სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გამოიყვანა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 12:01

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა. უკრაინულ მედიაში ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მისი შენობიდან გამოყვანის კადრები. 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. 
საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია - ექიმის კომენტარი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017 13:13

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, ამის შესახებ კომენტარი ექიმმა გააკეთა:

"პაციენტი მოყვანილი იქნა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმით, უტარდება ოპერაცია ამ ეტაპზე მდგომარეობა რჩება კრიტიკული."- განაცხადა ექიმმა.

ბერგულ ვარანი: პატიმრობისას თმები ძირიანად დამაგლიჯეს და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 11:19

იდილის კულტურის ცენტრის დარბევის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს მე და ჩემს კოლეგებს გვაწამებდნენ,- ამის შესახებ განცხადება ბერგულ ვარანმა გააკეთა.

თურქეთში, იდილის კულტურის ცენტრის დარბევისას დაკავებული ბერგულ ვარანი პროკურატურის დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს. ვარანმა განაცხადებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს მას აწამებდნენ.  ვარანი ასევე ამბობს, რომ მას თმებში ხელი ჩაავლეს მოქაჩეს და თმა ძირიანად დააგლიჯეს. ხელში დარჩენილ თმას აფრიალებდნენ და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ.

30 მაისს ოკმეიდანის იდილის კულტურის ცენტრში განხორციელებული სპეცოპერაციიის დროს მიმომხილველი ჯგუფის წევრებთან ერთად 14 ადამიანი დააკავეს. სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ მიმომხილველი ჯგუფის წევრებთან ერთად 4 ადამიანი დააკავეს, 10 კი გაათავისუფლეს.

სახალხო საადვოკატო ბიურო დაკავებულების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ Twitter-ზე წერდა.

″ძალიან ინტენსიური წამების ქვეშ ვიმყოფებოდით. კულტურის ცენტრის დარბევის შემდეგ სპეცრაზმის მანქანაში ჩაგვსვეს. აქ დაახლოებით 2-3 საათი გვალოდინეს. წამება აქ დაიწყო. მანქანაში ინტენსიურად გვაწამებდნენ. თითქოს შეგნებულად ამისთვის მომზადებული იყვნენ. თმებში რომ მექაჩებოდნენ თითქოს მეთოდი უსწავლიათ. თმებში ხელი ჩამავლეს მოქაჩეს და თმა ძირიანად დამაგლიჯეს. ხელში დარჩენილ თმებს კი აფრიალებდნენ და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ. თმებს აქეთ იქეთ ყრიდნენ, მანქანის სავარძლის ზედაპირი თმით იყო დაფარული.″-ამის შესახებ ბერგულ ვარანმა გადაცემა ″პლუს სიმართლე″-ში(Artı Gerçek) ბაჰარ კილიჩგედიქლის ესაუბრა.

ვარანის მტკიცებით, პოლიცია მის მეგობრებსაც სასტიკად გაუსწორდა. მათ თავის მიბრუნებაზე და სხვა მხარეს გახედვაზეც კი უმოწყალოდ სცემდნენ. ერთ-ერთ მეგობარი მამაკაცი კისრის არეში დარტყმის შედეგად გაითიშა.კიდევ ერთ მეგობარს ყურის აპკი გაუხეთქეს, ერთ-ერთს კი თვალი დაულურჯეს. ბერგულ ვარანის თქმით, ანტიტერორისტულ განყოფილებაში 8 დღის განმავლობაში ვყავდით დაკავებულნი, სხეულის დაზიანებების განკურნებას ელოდნენ.

ვარან-მა ასევე აღნიშნა, რომ ყოველივე ამის შესახებ სასამართლო დაკითხვაზე მოახსენა მოსამართლეს, თუმცა არ იცის, შეიტანეს თუ არა ოქმში მის მიერ მიწოდებული ცნობები.

წყარო: http://t24.com.tr/haber/gozaltinda-saclarimi-kokunden-kopartip-mehter-marsi-ile-oyun-oynadilar,407719

სასტუმროში მძევლების გასათავისუფლებლად,მალის სპეცსამსახურები შეიჭრნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 17:05

მალის სპეცსამსაცურების წარმომადგენლები სასტუმრო რედისონში შეიჭრნენ, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეები გაეთავისუფლებინათ.

მალის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით ამჟამად 80 ადამიანია გათავისუფლებული. 3 მათგანი კი მოკლეს.  

როგორც ცნობილია, დარჩენილ მძევლებს შორის 6 ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თანამშრომელია, 20 ინდოეთის მოქალაქეა, 10-ზე მეტი კი ჩინეთის მოქალაქე.

როიტერის ცნობით რამდენიმე მოქალაქე, ვინც ყურანის ციტატები იცოდა, ტერორისტებმა გაათავისუფლებს.

მალის დედაქალაქში ტერორისტებმა 170 კაცი მძევლად დილის 7 საათზე აიყვანეს. ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი, რომელიც დიპლომატიური მანქანით გადაადგილდებოდა სასტუმრო რედისონში შეიჭრა. მათ ცეცხლი გახსნეს და სასტუმროს 30 თანამშრომელთან ერთად, 140 სტუმარი მძევლად აიყვანეს. 

ტერორისტები მალის დედაქალაქში სასტუმრო "რედისონში" შეიჭრნენ-არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 13:51

ტერორისტების თავდასახმა მალის დედაქალაქში. ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი სასტუმრო "რედისონში" შეიჭრა და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" წერს.

ამ წუთებში სასტუმროს მეშვიდე სართულზე სროლის ხმა ისმის. შენობა სპეცრაზმის ალყაშია. თვითმხილველა განცხადებით შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარებს მანქანებით გაჰყავთ. არიან გარდაცვლილებიც. ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული. 

სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული. შეერთებული შტატების დიპლომატიურმა მისიამ ბამაკოში მყოფ თავის მოქალაქეებს ტვიტერის ქსელის საშუალებით მოუწოდა ქუჩაში არ გავიდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური