საქართველოში ევროკავშირის ელჩი "სტარვიზიის" რუსულენოვან სპეცპროექტში Пограничная ZONA.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 14:14

ორშაბათს, 7 ნოემბერს - „სტარვიზიის“ სპეციალური პროექტი „სასაზღვრო ზონა“ /Пограничная ZONA/ . რა წინააღმდეგობები არსებობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე? როგორ აფასებენ ევროპელი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნებს? გადაცემის სტუმარია ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ყოველ ორშაბათს, 21:30-ზე, „ ევროპა ფოკუსში“ გადაცემის დამთავრებისთანავე, „სტარვიზიის“ სპეცპროექტი რუსულ ენაზე სასაზღვრო ზონა / Пограничная Зона/.

Смотрите в понедельник 7 ноября спецпроект Старвижн - Пограничная Зона. Какие преграды стоят на пути Грузии в Евросоюз? Как оценивают западные партнеры результаты прошедших выборов? Гость программы – посол Евросоюза в Грузии Янош Херман. Каждый понедельник в 21:30 сразу после программы «Европа в Фокусе», спецпроект Старвизии на русском языке «Пограничная ZONA ».

Пограничная Зона - ახალი რუსულენოვანი თოქ-შოუ "სტარვიზიაზე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 12:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე „სტარვიზიის“ რუსულენოვანი სპეცპროექტის - "სასაზღვრო ზონა" /Пограничная Зона/ - პირველი სტუმარი. არსებობს თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ოპტიმიზმის საფუძვლები, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს? როგორ აფასებენ დასავლელი პარტნიორები საქართველოს დაბალანსებულ პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით? უყურეთ "Пограничная Зона"-ს სპეცპროექტის პირველ გამოშვებაში.

„ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ ოთხი-ხუთი ადამიანი“ - თამარ კეკენაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 16:26

„რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც არიან პრატიის დამფუძნებლები და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით პარტიის განვითარებაში, არჩევნების შედეგების გამოყვენებიდან მეორე დღესვე დატოვეს პარტია. მათი საჯარო განმარტების მიხედვით, მათ აირეს პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც დაგვიდგა, რომ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. ეს არის ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყნებში. საქართველოში კი ეს იშვიათობაა და ამიტომაც მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. რაც შეეხება შემდგომ ბრალდებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით - ეს არის აბსურდი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აპელირებენ ისინი ამ ყველაფერზე, თუმცა ისინი უკვე აღარ არიან „თავისუფალი დემოკრატები“ და ეს არის მათი პირადი პოზიციები.“ - განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კეკენაძე პასუხობს.

„უნდა მოხდეს შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ბალანსის აღდგენა“ - კახა გოგოლაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 16:06

„შავი ზღვის აკვატორიაში არსებული მდგომარეობა, რუსეთის სასარგებლოდ დისბალანსი, რომელიც იქ არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით, ყოველთვის აწუხებდა ალიანსის სახელმწიფოებს, აწუხებდა თურქეთს, რუმინეთს, არა მარტო შავი ზღვის ქვეყნებს, არამედ შავი ზღვის მიმდებარედ არსებულ ნატოს წევრ ქვეყნებსაც. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნატომ გააძლიეროს თავისი ყოფნა იმისათვის, რომ მოხდეს ბალანსის აღდგენა შავ ზღვაში, რომელიც განსაკუთრებით დაირღვა რუსეთის სასარგებლოდ, ყირიმის ანექსიის შემდგომ.“ - განაცხადა ევროპული კვლევების დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს კახა გოგოლაშვილი პასუხობს.

„პარლამენტში რეალური პოლიტიკოსების დეფიციტი გვექნება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 15:42

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს არჩევნების მეორე ტურში. საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადია მეორე ტური გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდებოდა აქამდე. გარდა იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს პირველ ტურებში ჰქონდათ საკმაოდ დიდი უპირატესობა, მეორე ტურებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსი. გარდა ამისა, მეორე პოლუსზე რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა დარჩენილი, ესეც გარკვეულ უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას იმიტომ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჯერ კიდევ არის ქართული ოცნების სასარგებლოდ." - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

"სასაზღვრო ზონა" - ახალი პროექტი სტარვიზიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 15:06

მედიაჯგუფი "სტარვიზია" წარმოგიდგენთ ახალ, სპეციალურ პროექტს რუსულ ენაზე - თოქ-შოუ „სასაზღვრო ზონა“. რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე? რა ვითარებაა ეგრეთ წოდებულ საზღვარზე? იძლევა თუ არა შედეგს თბილისის კრემლისადმი დაბალანსებული პოლიტიკა? პროექტის წამყვანი, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებს, განილავს ავტორიტეტულ სტუმრებთან, პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. უყურეთ „სტარვიზიაზე“ ყოველ ორშაბათს, 21 საათსა და 30 წუთზე. სპეციალური პროექტი „სასაზღვრო ზონა“ რუსულ ენაზე. პროექტის ხელმძღვანელი მედიაჯგუფ "სტარვიზიის"-ის გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი.
Медиа группа Starvision представляет новый спецпроект на русском языке - ток-шоу "Пограничная Зона". Какие вызовы стоят перед Грузией на пути в НАТО и Евросоюз? Как складывается ситуация на так называемой границе? Дает ли результаты сбалансированная политика Тбилиси в отношениях с Кремлем? Эти и другие темы ведущий проекта будет обсуждать с авторитетными гостями - политиками, экспертами, представителями дипломатического корпуса, правительства Грузии, России и других стран. Смотрите на телеканале Starvision каждый понедельник в 21:30 спецпроект "Пограничная Зона" на русском языке. Ведущий проекта : генеральный продюсер медиа группы Starvision Егор Куроптев.

 

„ძნელია წარმოიდგინო კვირიკაშვილის სახით ძალაუფლების უზურპატორი“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 17:19

„კონსტიტუციური უმრავლესობა შეიცავს გარკვეულ რისკებს თავის თავში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბოროტად იქნება ეს ყველაფერი გამოყენებული. თუმცა ასეთი რისკები, ბუნებრივია, არსებობს და ამას სჭირდება თავისი დამცავი მექანიზმები. პრობლემაა ის , რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიდრეკილია ძალაუფლების უზურპაციისკენ, ანუ ის ნელ-ნელა იწყებს სხვის ბოსტანში გადასვლას, ნელ-ნელა უჩნდება სურვილი, რომ აკონტროლოს ის ინსტიტუტები, რომლებიც არ არის მის კომპეტენციაში. ჩვენ მაგალითიც გვაქვს მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელმაც ეს აბსოლუტური ძალაუფლება გამოიყენა ისე, რომ გაეთელა სხვისი ბოსტანი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ჩვენი საარჩევნო სისტემა არ ასახავს საზოგადოების განწყობას“ - ვახუშტი მენაბდე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 17:15

 „ჩვენს კონტიტუციაში, ცხადია, არის დაუბალანსებელი მომენტები, თუმცა ეს იმიტომ, რომ პრემიერს აქვს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ამ სისტემაში პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევას, ეს კიდევ უფრო დაუბალანსებელს გახდის ჩვენს კონსტიტუციას და კიდევ უფრო გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის როლს. დღეს ხალხი ირჩევს და არის თეორიული შანსი, რომ სხვა პოლიტიკური გემოვნების იყოს პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური გემოვნების იყოს უმრავლესობა. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში მთლიანად ეს იქნება უმრავლესობის გემოვნებასთან თანხვედრაში მყოფი“ - განაცხადა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვახუშტი მენაბდე პასუხობს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა“ - ლევან სამუშია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 17:12

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა. საუბარი დიდი ხნით ადრეც მიდიოდა თუ ვინ განიხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. არ მაქვს განწყობა და შთაბეჭდილება იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გათავისუფლდება ხელისუფლების მარწუხებისგან. ბატონმა თავაძემ გააკეთა განცხადება, „საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“.. ვნახოთ, მე მომხარული ვიქნები, თუ არ გამართლდება ჩემი სკეპტიციზმი. წინ გვაქვს კაბელების საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა.“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ლევან სამუშიამ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლევან სამუშია პასუხობს.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ დაბალანსებისა და პარტნიორობის გზები რუსეთთან“ - გოჩა თევდორაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 17:10

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნის ერთ-ერთი ნაწილი იყოს ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ იმის გამო, რომ მაღალრეიტინგული იყო ეს პარტია, წარმოეჩინათ, როგორღაც, რომ ეს არ არის ევროპული ორიენტირის მქონე პარტია, რომ ეს არის პრორუსული ძალა. სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდათ სწორედ, რომ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ეს იარლიყი მიეკერებინათ. ჩვენ არაერთხელ გვიტქვამს და დღესაც ვადასტურებთ, რომ ჩვენ მომხრე ვართ ქვეყნის ევროინტეგრაციის...ძალიან კარგია ნატო ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ რეალობა ვუთხრათ ჩვენს ამომრჩეველს... ნატოში ჩვენი ნამდვილი წევრობის საკიტხი ორ ათეულ წელიწადზე მეტია დგას. გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ჩვენ ამ კარში ვერ შევდივართ...“ - განაცხადა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გოჩა თევდორაძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური