თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები "თელასის" მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 13:43

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ სასწავლო და შემეცნებითი კურსების შემცველი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უშუალოდ ეცნობიან იმ უწყებების და კომპანიების მუშაობას, რომლებთანაც არქიტექტურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს.

"თელასს" 30-მდე ახალგაზრდა ეწვია და ადგილზე გაეცნო კომპანიის მუშაობის სპეციფიკას. მათ მოინახულეს "თელასის" ცენტრალური ოფისი, სადისპეჩერო და ქვესადგური "მთაწმინდა".

"კომპანია "თელასი" ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე" - განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა“ დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 17:45

თბილისის მერია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“ სთავაზობს, რომლის ფარგლებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არა ანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.  

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია
  • თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია  
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  •  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

  • ხელოვნება
  •  სპორტი
  •  განათლება
  •  ვეტერინარია
  •  სამართალი
  •  ტრანსპორტი
  •  ჯანდაცვა და მედიცინა
  •  არქიტექტურა მშენებლობა
  •  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  •  კომპიუტერული მეცნიერებები
  •  ბიზნესის ადმინისტრირება
  •  საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
  •  არქიტექტურა-მშენებლობა

 

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 17 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე:

http://tbilisi.gov.ge/page/246

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური