„დღევანდელი ლარის კურსის თამაში არის მხოლოდ და მხოლოდ პანიკა“ - გიგლა მიქაუტაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 20:44

„ვფიქრობ, მთავრობის გეგმა საკმაოდ ეკლექტურია იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს. ეს არ არის ეკონომიკური განვითარების გეგმა, ეს არის უბრალოდ ამ სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის გზის ძიება. რაც შეეხება ლარიზაციის გეგმას, მიმაჩნია, რომ ეს საკითხები მაინც კარგად არის დასამუშავებელი. ასევე ვისურვებდი იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების გაჟღერებამდე მეტი დისკუსია წარიმართოს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით საბანკო სექტორთან.“ განაცხადა ISET-ის კვლევითი ინტიტუტის ეკონომისტმა, გიგლა მიქაუტაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიგლა მიქაუტაძე პასუხობს.

„თუ მზად ხარ ნებისმიერთან მოაწერო ხელი კონტრაქტს, მაშინ ფასეულობებსა და 9 წელზე ნუ მელაპარაკები“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 20 აგვისტო 2016 12:41
„ქართული ოცცნების კონცეფცია არის სრულიად გაუგებარი. მათ დაიწყეს ერთით და განავიტარეს სრულიად საწინააღმდეგო პროცესი. ჩვენ გვახსოვს ის პომპეზური წარდგენა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, როდესაც ძირითადი აქცენტები გააკეთეს ახალ სახეებზე, ჰარვარდში განათლებამიღებულებზე, სუფთა ბიოგრაფიაზე, პროფესიულ წარსულზე და ა.შ. იქვე იყო ნათქვამი, რომ სპორტსმენები და მსახიობები აღარ იქნებოდნენ აღარსად და უფრო პროფესიული იქნებოდა მომავალი პარლამენტი. ამის შემდეგ დაიწყო უცნაურობები - მაჟორიტარების წარდგენა. ჯერ ვიხილეთ ე.წ. მიგრანტი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში მიგრირებენ მუდმივად, იმის მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი შეუსაბამო იყო თვითონ ქართული ოცნების განაცხადისგან. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. სპორტსმენები, მსახიობები და ა.ს. რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ რეალიზებულნი, მაგრამ თავის სფეროში. მე არ მესმის, რატომ უნდათ იმ სფეროში ყოფნა, რაც მათი არ არის.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვლადიმერ ბედუკაძე პასუხობს.

„ქორწინების საკითხის ინიციატორებს პირველ რიგში თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი“ -გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 14:11

„იმაზე ყვირილი, რომ თუ კონსტიტუციაში არ ჩაიწერება ეს ცვლილება, ე.ი. რაღაც საშინელება მოხდება ქვეყანაში და ჩვენ ლამის ტოტალურად გავხდებით ერთსქესიანთა ქორწინების მოწმეები - ეს პირველ რიგში, შეურაცხმყოფელია ხალხისთვის. ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს კომპლექსი, რომ შენთვითონ შეიძლება ორიენტაცია შეიცვალო. სხვანაირად არ მესმის. შენ თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ სიჯანსაღესა და ტრადიციების სიმყარეში, მაშინ რატომ გჭირდება ამის კონსტიტუციით გამაგრება. ე.ი. საკუთარ თავში გეპარება ეჭვი და ამიტომ გინდა, რომ საკუთარი თავი შეზღუდო. შესაბამისად, ამ საკითხის ინიციატორები ჩემთვის არა ტრადიციების დამცველები, არამედ არიან ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი პირველ რიგში“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

“სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება ადამიანის ძალებს აღემატება” - გიგლა აგულაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:27

„ჩვენი სამინისტრო, ცალკეული სააგენტოები, ასევე ქალაქის მერია და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობთ. უშუალოდ ჩვენი სამინისტროს მიერ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. უცხოელ კოლეგებთან ერთად შევისწავლეთ ვერეს ხეობა და ასევე სხვა ადგილებიც იმიტომ, რომ თბილისში დაახლოებით ათი ანალოგიური მაღალი რისკის ზონა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განვსაზღვრეთ დატბორვის არეალი და ამის საფუძველზე შემდგომ უკვე ქალაქის მერიამ განსახლების გეგმა გააკეთა, ასევე განისაზღვრა მომავალში მდინარის კალაპოტში რა შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, იქ დავაყენეთ ნალექის მზომი და წლის დონის მზომი აპარატურა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სერვერზე გვაწვდის სიგნალს, ჩვენ კი ამ ინფორმაციას ვატყობინებთ ჩესაბამის სამსახურებს... იმ ტრაგიკულ ღამეს დაემთხვა ბევრი ფაქტორი ერთად: ეს იყო ჭარბი ნალექი, მეწყრული უბნების გააქტიურება. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ის ფერდობი, რომელიც მეწყრულად ჩამოწვა, იყო ხეებით დაფარული და ეს მყარი ნატანი ჩამოვიდა მდინარეში, შემდეგ უკვე ქალაქში ჩახერგა მდინარის გასასვლელები. ამის გარეშე, მხოლოდ ნალექი ბუნებრივია, ასეთ ტრაგიკულ შედეგებს არ გამოიწვევდა...არავის არ შეუძლია განსაზღვროს ერთობლიობა იმ პროცესებისა, როგორც მაშინ განვითარდა. იქ რომც მოეწყოს ძვირადღირებული სენსორული სისტემები, ისინი  ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენ მაშინ, როცა ქანი დაიძვრება. შესაბამისად, რეაგირება ვერ იქნება იმდენად ოპერატიული.“ - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიგლა აგულაშვილი პასუხობს.

სოფო ჭყონია გადაცემაში "აქტუალური თემა - კულტურა" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 17:08

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" დასრულდა! როგორ ჩაიარა ქვეყნის მთავარმა მოვლენამ მოდის სამყაროში და როდის აიღებს მომდევნი კვირეული სტარტს, ნახეთ გადაცემის ჩანაწერი: - აქტუალური თემა კულტურა. ,,მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს" მის დამფუძნებელთან - სოფო ჭყონიასთან ერთად შევაფასებთ. გადაცემის პირველ ნაწილში გელით კვირის მნიშვნელოვანი სიახლეების დაიჯესტი კულტურის სფეროდან.. გადაცემა ეთერშია ყოველ ოთხშაბათს 21.30 სთ-ზე სტარვიზიასა და რადიო STARFM93.9 -ზე..

 

ნოდარ თათვიძე - "ტრენინგების ფარგლებში შემოგთავაზებთ არაერთ სიახლეს"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 14:02

ნოდარ თათვიძის ტრენინგი ''მოტივაცია'' პარლამენტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა, თათვიძემ ახალგაზრდებს აცნობა, რომ ტრენინგები არ იქნება ერთჯერადი და ის მომავალშიც აუცილებლად შესთავაზებს ტრენინგებს ახალგაზრდებს. ასევე მან მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ტელეკომპანია სტარვიზიას, რადიო 93.9-ს და საინფორმაციო სააგენგო "ნიუსდეი საქართველოს".

''ჩემი ტრენინგები არ იქნება ერთჯერადი აუცილებლად შემოგთავაზებთ შემდგომშიც საინტერესო თემებზე ტრენინგებს. ხოლო რაც შეეხება ტრენინგს ''მოტივაცია'' მისი მთავარი პრინციპის მიხედვით შეიქმნება 20-20 კაციანი ჯგუფები და მის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე ტრენინგი. თითო ტრენინგზე სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად შემუშავდება თითო სამოტივაციო პუნქტი და ჯგუფების დატრენინგების შემდეგ შეიქმნება ახალგაზრდების სამოტივაციო პუნქტები, რომლის პრეზენტაცია მოხდება მასშტაბურად...ასე რომ ტრენინგების ფარგლებში შემოგთავაზებთ არაერთ სიახლეს..'' - განაცხადა, ნოდარ თათვიძემ.

მარგველაშვილი არის ყველაზე რეიტინგული პოლიტკური ფიგურა, - გია ცაგარეიშვილი "სტარვიზიის" ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 17:58

„უკანასეკნელი კვლევები გვაჩვენებს, რომ მარგველაშვილი არის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა და ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ეს არ არის გარკვეულწილად პრეზიდენტის დამსახურება, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა რეიტინგული მარგველაშვილი,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა "სტარვიზიის" ეთერში, გადაცემაში "აქტუალური თემა".

პრეზიდენტმა დაიცვა საკუთარი პრინციპები, - ნიკა ჩიტაძე „სტარვიზიის" ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 17:36

„პრეზიდენტმა დაიცვა საკუთარი პრინციპები, როდესაც მან, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო პრეზიდენტის სასახლეში. ეს მისი კომპეტენციაა და სხვა, გარეშე პირებმა არ უნდა გადაწყვიტონ შევიდეს, თუ არა, ის სასახლეში. ეს შენობა ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტს და არა კონკრეტულ პირს. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ის უკვე, შესაძლოა ახალმა პრეზიდენტმა დაიკავოს," - განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „სტარვიზიის" ეთერში, გადაცემაში "აქტუალუღი თემა".

მედია ჰოლდინგ „სტარვიზიის“ განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 11:23

მედია ჰოლდინგი „სტარვიზია“  "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. „ჩვენ იმედს გამოვთქვამთ , რომ ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არ დააზარალებს, რუსთავი 2- ში მომუშავე კოლექტივს, დამოუკიდებელი მედიისთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა პროფესიული მოვალეობა თავისუფლად განახორციელოს.“

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური