„ვერანაირი ხელმოწერები ვერ გახდება საფუძველი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა“ - ვახტანგ ხმალაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 10:43

„მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო კოდექსით სრულიად ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და აქვე იმასაც დავამატებ, რომ მაშინ 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია იწერებოდა და როდესაც ეს ჩანაწერი გაჩნდა მასში, რომ ქორწინება ეყრდნობა მეუღლეთა თანასწორუფლებიანობას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მეუღლეებში მხოლოდ ქალი და მამაკაცი იგულისხმებოდა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩემი მონაწილეობით ხდებოდა ამ ნორმების ჩამოყალიბება და არავის თავში აზრად სხვა რამ არ მოსვლია.“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვახტანგ ხმალაძე პასუხობს.

„გიორგი მარგველაშვილი გახლავთ ჰომოსექსუალთა პრეზიდენტი“ - სანდრო ბრეგაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 10:40

„მე მინდა განვაცხადო ერთი რამ, რომ მორალურად და იურიდიულად პრეზიდენტის განცხადება იყო სრული აფსურდი. მე ძალიან მწყინს, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ აბსოლუტური დილეტანტი სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტისას და აგრეთვე არის უცოდინარი იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებში...პრეზიდენტი ფაქტობრივად ჩადგა გარყვნილების დამცველთა რიგებში და დღეს ის გახლავთ არა საქართველოს მოსახლეობის პრეზიდენტი, არამედ  გახლავთ ჰომოსექსუალთა პრეზიდენტი.“ - განაცხადა პარტიის „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სანდრო ბრეგაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს სანდრო ბრეგაძე პასუხობს.

„არგუმენტები არადამაჯერებელია და ძალიან ჰგავს თინა ხიდაშელის ეჭვიანობას“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 01:11

„უშიშროების სამსახურიც და თავდაცვის სამინისტროც - ორივე მაინც არის ძალოვანი ბლოკი. ძალოვან ბლოკში მსგავსი გადაადგილებების უამრავი პრეცედენტის ნახვა შეგვიძლია. ამდენად, ეს არგუმენტები არადამაჯერებელია და ძალიან ჰგავს თინა ხიდაშელის ეჭვიანობას. ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა გამხდარიყო თავდაცვის მინისტრი, ხიდაშელი ეჭვიანობის ნიადაგზე სასტიკად გააკრიტიკებდა. ეს ისედაც ცხადი იყო იმედნად უყვარდა ეს თანამდებობა. რაც შეეხება ოპოზიციას, ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ განცხადებებს და მაინც და მაინც შინაარსს ამაში ვერ ვხედავ.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„თბილისის მერი რომ არ არის პოპულარული ადამიანი, ეს საკამათო არაა“ - დავით ზურაბიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 01:07

„ნებისმიერი გამოკითხვით და სოციოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ დედაქალაქის მერი ერთერთი ყველაზე არაპოპულარული ფიგურაა და საერთოდ მერიის მუშაობას ძალიან უარყოფითად აფასებს ამომრჩეველი. ეს არის ფაქტი და ამაზე თვალის დახუჭვა თვითონ „ქართულ ოცნებასაც“ არ უნდა აწყობდეს. შეიძლება ითქვას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაც ხვდება, რომ ქალაქის მერიაში არ არის ყველაფერი წესრიგში, მაგრამ ვითარების გამოსწორების მიზნით ისინი მიდიან აბსოლუტურად არასწორი გზით. ისინი შეეცადნენ, უშიშროებიდან მოყვანილი კადრებით გაამაგრონ სიტუაცია.“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ზურაბიშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დავით ზურაბიშვილი პასუხობს.

„იმედი გვაქვს, რომ დაკავებული მალე იქნება გათავისუფლებული“ - ქეთევან ციხელაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 01:05

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული პრაქტიკა. უმეტესობა აი ამ უკანონო გატაცებებისა სწორედ ასე ხდება - საკუთარ მიწასა და საკუთარ ტერიტორიაზე. პროცესში მყისვე ჩაერთნენ ჩვენი სამართალდამცველები, ადგილობრივი ხელისუფლება, ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი და დაიწყო ამ ადამიანის გათავისუფლებაზე მუშაობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პირი მალე იქნება გათავისუფლებული და რაც მთავარია, ჯანმრთელად და ხელუხლებლად დაბრუნდება.“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ქეთევან ციხელაშვილი პასუხობს.

„არ მესმის, როგორ შეიძლება ლევან იზორიას ჩარჩოებში მოქცევა“ - გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 00:43

„პარლამენტთან ურთიერთობის დროს ლევან იზორია ყოველთვის ამჟღავნებდა კვალიფიციურობას, თანმიმდევრულობას მსოფლმხედველობაში, ცვლილებებში. ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ბატონი ლევანი და მე არ მესმის, როგორ შეიძლება მისი რაღაც ჩარჩოებში მოქცევა. ის არის მეცნიერი ადამიანი და მას ძალიან მარტივად შეუძლია სხვადასხვა საქმე იტვირთოს და ძალიან წარმატებულად განახორციელოს. აზრთა სხვადასხვაობას და წინააღმდეგობას გამოიწვევდა ნებისმიერი კანდიდატურა. ჩვენი ოპონენტების უმრავლესობისთვის სულერთია რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათთვის მთავარია ჩვენი გაკრიტიკება.“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გედევან ფოფხაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გედევან ფოფხაძე პასუხობს.

ქართველი ჟურნალისტების მედიატური ჩინეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 14:30

ჩინეთში ქართველი ჟურნალისტების მედიატური მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ არის ორგანიზებული.  ტურის ფარგლებში პეკინში შეხვედრები გაიმართა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მედიაკორპორაციაში Peoples Daily. დაგეგმილია შეხვედრები შანხაის მერიააა და კომპანია ჰუავეიში. მედიატურში მედიაჯგუფ „სტარვიზიის“ გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“  დირექტორი ავთანდილი ოთინაშვილი,  რადიო ჯაკოს, ტელეკომპანია რუსთვის 2-ის, იმედის, მასეტროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, დრო-ს ჟურნალისტები, ასევე გაზეთ რეზონანსისა და ბიზნეს თიმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქრთველი ჟურნალისტების მედიატური 29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იმართება. მედიატურის მიზანი  საქართველო- ჩინეთს შორის  ურთიერთობების გაღრმავებაა.


.

„ქართულ ოცნებაში ძალიან ზედაპირული გადაწყვეტილებები მიიღება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:18

„ტატამზე აიყვანეს ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული ილეთებიც კი არ იციან, როგორ იბრძოლონ. როდესაც საარჩევნო პროცესი ცხელ ფაზაშია გადასული, ისეთ ადამიანს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ცნობადობა არ აქვს, რომ გადაისვრი აი ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში, რისკი იმისა, რომ ისინი დაუშვებენ გამოუსწორებელ შეცდომებს, არის ძალიან მაღალი. ამ გამოუცდელობისა და ცნობადობის დაბალი ხარისხის გამო როგორც კი ეს 15 კაცი აღმოჩნდება ფრონტის წინა ხაზზე, მოვლენები ორი შესაძლო ვარიანტით განვითარდება: 1)საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღონ, მოერიდონ პოლიტიკურ დებატებს და მწვავე საჯარო გამოსვლებს; 2) ეს სიმწვავე შეიძინონ და ამ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ კოღუაშვილივით რაღაც მორიგ სისულელეს იტყვიან, არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, თუ ქართულ ოცნებას ამ ადამიანების პოლიტიკაში ინტეგრაცია უნდოდა, უნდა მოეხდინა მათი ბრენდირება და ეს დაახლოებით 1 წლის წინ უნდა დაეწყო... როგორც ერთჯერადი პიარის აქტი, ეს შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ვინც გადაწყვეტილებას იღებდა, მათ უნდა ეფიქრათ, რა რისკის წინაშე დააყენეს ამით პროცესი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„კაცები არ პატიობენ ქალებს ხმის ამოღებას“ - ელისო ამირეჯიბი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 12:15

„სულ ამბობენ ხოლმე, რომ ახლა იმატა ქალებზე ძალადობამ, ახლა განჩნდა ეს პრობლემა, თითიდან გამოწოვილია ეს თემა, წაქეზებული არიან ქალები, რის შედეგადაც ის გვაქვს, რაც გვაქვს, თუმცა ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ 2003 წლიდან. მუშაობა დავიწყეთ სწორედ იმის გამო, რომ უკვე ვნახეთ, რომ არსებობდა ოჯახში ხალადობის პრობლემა და საჭირო იყო გარკვეული მიმართულებით მუშაობა იმისთვის, რომ მომხდარიყო პრევენცია ამ დანაშაულის და დავხმარებოდით იმ ქალებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. ქალების უმეტესობა თვლის, რომ რადგან ქალია მას მძიმე ხვედრი აქვს, მან უნდა ზიდოს ეს ტვირთი, ის არის პირველ რიგში დედა, მერეა ცოლი და ბოლოსაა ქალი და ადამიანი. აი ამაშია სწორედ პრობლემა, რომ ეს მძიმე ტვირთი აკიდებული აქვს ქალების უმრავლესობას და ამ ტვირთს საზოგადოება აკისრებს მათ. ხშირ შემთხვევაში ოჯახებიდან მოდის ეს მძიმე ტვირთი იმიტომ, რომ ხედავენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ მამებს მათ დედებთან, როგორ ატარებდნენ მათი დედები ამ მძიმე ტვირთს და ცდილობენ, ხშირ შემთხვევაში, მათაც იგივე გაიმეორონ.“ - განაცხადა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონულმა კოორდინატორმა, ელისო ამირეჯიბმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ელისო ამირეჯიბი პასუხობს.

„ჩვენ კიდევ 70-80 კაცის წარმოდგენას ვგეგმავთ“ - ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 ივლისი 2016 12:14

„გუნდის ახალ წევრებს საგურამოში ჩასვლით ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადე და ვუსურვე მათ წარმატება. ისინი თავიანთი კომპეტენციით, სამუშაო გამოცდილებით საჯარო თუ კერძო სექტორში და ღირებულებებისადმი ერთგულებით საინტერესო ადამიანები არიან. მე მომეწონა, რომ მათ შორის იურისტების სიჭარბეა. ჩვენ იურისტები გვჭირდება უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობას ახორციელებს. ასევე მომეწონა ის, რომ რამდენიმე მათგანი არის იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც არასოდეს არ შეუყვანიათ საქართველოს პარლამენტში. მაგალითად, სამთო-მადნო ინდუსტრიის წარმომადგენლები. ამ ინდუსტრიას საქართველოში პატივს არ სცემენ. ამ დროს ეს არის ერთ-ერთი წამყვანი და მაღალშემოსავლიანი დარგი, რითიც შეიძლება საქართველოს სახელწმიფომ ნახოს სარგებელი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ საინტერესო შემადგენლობაა, თუმცა ეს არ არის სრული. ჩვენ კიდევ 70-80 კაცის წარმოდგენას ვგეგმავთ.“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური