ფორმულა იქნება. რასაკვირველია, შემოქმედებითი ბიზნესების პროდუქტსა თუ მომსახურებაში დიდი უნდა იყოს ახალი იდეების წილი. ყველა ტიპის წარმატებული ორგანიზაცია შემოქმედებითად აერთიანებს ყველა არსებით ბიზნესელემენტს. წარმატებულ შემოქმედებით საწარმოს შემოქმედებითი პროდუქტი ან მომსახურება უნდა ჰქონდეს. მათ აგრეთვე სჭირდებათ, მოიფიქრონ სპეციალური და ქმედითი ფორმულა, რომელშიც ბიზნესის ყველა არსებითი შემადგენელი იქნება ჩართული. და, რაც მთავარია, ეს არ არის „კომპრომისი“ შემოქმედებითობასა და ბიზნესს შორის – ეს ნიშნავს ორივე სამყაროდან საუკეთესოს აღებას. ბიზნესგეგმები თავდაპირველად, მოდით, ერთმანეთისგან გავარჩიოთ წარმატებული შემოქმედებითი ბიზნესის დაგეგმვა და „ბიზნესგეგმის დაწერა“. სულაც არაა აუცილებელი, ეს ორი რამ ერთი და იგივე იყოს. გამოცდილებით ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ბიზნესგეგმას მხოლოდ იმიტომ წერს, რომ ამას ინვესტორი ან დამფინანსებელი მოითხოვს. როგორც წესი, ასეთ გეგმებს დამაჯერებლობა აკლია და, როგორც კი გარე ინვესტორი მიიღებს (ან უარყოფს) მას, სასწრაფოდ თაროზე შემოდებენ ხოლმე. ბიზნესგეგმა უპირველესად უნდა არსებობდეს თავად ბიზნესისთვის, „წარმატებასთან მიმყვანი გზის მონახაზი“ უნდა იყოს, ის უნდა განსაზღვრავდეს მიზნებს და ამ მიზნებთან მიმყვან ნაბიჯებს. იდეალურ შემთხვევაში, კარგი ბიზნესგეგმა ბიზნესს უნდა ადგებოდეს სამუშაო დოკუმენტად, ასევე, ცხადად უნდა აცნობდეს მესამე მხარეს ბიზნესის სარგებლიანობის, ინვესტირებული კაპიტალის ამოღების, რისკის მართვის და დაინტერესებული მხარეებისა და პარტნიორებისთვის საინტერესო სხვა საკითხებს. მაგრამ ბიზნესგეგმა სულაც არაა წმინდა და ხელშეუხებელი დოკუმენტი. ბიზნესგეგმა ავტომატურად არ იძლევა ბიზნესის წარმატების გარანტიას. ბევრი ბიზნესგეგმა განიხილავს დეტალებს, მაგრამ ვერ ეხება არსს, საფუძველს. ნებისმიერი ბიზნესგეგმა დაფუძნებული უნდა იყოს ბიზნესთან დაკავშირებული მეწარმეების ფასეულობებსა და მიზნებზე და თავისი არსით შესრულებადი ბიზნესფორმულა უნდა იყოს. ამიტომ ამათგან ორივე იმსახურებს უფრო დაწვრილებით განხილვას. ფასეულობები და მიზნები როდესაც, როგორც მრჩეველს და ტრენერს, შემოქმედებით მეწარმეებთან მიწევს მუშაობა, მე მათ უპირველესად ვთავაზობ საწარმოს ძირითადი მიზნების განხილვას. ყველას უნდა, წარმატებული იყოს, მაგრამ წარმატების განსაზღვრა შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გვქონდეს. ზოგისთვის წარმატება სიმდიდრეა, სხვებისთვის – აღიარება, ან, როგორც ეს სოციალური საწარმოების შემთხვევაშია, შეიძლება, უმთავრესი მიზნები სოციალური ხასიათის იყოს. ბევრი ბიზნესისთვის წარმატება ამ ფაქტორების განსაკუთრებული ნარევია. სხვებისთვის წარმატების განსაზღვრა ჩემი საქმე არაა – მაგრამ, როგორც მრჩეველი, დაბეჯითებით ვთხოვ, რომ მეწარმეებმა მკაფიოდ განსაზღვრონ, რა არის მათთვის წარმატება. ბიზნესის განვითარება კიდევ ერთი ძირითადი საკითხია, რომელსაც ადრეულ ეტაპზევე უნდა მიხედვა – და მერეც, როცა ბიზნესი შედარებით მოძლიერდება. არის ზრდა მიზანი? და თუ ასეა, როგორ გაიზომოს ზრდა? ის შეიძლება გამოისახოს ბრუნვის, პერსონალის რაოდენობის, ბაზარზე წილის ან მომგებიანობის მიხედვით. ბევრ შემოქმედებით მეწარმეს არ სურს, მათი საქმიანობა გაიზარდოს, არამედ უნდათ, ჩამოაყალიბონ „ცხოვრების სტილის ბიზნესი“, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ ნიჭზე და უზრუნველყოფს როგორც ცხოვრების რიგიან სტანდარტს, ასევე მის მაღალ ხარისხსაც. ზოგი ბიზნესისთვის წარმატება იზომება „სამმაგი ათვლის წერტილით“, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ შემოსავლიანობას, არამედ სოციალურ სარგებელს და ეკოლოგიურ ზემოქმედებასაც. აქ საქმე მხოლოდ ის არაა, თუ რას აკეთებს ბიზნესი, არამედ განიხილება ისიც, თუ როგორ აკეთებს: აქ ფასეულობებიც მნიშვნელოვანია. მე ტერმინს „ფასეულობა“ ვხმარობ მისი ფართო გაგებით და მასში მოვაქცევ ყველაფერს, ბიზნესეთიკიდან ვიდრე პირად მიდრეკილებებამდე (მაგალითად, ავტონომიის სურვილი) თუ ორგანიზაციის „კორპორატიულ კულტურამდე“ („როგორ კეთდება ჩვენთან რაღაცები“). ბევრი გენერიკული ბიზნესის დაგეგმვისას ეს საკითხები უგულებელყოფილია, თუმცა ისინი გახლავთ არსებითი პუნქტები, რომლებსაც ადრეულ სტადიებზევე უნდა მიექცეს ყურადღება და ხშირად გადაიხედოს. თუ ბიზნესის განვითარება სავსებით არ შეესაბამება მისი წარმმართველი მეწარმეების ფასეულობებს, მაშინ, დიდი ალბათობით, უთანხმოებას და უსიამოვნებებს თავს ვერ ავარიდებთ. ბიზნესპარტნიორები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ერთმანეთს ფაზაში ემთხვევიან – წარმატების განსაზღვრისა და ფასეულობების თვალსაზრისით. ჩემთვის, როგორც კონსულტანტისთვის, უთხოვიათ ბიზნესის პრობლემების გადაწყვეტა და აღმოჩენილა, რომ მათი ძირეული მიზეზი – ნამდვილი დაავადება და არა ზედაპირული სიმპტომები – სინამდვილეში საერთო ხედვის არარსებობაა. სხვა სიტყვებით რომ გამოვთქვათ, მეწილეები ბეჯითად მუშაობენ, მაგრამ სხვადასხვა მიზნისკენ, და შესაძლოა, სხვადასხვა განწყობითაც. რა გასაკვირია, პრობლემები რომ გაჩნდეს. შესაძლებლობათა შექმნა შემოქმედებითი ადამიანების დამახასიათებელი თვისებებიდან ერთ-ერთია მათი უნარი, ჰქონდეთ უამრავი იდეა და, მათი შემოქმედებითობიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი პროდუქტის და მომსახურების შეთავაზება შეეძლოთ. არადა, ხშირად ხდება, რომ ადამიანები ჩემთან მოდიან რჩევისთვის, იდეა კი, რომლის კომერციული განვითარებაც სურთ, ძალიან ვიწრო და ფიქსირებულია. ჩემი, როგორც ბიზნესმრჩევლის, ერთ-ერთი ამოცანაა, წავაქეზო ისინი, შექმნან შესაძლებლობათა ფართო სპექტრი, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სრულად გახსნან საკუთარი შემოქმედებითი პორტფოლიო და გამოიკვლიონ მათთვის ხელმისაწვდომი ყველა ვარიანტი, რომლებიც მათი შემოქმედებითი ტალანტიდან მომდინარეობს. მართალია, აუცილებელია ბევრი იდეის გენერირება, მაგრამ, რასაკვირველია, შეუძლებელია ყველა მათგანის კომერციული განვითარება, და ეს შეიძლება იმედგაცრუებას იწვევდეს. ამიტომ საჭიროა, ყველა შესაძლებლიდან საუკეთესო იდეები ავირჩიოთ. ეს, ერთი მხრივ, მოითხოვს წარმოსახვის უნარს, შემდეგ კი, მეორე მხრივ – ანალიზს. ეს მოითხოვს ტვინის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ნახევარსფეროთი ფიქრს. უნდა ავამუშავოთ ტვინის მარჯვენა მხარე და უხვად მოვიფიქროთ ასობით შესაძლებლობა – შემდეგ კი ჩავრთოთ მარცხენა ნახევარი და უმოწყალოდ გადავარჩიოთ საუკეთესო ვარიანტები. რასაკვირველია, ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ერთნაირი ეფექტიანობით შეუძლია ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს ამუშავება; ამიტომაა, რომ საუკეთესო სამეწარმეო პარტნიორობას ხშირად ქმნის შემოქმედებითი გენიოსის და პრაქტიკულად მოაზროვნე საქმიანი ადამიანის წყვილი, ან ადამიანთა ეფექტიანად დაბალანსებული ჯგუფი. საუკეთესო ბიზნესები აერთიანებს შემოქმედებით ტალანტს და მძლავრ ბიზნესტექნიკებს – მე ამას „მაისურების და პიჯაკების“ მიდგომას ვუწოდებ. და ეს მიდგომა გულისხმობს ან მართლაც ორი სხვადასხვა პიროვნების პარტნიორობას ან ორივე ელემენტის გაერთიანებას ერთი პიროვნების მიერ მართულ ბიზნესში თუ სამეწარმეო გუნდში. საკუთარი თავის ცნობა „თუ იცნობ მტერს და იცნობ საკუთარ თავს, შენი გამარჯვება საეჭვო არასოდეს იქნება“, – წერდა სუნ ძი თავის კლასიკურ „სამხედრო ხელოვნებაში“. შემოქმედებითი ბიზნესის კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ობიექტურად აფასებდე მთლიანად ბიზნესის თუ მასში ჩართული ცალკეული ადამიანების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბიზნესის რიგი ასპექტების – და თითოეული სფეროს ძლიერი და სუსტი მხარეების – შესაფასებლად, არის PRIMEFACT ჩამონათვალი. ეს აბრევიატურა აღნიშნავს ცხრა სფეროს, რომელიც უნდა შეფასდეს. ესენია: ადამიანები (People), რეპუტაცია (Reputation), ინტელექტუალური საკუთრება (Intellectual Property), საბაზრო ინფორმაცია (Market Information), ეთოსი (Ethos), ფინანსები (Finances), სისხარტე (Agility), თანამშრომლები (Collaborators) და ტალანტი (Talents). ძნელია, საკუთარ ბიზნესს ობიექტურად შეხედო, ამიტომ ინფორმირებული გარე პირების თვალსაზრისი შეიძლება აქ ფასდაუდებელი აღმოჩნდეს. შეგროვილი ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროთ ისეთი ბიზნესსტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც იმოქმედებს ძლიერი მხარეებით და გვერდს აუვლის (რამდენადაც ეს შესაძლებელია) თქვენი საწარმოს სუსტ მხარეებს. კონკურენტული უპირატესობა მას მერე, რაც დავადგენთ ბიზნესის სხვადასხვა ასპექტების ძლიერ მხარეებს, შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადავდგათ. ეს ნიშნავს, რომ განვიხილოთ ბიზნესის ძლიერი მხარეები კონკურენტებთან შედარებით. ერთია, იყო ძლიერი ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ თუ კონკურენტებიც ძლიერები არიან ან თუნდაც უფრო ძლიერებიც კი, მაშინ ჩვენი სიძლიერე კონკურენტულ უპირატესობას ვერ მოგვიტანს. ჩვენ ვეძებთ ისეთ სფეროებს, რომელშიც ყველა დანარჩენზე მთელი თავით მაღლები ვიქნებით ანუ სადაც ჩვენი ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობას მოგვანიჭებს. კონკურენციის თვალსაზრისით, კონკურენტული უპირატესობის მოპოვება ნიშნავს იმ შემოქმედებითი ძლიერი მხარეების გამოყენებას, რომლებშიც უპირატესობა გვაქვს მეტოქეებზე – და, ბედის ირონიით, შეიძლება, ეს არ იყოს ჩვენი ყველაზე საყვარელი ან თუნდაც „საუკეთესო“ ტალანტი. და მაინც, შესაძლოა, ჩვენი შემოქმედებითი კომპეტენციების გამოყენებით ნებისმიერ სხვაზე უკეთ შევძლოთ კონკრეტული მომხმარებლის პრობლემათა გადაჭრა. ბიზნესრადარი ისე, როგორც ოკეანეში გასულ გემს სჭირდება რადარი, ჰორიზონტი რომ დაზვეროს და მტრების თუ მეგობრების მოახლოება შეიტყოს, შემოქმედებითი ბიზნესებიც მუდამ უნდა ეძებდნენ გარემოში არსებულ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს. PEST-ანალიზი გულისხმობს, რომ ჩვენ ოთხ მხარეს ვიყურებით და ვეძებთ ოთხ ძალას, რომლებსაც შეიძლება ჩვენთვის შესაძლებლობები ან საფრთხეები მოჰქონდეს. ეს ოთხი მიმართულება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ასპარეზებია. უფრო დეტალური, რვაწახნაგა კომპასი ICEDRIPS-ანალიზია, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ ვაკვირდებით რვა მხარეს. ესენია: ინოვაცია, კონკურენტები, ეკონომიკა, დემოგრაფია, რეგულაციები, ინფრასტრუქტურა, პოლიტიკა და სოციალური ტენდენციები. მას მერე, რაც ჩამოწერილი გვექნება ყველა ამჟამინდელი და ახლომყოფი გარე ძალა, რაც შეიძლება, ჩვენი საწარმოსთვის შესაძლებლობების ან საფრთხის შემცველი იყოს, მომდევნო ეტაპია, გამოვარჩიოთ მათგან ძირითადები – შემდეგ კი ამის გათვალისწინებით შევადგინოთ გეგმა, იმ გათვლით, რომ მოვიხელთოთ შესაძლებლობები და გვერდი ავუაროთ საფრთხეებს. ბარიერები შემსვლელთათვის: პრობლემას ინტელექტუალური საკუთრება გადაჭრის ბევრ ინდუტრიაში შემსვლელის წინ ბარიერებია ამართული. მობილური ტელეფონის ქსელის ჩამოყალიბება ან ნავთობის ბურღვის დაწყება არა მხოლოდ უზარმაზარ კაპიტალს მოითხოვს, არამედ სახელმწიფო ლიცენზიებითაც რეგულირდება. ამის საპირისპიროდ, შემოქმედებითი ინდუსტრიის ბევრი ქვესექტორი დაუცველია ბაზარზე ახალი შემომსვლელებისგან, რადგან აქ ბარიერები, როგორც წესი, სუსტია. მაშ, რა გზით შეუძლია შემოქმედებით საწარმოს, თავი დაიცვას ახალი შემომსვლელებისგან, რომლებიც ბაზრის წილში უსხდებიან? ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბარიერი შემოსვლისთვის – და ის, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიების გულისგულია – ესაა ინტელექტუალური საკუთრება. გამოცემის უფლების, დიზაინის უფლების, სავაჭრო ნიშნების და პატენტების გამოყენებით შემოქმედებით საწარმოებს შეუძლიათ, თავი დაიცვან კონკურენტებისგან – ან მოგება მიიღონ პოტენციური ახლად შემომსვლელებისგან, ლიცენზირების შეთანხმების მეშვეობით. ინტელექტუალური საკუთრების უფლებას შეუძლია, შემოქმედებითი საწარმოები არა მხოლოდ დაიცვას კონკურენტებისგან, არამედ, დიდი ალბათობით, ამ უფლებებმა შესაძლოა შექმნას შემოსავლის მდგრადი ნაკადები, რომლებიც დამოკიდებული არ იქნება უწყვეტ შემოქმედებით მუშაობაზე. ბაზრის განზომილება შესაძლებლობების შექმნა სხვა განზომილებაშიც საჭიროა. აქ ვგულისხმობ პოტენციური ბაზრების, მუშტრის ტიპების და ცალკეული კლიენტების განსაზღვრის სფეროს. და აქაც, თავიანთი მრავალმხრივი და დაუშრეტელი შემოქმედებითობის მიუხედავად, იმედისმომცემ შემოქმედებით მეწარმეებს ხშირად არ ჰყოფნით წარმოსახვა, როდესაც საქმე მიდგება შესაძლებლობების გამოკვლევაზე პოტენციური მომხმარებლის კუთხით. როგორც შემოქმედებითი პროდუქტისა და მომსახურების შემთხვევაში, კლიენტებს აქაც მოვუწოდებ, მოუხმონ მარჯვენა ნახევარსფეროს აზროვნებას ბევრი იდეის გამოსათქმელად, შემდეგ კი ჩართონ მარცხენა ნახევარსფერო – გასაანალიზებლად და საუკეთესოების ასარჩევად. უნიკალური ბიზნესფორმულა ნებისმიერი წარმატებული შემოქმედებითი ბისზნესის მიზანი არის არა ის, რომ შემოქმედებითობასა და კომერციას შორის უხერხულ კომპრომისს მიაღწიოს. იყო ნახევრად შემოქმედებითი და ნახევრად კომერციული – ეს „არაუშავს“ მიღწევაც კი არ არის! პირიქით, მიზანია, იყო სრულად შემოქმედებითი და მთლიანად წარმატებული. ამის მისაღწევად ჩვენ წარმოსახვითად უნდა შევათავსოთ ერთმანეთთან ჩვენი შემოქმედებითობის კონკრეტული ასპექტები და საგულდაგულოდ შერჩეული ბაზრის სეგმენტები. თუ გავითვალისწინებთ ერთი მხრივ პოტენციური შემოქმედებითი პროდუქტების რაოდენობას, მეორე მხრივ კი – პოტენციურ მომხმარებელთა ტიპების რაოდენობას, მაშინ ამ ორის შესაძლო კომბინაციათა რიცხვი ძალიან დიდია. ფაქტობრივად, ეს არის ერთის რაოდენობა გამრავლებული მეორეზე და გრაფიკულად ეს შეიძლება გამოისახოს, როგორც ორგანზომილებიანი მატრიცა, რომლის ერთ ღერძს წარმოადგენს შემოქმედებითი პროდუქტი/მომსახურება, მეორეს კი – მომხმარებელთა ტიპები. წარმატებული ბიზნესფორმულა შედგება მაშინ, როცა კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტი და სერვისი ემთხვევა შესაბამის გადამხდელ მუშტარს. მომგებიანი კომბინაციის პოვნის სხვადასხვა ხერხები არსებობს. ერთი ვარიანტია (მეტაფორულად რომ აღვწეროთ), ამოვიღოთ დანომრილი ბურთები ორი სხვადასხვა ყუთიდან (საფეხბურთო ტურნირის კენჭისყრის მსგავსად) და ვცადოთ, შემთხვევით შერჩეული პროდუქტი დავამთხვიოთ შემთხვევით შერჩეულ საბაზრო სეგმენტს. დროთა განმავლობაში „გაარტყამთ“ სწორ კომბინაციას, მაგრამ შეიძლება, ბევრად ადრე ენერგიაც გამოგელიოთ, ფულიც და დროც. ცხადია, ეს უკიდურესად არაგონივრული მიდგომაა! არადა, ხდება ისე, რომ ზოგი შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც ლამობს, თავისი ხელოვნებიდან ბიზნესი შექმნას, სწორედ ამგვარ მიდგომას ირჩევს. იმედგაცრუება მოდის მაშინ, როცა პროდუქტი და მომსახურება აცდენილია მომხმარებელს. შეუთავსებელი შემადგენელი ნაწილების შეთავსების ერთადერთ გზად თითქოს საკუთარ გეზზე უარის თქმა რჩება. გონივრული მიდგომაა, ჩამომწკრივდეს ყველა შესაძლებლობა და საგულდაგულოდ შეირჩეს საუკეთესო შესაძლო კომბინაცია. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ საღი აზრი, მარკეტის მოსინჯვა და საპილოტე პროექტები, ამრიგად, პირდაპირ წარმატებული ბიზნესფორმულისკენ ავიღოთ გეზი – და ამ ხერხით საერთო სურათიდან სწრაფად ამოვშალოთ შესაძლებელი კომბინაციების უმრავლესობა. ძირითად მომხმარებლებზე ფოკუსირება შემოქმედებითი მარკეტინგი გულისხმობს ბაზრების გულისყურით შერჩევას კონკრეტული პროდუქტისა და მომსახურებისთვის – იმის ნაცვლად, რომ გამჭრიახი შემოქმედებითობის მოხმობით დაარწმუნოთ ადამიანები, შეიძინონ ის, რაც სინამდვილეში არ სჭირდებათ და არ უნდათ. თუმცა ბევრი ბიზნესი რეკლამირებას „ალალბედზე სროლის“ პრინციპით უდგება, შემდეგ კი იცდის, რომ ნახოს, თუ რა გამოვიდა აქედან – ყვეელაზე უფრო წარმატებული შემოქმედებითი საწარმოები ფოკუსირდებიან კონკრეტულ კლიენტებზე და შემდეგ იყენებენ აქტიურ მიდგომას, რომელიც სამიზნე მომხმარებელზეა გამიზნული. სხვებთან ერთად მუშაობა როგორც უკვე აღვნიშნავდი, ყველაზე წარმატებული შემოქმედებითი ბიზნესები ბიზნესს ავითარებენ „მაისურის და პიჯაკის“ მიდგომით, ანუ შემოქმედებით ტალანტს საუკეთესო ბიზნესპრაქტიკასთან აერთიანებენ. ძალიან ხშირად ეს მიიღწევა პარტნიორობის ან უფრო დიდი გუნდის მეშვეობით. ბევრი ადამიანის ჩართვის კვალად, ძალიან მალე დგება საწარმოს მესაკუთრეობის და კონტროლის საკითხი. კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურა იძლევა მესაკუთრეობის და კონტროლის სხვადასხვა შესაძლებლობებს, მეწილეებისთვის აქციების გადაცემის და კომპანიის დირექტორების დანიშვნის გზით. თუმცა კომპანიის მოწყობის კანონი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაა, ჩვეულებრივ, არსებობს რიგი სტრუქტურები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას „შეზღუდული კომპანიის“ ჩარჩოში, მათ შორისაა „არამომგებიანი“ (უფრო ზუსტად, მოგების არმომტანი) ვარიანტები და ისეთი მოწყობებიც, რომლებიც კოოპერატივებს და სოციალურ საწარმოებს შეეფერება. სტრატეგიის დაგეგმვა მას მერე, რაც ჩამოაყალიბებთ საწარმოს ხედვას და ფასეულობებს, შემდეგ კი ყურადღებით შეადგენთ უნიკალურ ბიზნესფორმულას, დაგეგმვის პროცესში ამის მომდევნო ეტაპი არის განსაზღვრა, თუ რა ძირითადი ნაბიჯები უნდა გადაიდგას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მარტივად რომ ვთქვათ, სტრატეგიის დაგეგმვა ნიშნავს, განისაზღვროს ის რამდენიმე არსებითი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა იქიდან, სადაც ვართ, გადავიდეთ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მე კლიენტებს ვუბიძგებ, წარმოიდგინონ მომავალი და დაინახონ საკუთარი თავი, რომელსაც უკვე მოხვეჭილი აქვს წარმატება, რომლისკენაც ისწრაფვიან – შემდეგ კი იმ, მომავალი პოზიციიდან გამოხედონ გზას, რომელიც გაიარეს, და მოიძინონ საკვანძო სვლები, რომლებიც ამ გზის გასავლელად დასჭირდათ. ამ ხერხით პირველი ნაბიჯები (ხუთი ან იქნებ ექვსიც) შეიძლება უფრო ცხადად იქნეს დანახული. აწმყოში დაბრუნების შემდეგ ეს ნაბიჯები უკვე ჩვენ წინ აღმოჩნდება და ჩვენი სტრატეგიული ბიზნესგეგმის საფუძველსაც შეადგენს. დასკვნა ბიზნესის დაგეგმვის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს წარმატებული შემოქმედებითი საწარმოს უნიკალური ბიზნესფორმულის შექმნა. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ, გამოიკვლიოთ შემოქმედებითი საქონლის და მომსახურების ყველა ვარიანტი, და, მეორე მხრივ, შეისწავლოთ ყველა შესაძლო საბაზრო სეგმენტი. შედეგად მიღებული ორგანზომილებიანი მატრიცა იძლევა შესაძლო კომბინაციების გამაოგნებელ სიმრავლეს. ოსტატობა ისაა, რომ საქონლის/მომსახურების და მომხმარებლის ტიპების ყველა შესაძლო შესრულებადი კომბინაციიდან საუკეთესო შეირჩეს. წარმატებული შემოქმედებითი ბიზნესი აიგება ისეთი საქონლის და მომსახურების წარმოებაზე, რომელშიც ჩვენ სხვებს აღვემატებით და რომელიც შეხამებულია საგულდაგულოდ არჩეულ მომხმარებელთან. ასე შემოქმედებით მეწარმეებს შეუძლიათ, კომპრომისის გარეშე სრული თავისუფლება მისცენ საკუთარ შემოქმედებითობას და მიაღწიონ კომერციულ წარმატებას. ეს უნიკალური ბიზნესფორმულა არსებითი რამაა. თუ მას არასწორად შეადგენთ, კომპრომისი ან მარცხი გარდაუვალია. თუ სწორად შეადგენთ, მაშინ შემოქმედებით საწარმოს ექნება როგორც შემოქმედებითი, ასევე კომერციული წარმატების დიდი შანსი.

მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 17:42

ფეთჰულლაჰ გიულენმა Le Monde-ში სტატია გამოაქვეყნა:

ცივილიზაციებისა და რელიგიათა შორის დილოგში შეტანილი წვლილით ცნობილი ამერიკაში მცხოვრები თურქი მოაზროვნე,  ფეთჰულლაჰ გიულენი, მსოფლიოში აღიარებულ ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ექსტრემიზმსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობასა და  მუსულმანებს მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის. "ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები მუსულმანებს ზიანს აყენებს და მუსულმანების წინააღმდეგ არასწორ წარმოსახვას უფრო აღრმავებს", - განაცხადა გიულენმა და აღნიშნა რომ ტერორიზმს რელიგია არა აქვს.
ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ გაზეთ Le Monde-ის 17 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, "ჩვენ როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ: ნეტავ, ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და დაბალანსებული განათლების ნაკლებობის მსგავსი მიზეზების გამო, ჩვენი საზოგადოებისგან ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა?" - განაცხადა მან.
გიულენის თქმით, ევროპელმა მუსულმანებმა რადიკალური მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. "არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და მათი ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ." - აღნიშნა მან.
Le Monde-ის სტატიის შესავალში აღნიშნულია, რომ გიულენი მეცნიერების დიდი მხარდამჭერი, დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი, რელიგიათაშორისი დიალოგის მომხრე და "მოძრაობა ჰიზმეთის" ლიდერია. გიულენი, წარსულში ერდოღანთან ახლო კავშირში იყო, მაგრამ კორუფციული სკანდალის შემდეგ ყველაზე დიდი ოპონენტი გახდა, ნათქვამია სტატიაში.
ფეთჰულაჰ გიულენის მიერ პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ Le Monde -ში "მუსულმანებო, ჩვენი რწმენის კრიტიკული ანალიზი გავაკეთოთ" სათაურით გამოქვეყნებული სტატია ასეთია:

ჭეშმარიტი რწმენის განზომილება ადამიანის სიცოცხლის დაცვის მიმართ გამოხატული მგრძნობელობაა

"ისლამური სახელმწიფოს"(ISIS) და მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეზე საკუთარი გულის ტკივილის სიტყვებით გამოხატვა მიჭირს. ამ დაჯგუფებების მიერ ტერორისტული აქტების განხორციელებისას, თავიანთი დამახინჯებული იდეოლოგიების მუსულმანურ რელიგიასთან დაკავშირება 1,5 მილიარდი მუსულმანის მსგავსად ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია. ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობა, ერთის მხრივ კაცობრიობის ამ შემზარავი ტერორისტული თავდასხმებისაგან გადასარჩენად ყველასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი სარწმუნოების შელახული იმიჯის გამოსწორებისათვის უნდა ვიზრუნოთ.
ერთგვარი სიტყვებითა და სიმბოლური დატვირთვით თეორიულად ერთგვარი სავარაუდო იდენტობის დამტკიცებას შეეცდებით. მაგრამ ამ სავარაუდო იდენტობის  დამტკიცებას, მხოლოდ მის ძირითად ფასეულობებზე ერთგულებით დაამტკიცებთ. ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ლოზუნგებითა და ტანისამოსით არ გაიზომება, მთელი მსოფლიო რელიგიების უმთავრესი მიზანი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება და ყოველი ადამიანის უმწიკლოებისა და მგრძნობიარე  პრინციპების შენარჩუნებაა.
ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობაა, ტერორისტების მიერ გავრცელებული  ტოტალიტარული იდეოლოგიის უპირობოდ უარყოფა და მის გავრცელებაში ხელის შეშლა, ხოლო ამის შესაბამისად, გამაერთიანებელი და მრავალფეროვნების მხარდამჭერი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე წინ ადამიანობა დგას და ასეთი ბარბაროსული ქმედებებით სინამდვილეში ადამიანი ზიანდება. პარიზში დაღუპული ფრანგი მოქალაქეები, გასულ დღეებში ბეირუთში დაღუპული შიიტი მუსულმანი ლიბანის მოქალაქეები, ერაყში ანალოგიური ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული  ტერაქტის შედეგად დაღუპული სუნიტი მუსულმანი მოქალაქეები, პირველ რიგში ყველანი ადამიანები არიან. ყველა ის ადამიანი რომელიც ტკივილს განიცდის, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური იდენტობისა ჩვენ თუ მათ თანაგრძნობას არ გამოვუცხადებთ და მხარში არ ამოუდგებით ცივილიზაციის პროგრესი შეუძლებელია.

მუსულმანებმა შეტქმულების თეორიებს თავი უნდა დაანებონ და უნდა დაფიქრდნენ
ჩვენ როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ: ნეტავ, ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და დაბალანსებული განათლების ნაკლებობის მსგავსი მიზეზების გამო, ჩვენი საზოგადოებისგან  ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა? ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობისა და ყველას გამაერთიანებელი მენტალიტეტის ჩამოუყალიბლებობის გამო, სასოწარკვეთილი ადამიანების  უიმედობაში ჩავარდნით სხვა გზების ძებნას საძირკველი ხომ არ მოვუმზადეთ?

ტერორის დაგმობა საკმარისი არ არის
პარიზში მომხდარმა უკანასკნელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტები რელიგიასთან არანაირ კავშირშია და როგორც თეოლოგების, ასევე რიგითი მუსულმანების მხრიდან უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი. თუმცა ამ მომენტისათვის დაგმობა და უარყოფა უკვე საკმარისი არ არის. მუსულმანურ საზოგადოებაში ტერორისტების მხრიდან ახალგაზრდების გადაბირების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო უწყებების, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ჭკვიანური მოქმედებაა საჭირო. ტერორისტების მიერ გადაბირების მცდელობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მთელი საზოგადოების მომცველი პროექტების შემუშავებაა საჭირო.
ჩვენს საზოგადოებაში უფსკრულის პირას მყოფი ახალგაზრდები დროულად უნდა დავაფიქსიროთ და სახიფათო თავგადასავლების ძიებაში ხელი შეუშალოთ, ოჯახებს კონსულტაცია გავუწიოთ და სხვა მხარდასაჭერი მომსახურების ინფრასტრუქტურა შევქმნათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვართ, იმ ქვეყანაში აქტიური ჩართულობით იმ მაგიდას უნდა მივუჯდეთ სადაც ანტი-ტერორისტული გეგმები მუშავდება და საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი უნდა გამოვხატოთ. ჩვენს ახალგაზრდებს დემოკრატიული გზებით აზრის გამოხატვა უნდა ვასწავლოთ. დემოკრატიული ღირებულებების სკოლის ასაკიდანვე სწავლება მომავალი თაობის ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ისტორიის მანძილზე, ასეთი ტრაგედიების შემდეგ გადაჭარბებულ რეაქციებს ჰქონია ადგილი. მუსულმანების საწინააღმდეგო, ანტი-რელიგიური რიტორიკა, სახელმწიფოების მუსულმანი მოქალაქეების მიმართ სრულიად უსაფრთხხოდ მოპყრობა, მათ სარგებელზე მეტ ზიანს მოუტანს. ევროპაში მცხოვრებ მუსულმან მოქალაქეებს მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრების სურვილი აქვთ. არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და მათი ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ.
ჩვენ მუსულმანებმა, ამ შემთხვევაში ჩვენი ისლამური გაგება, პრაქტიკა და ჩვენი საუკუნის პირობები და თავის დროზე გაკეთებული ინტერპრეტაციის ფონზე თვალი უნდა გადავავლოთ და საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შევძლოთ. ეს, ტრადიციული ისლამისგან დაშორებას არ ნიშნავს, პირიქით არასწორი გზისკენ შესაძლებელი გადახვევის გაცნობიერებას და მათგან განვთავისუფლებით ჩვენი წინამორბედის მსგავსად მხოლოდ ყურანისა და სუნნეთის (მუჰამმედ შუამავლის მიერ გაკეთებული) სულისა და არსის კვლავ პატრონობას ნიშნავს.

რწმენის რადიკალურ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ
რელიგიური წყაროებიდან წინანდელი მეთოდების ამოჭრას და სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად გაკეთებულ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ. მუსულმანმა სწავლულებმა, ექსპერტებმა და ინტელექტუალებმა რელიგიურ წყაროებზე დაყრდნობით გამაერთიანებელ მიდგომას ხელი უნდა შეუწყონ. გასულ საუკუნეებში რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს თვალი გადავავლოთ. რწმენის ძირითად საფუძველებზე დაუფლება დოგმატიზმს არ ნიშნავს. მუსულმანები ერთ დროს აღმავლობის ეპოქაში მყოფი აზრის გამოხატვის თავისუფლება რელიგიის სულიერების დაცვით ისევ აღორძინება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ძალადობის გამვრცელებელ რადიკალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ ამგვარად შევძლებთ.

ცივილიზაციები კი არა, ადამიანური ცივილიზაცია ბარბაროსობას ებძვის
ბოლოდროს განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოების ნაწილში ისევ ცივილიზაციათა შეჯახების თეზისის გაჟღერებას მწუხარებით ვაკვირდები.ეს პირველად ვინც გამოავლინა, ინტუიციით გამოავლინეს თუ გარკვეულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მე ეს არვიცი,თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ასეთი ენის გამოყენება მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს წაადგება. ეს მკვეთრად მინდა გამოვხატო: ის რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ცივილიზაციებს შორის ბრძოლა კი არა, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მუსულმანებმა პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობაუნდა მიიღონ
ჩვენ, როგორც მუსულმანი მოქალაქეები ჩვენი პასუხისმგებლობაა როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ვიყოთ პრობლმემის მოგვარებაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მუსულმანების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და რომელი რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს მთელი კაცობრიობის მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრებისთვის წვლილის შეტანა თუ გვინდა, ტერორიზმი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ რელიგიური ყველა კუთხით კარგად უნდა შევისწავლოთ. ჩვენს ცხოვრებაში როგორც სათნო ინდივიდები მაგალითის მიცემით, რელიგიური წყაროების რადიკალური ინტერპრეტაციების უარყოფითა და მათგან გამიჯვნით, ამ საკითხებმა ახალგაზრდებზე ზეგავლენა, რომ არ იქონიოს ფრთხილად უნდა ვიყოთ. დემოკრატიული ღირებულებების შესახებ განათლების ადრეულ ასაკში მიცემით ტერორიზმსა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლას შევძლებთ.

თურქეთში თავისუფალ მედიაზე ზეწოლა მსოფლიო პრესაში - უცხოური მედიის მიმოხილვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2015 18:19

იფექ მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სპეცოპერაცია, მსოფლიო მედიამ 'ოპოზიციური პრესის' მიმართ მზარდ ზეწოლად და მიმდინარე მოვლენების ბოლო ეტაპად შეაფასა.
ერდოღანს ყველა მედია საშუალებების დამორჩილება სურს - ავსტრიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა Die Presse-მა, თურქეთში მიმდინარე მოვლენები თავის მკითხველებს სათაურით "ერდოღანის მედიაზე ნადირობა" გააცნო. პროკურატურა გიულენის მიმართ სიმპატიის მქონე მედია ორგანიზაციებისა და ჰოლდინგების დარბევით ერდოღანს დახმარებას უწევენ." - ნათქვამია გაზეთში.  გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ის სტატიაში კი საუბარია იმის თაობაზე, რომ  ერდოღანის მთავრობა მათ მიმართ წაყენებული კორუფციის ბრალდებებზე სასამართლოში თავის გამართლების სანაცვლოდ   პოლიციასა და სასამართლოზე ნადირობას იწყებს.  უცხოურმა მედიამ სპეცოპერაცია ვრცლად გააშუქა და ხაზი გაუსვა იმას, რომ "ბუგუნის"(Bugün) გაზეთში თურქეთიდან  ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-სათვის დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების დღეს მედია ჰოლდინგზე სპეცოპერაცია განხორციელდა.
 უცხოური პრესა თურქეთში მედიის დარბევას შემდეგი მასალით გამოეხმაურა:
 
პრესტიჟულმა ბრიტანულმა გაზეთმა სპეცოპერაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "სპეცოპერაცია ერდოღანის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებზე“. გაზეთმა, პოლიციის მიერ კოზა-იფექ ჰოლდინგზე განხორციელებული დარბევა, "1 ნოემბერს განმეორებით ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების გასაჩუმებლად ხანხორციელებული სპეცოპერაცია."  გაზეთმა Times-მა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ კოზა-იფექ ჰოლდინგში შემავალი მედია ორგანიზაციები, სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა  (AK Parti) და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ სირიის პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებით აკრიტიკებდა.
 
კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანული გაზეთი კი ორი ბრიტანელი ჟურნალისტის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი "იფექ ჰოლდინგის" ანკარაში მყოფ ოფისებზე სპეცოპერაციის ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება. "პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ოპოზიციურად 'უფრო მეტი' ჟურნალისტი, 'ტერორისტობის' ბრალდებით დააპატიმრეს" -  სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, 1 ნოემბერს ჩასატარებელი არჩევნების წინ თურქეთში პრესის თავისუფლების მიმართ მღელვარება ისევ დღის წესრიგში დადგა.
 
ავსტრიული გაზეთი წერს: „ ერდოღანს ყველა მედია საშუალების დამორჩილება სურს. პრეზიდენტი ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნების წინ მისთვის მიუღებელ მედია საშუალებებზე ზეწოლას ახდენს." -ნათქვამია გაზეთში.
 
გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული გაზეთი Die Zeit-ში ნათქვამია:  "იფექ მედია ჰოლდინგზე" ჩატარებული სპეცოპერაცია თავის მკითხველებს "ოპოზიციური მედია საშუალებები პოლიციამ დაარბია" . Die Zeit-ის შეფასებით, სპეცოპერაციის მიზანი არჩევნების წინ მედია საშუალებების დაშინებაა.
 
"კოზა-იფექ ჰოლდინგზე" განხორციელებული სპეცოპერაცია სიურპრიზი არ ყოფილა ასე შეაფასა მოვლენები Tageszeitung-მა. Twitter-ის ფენომენი ფუატ ავნი დიდი ხნის განმავლობაში წერდა იმის თაობაზე, რომ ერდოღანი ოპოზიციური მედიის გასაჩუმებლად სპეცოპერაციის მოწყობას აპირებსო. TAZ-მა, "ბუგუნის" გაზეთში გამოქვეყნებულ ISIS-ზე საბრძოლო მასალებით გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით სტატიასაც დაუთმო ადგილი.
 
400 ათას ტირაჟიანი მემარჯვენე ფრანგულმა ჟურნალმა Le Point-მა, სპეცოპერაცია  შაფასა შემდეგი სათაურით "ერდოღანის რეჟიმის მიერ მედიაზე კიდევ ერთი თავდასხმა". ჟურნალმში ნათქვამია:  "პრეზიდენტ რეჯეფ ტაოფ ერდოღანის რეჟიმმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე თავდასხმით მედიის მიმართ ზეწოლა გაზარდაზე.“
საბერძნეთის პრესა: საბერძნეთის უმსხვილეს მედია ჯგუფის საინფორმაციო საიტმა In.gr-მ, იფექ მედია ჯგუფზე განხორციელებული სპეცოპერაცია, ამ ჯგუფში შემავალ "ბუგუნის" გაზეთში გამოქვეყნებულ 'ISIS-ზე  იარაღის მიწოდება' სტატიასთან აქვს კავშირი. სახელმწიფო სატელევიზიო ERT არხის რადიო 1-მა სპეცოპერაციის გაშუქებას 10 წუთი დაუთმო. ERT არხის შეფასებით ერდოღანის მიზნებიდან ერთ-ერთი შეიძლება არჩევნების გადადება იყოს. საბერძნეთის ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური