მშვიდობის ძიებას ინოცავიური საგარეო პოლიტიკა ჭირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 13:06

ამ კვირაში სტამბოლი უმასპინძლებს ორ სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას. ერთი  მიეძღვნება კონფლიქტებში ჩართულ სახელმწიფოებსა და მედიაციის საშუალებებს  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC)  წევრობის ფარგლებში.  მეორე  კი უფრო ფართო ფორმატის იქნება, სადაც იმსჯელებენ მდგრად განვითარებას, მშვიდობასა და მედიაციას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე; საშუამავლო პროცესში გენდერული და ახალგაზრდული ჩართულობის  გაძლიერების გზებზე; აგრეთვე, აზრების გენერაციის სესია მიეძღვნება, კონფლიქტებისა და მედიაციის ანალიზის დროს ცენტრალური მონაცემთა ბაზისა და ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხს. შეიძლება ვიღაცამ ჩაითვალოს, რომ ესაა ერთ-ერთი მორიგი კონფერენცია, მაგრამ სტამბოლის მედიაციის კონფერენციმ უკვე გვაჩვენა, რომ იგი საკმაოდ გალენიანია  სხვადასხვა საკითხებზე ურთიერთგაგების მიღწევის და ასევე,  მედიაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სფეროებში  სამოქმედო დღის წერსიგის ჩამოყალიბების საკითხში.   თურქეთია  კონფერენციების მასპინძელი ერთადერთი ქვეყანა, რომელიც  მედიაციის ჯგუფების მეგობრების (The Friends of Mediation Groups) თანათავმჯდომარეა, სამი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის: გაეროს-ს, ეუთოს-ს და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, თურქეთს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს კონფერენციის დასკვნები ზემოაღნიშნულ საერთაშორიოს ორგანიზაციებში.

21-ე საუკუნეში, საზოგადოება დგას სხვადასხვა გამოწვევების წინაშე. მაშინ, როდესაც ბევრი ფიქრობს რომ ჭიქა ნახევრად სავსეა საერთაშორისო სამართლის, ინსტიტუციების, დემოკრატიისა და კანონიერების, ანგარიშვალდებულების, თავისუფალი ვაჭრობის, გენდერული თანასწორობის და სხვადასხვა საკითხებში არსებული მიღწევებით, ჭიქის ცარიელმა ნახევარმა შეიძინა მნიშვნელოვანი დატვირთვა. სიმპტომები ჩვენთვის ყველასათვის კარგადაა ცნობილი და არ საჭიროებს შეხსენებას. სავაჭრო ომები, საერთაშორისო ექსპლუატაციის ახალი ფორმები, გეოპოლიტიკური კონკურენცია, დიდი ძალას მქონე მარიონეტული ომები, დაშლილი ეროვნული სახელმწიფოები, ტერორიზმი, ქსენოფობია, ისლამის მიმართ მტრული დამოკიდებულება,   მძვინვარე უთანასწორობა და უსამართლობა, ესაა, თანამედროვე ტენდი, რომელიც ჭიქას ნახევრად ცარიელს ტოვებს. კაცობრიობის გამოწვევები აფერმკრთალებენ იმავე კაცობრიობის  მიღწევებსა და ადამიანურ შესაძლებლობებს. რომელი მხარე გადასწონის? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ არსებულ გამოწვევებს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეგვიძლია, ჩვენ, ადამიანებს, ერთად ვიმუშაოთ დადებითი შედეგების მისაღებად. ერთი რამ კი ნათელია: თუ არ ავიღებთ ინიციატივას, არ ვიქნებით შემოქმედები და ჰუმანურები, ბოროტება აუცილებლად იმძლავრებს. დამოკიებულება „მოვიცადოთ და ვნახოთ“,  აღარ არის მისაღები. პოლიტიკაში არსებობს სხვადასხვა არჩევანი: მედიაციიდან -  ტერორიზმის წინააღმდეგ ძალის ფაქტობრივი გამოყენებამდე.       

ავიღოთ, სიტუაცია სირიაში. თურქეთის მონაწილეობითა და ჰუმანიტურული მიდგომით გასუფთავდა 4000 კილომეტრ კვადრატის ტერიტორია ორი ტერიროსტული ორგანიზაციისაგან, DEASH-ისა და PKK/PYD/YPG-ისგან. რომ არ ჩავრეულიყავით, ჩვენი ხალხი ამ ტერორისტების მუდმივი თავდასხმის მსხვერპლი იქნებოდა და სირიის ტრაგედიის პოლიტიკური გადაწყვეტა მიუღწეველი დარჩებოდა. თურქეთი მაქსიმალურს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჰუმანიტარული ტრაგედია, მასპინძლობს უამრავ ლტოლვილს, თურქეთის ჰუმანიტარული ხარჯი მსოფლიოში ყველაზე მსხვილია.

თურქეთი აგრეთვე შუამავლობს შეთანხმებეს, რომლის წყალობითაც გადარჩენილია ათი, თუ არა ასი ათასობით სიცოცხლე, და მხარს უჭერს პოლიტიკურ გადაწყვებილებას, რომელიც ეფუძნება მეზობელი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას.

სირიის მაგალითი შემდეგი მიზეზით მოვიყვანე. სირია კიდევ ერთხელ გვაჩნევებს, რომ პრევენცია მნიშვნელოვანია იმის დასანახად, რომ როდესაც კონფლიქტის ცეცხლი შეუტევს რომელიმე ერს,  ერთადეთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ქვეყანას ექნება არაპროგნოზირებადი შედეგები.     

მოქალაქეთა ერთი თაობა დაიკარგება ამა თუ იმ გზით; მომავალიც აგრეთვე იქნება ჩამქრალი. ყველა, თუნდაც ათასობით კილომეტრით მოშორებით, დაზარალდება ან ტერორისტული საფრთხის ფორმით, ეკონომიკური შოკით, ქაოსური მიგრაციით,  ანდა დაჭრილი ადამიანური სინდისით.

თუკი პრევენცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა მნიშვნელოვანია, მაშინ მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ეს მიდგომა ამოქმედებს თურქეთის ძალისხმევას შუამავლობის სფეროში, არის რა  UN, OSCE  და  OIC   შუამავლობის ჯგუფების მეგობრობის თანათავმჯდომარე და ორი კონფერენციის მასპინძელი, რომელიც ამ კვირაში გაიმართება სტამბოლში.

სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავს მეხი დაეცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 11:37

კომპანია ,,ატლას გლობალის“ რეისი სტამბოლი-თბილისი რამდენიმე საათიანი დაგვინებით შესრულდა. ამის მმიზეზი უამინდობ იყო. როგორც მგზავრები ჰყვებიან, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ლაინერმა ვერ შეძლო ამღალ ფრენაზე ასვლა და ისევ სტამბოლში დაეშვა.

ავია კომპანიის გადაწყვტილებით მგზავრები სტამობილიდან თბილისში სხვა თვითმვრინავით გამოამგზავრეს.

სტამბოლში პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 მაისი 2017 15:45

სტამბოლში, საპროტესტო აქცია, რომელიც მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო,   პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.  აქცია  ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო.

აქციის ჩატარებას დაახლოებით 300 დემონსტრანტი შეეცადა. პოლიციამ რამდენიმე ათეული  ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ,  24 აპრილს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტაქსიმის მოედანზე საპირველმაისო ღონისძიებები არ ჩატარდებოდა.

თბილისი - სტამბოლის რეისი გადაიდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:45

უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისი გადაიდო. Turkish Airlines-ის რეისი 04:30 საათზე უნდა შესრულებულიყო. 

მგზავრთა ნაწილი Turkish Airlines-ის უახლოეს ავიარეისზე გადაანაწილეს, რომელიც 06:10 საათზე სტამბოლის გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით შესრულდა. 

 

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისი გადაიდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 12:11

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისი გადაიდო, ფრენის გადადების მიზეზი  უამინდობა გახდა. 

თბილისში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ მგზავრები, რომლებსაც ფრენა სტამბოლის გავლით აქვთ.  ავიაკომპანიამ მგზავრები, რეისის გადადების გამო, სასტუმროში დააბინავა. 

სტამბოლის აეროპორტებში 600-ზე მეტი რეისი გადაიდო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 10:23

სტამბოლის ორივე დიდ აეროპორტში 600-ზე მეტი რეისი გადაიდო. ფრენის შეფერხების მიზეზი  დიდთოვლობა და ქარბუქია. 6 ათასამდე მგზავრი ამ დრომდე ვერ ახერხებს დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას.

 

ტერაქტი სტამბოლში - ღამის კლუბში შეიარაღებულ თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 იანვარი 2017 12:44

სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კლუბში მოულოდნელად გახსნილი სროლის შედეგად  დაღუპულია 35 და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. 

თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე უწოდა "ტერორისტული თავდასხმა". 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "თავისუფლების ქორებმა" აიღეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 11:12

სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთების დაჯგუფება, თავისუფლების ქორებმა აიღეს. მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მათ დაადასტურეს თავდასხმის ორგანიზება და დასძინეს, რომ მათი ორი მძევალიც დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ ბეშიქტაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებები ათ დეკემბერს დაფიქსირდა. დაიღუპა 38 და დაშავდა 155 ადამიანი. 14 დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ტერაქტი მაშინ მოხდა, როდესაც სტადიონთან გულშემატკივრები აღარ იმყოფებოდნენ. ოფიციალური ანკარის ვარაუდით, თავდასხმა სამართალდამცველების წინააღმდეგ იყო მიმართული. მომხდარის გამო ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. სტამბოლის მოსახლეობა ტერორისტულ აქტს გმობს და აცხადებს, რომ რადიკალები მიზანს მაინც ვერ მიაღწევენ. აღსანიშნავია, რომ თავისუფლების ქორები ქურთების მუშათა პარტიას რამდენიმე წლის წინ გამოეყვნენ და ისინი ახლა დამოუკიდებელ ჯგუფს წარმოადგენენ.

სტამბოლის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში 104 ჯარისკაცი მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 05:40

სტამბოლის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში 104 ჯარისკაცი მონაწილეობდა . მათ ლიდერად დასახელებულია ვინმე პოლკოვნიკი მუჰარემ კოზე. მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, გრძელდება გადატრიალების მონაწილეთა დაკავება.

სტამბოლის ცენტრში 30-მა ამბოხებულმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 05:34

სტამბოლის ცენტრში 30-მა ამბოხებულმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გათავისუფლებულია ამბოხბულების მიერ მძევლად აყვანილი თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელი.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 14 ამბოხებული ჯარისკაცი, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხდება დაზუსტება, თუ ამბოხებაში კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცი მონაწილეობდა. უკვე ცნობილია, რომ ამბოხებულებს პოლკოვნიკი მუჰამედ კოზი ხელმძღვანელობდა.

 
გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური