"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

„ვისურვებდი, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ არ უმტყუნოს ნერვებმა და ისე მოვიდნენ არჩევნებამდე“ - ზაზა ვეკუა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 14:22

"მე ვისურვებდი, რომ თავითონ პარტიას, „დემოკრატიულ მოძრაობას“ არ უმტყუნოს ნერვებმა და ისე მოვიდნენ არჩევნებამდე. რაც შეეხება ჩვენს ფრაქციას, ჩვენ როგორც ვიყავით წარმოდგენილი საკრებულოში ისევე ვრჩებით. ფრაქცია შეიცვლის სახელს და ისე გააგრძლებეს მუშაობას. ჩვენი ხედვები დედაქალაქში პრობლემებთან და მათ მოგვარებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო ბურჯანაძის ყოფილმა თანაგუნდელმა ზაზა ვეკუამ „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაზა ვეკუა პასუხობს.

“საქართველო მხოლოდ კორიდორი არ არის” - გიორგი ხეჩინაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 14:20

„როდესაც ჩვენ მივუერთდით კოალიციას 2012 წელს, ჩვენ ვქონდა „ქართულ ოცნებასთან“ შეთავაზება, რაც შეეხებოდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ქვეყნის ადგილის ძიებას, მის მნიშვნელობას, მის ფუნქციას, მის სამეზობლო პოლიტიკას. საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყნის კურსთან დაკავშირებით თავისი დასავლური არჩევანი გააკეთა ისტორიულად და ამაში სადაო არაფერი არის. მაგრამ საქართველო მხოლოდ კორიდორი არ არის, ის უნდა იყოს თანამონაწილე იმ პროცესების, რომელიც ახალ პოლიტიკურ რეალობაში იქმნება. სამწუხაროდ ეს მიდგომა კოალიციურმა ერთობამ არ მიიღო, არ ჩათვალა პრიორიტეტად და , ვფიქორბ ეს ითვლება მის ერთ-ერთ უდიდეს სისუსტედ.“ განაცხადა „ ეროვნული ფორუმის „ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხეჩინაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დეპუტატი გიორგი ხეჩინაშვილი პასუხობს.

IDFI-კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 14:16

„ეს არის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთი მეთოდია პროპაგანდა, რბილი ძალა, სოციალური ქსელების გამოყენება და მისი მიზანია, რომ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც წინ აღუდგება იმ გზავნილებს, რომლებიც მოდის კრემლიდან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ არ მივცეთ საშუალება დეზინფორმატორებს, მითებისა და ტყუილების გამავრცელებლებს, მანიპულირება მოახდინონ ჩენი საზოგადოების წარმოდგენებითა და განწყობებით.“ - განაცხადა IDFI-ის გამგეობის თამვჯდომარემ ლევან ავალიშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლევან ავალიშვილი პასუხობს.

მედია ჰოლდინგ „სტარვიზიის“ განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 11:23

მედია ჰოლდინგი „სტარვიზია“  "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. „ჩვენ იმედს გამოვთქვამთ , რომ ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არ დააზარალებს, რუსთავი 2- ში მომუშავე კოლექტივს, დამოუკიდებელი მედიისთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა პროფესიული მოვალეობა თავისუფლად განახორციელოს.“

ყველაზე სერიოზული ბავშვი მსოფლიოში! (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 13:04

ბავშვები ყოველთვის გვაკვირვებენ და გვახარებენ. ეს ვიდეო ამის დასტურია!

საქართველოს საგარეო გამოწვევების ანალიზი "აქტუალურ თემაში"

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 16:49

ვითარება რეგიონში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საერთაშორისო გამოწვევები და ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა, გატარებული რეფორმები, საინვესიტიო გარემო და ადამიანის უფლებების დაცვა. ბრუნდება თუ არა საქართველო საერთაშორსიო რადარებზე. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „ სტარეფემზე“ გადაცემაში „აქტუალური თემა“. საქართველოს პრემიერისა და ქართული დელეგაციის მთავარ გზავნილებს გაეროში გადაცემის სტუმრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და ამერიკანისტი ვასილ კაჭარავა აჯამებენ.

 

რთველი საქართველოში - "აქტუალური თემა"

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 15:03

როგორ მიმდინარეობს კახეთში რთველი, როგორი მოსავალი აქვთ მევენახეებს, უჭირთ თუ არა მისი რეალიზაცია და რა ფასად იბარებენ წელს ღვინის კომპანიები კილოგრამ ყურძენს. მევენახეებისა და ხელისუფლების პოზიციები - უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო სტარეფემზე. გადაცემა აქტუალური თემის შეკითხვებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი პასუხობს.

"სტარვიზიისა" და "სტარეფემის" ეთერში მაუწყებლობა აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 16:22

გაცნობებთ, რომ კომპანია "თელასში" შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია.  ტელეკომპანია "სტარვიზიასა" და რადიო "სტარეფემზე" მაუწყებლობა აღდგა.  ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის. გვიყურეთ და  გვისმინეთ „სტარვიზიისა“ და „სტარეფემის“ ეთერში.

"სტარვიზიასა" და რადიო "სტარეფემზე" მაუწყებლობა დროებით შეფერხებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 14:40

კომპანია "თელასში" შექმნილი პრობლემების გამო ტელეკომპანია "სტარვიზიასა" და რადიო "სტარეფემზე" მაუწყებლობა დროებით შეფერხებულია. პრობლემის აღმოფხვრისთანავე, ჩვენ უმოკლეს დროში, ჩვეულ რეჟიმში განვაახლებთ მუშაობას.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური