”პარტია აღარ ეკუთვნის პაატა ბურჭულაძეს“ - გიორგი რუხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 სექტემბერი 2016 12:12

“მე დავტოვე პარტია იმ მიზეზით, რომ ეს პარტია აღარ ეკუთვნის პაატა ბურჭულაძეს. იგი ვერ აკონტროლებს ამ პარტიას, ეს პარტია აღარ გვეკუთვნის ჩვენ - მის დამფუძნებლებს და რაც მთავარია, პარტია აღარ ემსახურება იმ იდეას, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. პარტია დაფუძნდა იმისთვის, რომ ახალი თაობა, ახალი სახეები მოგვეყვანა პოლიტიკაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები გამოგვეწვია. პარტიის დღევანდელი მდგომარეობით, როგორც იმართება, ის აღარც პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, აღარც ჩვენ და აღარც იმ იდეებს ემსახურება, რომლისთვისაც დაფუძნდა. შესაბამისად, ჩემს პარტიაში ყოფნას ნამდვილად აღარ ჰქონდა აზრი.“ - განაცხადა „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, „სტარვზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი რუხაძე პასუხობს.

„ცალსახაა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური გვისმენს“ - გიორგი პაპავა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 00:27

„მთავრობა და ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ძალიან დიდი ხანია ჩვენზე ამბობს, რომ ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები, რომ ჩვენ შეკრულები ვართ მათთან და ა.შ. მსგავსი ჩანაწერების გამოწვეყნებით, ისინი ცდილობენ მიგვატმასნონ ნაციონალურ მოძრაობას. ნეიტრალურ ამომრჩეველს, რომელიც რეალურად ეძებს ახალ ძალას, მობეზრდა „ქართული ოცნების“ დროს ქვეყნის სტაგნაციაში ყოფნა და ასევე მობეზრდა „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ დაინახა, მათთვის ადამიანის უფლებები არ არის პრიორიტეტული. შესაბამისად, ამომრჩეველი ეძებს ახალ ძალას. ამის ფონზე „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მხოლოდ ის ორი არის არჩევანი.“ - განაცხადა „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრმა, გიორგი პაპავამ „სტარვზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი პაპავა პასუხობს.

"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

„ ივანიშვილის აგრესია უსუფაშვილზე ნოსტალგიით არის გამოწვეული“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:59

„ რესპუბლიკელები და ქართული ოცნება - ეს არის ის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ლაპარაკობს ცივილიზებულ გაყრაზე,  ვერ ახერხებენ ამას და სკანდალით მთავრდება ყველაფერი. ...გამომდონარე იქიდან, რომ უსუფაშვილი ივანიშვილისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ის უქმნიდა გარკვეულ კომფორტს ივანიშვილს და ის ძალიან მოაკლდა.   ამიტომ, მისი აგრესია ვფიქრობ, ნოსტალგიით არის გამოწვეული“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი  პასუხობს.

ბიზნესის სახლი - სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:57

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც დაზოგავს დროს და  ფინანსურ რესურსებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის რისკებს. ასე შეაფასა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი „ბიზნესის სახლი“, რომლის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია ორთაჭალაში  გაიმართა. უყურეთ  „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“,  მთავრობის ახალ ინიციატივას„ ბიზნესის სახლის“ შესახებ პრემიერი, ვიცე-პრემიერი და ბიზნესმენები აფასებენ.

სტოლტენბერგის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვარშავის სამიტის შემდეგ - მამუკა კუდავა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:55

"სტოლტენბერგის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქარტველოსთვის ვარშავის სამიტის შემდეგ. ვარშავის სამიტზე ჩვენ მივიღეთ სერიოზული მხარდაჭერა რანდენიმე მიმართულებით, ეს იქნება ორმხრივი თანამშრომლობა ნატოსთან, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ასევე მოწოდება რუსეთისადმი, რომ უკან წაიღღოს აღიარება აფხაზეთისა და სმხრეთ ოსეთის.  ამჯერად უკვე,  ვარშავაში გაჟღერებული გზავნილები თბილისში ჩამოიტანა ნატოს გენერალურმა მდივანმა ტოლტენბერგმა."-  განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში, „პოლიტიკური ცენტი გირჩის“წევრმა მამუკა კუდავამ „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს მამუკა კუდავა  პასუხობს.

„აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:53

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში განაცხადა, რომ  აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან, რადგან მათ ვერ მიიღეს ის, რასაც მოელოდნენ და რომ რუსეთი მათ რეალურ დამოუკიდებლობას არასოდეს დაუშვებს. „აფხაზებმა და ისებმა ის ვერ მიიღეს, რასაც მოელოდნენ რუსეთისგან და საკუთარი დე-ფაქტო ხელისუფლებისგან. ისინი ხედავენ, რომ კორუფცია ყველაფერს ჭამს და ანადგურებს. ეს ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ შანსს არ აძლევს საქართველოს, მაგრამ, მათ აქვთ ისეთი განცდა, რომ რუსეთმა ისინი მიატოვა და რომ ისინი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არიან.  იქ მცხოვრები ყოველი მეორე მოსახლე ნამყოფია თანამედროვე საქართველოში და ხედავენ როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ვითარდება დემოკრატია. ხედავენ, რომ საქართველო აშკარა ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.“

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„ ოკუპაციით წაგებული თავად რუსეთი დარჩა“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:51

„რუსეთმა თავისას ვერ მიღწია. მუქარითა და  საქართველოსთვის ტეროტორიის წართმევით და ის ფიქრობდა, რომ საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ მიაბრუნებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. საქართველო სულ უფრო და უფრო მიდის ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. თუ კი ვინმემ წააგო ამით, პირველ რიგში რუსეთმა.“ -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„რუსეთი არასოდეს დაუშვებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეალურ დამოუკიდებლობას“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:48

„ერთმა აფხაზმა მაღალჩინოსამნა ერთხელ მითხრა, რომ ადრე მათ ჰქონდათ დამოუკიდებლობა, მაგრამ არ ჰქონდათ აღიარება, დღეს მათ აქვთ აღიარება, მაგრამ არა აქვთ დამოუკიდებლობა. მათ, განსაკუთრებით ყირიმის ამბების შემდეგ, გაიგეს, რომ რუსეთი სინამდვილეში არასოდეს დაუშვებს  /აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის/ ნადვილ, რეალურ დამოუკიდებლობას.“ -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„ტერიტორიის მონიშვნა არ ნიშნავს, რომ შენ აკონტროლებ სიტუაციას“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:44

„ტერიტორიის მონიშვნა არ ნიშნავს, რომ შენ აკონტროლებ სიტუაციას. დღეს აიფონი აკონტროლებს სიტუაციას. იყო ქვის ხანა, ქვა დარჩა, მაგრამ ქვის ხანა წავიდა. ასევ წავიდა ბრინჯაოს ხანა. ნავთობი დიდხანს იქნება, მაგრამ ნავთობის ხანაც წავიდა უკვე.  სრულიად სხვა ეპოქაა დღეს, 21-ე საუკუნეში, რუსეთს კი, რომელიც ჩარჩა გასულ საუკუნეში, ეს არ ესმის.“  -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური