2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 19 იანვარი 2020 13:34

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული 6 მსოფლიოს ჩემპიონს გადაეცა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სპორტსმენები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, როგორც საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში და წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი, ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა.

2019 წელი განსაკუთრებული იყო ქართულ სპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს 1 200-ზე მეტი მედალი. პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავს 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების წამყვანები იყვნენ: ელენე კალანდაძე და გიორგი ჭანიშვილი. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხის“ ეთერში გადაიცა.

სამინისტრო მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის.

ნომინაციებში გამარჯვებულები:

1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

2. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო)

3. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

4. 2019 წლის საუკეთესო მსაჯი - რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)

5. 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით - ჭიდაობის ფედერაცია

6. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

7. 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)

8. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
9. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე
10. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი
11. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

სპეციალური პრიზების მფლობელები:

1. 2019 წლის აღმოჩენა - ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე - ბატუტზე მხტომელთა წყვილი; მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობის წყვილი
2. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის - „არქი ჯგუფი“
3. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში - საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
4. საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
5. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის  - „კაჭრეთი ამბასადორი“; „თბილისი ჰილსი“
6. საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში - ნინო სალუქვაძე
7. 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი - ნონა გაფრინდაშვილი
8. 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე - თათია დარსაველიძე
9. 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი  - გიორგი შერმადინი 
10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 18:25

15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:00 საათზე დაიწყება.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სპორტული ფედერაციები, სპორტისა და კულტურის მოღვაწეები.

JAKO FM-ის შესახებ:

JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 13 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე.

რადიო არის მულტიმედია ჯგუფ 4U-ს წევრი, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი და პორტალს 4U.ge.

არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 15:56
15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:30 საათზე დაიწყება.
 
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
 
ღონისძიებას დაესწრებიან: კულტურისა და სპორტის მინისტრი, განათლების მინისტრი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მერიისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

31 სპორტსმენს შესაძლოა, რიოს ოლიმპიადის ლიცენზია ჩამოართვან

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 14:59

12 ქვეყნის 31 სპორტსმენს შესაძლოა ჩამოართვან რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება - ამის შესახებ საუბარია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (ვადა) მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც შეეხება ჯერ კიდევ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე აღებული სინჯების განმეორებითი ტესტირების შედეგებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით, ვადა-მ ამ დღეებში 454 სინჯი გადაამოწმა და ეჭვმიტანილთა სიაში უპირატესად სწორედ ის სპორტსმენები მოხვდნენ, რომლებსაც მოპოვებული აქვთ წლევანდელი თამაშების ლიცენზია. 31 შემთხვევაში დადასტურდა აკრძალული პრეპარატის გამოყენების ფაქტი, რასაც მომდევნო განხილვების შემდეგ სოკ-ისა და საერთაშორისო ფედერაციების ადეკვატური სანქციები უნდა მოჰყვეს.

სოკ-ი უკვე დაუკავშირდა შესაბამის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და გადაუგზავნა ვადა-ს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. ეჭვმიტანილ ქვეყნებს შორისაა რუსეთი. მეტიც, მხილებულ სპორტსმენთა თითქმის ნახევარი - 14 სპორტსმენი სწორედ რუსეთის წარმომადგენელია, მათ შორის 9 მძლეოსანი 2008 წლის ოლიმპიადის მედალოსანია.

სოკ-ის გადაწყვეტილებით, ასევე გადამოწმდება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე აღებული 250 დოპინგ-სინჯი. ვადა-ს მიღებული აქვს დავალება, რომ საბოლოო დასკვნა რიოს ოლიმპიადის დაწყებამდე წარმოადგინოს. საინტერესოა, რომ პარალელურ რეჟიმში დოპინგ-ტესტს დაექვემდებარება იმ სპორტსმენთა სინჯები, რომლებმაც პეკინისა და ლონდონის თამაშებზე მაღალი ადგილები დაიკავეს და, შესძლოა, დისკვალიფიცირებული მედალოსნების ნაცვლად, პრიზიორებად ისინი გამოაცხადონ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური