Visa აძლიერებს პარაოლიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 1 წლით ადრე

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019 14:33

ოკსანა მასტერსი კიდევ ერთხელ შემოუერთდა პარაოლიმპიური თამაშების Visa-ს გუნდს  მსოფლიოს ხუთ სხვა პარაოლიმპიელ სპორტსმენთან ერთად

სან ფრანცისკო— 2019 წლის 5 სექტემბერი — დღეს Visa-მ (NYSE: V) განაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის პარაოლიმპიელი სპორტსმენების მომზადების გაზრდილ ვალდებულებას იღებს პარაოლიმპიური სპორტის სახეობების მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე. თამაშების დაწყებამდე ერთი წლით ადრე, პარაოლიმპიური თამაშების გადახდების სერვისების ოფიციალურმა პარტნიორმა და ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების ოქროს პარტნიორმა Visa-ს გუნდის რიგებში ჩარიცხა ხუთი პარაოლიმპიელი და ახორციელებს იაპონიის პარაოლიმპიური კომიტეტის Visa ბარათის იაპონელ მფლობელთა დონაციის პროგრამის მხარდაჭერას.  

“პარაოლიმპიური თამაშები უდიდეს შესაძლებლობას აძლევს მიზანმიმართულ სპორტსმენებს აიხდინონ ოცნებები როგორც საასპარეზო მოედანზე, ასევე მის მიღმა,“ განაცხადა Visa-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციის დირექტორმა ლინ ბიგარმა. “ეს სპორტსმენები ყოველდღიურად ცდილობენ გასცდნენ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებს, რაც საუკეთესოდ გამოხატავს იმას, რასაც Visa განასახიერებს, როგორც ბრენდი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვაძლიერებთ ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას.”

Visa - გლობალური ოლიმპიური პარტნიორი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი ყველაზე გრძელვადიანი გლობალური პარაოლიმპიური პარტნიორი (2003 წლიდან) - ასევე აგრძელებს სპორტსმენების მხარდაჭერას ინსტრუმენტებით, რესურსებითა და მხარდაჭერით Visa-ის გუნდის პროგრამის მეშვეობით, რომელსაც პირველად 2000 წელს ჩაეყარა საფუძველი. Visa-ს რიგებში კვლავ შედიან პარაოლიმპიელი სპორტსმენი ოკსანა მასტერსი სათხილამურო კროსში, ბიატლონსა და ნიჩბოსნობაში (აშშ), ასევე დანიელ დიასი პარაოლიმპიური ცურვა (ბრაზილია),აურელიე რივარდი პარაოლიმპიური ცურვა (კანადა), მონიკა სერიუ, პარაოლიმპიური კანოე (იაპონია) და ჰაჯიმუ აშიდა პარაოლიმპიური მძლეოსნობა (იაპონია).

მასტერსი, რომელსაც მოპოვებული აქვს რვა პარაოლიმპიური მედალი სპორტის სამ სხვადასხვა სახეობაში, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოსაპოვებლად სპორტის მეოთხე სახეობაში - ველორბოლაში იასპარეზებს. იგი ქალთა სპორტის ფონდის მიერ დასახელებული იქნა 2018 წლის სპორტსმენ ქალად სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში.

„შესანიშნავია Visa-ს გუნდის წევრობა და ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიცაა Visa, რომელსაც სჯერა შენი და მხარს გიჭერს“, განაცხადა მასტერსმა, რომელსაც მიღებული აქვს მედლები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ პარაოლიმპიურ სათხილამურო კროსში, ბიატლონსა და ნიჩბოსნობაში.

Visa-ს მიერ ოლიმპიელი და პარაოლიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა ასევე ვრცელდება ხელმძღვანელობაზე საასპარეზო მოედნის მიღმა, ოლიმპიური და პარაოლიმპიური ბიზნესის განვითარების პროგრამის მეშვეობით, რომელიც ისეთ სპორტსმენებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩემპიონი მოცურავე და ველომრბოლელი კელი კროული, Visa-ს ბიზნესის ისეთ ნაწილებზე ანიჭებს ხელმისაწვდომობას, რომლებიც სხვა შემთხვევაში მათ ვერ ექნებოდათ.

"Visa-ს პროგრამა არის დასტური იმისა, თუ როგორ შეიძლება ელიტური შეჯიბრის მოსაგებად აუცილებელი გონებრივი უნარების გარდაქმნა ბიზნესის გარემოში," განაცხადა პარაოლიმპიელმა მედალოსანმა სპორტის ორ სახეობაში კროულიმ, რომელიც ამჟამად დასაქმებულია Visa-ს ტალანტის შეძენის გუნდში. “ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სამზადისში პარაოლიმპიური თამაშები Visa-ს მიერ აღებული ვალდებულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.”

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში 4,400 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას 537 მედლისთვის ბრძოლაში – მათ შორის 1,756 ადგილია ქალი სპორტსმენებისთვის, რაც დღემდე არსებულთაგან ყველაზე მეტია. 2016 წლის რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე 4,1 მილიარდიანი აუდიტორიით მოიხსნა მაყურებელთა რეკორდი.

JPC-ის მძლეოსანთა დონაციის პროგრამა Visa-თან ერთად

იაპონიის პარაოლიმპიური კომიტეტი (JPC) იაპონიაში იწყებს JPC-ის მძლეოსანთა დონაციის პროგრამას Visa ბარათის მფლობელთათვის. Visa განახორციელებს Visa ბარათის მფლობელთა მიერ 2019 წლის 25 აგვისტოდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე დონაციის პროგრამის JPC-ის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გაღებული შემოწირულობების ტოლი თანხის დონაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.jsad.or.jp/paralympic/donation.

Visa-ს შესახებ

Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერია. ჩვენი მისიაა დავაკავშიროთ მსოფლიო ყველაზე ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო გადახდის ქსელის მეშვეობით - რაც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და ეკონომიკებს წარმატების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მოწინავე გლობალური დამუშავების ქსელი „VisaNet“, უსაფრთხო და საიმედო გადახდებს უზრუნველყოფს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეუძლია წამში 65,000-ზე მეტი ოპერაციის დამუშავება. კომპანიის დაუღალავი მუშაობა ინოვაციების მიმართულებით ციფრული ვაჭრობის სწრაფი ზრდის კატალიზატორია ნებისმიერ მოწყობილობაზე ყველასთვის და ყველგან. მსოფლიოს ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესში Visa იყენებს ჩვენს ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბს კომერციული მომავლის შესაცვლელად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ About Visa,visa.com/blog და @VisaNews.

Visa-ს შესახებ

ანა სერდიუკი

დირექტორი, კორპორაციული კომუნიკაციის განყოფილება

Visa დსთ და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია (CIS&SEE)

+38 044 22 00 300

JLIB_HTML_CLOAKING

 

აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 14:01

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. 

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. 

ამერიკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. 

საქართველოს კრივის ფედერაციაში ფლობენ ინფორმაციას, რომ ორივე სპორტსმენი სწორედ ბრუკლინში ემზადება, თუმცა მათთან დაკავშირება და სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

ხურციძე ამერიკაში ორი დღის წინ გაემგზავრა და 8 ივლისს გასამართი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ერთ თვეში ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა დაპირისპირებოდა. 

ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს ბრალი რეკეტში და თაღლითურ შეთანხმებაში მონაწილეობაში ედებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია. დაჯგუფების ხელმძღვანელებად რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი არიან დასახელებულნი.

რა დამოკიდებულებაა ევროპასა და აშშ-ში „ნებადართული დოპინგის“ მიმართ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 16:57

შეკითხვას, „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“ ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობამ უარყოფითი პასუხი გასცა, ამაზე მეტყველებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო სპუტნიკის დაკვეთით ჩატარდა.

სპორტსმენების მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ აკრძალული მედიკამენტების გამოყენების წინააღმდეგ ხმა მისცა: პოლონეთში — მოსახლეობის 66%-მა, იტალიაში — 50%-მა, გერმანიაში — 50%-მა, ხოლო საფრანგეთში — 48%-მა. აშშ-ში ამ პოლიტიკის წინააღმდეგი გამოკითხულთა 45% იყო, ესპანეთში — 41%, ხოლო დიდ ბრიტანეთში — მხოლოდ 38%.

გამოკითხვა: „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“
გამოკითხული რესპონდენტების მეხუთედმა წამოაყენა წინადადება, რომ დოპინგი ყველა სპორტსმენისთვის დაიშვას, რათა ვინმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ყველაზე მეტი მხარდამჭერი ამ მოსაზრებას დიდ ბრიტანეთში გამოუჩნდა — 22%, ესპანეთსა და გერმანიაში — 19%, აშშ-ში — 17%, ხოლო პოლონეთში — სულ გამოკითხულთა 11%.

რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედს მიაჩნია, რომ სპორტსმენებს შეუძლიათ დოპინგის მიღება — მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით. ამ მოსაზრებას დაეთანხმა: ესპანელთა 31%, ამერიკელთა — 28% და ბრიტანელების 27%. გარდა ამისა, ამ იდეას მხარს უჭერენ იტალიაში, საფრანგეთში და გერმანელთა 22%. ყველაზე ნაკლები მომხრე მას პოლონეთში გამოუჩნდა – 14%.

გამოკითხვა საფრანგეთის სოციოლოგიური კვლევის უძველესმა კომპანიამ IFop-მა ჩაატარა 2016 წლის 22-26 ოქტომბერს. მასში სულ 7043 რესპონდენტი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 18 წელს აღემატებოდა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. სიზუსტის ინტერვალი ზოგადად +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობით.

ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატება მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 15:13

19 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიმოადგილეებთან ერთად, ტრაბზონში გამართულ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებულ საქართველოს სპორტული დელეგაციის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. 

ქართველმა ბავშვებმა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აიღეს. ტურნირის ჩემპიონები კარატეში ანრი ბიწკინაშვილი, ხოლო ძიუდოში გოგონათა შორის სოფო სომხიშვილი გახდნენ.

პირველად საქართველოს ისტორიაში, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ISF-ის  2016 წლის მსოფლიო სასკოლო გიმნაზიადაში, რომელიც 1972 წლიდან ტარდება. შეჯიბრზე საქართველო 12 სახეობაში წარდგა. 14 მონაწილედან კი მედალი 11-მა მოიპოვა.

 კარატე

I ადგილი ანრი ბიწკინაშვილი  (საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მოსწავლე,რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სასკოლო სპორტში მოიპოვა ოქროს მედალი)

II ადგილი  - ოთარ ანთაძე
II ადგილი  - ვიტალი კუჩერენკო
II ადგილი - თამუნა თურმანიძე
II ადგილი  - ნიკიტა ბელიავსკი

III ადგილი  - თენგიზ თედიაშვილი
III ადგილი  - შოთა აბუაშვილი

რუსი სპორტსმენები შესაძლოა, რიოს ოლიმპიადაზე არ დაუშვან

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 15:05

ახლო მომავალში იმ გამოკვლევების შედეგებს გამოაქვეყნდება, რომელსაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო  სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით აწარმოებს. სოჭის ამბავი საერთაშორისო სპორტული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღსების ცენტრშია. მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, ამერიკაში გადაბარგებული გრიგორი როდჩენკოვი და ინფორმატორი ვიტალი სტეფანოვი ღიად აცხადებენ, რომ რუსეთში მოქმედებდა სახელმწიფო დოპინგ-პროგრამა, რომლითაც სარგებლობდა ასამდე წამყვანი რუსი სპორტსმენი, მათ შორის - სოჭის თამაშების 15 მედალოსანი. გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში როდჩენკოვი ამბობს, რომ ნაკრების წევრებს აძლევდა სამი აკრძალული პრეპარატის ნაზავს და ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ თავად სპორტსმენებიც. როდჩენკოვი ასევე აღიარებს, რომ ლაბორატორიის კედელში საგანგებოდ გაკეთებული ხვრელის მეშვეობით ღამის საათებში, მალულად იცვლებოდა ოლიმპიადის რუსი პრიზიორების დოპინგ-სინჯები.

ვადა-სთან ერთად, ამ საქმეს იძიებს აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო.

ამ დღეებში მეტად ყურადსაღები განცხადება გააკეთა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, რიოს თამაშების წინ მეტად სერიოზული პრობლემები შეექმნათ: "რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის სპორტსმენების მონაწილეობა დამოკიდებულია იმ გამოძიების შედეგებზე, რომელსაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო "სოჭი-2014"-თან დაკავშირებით აწარმოებს. თუ წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულებები ორგანიზებული სახელმწიფო დოპინგ-პროგრამის არსებობის თაობაზე, რომელიც სპორტის ბევრ სახეობას ეხება, საერთაშოროსო სპორტულ ორგანიზაციებს და სოკ-ს მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურ და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის," - განაცხადა ბახმა.

 

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენები დაჯილდოვდებიან

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 12:09

15 იანვარს არაოლიმპიურ სახეობებში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში 2015 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ათეულს ქართული ტელევიზიების, რადიოების და პრესის სპორტული ჟურნალისტები გამოავლენენ. გამოკითხვაში მონაწილეობას მედაჰოლდინგ "სატვიზიის" ჟურნალიტიც მიიღებს. საუკეთესოებს ოლიმპიური ჩემპიონები, მინისტრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტული გაზეთის რედაქტორები დაასახელებენ.   გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
საღამოზე სპეციალური ჯილდო რადიო JAKO FM-ის საუკეთესო რესპოდენტს კახი კავსაძეს გადაეცემა.

დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.



ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური