ფოთში დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო ჯგუფები გაიხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:55

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ფოთში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა ორი საფეხბურთო ჯგუფი გახსნა, სადაც 10-დან 13 წლამდე და 13-დან 17 წლამდე მოზარდები ვარჯიშობენ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფოთში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა ორი საფეხბურთო ჯგუფი გახსნა, სადაც 10-დან 13 წლამდე და 13-დან 17 წლამდე მოზარდები ვარჯიშობენ.

პროექტი შემუშავდა ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობის, ნიჭიერი მოზარდების წარმოჩენისა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობაში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით. მოზარდებს სამინისტრომ საჩუქრად ბურთები, მაისურები და სავარჯიშო ინვენტარი გადასცა. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 18:30

23 სექტემბერს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა" პრეზენტაცია გაიმართა.

 ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" შემუშავებული კოალიციური პროექტი, რომლის პარტნიორიც ასევე არის ბავშვთა და   ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია." და ცალკეული სამთავრობო უწყებები.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის გაზრდას არაფორმალური განათლების მეშვეობით. პროექტის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მოხდება დასაქმების სერვისების განვითარება საქართველოში, რაც გაზრდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციის ხარისხს.

პრეზენტაციას ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი,ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში" საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორი ლორიან გონი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტში ჩართული ორგანიზაციებისა და სტრუქტურების ხელმძღვანელების მისალმებისგამოსვლის  შემდეგ გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, გამოიკვეთა მიზნები, თანამშრომლობისა და დასახული ამოცანების შესასრულებლად.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური