2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, - ტარიელ ხეჩიკაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 16:53

"2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელში წარმატებულად იასპარეზონ და ასახელონ საქართველო" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან სამინისტროში 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე. 

სამინისტროში შეაჯამეს 2016 წლის შედეგები და ეროვნული ნაკრების მიღწევები, ასევე ისაუბრეს კალათბურთელთა ნაკრების სამომავლო გეგმებსა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა მომავალი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპზეც, სადაც საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთვება.

ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 10:00

26 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. ღონისძიებას სასტუმრო „ჰუალინგმა" უმასპინძლა.

2016 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს გარდა კიდევ სამი ტიტული მოიგო: ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ასევე ევროპის ჩემპიონის ტიტული 23-წლამდელთა შორის. წლის საუკეთესო სპორტსმენს მთავარი ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

დანარჩენ 8 ნომინაციაში გაიმარჯვეს: საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და ქალი - ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა); საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო (კარატე); საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა); საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ეროვნული ფედერაცია; საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები; საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა); საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა).

ამას გარდა სპეციალური პრიზები გადაეცათ: საუკეთესო სპორტულ მენეჯერს - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ჯღარკავას; წლის აღმოჩენას - ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს; საუკეთესო ლეგიონერს - კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანს, NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრს ზაზა ფაჩულიას; საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს - მორაგბეთა ახალგაზრდულ ნაკრებს; წლის ბიზნეს კომპანიას - სოკარს; საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს გიორგი ჭუმბურიძეს, ასევე საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო შტაბს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

საზეიმო გალა-დაჯილდოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ. 

ღონისძიებაში, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვნენ, ანსამბლი „შვიდკაცა", ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, ნატალია ქუთათელაძე, სულხან ჯაიანი და გიორგი გაგნიძე მონაწილეობდნენ.

 

დღეს სპორტის სამინისტრო საუკეთესოებს გამოავლენს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 16:00

დღეს  სასტუმრო „ჰუალინგში" (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვერსიით " 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონია.  

გამოვლინდება 2016 წლის საუკეთესო სპორტმენი, საუკეთესოები დაჯილდოვდებიან სულ 9 ნომინაციაში, ასევე დაწესებულია 7 სპეციალური პრიზი. 

ღონისძიებას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, მოადგილეები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები. 

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვებიან. 

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "შვიდკაცა", ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, სულხან ჯაიანი, ნატალია ქუთათელაძე, გიორგი გაგნიძე.

სტუმრების მიღება დაიწყება 19:00 საათიდან სასტუმრო „ჰუალინგში" 

9 ნომინაცია

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი  
2) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი 
3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში   
4) საუკეთესო მსაჯი 
5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია 
6) საუკეთესო გუნდი 
7) საუკეთესო ქალი სპორტსმენი 
8) საუკეთესო მწვრთნელი
9) საუკეთესო  სპორტსმენი

7  სპეციალური პრიზი

1) საუკეთესო სპორტული მენეჯერი 
2) წლის აღმოჩენა  
3) საუკეთესო ლეგიონერი
4) რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის
5) საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები
6) საუკეთესო ბიზნეს-კომპანია 
7) სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

პროექტი „სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე „ დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 17:53

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის განვითარების ცენტრთან" ერთად პროექტის „სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე"  შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა. პროექტი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.„ქორთიარდ მერიოტში" გამართულ ღონისძიებას მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები  და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილემ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა .

პროგრამის ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე საქართველოს ხუთი ქალაქიდან, (თბილისი, ქუთაისი, წყალტურბო, ზუგდიდი, ფოთი) შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ და მცირე ჯგუფებში განეხილათ სხვადასხვა ბიოგრაფიული ინტერვიუები, რომლებიც ჩაწერილია სოხუმში, გალში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში, ცხინვალში, ახალგორში, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აღნიშნულ ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მიმდინარე მოვლენებს. რესპონდენტები საუბრობენ კონფლიქტის წინაპირობებზე, ესკალაციის პერიოდზე, საომარ მოქმედებებსა და უშუალოდ მათი თვალით დანახულ მოვლენებზე. პროგრამის ფარგლებში დღეისათვის ჩატარებულია 30-ზე მეტი სადისკუსიო ვორქშოფი „ბერგჰოფის ფონდის" მეთოდოლოგიით თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.  აღნიშნული პროგრამა მოიცავს 450-ზე მეტ პირდაპირ ბენეფიციარს. ვორქშოფების მონაწილეთა შორის პროექტის მეორე ეტაპისთვის შერჩეულ მონაწილეებს დეკემბრის ბოლომდე ჩაუტარდებათ  ვორქშოფების კიდევ ერთი ეტაპი, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგისთვის მოსამზადებლად და აღნიშნულ საკითხებზე უფრო მეტი ცოდნის/ინფორმაციის შეძენის მიზნით.

ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 17:39

15 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწნენ 2016 წელი შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. 

შეხვედრაზე საუბარი იყო ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ წარმატებებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში არსებობს. 2017 წელს საქართველო არაერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთა მაღალ დონეზე ჩატარება უმნიშვნელოვანესია. 

შესაბამის სპორტულ ფედერაციებს  საერთაშორისო ფედერაციების წინაშე აღებული აქვთ ვალდებულებები, რომელთა შესრულებაშიც მათ სამინისტრო ეხმარება. შეხვედრაზე საუბარი იყო ახალ ოლიმპიურ ციკლზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ სპორტის სახეობებზე, რომელთაც ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ. ამ თვალსაზრისით პოზიციების შეჯერება მოხდება ოლიმპიურ კომიეტთან და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან. 

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ხელბურთელ გოგონებს წარმატება უსურვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 მარტი 2016 15:09

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ნაკრებს 8-13 მარტს  სერიოზული გამოცდა ელის. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება საერთაშორისო ტურნირი: IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში 19 წლამდელთა შორის. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველობელგიალატვიაფარერებიკვიპროსი,ესტონეთიალბანეთი და სომხეთი.

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს კვიპროსის, ლატვიისა და ალბანეთის წინააღმდეგ, პირველ შეხვედრას გუნდი 8 მარტს 18:00 საათზე კვიპროსის 19-წლამდელ გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ტურნირის გახსნითი მატჩი კი14:00 საათზე ფარერის კუნძულებსა და ესტონეთს შორის გაიმართება.  

ქალთა თასი 2016-ის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 7 მარტს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ლეოპოლდ კალინი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტიზურაბ კაკაბაძე შეხვდნენ.

IHF/EHF ქალთა თასს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები ატარებენ ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის. თავდაპირველად ტურნირს მხოლოდ ხელბურთის ევროპული ფედერაცია, EHF აწყობდა და მას ჩელენჯ ტროფი ეწოდებოდა. სულ გაიმართა 5 შეჯიბრება, 2000-2008 წლებში და იქ ორჯერ ითამაშა საქართველოს  ქალთა ნაკრებმა - 2006 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, 2002 წელს - მეხუთე.

2010 წლიდან საქმეში ჩაერთო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია, IHF. თავდაპირველად ტარდება რეგიონული ტურნირები 5 კონფედერაციაში: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა და ოკეანია, ხოლო გამარჯვებულები თამაშობენ უკვე ინტერკონტინენტალურ, მსოფლიო თასზე. ამ ფორმატით, IHF/EHF ქალთა თასი რიგით მეოთხეა. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა და ის 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე, რომლის გამართვის ადგილი რეგიონული ჩემპიონების გამოვლენის შემდეგ გაირკვევა.

265 მილიონ 700 ათასი ლარი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 19:15

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წლები) სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.

სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია: ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; კონკურენტიანი, თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა; ქალთა და ჭაბუკთა პირველობები, რეგიონული ტურნირები, ფუტსალი, პლაჟის, ქუჩის და შშმ პირთა ფეხბურთი, სასკოლო შეჯიბრებები; საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;  საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო და პრემიალური დაფინანსება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016-2020 წლებში ფეხბურთის განვითარების პროგრამა 265 მილიონ 700 ათას ლარით დაფინანსდება. პროგრამის დეტალურ პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს.


„ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის. ამ დღეს ჩვენი ფეხბურთი და გულშემატკივარი 25 წელიწადს ელოდა! მსურს მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას - მათ უმოკლეს ვადაში წარმოადგინეს ფეხბურთის განვითარების საინტერესო პროექტი. ასევე მადლობელი ვარ მთავრობის წევრების, რომლებიც დეტალურად გაეცნენ ამ პროექტს და მხარი დაუჭირეს მის განხორციელებას. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ფინანსურად მხარდაჭერილი იქნება. ამ პროექტით უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს განვითარების კარგი შანსი ეძლევათ, ფუნდამენტური კი ისაა, რომ ბავშვთა ფეხბურთის პრობლემების მოგვარების შანსი გაგვიჩნდება", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სფფ-ში ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, - ტარიელ ხეჩიკაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 15:46

საქართველოს სპორტისა და ახალგაზედობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “სტარვიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვალები ნამდვილად აქვს, თუმცა მინისტრი ზუსტ ციფრს არ ასახელებს.

"ცალსახად ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ვალები არის და სფფ-ში ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. 
უპრიანი იქნება ეს საკითხი კომპეტენტურმა პირებმა შეისწავლონ, ზუსტად წარმოადგინონ ციფრები და შემდეგ სპორტულმა საზოგადოებამ, სახელმწიფოს იმ ორგანოებმა, რომელთაც ამის შეფასება ევალება, ყველამ ერთად ობიექტური დასკვნა გააკეთონ,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „ სტარეფემზე“ გადაცემაში „აქტუალური თემა - სპორტი“, 22 ოქტომბერს, 21:30 საათზე.

 

 

ცალსახად ვიცი, რომ სფფ-ში ვალები არის, - ტარიელ ხეჩიკაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 15:30

საქართველოს სპორტისა და ახალგაზედობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “სტარვიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვალები ნამდვილად აქვს, თუმცა მინისტრი ზუსტ ციფრს არ ასახელებს.

"ცალსახად ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ვალები არის და სფფ-ში ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. 
უპრიანი იქნება ეს საკითხი კომპეტენტურმა პირებმა შეისწავლონ, ზუსტად წარმოადგინონ ციფრები და შემდეგ სპორტულმა საზოგადოებამ, სახელმწიფოს იმ ორგანოებმა, რომელთაც ამის შეფასება ევალება, ყველამ ერთად ობიექტური დასკვნა გააკეთონ,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

იხილეთ მინისტრის კომენტარი:

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „ სტარეფემზე“ გადაცემაში „აქტუალური თემა - სპორტი“,  22 ოქტომბერს, 21:30 საათზე.

 

ფოთში დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო ჯგუფები გაიხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:55

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ფოთში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა ორი საფეხბურთო ჯგუფი გახსნა, სადაც 10-დან 13 წლამდე და 13-დან 17 წლამდე მოზარდები ვარჯიშობენ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფოთში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა ორი საფეხბურთო ჯგუფი გახსნა, სადაც 10-დან 13 წლამდე და 13-დან 17 წლამდე მოზარდები ვარჯიშობენ.

პროექტი შემუშავდა ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობის, ნიჭიერი მოზარდების წარმოჩენისა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობაში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით. მოზარდებს სამინისტრომ საჩუქრად ბურთები, მაისურები და სავარჯიშო ინვენტარი გადასცა. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური